ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

დღის შიში.

Posted by vekoo on June 25, 2010

მე მჯერა, რომ ყოველგვარი სიახლე შეიძლება კარგის მომტანი იყოს, პოზიტიური შემოიტანოს ცხოვრებში. მართლა მჯერა ამისი? თუ უბრალოდ მინდა, რომ მჯეროდეს ?!…

ამ ბოლო დროს რაღაც სასწაულად ბევრი ხდება, ბევრი მოხდა და ვიცი კიდე ბევრია მოსახდენი ჩემში, ჩემ ცხოვრებაში.

ღვთის ნებით არ მოხდება ის, რაც ასე არ მინდა, რისიც ასე მეშინია, – არადა როგორ მეგონა, რომ უფლის გარდა არაფრის მეშინოდა.

უკვე ისე გავსქელტყავდი, რომ თითქოს ამისიც არ მეშინია, უბრალოდ აღარ მინდა სტატუს ქვოს შეცვლა და შიშის თვალებით ვუყურებ ავბედით სიახლეებს.

არ მინდა იმ ბებერს დედაბრებს დავემსგავსო, ყოველი ცისმარი დღის გათენება რომ ეშინიათ ავბედითის მოლოდინში …

თქვენც არ გეშინოდათ სიახლეების ?

6 Responses to “დღის შიში.”

  1. Marr said

    არ მეშინია, მაგრამ ძნელად ვეგუები.

  2. me miyvars siaxleebi. Tundac arasasiamovno

  3. sunwaited said

    Marr
    სასიამოვნო სიახლეებთან შეგუება არ იქნება ძნელი, მაგრამ მე არასასიამოვნოებზე ვამბობ : D

    siyvarulovna
    არასასიავმოვნო ამბები ვინმეს უყვარდეს პირველად ვიგებ : )))

    პ.ს. ხვალ მე და აჩო სადღაც ვგეგმავთ წასვლას და მგონი სურათებიანი პოსტი მექნება😛

  4. tina said

    თქვენც არ გეშინოდათ სიახლეების ?-შენ ასაკში არ მეშინოდა, პორიქით მახარებდა ყოველი სიახლე…ახლა კი ვერაფრით ვიტან …ყოველი სიახლე მაშინებს.

    • sunwaited said

      როცა კარგს არაფერს მოველი, მაშინებს , იმიტომ რომ არ მინდა, მაგრამ ვიცი ძნელია არიდება …
      მაგრამ მაინც ავირიდებ : P

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: