ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

tired…

Posted by vekoo on June 28, 2010

დამღალა ამდენმა ეგოისტობამ, შურისძიებამ და შეურაცხყოფამ : ((( სიამოვნებით დავდებდი სასწორის ერთ პინაზე ჩემ წილ სულს , ყველაფერს, რაც კი გამაჩნდა , გავყიდდი და წავიდოდი. აღარაფერში მჭირდება ის, რაც ჩემი აღარაა.

იმ დღეს ერთი გოგო შემხვდა. ორივე მკლავზე ტატუები ქონდა, ერთხე 2 და მეორეზე- 1 . ერთიც უკან ბეჭზე ბრეტელის მხარეს .

გაკვირვებული უყურებდა ყველა გარშემო. ის კი იდგა თავის არაქართველ შავგრემან მეწყვილესთან ერთად და სულ ცალ ფეხზე ეკიდა სხვების აზრი.

იმ წუთას შემშურდა მისი.

თან ორსულად იყო, ძალიან დიდი მუცელი ქონდა … ბედნიერი ჩანდა .

მეც მინდა შემეძლოს ყველაფრის ცალ წიხლზე დაკიდება, დაკიდება წარსულის, აწმყოსი და მომავლისაც და აქაურობას განშორება.

დავიღალე თქვენგან, ადამიანებო.დამღალა ამდენმა ორპირობამ და გაუტანლობამ! სხვაგან მინდა.

15 Responses to “tired…”

  1. იმ ტატუიანი გოგოსთვისაც რთულია აქ ცხოვრება დამიჯერე : ) ერთი შეხედვით ჩანდა ასე უბალოდ… აქ ყველას სული გვეხუთება…. გარემოს ბრალიცაა ალბათ და… არასწორი ადამიანების , რომელიც გარემომ შექმნა … მოლედ ყველაფერი ისევ გარემოს ბრალია… არ მოიწყინიო….

    ” მოვა უკეთესი დღეებიც ” : ))))

  2. bzuuk said

    მეც მინდა სულ ცალ ფეხზე მეკიდოს სხვისი აზრი, მაგრამ სადაა

  3. მე მაგალითად სულ მკიდია სხვისი აზრი. აფსოლიტურად ყველასი.

    მაგრამ აქ უფრო სხვა პრობლემაა ალბათ და არა მარტო დაკიდება/არ დაგიკედება = ))
    გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება და + შეიძლება მომავალში ამაზე უარესი დღეებიც შეგხვდეს = ))

  4. tina said

    ვეკო, თავისუფლების წყურვილი ადამიანს დაბადებიდან ახასიეთებს,გეტყობა, რომ ეტრფი თავისუფლებას,მაგრამ ძალიან ძნელია გადააბიჯო ბარიერებს,ჩვენს მენტალიტეტს,”რას იტყვის ხალხი?” , დამიჯერე ყველაფერი კარგად იქნება! ასეთ ხასიეთზე ვართ ხოლმე, როცა გინდა ყველასგან გაქცევა…

  5. Di@ said

    იმ გოგომ თავისი “სხვაგან” თავად შეჰქმნა…

    მართალია, საზოგადოების აზრი ასე თუ ისე დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე, მაგრამ მაინც ეცადე, თუ ვერ ამოძირკვავ, შეამცირო მაქინც… უფრო ბედნიერად იგრძნობ თავს. :*

  6. rockyourbaby said

    vaax arasodes mirbenia “xalxi ras ityvis” vidze da bednieric vaaar ki arada ubednieresiiii!!

    iyavi iseti rogorica xar!
    vinc migigebs egets,mashin martla sheni megobaria,vinc arada daaxvios,vigacis gamo sheni pirovneba ar unda shecvalo,tore gauferuldebi!!!!

  7. Marr said

    ვეკო, რა გჭირს? ნეტავ რისი გაკეთება გინდა ისეთის რომ ვინმეს აზრი გაბრკოლებდეს.

  8. sunwaited said

    kathrineLuv
    უკეთესი დღეები აუცილებლად მოვა კიარადა მოვიდა უკვე, მაგრამ მაინც დიდი ფუფუნებაა, როცა … როცა შეგიძლია არ მოექცე ჩარჩოებში და ელემენტარული, ტატუ გაიკეთო . ნუ, სანამ ოჯახზე ვარ მატერიალურად დამოკიდებული, ეგ ბედნიერება/უბედურება არ მეღირსება, მაგრამ მოვიდეს იქითა ზაფხული : D ….

    bzuuk
    მე მინდა და ვიცი მოვიყვან მაგ დროსაც : P და შენ ვერა?

    siyvarulovna
    შენ ეტყობა რამე “ისეთი” არ მოგდომებია, რაც პირველივე შეხედვით ჩანს , ყვირის , თორე მასე არ იყოდი : D

    tina
    ჰო, თავისუფლება ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ყველაფერი. არ მინდა ამ თავისუფლების გამო მნიშვნელოვანი პრობლემები შევიქმნა. საშინლად ავანტიურისტი ვარ და პრობლემები ისედაც არ მაკლია , ამიტომ ამჯერად მოცდას ვარჩევ : )))

    Di@
    შემცირებული მაქვს, მაგრამ იმ დღეს ისე ვიყავი, ეს გოგო ძაან მომხვდა გულზე …

    rockyourbaby
    თუნდაც იმიტომ, რომ შენ არ ცხოვრობ საქართველოში, ვფიქრობ ნაკლებად გაწუხებს ეგ პრობლემა “ხალხი რას იტყვის” . აქ რომ იყო , დამიჯერე ბევრ რამეს, რასაც მანდ აკეთებ , რაც მანდ გააკეთე, აქ არ გააკეთებდი ან ცოტა სხვანაირად იზავდი.
    ხოდა, მეც ჩემებურად ვაკეთებ ყველაფერს.

    Marr
    არაფრის გოგო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტატუ მინდოდა და თავისუფლება . ყველას დაიგნორება : D ცოტა რთული დღე მქონდა : D

  9. ტატუ მეც მინდა და გავიკეტებ კიდეც😛

  10. როგორ ხარ
    მომენატრა შენი ბლოგის წაკითხვა

    • sunwaited said

      ბლოგის ერთგული და დაკარგული მკითხველი : ))))

      ამ გამოცდების ციებ-ცხელებაში wordpress-ისთვისაც მოიცალე ხო? : )))

      შენი ცისფერი ბლოგი უშენოდ მარტოა და ხშირად წერე რა :)))

    • ჰმ ცისფერია ჩემი თჲ მწვანე,
      აი უკვე დღეიდან შევუდგები, რაღაც სანტერესო დრო მიდგას ახლა, ეს გამცოდების ციებ-ცხელება,
      ხოდა ყველაფერს აღვწერ დაწვრილებით

      ისე ერთი აზრი გამიჩნდა რუსთაველი ბლოგერები თ მეტნაკლებად ვერნი ვართ არ შევიკრიბოთ?

  11. nini said

    netta shen ra me su mkidiiaa xalxiis azrii mtavariaa me rac minda iis gavaketo ..:D ertxell gaxvaal sxvanaiirii stiliit meored d a mere sheechvevi.. me mikvarss debiliivit ro mikuurebs xallxiii :DD

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: