ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ამბავი ესე როგორ ჩამიხუტა ღრმად მზემ გულის კუნჭულში და დამარტყა

Posted by vekoo on June 24, 2010

არადა არ ცხელოდა ძალიან, მაგრამ ვარაზისხევიდან სანამ I კორპუსამდე ავედი 3 ჯერ გავხდი ცუდად .

ახალი გაკეთებული მეორეიარუსიანი გზა რომ უნდა გადამეკვეთა და ტროტუარზე გადავსულიყავი მაშინ ვიგრძენი, რომ ვერ ვიყავი რიგზე, გზა მაინც გადავჭერი და სანამ “ბახუსოთერაპიასთან” მივიდოდი, გარშემო ყველაფერი დატრიალდა, თვალებში დამიბნელდა, “დამიბრჭყვიალდა” და ყურებში საზიზღარ ხმაზე წუილი მესმოდა.

ჯერ მეგონა, რომ მანქანების ხმა იყო, მაგრამ ბოლოს მივხვდი მარტო მე მესმოდა ეს წუიილი.

ჰოდა, გადმოვჭერი ის ახალი გზა და მივედი ტროტუარამდე და ეგრევე აჩიკო, სადმე დამაჯინე-მეთქი და ესე გრაციოზულად ჩამოვჯექი inside out- upper intermadiate წითელ წიგნზე : D თან მოკლე ვიწრო კაბა მეცვა და მაღალ ქუსლიანი საზაფხულო ფეხსაცმელები. ბარდიურზე რომ ჩამოვჯექი იმდენი გრძნობა კი მქონდა შერჩენილი, რომ ფეხები ერთმანეთთან მიმედგა, მაგრამ ვეღარაფერს ვხედავდი, ძლივს ვსუნთქავდი და არაფერი მესმოდა .

მერე ცოტა ხანში გადამიარა და ავუყევი ზევით გზას. აი, სულ 20 ნაბიჯიც არ მქონდა გავლილი, რომ მივხვდი ისევ მეწყენობოდა და ჩამოვეკიდე აჩოს.

მერე ვეღარ გავძელი და შუა გზაში მარჯვნივ რომ პააატარა სკვერივითაა და 2 ცემენტის ფილაა იქ ჩამოვჯექი, იქამდე უკვე მკვდარივით მივედი თვალდახუჭული. ვიჯექი ვიჯექი და ისევ გადამიარა.

აჩომ ვსო, ასე აღარ გვაწყობს, ტაქსით ავიდეთო . არადა 1 სთ დრო მქონდა და ისედაც სადმე ვაპირებდით დაჯდომას. მეთქი ტაქსი არ მიდნააა. ჯერ ისე არ მოვკვდარვარ, რომ ეს აღმართი ფეხით ვერ ავიაროთქო.

წამოვედით ისევ იქიდან და კიბეებამდე ვერ მივაღწიე და სანამ ისევ ცუდად გავხდებოდი მოაჯირზე ჩამოვჯექი და ისევ გადამიარა . : |

გავაგრძელეთ ისევ გზა. მაგრამ იმ სავალ მონაკვეთს უკვე მზე ურტყავდა და 5 ნაბიჯში ისევ ვიგრძენი როგორ გადამეფარა თვალებზე სიბნელე, ამიჭრელდა და ყურებიც დამიგუბდა.

სასწრაფოდ მივაჭერი კიბეებთან და არც დამიხედავს ეგრევე დავიფარე დიდი წიგნი და დავჯექი . ცოტა ხნის მერე მიმოვიხედე და წითელ ქვიშებში ვყოფილვარ : D ირგვლივ სულ წითელი იყო ყველაფერი : D

მერე ცოტა ისევ მოვმჯობინდი და სანამ ისევ ცუდად გავხდებოდი : ( უცებ დამაჯინა აჩომ I კორპუსის სკვერში, მეხვეწა საჭმელს მოგიტანო, მაგრამ ვერ ვჭამ სიცხეში საჭმელს და ბოლოს ისევ ჩამოსასხმელი ნაყინი მომიტანა. სანამ გზის იქიდან მოიტანდა და იმხელა ეზოს გადმოჭრიდა ისე დადნა ის ნაყინი, ისე უფრო მესიამოვნა, თან თავისიც მე შემაჭამა : D

მერე ცოტა მოვედი ხასიათზე : D

ხოდა, მერე ვბჭობდით რა მეშველებოდა მე აჩო რომ არ მყოლოდა .

-არც არაფერი . მარტივი პასუხი გვაქვს ხოლმე ამ კითხვაზე ყოველთვის : )))

როგორც მივხვდი, უჭმელობის ბრალი იყო ყველაფერი, კარგა ხანია სახლში საჭმელი არ მიჭამია, სულ ფასთ-Fუდებზე ვარ და მარტივ სალათებზე. ფაქტიურად დიეტაა : D არა, წონისთვის კი კარგია და ვიზუალურად იდეალური ტანი მაქვს : P მაგრამ ჯანმრთელობას ვინადგურებ და ექიმმა ჰაუს არჩილმაჩემმა  ჩამიტარა ლექციები ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. შენ დედაჩემის ხელი გაკლიაო : D მეთქი, დედაჩემს რას უწუნებთქო? დედაშენზე გემრიელ და მრავალფეროვან საჭმელს აკეთებს, პროსტა ვერ ვჭამ როცა ცხელათქო .

მერე წამიყვანა საააშინლად ამომიტენა მუცელი ცომეულით და ნუგბარით : D ამასობაში თავისუფალი დროც გავიდა და დავიძარით Big Ban-ისკენ …


გაგრძელება იქნება .



17 Responses to “ამბავი ესე როგორ ჩამიხუტა ღრმად მზემ გულის კუნჭულში და დამარტყა”

  1. აუ რა საშინელი გრძნობაა ეე…
    მეც გავხდი ეგრე ცუდად ერთხელ ეკლესიაში და ერთხელ სახლში. მგონი მაშინ სიცხის და ჩახუთულობის ბრალი იყო.
    ხო და ეხლა ალბათ (იმედია) გაიტვალისწინებ და შეჭამ ხოლმე. ნაყინს მაინც😀 თჲ არა და აღარ იქნება ერთხელაც აჩო და გაიშოტები შუა გზაზე😛

  2. archily said

    იასნაი არაფერი გეშველება უჩემოდ😛😀

    რაც შეილება მეტი ხორციანი,თევზეული და ასე შემდეგ :* ენერგია გინდა შენ და მეტი არაფერი😛 :*

  3. sunwaited said

    siyvarulovna
    ხო, პროსტა მართლა საშინელება იქნებოდა მარტო რომ ვყოფილიყავით, თან აჩო ჭავჭავაძეზე იყო და ჩემ დასახვედრად ჩამოვიდა კოსტავაზე და რომ დაზარებოდა იმ სიცხეში ბოდიალი და იქ რომ დამლოდებოდა მარტოს მომიწევდა იმ გზის გავლა და მერე ალბათ სასწრაფო თუ მიშელიდა მარტო : ((((

    ვერ ვჭამ და რა ვქნა? : D

    archily
    ენერგია მე გადასარევი მაქვს : P იცი ეგ შენ : D და ამ ხორცს და წვნიანს ვერ ვწამ ამ სიცხეში და დამანებეთ თავი : D
    ზატო, მომიტანე ხოლმე ჩამოსასხმელი ნაყინები და ტკბილეული და მეც კარგად ვიქნები და შენც😀 :* :* :* :* :*:*:*:*

  4. archily said

    ტკბილეული და ცომეული არ ვარგა არაააააააა

    ხორცი შეიქმს ენერგიასა,კაცი რომ ხორცს არ ჭამს ის კაცად არ ვარგა😀

    ჰოდა დახვედრას რაც შეეხება დამირეკავდი და ჩამოვფრინდებოდი ეგრევე შენთან მაინც ჭუკლი🙂 :*******

  5. kevana said

    ხორცი…. :დ აბა ვეგეტერიანელებს უთხარი, რომ ვინც ხორცს არ ჭამს ის კაცად არ ვარგა, ეგრევე აქეთ “შეგჭამენ” :დ :დ

    არ მოიშიო, რამე მაინც ჭამე, თუნდაც შოკოლადი და მინერალური წყალი ატარე თან :ყეს:

  6. salolas said

    ვაიმე ვეკო რომ გაიშოტებოდი ვარაზისხევზე მაგარი სანახავი იქნმებოდი ძააა😀😀

    “ექიმი ჰაუს აჩოჩემი” კიდე მაგარი კაცი ძააან😀 :*

  7. sunwaited said

    archily
    როგორ არ ვარგა : D გემრიელიცაა და დამანაყრებელიც : D
    ჰო, ჩამოფრინდებოდი, როგორც მე მასწავლე იმ დღეს ფრენა პარაშუტით : D

    kevana
    ვეგეტარიანელები ხალხის ფეხის ხმას აყოლილი ხალხია, “არც სპილო ჭამს ხორცს, მარტო მცენარეებზეა და მაინც რამხელააო, არც ჩვენ მოგვივა რამეო” .
    სპილო სპილოა და ადამიანი -ადამიანი. ყველას განსხვავებული ორგანიზმის აგებულება გვაქვს, აბა რასაც ძაღლი ჭამს იმითი იკვებოს ადამიანი და ხო გაფშიკავს ფეხებს? : D

    salolas
    დამპალო, მაგარი სანახავი ვიქნებოდი არაა?😛
    ჰო, მაგარი კაცია ♡ ♡ ♡ ♡ ♡ ♡ ♡ ♡ ♡ ♡: )))))

  8. tina said

    ვეკო, სანამ ბოლომდე ჩავიკითხე მე ჩემი დამემართა…რადა ხართ ეს ახალგაზრდები ასეთი დაუდევრები? დედა, რომ გეუბნევა : ნორმალურად ისაუზმე! რად არ უჯერებთ? ნამდვილად გამაგიჟებთ,ასე, როგორ გევხართ ერთმანეთს ეს ახალგაზრდები?-მეც სულ ამაზე მიწევს ჩემს ქალიშვილთან ჩხუბი,რომ ნორმალურად იცოდეს ჭამა.

    • sunwaited said

      საქმეც იმაშია, რომ დილით ან უნივერსიტეტში მივდივარ და ჭამას ვერ ვასწრებ და ან მე რომ ვდგები უკვე წასულია დედა სამსახურში და საღამოს სახლში რომ მივალ 9საათზე მაშინ ვხედავ პირველად, სახლშიც მაშინ ვჭამ საჭმელს ღამ-ღამობით. შესაბამისად ბევრს და ნოყიერად წვნიანებს ვერ ვჭამ ასე გვიან და ვარ მერე გამოფიტული : D

  9. archily said

    Salolas
    Sunwaited😀 :*:* მართალი ხალხი კაი ხალხი😀 :*

  10. Marr said

    აი შენც ხომ გამოსცადე როგორი ყოფილა შიმშილის თავდასხმა. აღარ იარო ეგრე. თუმცა მე ვის ვეუბნები, დილით არასოდეს ვჭამ. ამ ბოლოს მეც ვეღარ ვუძლებ მეც უკვე და მეშინია სადმე არ წავიქცე

  11. tatukaa said

    არ შეიძლება ეგრე უნდა ჭამო:) ტანს თუ უფრთხილდები ჯობია საღამოს არ ჭამო მარა დილას აუცილებელია ჭამა🙂

  12. leqsebi said

    მეც სულ მეჩხუბებიან დილით უნდა ჭამოო მაგრამ…

  13. kontua said

    bebiachems emarteboda xolme egre.. mere movgdebdi xolme zurgze da mimyavda saxlshi😀

  14. უი, ერთხელ მეც დამემართა, ავტობუსში ვიჯექი და უცებ ყურებმა ჟღრიალი დამიწყო, მერე თანდათან თვალები ამიჭრელდა და მერე აღარ მახსოვს, გონს რო მოვედი სკამზე ვიჯექი და თავს ათასი ადამიაბნი დამტრიალებდა :):):):) საშინლად შემრცხვა, მაგრამ რა ჩემი ბრალი იყო :(:(:(:( ხოდა, კარგად ჭამე:0 მარტო0 სალათები ძალას გამოგაცლის🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: