ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

სოც. მედიის დღე+პიანკა

Posted by vekoo on July 1, 2010

დაიწყო !

კიარადა დასრულდა “სოციალური მედიის საერთაშორისო დღე”, რომელიც მსოფლიო მასშტაბით Mashable.com-ის ინიციატივით და “სინგულარ ჯგუფის” მხარდაჭერით აღვნიშნეთ მინი თუ მეგა სოც.მედიის წარმომადგენლებმა.

30 ივნისი. 2010 წელი. შუადღე, 16 საათი.

გამომიარა აჩომ და წავედით 2კიჯასთან შესახვედრად, მერე თაკოც შემოგვიერთდა და რადგანაც ჯერ ადრე იყო და აჩოს ძალიან შიოდა, იქვე McDonald’s-ში შევედით. მერე სხვა ბლოგერებიც შეიკრიბნენ რუსთაველის მეტროსთან.

პირველი, ვინც ვნახე/გავიცანი ქეით ალუკარდი იყო : “ვეკოოო” შეჰკივლა ჩემ დანახვისას და თბილ გულში ჩამიხუტა , – არ მეგონა ასე თუ გაუხარდებოდა ჩემი დანახვა : D საყვარელი , კონტაქტური გოგონაა საფირმო სიცილით .

იქვე იყვნენ შეკრებილები სრულიად ბლოგოსფეროს face-ები : D სიყვარულოვნა, სალო და მარი მათთან ერთად გავამგზავრე ავტობუსით მთაწმინდის მიხვეულ-მოხვეულ გზაზე და ჩვენ კი ტაქსით ავედით

ამფითეატრის ხედი ზემოდან - კადრში ანარქისტი აჩო : D

დანიშნულების ადგილი : მთაწმინდის ამფითეატრი

შეიკრიბნენ ბლოგერები და პრეზენტაციებიც დაიწყო [ ნაცნიონალური ტრადიცია აქაც არ დარღვეულა და ] 6:00-ის მაგივრად 7:00-ზე შეკრება Pete Cashmore-ს ვიდეო მისალმებამ გახსნა . ვერ ვიტყვი უინტერესო იყოთქო, იმიტომ, რომ ვერც ვერაფერი გავიგე ხმაურში.

კარგი იქნებოდა სუბტიტრები მაინც დაეყოლებინათ : P მაგრამ მისი მისალმება მხოლოდ ერთგვარი ფორმალობა იყო აუდიენსიის “გასახურებლად”.

პირველი მომხსენებელი გოჩა გაბოძე იყო და მან “ადრელი სოციალური ქსელები” მიმოიხილა . ზოგიერთი ბავშვობაში დააბრუნა და ზოგიც უბრალოდ ექსტრა-ინფორმაციით მოამარაგა .

გამოსვლა სხარტი და ლაკონური იყო . ყოჩაღ, გაბო !

Gabo.ge

შემდეგ ლადო ლომიძემ/ლანდიშამ ისაუბრა RSS აუცილებლობაზე სახელწოდებით “დაზოგე დრო, გამოიწერე RSS!”

აქ ერთი პრობლემა იყო . პროექტორი შორს იდგა და დაფაზე გარკვევით ვერ ვხედავდი რას გვაჩვენებდა. უკეთესი იქნებოდა უფრო დაკონკრეტებულიყო Google Reader-ზე და ინფორმაციული წიაღსველები განეხორციელებინა RSS გამოწერის ამბავში.

მთლიანობაში, good work !

მესამე მომხსენებელი გიორგი გიორგაშვილი იყო და მან გაგვაცნო თუ რას წარმოადგენს “კორპორატიული ბლოგინგი” და რა შედეგების მოტანა შეუძლია სწორად დაგეგმილ კორპორატიულ პოარ-კამპანიას ბლოგინგით. სამწუხაროდ, თანამედროვე ქართულ რეალობაში ერთეულები თუ აწარმოებენ კორპორატიულ ბლოგს, არადა მკითხველებთან კონტაქტი მომხმარებლების გაზრდის უებარი საშუალებაა.

biblusi.blogspot.com

მარი გვპირდებოდა ტვიტერის “საიდუმლოებებს” გაგაცნობთო და ასე თუ ისე, დღეს უფრო ნათლად ვიცი რას წარმოადგენს სოციალური ქსელის ეს სახესხვაობა.

კერძოდ, მთავარი რაც გავიგე არის, ის, რომ ის ღია ქსელია დაკავშირება მოთხოვნის გაუგზავნელად ხერხდება.

მთავარი ნიუსიც სწორედ ეს იყო ჩემთვის.

კითხვა : თუკი არავინ “დაგიმეგობრა” ე.ი. არავის ეყოლები “მეგობრებში” თუ ორმხრივია “დამეგობრება”? ანუ შეიძლება ჩემთან იმის ტვიტებიც გამოჩნდეს, ვისიც არ მინდა?

ნუ, ჯერ-ჯერობით პირადი მოსაზრებების გამო ტვიტერი არ მაქვს.

sweet.ge

ყველაზე მეტად მაინც საბა ლეკვეიშვილის “მედია ბანკის პრეზენტაციამ” მომხიბლა .

მეც ვაპირებ ჩავერთო ამ “სუპერ-აქციაში” და გავხდე დონორი – ვაპირებ contributor-ად დამატებას მათ საიტზე და დავწერ სტატიებს რამოდენიმე ქალაქსა თუ სოფელზე . [ცხელი სეზონი მოახლოვდა და მინი-მოგზაურობის და სურათების გადაღების მეტი საქმე ფაქტიურად,აღარ მაქვს]

პრეზენტაციები დახურა დავით ჯიშკარიანის “Social Media ROI”-მ, მაგრამ უკვე გარეთ ვიყავი და მასზე არაფრის თქმა არ შემიძლია.

რა შემიძლია ვთქვა ამ დღეზე?

მიხარია, რომ პირველ ბლოგერულ შეკრებას დავესწარი ჩემს ისტორიაში : ))) [იქამდე პატარ-პატარები და კულუალურები არ ითველება : P ]

ვნახე დიდები და ცნობილები და ჯერ პატარები და ძალიან საყვარელი ქართველი ბლოგერები : P სხვა თუ არაფერი, მათ მოსმენა მაინც შეუძლიათ და იმდენი ელემენტარული კულტურა მაინც გააჩნიათ, რომ სიტყვით გამოსულ მომხსენებელს უტაქტო რეპლიკებით არ ჩაეჭრან ლაპარაკისას და ელემენტარული ეთიკის კანონები დაიცვან.

ვამაყობ თქვენით ბავშვებო ! : )))

დღე სასიამოვნოდ დავასრულეთ ჭიქა არყის თანხლებით და სრულიად საქართველოსა და ბლოგოსფეროს მოკლე მიმოხილვით ოჯახურ სიტუაციაში, სადაც გვყავდა 2 წყვილი : მურმან ნაკაწაძე და მაგული, ელგუჯა და ელვირა და სინგლ წევრები მანონი დეიდა და სალოლას მამიდა .

Pizza

2kija & Acho

17 Responses to “სოც. მედიის დღე+პიანკა”

  1. litterator said

    IT WAS VERY NOISY AND NICE DAY BECAUSE I MET SOME CUTE PEOPLE!!!!! :SUN: 🙂 :*

  2. კარგი დღე იყო კაი = ))
    მაგრამ შენ კიდე უფრო კარგად დაგისრულებია😀

  3. Marr said

    ამას რა დრო უტარებია…
    აუ ახლაც გუშინდელზე ვფიქრობ მე

    • sunwaited said

      კარგი ქენით მარი და ნაათ რომ წამოხვედით :)))) ხოდა, ამ დღეებში კიდე ავიდეთ : )))

  4. BigCrow said

    ტუკიჯას რა სახე აქვს :))

  5. მე პირველად ვიყავი ასეთ ღონისძიებაზე და ძალიან მომეწონაა…

  6. archily said

    ყველაფერი კარგი იყო მარა მე განსაკუთრებით პიანკა გამისწორდა😀😀😀😀 მომენატრა და რა ვქნა😦

  7. […] უჭუკლესი ჭუკლი – Sunwaited’s Blog […]

  8. gabo said

    მიხარია რომ მოგეწონათ და კმაყოფილები ხართ გუშინდელი დღის. არ მომწონს ბლოგერების დიდ და პატარა ბლოგერებად დაყოფა ნუ იუმორში ჩაგითვლი ამ შენიშვნას. მადლობა კომპლიმენტისთვის . პრეზენტაცია ცოტა ნაჩქარევად მოვამზადე და ჩემი თავით სასინლად უკმაყოფილო ვარ ვაღიარებ ცოტა მოუმზადებელი ვიყავი . თუმცა მინდოდა იმ სოციალურ ქსელებზე გამემახვილებინა ყურადღება რომლებიც დღეს აღარავის ახსოვს და რეალურად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ახალი მედიის განვითარებაში . ხო და ხო … იმედია გაგიცნობ მინდოდა მოსვლა მაგრამ ისეთი დაბდურა ვარ და ისე დაბნეული ვიყავი ვერ მოვახერხე. რაღაც ლამაზი მინანქრის გულსაკიდი გეკეთა ის შევნიშნე მომეწონა და უი უჭუკლესი ჭუკია ეს გოგოთქო🙂

    • sunwaited said

      უი, ჩემი გულსაკიდი შენიშნე?😀 მაგას გრძელი ისტორია აქვს და შეგიძლია ნახო : D http://sunwaited.wordpress.com/2010/03/20/beloved-granny/
      პრეზენტაცია შეიძლება ნაჩქარევად მომზადებული იყო, მაგრამ თავისი საქმე შეასრულა და “ძველი დრო” გაგვახსენა. ასე რომ, მისია შესრულებულია : D
      ეს ივენთი შენი წამოწყება ყოფილა და ასე გააგრძელე : ))))

  9. Landish said

    http://landish.ge/social-media-day/

  10. tina said

    mixaria, rom aseTi lamazi da Wkviani axalgazrdebis garemocvasi var!ვეკო ძალიან საყვარლები ხართ შენ და აჩო! მინდა უსაზღვრო ბედნიერება გისურვოთ!

    • sunwaited said

      გმადლობ :wub: მეც უდიდეს ბედნიერებას გისურვებ შენ და შენს შვილებს : ))) და პატარა ნიკუშას : )))

  11. mariefille said

    იმედია,ოდესმე წამოვალ მსგავს ღონისძიებაზე :))) ძალიან საყვარელი ფოტოებია

    • sunwaited said

      შენ ალბათ მხოლოდ open air pestival-ებზე დადიხარ😀 რატო არ იყავი ისე? : )) :* რამდენი ხანია შენ ბლოგზე აღარ ვყოფილვარ :O დაგამატებ რსს-ებში

  12. Bas said

    “მეც ვაპირებ ჩავერთო ამ “სუპერ-აქციაში” და გავხდე დონორი – ვაპირებ contributor-ად დამატებას მათ საიტზე და დავწერ სტატიებს რამოდენიმე ქალაქსა თუ სოფელზე . [ცხელი სეზონი მოახლოვდა და მინი-მოგზაურობის და სურათების გადაღების მეტი საქმე ფაქტიურად,აღარ მაქვს]”

    ძალიან კარგი🙂

    მომიმეილე მერე ან ფბ-ზე მომწერე და განვიხილოთ ეგ ამბები🙂

  13. ana said

    ra sayvarlebi xart :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: