ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

მკლავების მპარსველ გოგოებს.

Posted by vekoo on June 30, 2010

მკლავების მპარსველ გოგოებს.

პარსვა : არადა რა ცუდად ჟღერს ეს სიტყვა ხო? ვფიქრობ და სხვა ვერაფერი მიწოდებია : D

არადა, უკვე არაერთხელ ვიგრძენი ამ ავად სახსენები სიტყვისა თუ პროცედურის მმუსვრელი ძალა.

უახლესი ფაქტები: ხელზე მაქვს ღრმა ნაკაწრები, ჩაწითლებული ხაზები და მქრქალი სისხლჩაქცევები, რომლებიც სავარაუდოდ მოკლე და ბასრი იარაღითაა ნამოქმედარი. : D (და ამის ჩამდენი შეიძლებოდა შენც ყოფილიყავი მარშუტკაში ჩემ გვერდით თუ მოხვდებოდი : D )

ამ ყველაფრის “შემოქმედი” კი გაპარსული მკლავებია😐

სხვა ვერაფერი მიწოდებია ამ ნაეპილაციები ხელებისათვის.

ასეთ ხალხს მინდა მივმართო : თუკი ესთეტიკა თქვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანია და მსუბუქ ღინღლს მკლავებზე გირჩევნიათ პრიალა, გლუვი ზედაპირი, მაშინ კეთილი ინებეთ და ხშირად გაიკეთეთ , პატივი ეცით ელემენტარული თქვენს “მეზობელს” მარშუტკაში, რომელიც იტანჯება თქვენ მკლავზე ყოველი ხელის მიდებისას : D

დაახლოებით აი, ასეთი შეგრძნებაა შეხებისას, თითქოს ყვავ-ყორნები გჩხვლეტნენო : D

ნუ, მე ამითი არავის განწყენება არ მინდა. პროსტა, თუ ზრუნავთ გარეგნობაზე , გულიანად იზრუნეთ და ქრონიკულად პერიოდულის ნაცვლად, თორე ამოვიდა უკვე ყელში ამდენი ჩხვლეტია მკლავები. (თითქოს ფეხები არ გვეყოფოდა : D )

“მაგარი ქალი” რომ იყო, ამისთვის თავის მოვლა აუცილებელია.
მაგრამ

“მხოლოდ წვრთნა რას უზამს,

თუ ბუნებამც არ უშველა” : D

დააააა თქვენი კომენტარი?

12 Responses to “მკლავების მპარსველ გოგოებს.”

  1. archily said

    მეც არ გამიკვირდა კაცო ის 3 ნაკერი რომ აქვს ხელზე რატო აქვს სად დაიჭრა თქო :LOL:

    ისე მაგარი კაიფი კია მარშუტკაში რომ გიზის გოგო გვერდით და რო ჩაგასისხლიანებს მკავებით😀 მაგას ავტომატი მიცე რას გიზამს😀 (აქ ვიცინით)😀

  2. sunwaited said

    “(აქ ვიცინით) ” xa xa xaaa : D

    შენ იცინე და მართლა საშინელება იყო : D ასეთი კაი ხანია არ მინახავს : D ტყე : D

  3. archily said

    შენ იმენა ისეთ რაღაცეებს გააძრობ ხოლმე რო რავიცი😀 სულ უცხოპლანეტელებს ჩითავ ხოლმე😀 ეგ პერსპექტიული gedgehog-woman იყო😀 მომავალში მაგას და სპაიდერ-მენს ერთად გადაიღებენ რამე ფილმში😀

  4. archily said

    http://sunwaited.wordpress.com/2010/03/22/%E1%83%90-%E1%83%9B-%E1%83%9D/

    აგე ის უცხოპლანეტელიც😀

  5. უიმეეე საშინელებააააააააააააა… კიდევ კაი მსგავსი ჯერ არავინ შემხვედრია და კიდევ კაი მკლავდებზე არ მაქვს იმდენი თმა რომ გაპარსვა/ეპილაცია/ცვილი (და ა.შ) მომიწიოს.

  6. Marr said

    omg. მაგას ისევ ჩემი კაცური ხელები მირჩევნია. დავიწნავ მაინც უსაქმურობის ჟამს.

  7. Katieé said

    ჰა ჰა ჰა
    ზუსტია
    მეც ვერ ვიტან მასეთ მკლავებს, მაგას ჯობია დატოვონ ისე როგორც არის, ან გაიუფერულონ. ძაან მაინტერესებს, ბიჭებს რომ გართულება აქვს “ბანჯგვლიან” გოგოებზე, მასეთ მკლავებს რომ ეფერებიან, მოწონთ?😀

    გუშინ ზუსტად მაგ თემაზე მოყვა ერთმა ბიჭმა თავის უფროსზე, გავიგუდე სიცილით.
    გაპარსული აქვს და ეტყობა ალაგ–ალაგ რჩებაო, სამსახურში რომ გველაპარაკება, თან თითებით ეძებს, სადმე თმა ხომ არ მაქვს შერჩენილი, მერე ჯერ თითით ეთამაშება, ბოლოს ჩაავლებს ორ თითს და სწრაფი მოძრაობით იწიწკნის, გული გვერევაო :D:D:D

    p.s. დიზაინს რაიმე რომ მოუხერხო არ გინდა? ძალიან გაწელილია და ფონტი პატარა.

    • sunwaited said

      ჰო, მართლაც მასობრივი პრობლემაა და მეც მაინტერესებს ბიჭებს როგორ მოსწონთ …

      დიზაინი ჩემი ტკივილია : ( არ ვიცი რატომაა გაწელილი, ან რა ჯანდაბა ვუყო არც ის ვიცი : D
      ისეთი თემა მინდა, რომ ორივე გვერდზე ქონდეს საიდბარი, ვერაფერი ვნახე ამის გარდა , მოძებნა როგორც მივხვდი, არ გამოდის.
      შიფტს ჩემთან პირიქით, დიდს აჩვენებს. ბრაუზერების ბრალია ალბათ.
      დასქრინე რა თუ არ გეზარება, მაინტერესებს როგორ ჩანს ვოლი : )))

  8. nastasia said

    დიზაინს თუ არ შეცვლი, ნაკლებად ჭრელი ფერებით მაინც წერე, თორე იმ მკლავებზე ნაკლებად არც ეს აწამებს თვალებს :დ

    ხოოდა, პარსვა არა, მარა ეპილაცია სავსემ ნარმალნო, არც გილურჯდება და არც გისისხლიანდება :პ

  9. Nuca said

    :დ:დ პოსტი მომეწონა ძალიან :დ მართლა ისეა როგორც გიწერია.😐 თუ იპარსავ ხელს (რატომ უნდა გაიპარსო როცა სხვა საშუალებებიც არსებობობს არ ვიცი მაგრამ მაინც:დ ) მაშინ საფუძვლიანად გააკეთე ეგ საქმე. გაპარსული ხელი პირველი დღე შეიძლება კარგი შესახედი იყოს პრიალა და გლუვი მაგრამ მეორე დღეს ეს შავი წერტილები მთელ ხელებზე საშინელი შესახედავია :დ მაგას ისევ საერთოდ გაუპარსავი მირჩევნია. ისე ჯობია გაპარსვის გარდა სხვა რომელიმე საშუალებას მიმართოთ :შ

  10. qristina said

    ისე მგონი აღარავი იპასრსავს ხელებ, ეპილატორი ყველას აქვს…

    მე თუ მკითხავ ბანჯგვლიან ხელებს ჯობია ეპილაცია გაიკეთონ… მე ბანჯგვლიანი ხელი რომ მეხება მკლავზე მაყრის, შესაბამისად მესმის შენი😦

    აი გარეგნობაზე პერიოდულად ზრუნვა კი ნამდვილად არ მესმის…

  11. მართალი ხარ!!!!! მეც ვერ ვიტან მასეთ რაღაცეებს!!! ჩემი რამდენიმე მეგობარიც იპარსავს!!! და მეც მეუბნებიან… მეთქი თავი დამანებეთ, ჩხვლეტიანი ვიყო არ მინდა.. :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: