ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

სსიპ – პირველი გამოცდა

Posted by vekoo on June 17, 2010

ტესტები იყო და ამოცანები. ტესტები გუშინ გავაკეთე, ანუ პასუხები მოვძებნე და ჩავიწერე, მაგრამ მერე დავიღალე და 10 ხდებოდა გარეთ გავედი. მერე ველო გამოვიყავნე და სახლში 12 ხდებოდა რომ ამოვედი. მერე დავიძინე, დილით 8 ხდებოდა ავდექი, უცებ ვიბანავე, უცებ მოვწესრიგდი, უფრო უცებ წავედი მაღლივში, 10ს ნახევარზე მისასვლელი 11ს 28 წუთზე მივედი ( პირადობა დამეკარგა და თან მდივანთან ავიარე და ქსერო წამოვიღე)

მერე ბიბლიოთეკაში ავვარდი, მე-8 სართულზე რესურს-ცენტრის ოთახი მოვძებნე, ჩემი ადგილი გავიგე და დავჯექი.

ტაქს : ჩემი ცოდნა: წინა დღით ამოხსნილი, მაგრამ არნასწავლი ტესტები და აზრზე არ მყოფი ამოცანები.

დავიწყე წერა : გავაკეთე ტესტები, ყველა მეადვილა , 25 ცალი იყო ყველა საკაიფოდ დავწერე.

გადავედი ამოცანებზე. ვიცოდი რომ არ ვიცოდი და წაკითხვაც მეზარებოდა. ამიტომ ვიყურებოდი გარშემო. ვათვალირებდი ხალხს. მერე დავინახე ჩემ წინ გოგო იჯდა ჩემ საგანს წერდა. მივახოხე წინ მაგიდა, მერე სკამიც. მერე ისევ მივახოხე მაგიდა და სმკამნსაც რომ ვახოხებდი დამკვირვებელმა დამინახა და წინ გადმოჯექი I მერხზე 32-ეიო. რატო მეთქი? გადმოჯექიო.

გადავჯექი.

იმენა ცხვირწინ ვუზივარ., თვითონაც ჩემ წინ ზის მაგიდაზე. მე ამოცანების წაკითხვაც მეზარება. მერე დავიწყე ისევ ხალხის თვალიერება. ჩემ გვერდით მაგიდაზე თმაგაჩეჩილი გოგო შევნიშნე. თმაზე ვაკვირდებოდი,. ძალიან მოხრილი იჯდა და ფურცელში ქონდა ჩარგული თავი.,

დავაკვირდი და მივხვდი ჩემ საგანს წერდა. დავაკვირდი და ამოცანაზე იყო.

გადავხედე ჩემ ამოცანას, ბუღალტრული გატარებების მონახაზი გავაკეთე და მერე იმ გოგოსთან შევამოწმე. ზუსტად ისე ეწერა მუხლები . ეხლაც მახსოვს ის ამოცანა.

დავწერე ამოცანა.

მერე მეორეზე გადავედი. რაღაცაზე გავიჭედე და ისევ გადავხედე გვერდით მაგიდაზე. დამინახა წინ მჯდომმა დამკვირვებელმა . გადაჯექი გვერდზეო.

მეთQი, რატო, არაფერი გამიკეთEბიათQო. გადაჯექიო.

გადავჯექი და თან უკვე სიცილი მიტყდებოდა.

ამჯერად უკვე ისე ვიჯექი არავინ იყო გარშემო. სულ წინ ცარიელ ადგილას.

მივაყოლე და შემდეგი 4 ამოცანა ამოვხსენი. მე5 დამეზარა.

მერე ისევ მოვეშვი და დავიწყე ხალხის თვალიერება . უკან ვიყურებოდი.

დამკვირვებელმა რას შვებიო გაგიჟდა, დავამთავრე ნაშრომითქო .

ჩავაბარე და წამოვედი .

ხო,. წამოსვლისას ვუთხარი : თქვენისთანა ლმობიერი დამკვირვებელი ჯერ არ შემხვედრიათქო ; ))))

შენ როგორ დაწერე პირველი გამოცდა?

3 Responses to “სსიპ – პირველი გამოცდა”

  1. Marr said

    ოოო მე ისე დავწერე, მტრისას!😀

  2. archily said

    წელს ჩემი პირველი გამოცდა სრულიად დავაქსეროქსე და 37 ქულა ავიღე😀 საბოლოო 97😀 ეგ იყო და ეგ,მას შემდეგ სულ; საგამოცდო ცენტრი მიტარებს გამოცდებს და აგერ უკვე მეცხრე გამოცდა სულ ჩემით დავწერე და სულ ყველა კარგად დავწერე ჯერ არცერთი არ შემრჩენია🙂😛 ორთოპედიასაც დავბდღვნი,აი ნახე თU არა😛 :*

  3. leqsebi said

    ძაან მაგრა დავწერე, იმედია სხვებზეც გამიმართლებს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: