ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ეროვნული ციებ-ცხელება კოტრიალი მდელოზე

Posted by vekoo on July 3, 2010

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი

ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება დაიწყო .

ლიტარატორმა უკვე გაგვაცნო როგორია ჰამაკში ნებივრობა სასოფლო უნივერსიტეტში და ძველი წინაპრების კვალზე დამდგარი გოგო-ბიჭების ხეებზე ცხოვრება .

მე კი განახებთ რა სარგებლობა მოაქვს მაღლივის წინ მწვანედ აბიბინებულ ბალახზე ფეხშიშველა კოტრიალს ან თუნდაც, როგორ ხდება გამოცდის დამთავრების მოლოდინში ნაჩხუბარი მშობლების შერიგება.

ერთი შეხედვით მომიტინგეები მეგონა ...

ეს მაღლივის მოპირდაპირედ უნივერსიტეტის XI – ბიოლოგების კორპუსია. მაღლივთან მზეს გამოქცეული მშობლები ისე ვიწროდ ისხდნენ პირდაპირ კიბეებზე, რომ ბოლოს ერთ-ერთს ლამის თავზე გადავახტი და ისე ჩავედი დაბლა.

რას იზავ, დედიკოს ბიჭი გამოცდას აბარებს და ხო უნდა “უბალეშჩიკოს” .

ზოგიც პირდაპირ მოლზე წამოკოტრიალებულა , თანაც მხარ-თეძოზე : D

ისე, რა სასიამოვნოა ხო? რესპუბლიკის წამყვანი უნივერსიტეტის ცხვირწინ ფეხშიშველა ტანტალი და მხარ-თეძოზე კოტრიალი : )))

ისე, მე პირადად არც სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე ვიტყოდი უარს : )

სიცხისგან გასაქცევად “პეპსი” და “იოლიც” ჩვენს გვერდითაა. “სახელდახელო მარკეტები” .

სარფიანია 3მაგ ფასში გაყიდვები …

ნათქვამია : საერთო სატკივარი გახლეჩილ გულებსაც აერთებსო … რამ უნდა გააერთიანოს ნაჩხუბარი მშობლები, თუ არა შვილის სასწორზე დადებულმა ბედმა?

ქართული ანდაზა: ეროვნული გამოცდები ნაჩხუბარ მშობლებსაც არიგებს და განმარტოებით რომანწიკულ გარემოს უქმნისო.

თუ რამე პრობლემაა, სასწრაფოც აქვეა და აბიტურიენტებს ისღა დარჩენიათ, გადმოალაგონ შეძენილი ცოდნა დასახული მიზნების მისაღწევად.

ჩემი მხრივ კი, წარმატებები ყველა ჩაბარების მსურველს და როგორც იტყვიან :

“ჩემი წყალი გადმოგსხმოდეთ!”

მოხვვდით პირველივე სასურველ ფაკულტეტზე მაქსიმალური ქულებით და 100%-იანი გრანტი აგეღოთ : ))

და მომავალ სტუდენტებს ჩემგან საჩუქრად მაღლივის ხიდის ვიდეო .

მომვალში მშვენიერ წუთებს გაატარებთ აქ

19 Responses to “ეროვნული ციებ-ცხელება კოტრიალი მდელოზე”

  1. litterator said

    :))))) ვააჰ მანდაც კარგად უტარებიათ დრო ლოდინში :))))) მინი ჰაიდპარკები მოაწყეს რა🙂🙂

  2. Marr said

    ეს ხეები და მინდორი სად იპოვნე მაღლივში? დღეს სიწყნარე იყო, არ ჰქონდათ გამოცდენი

  3. archily said

    მაღლივში კარგი წუთები იშვიათია😀 იმჰო😀 ნუ ჩვენ ეგ არ გვეხება ვეკო ::*😀

  4. აუ გამოცდიდან სედაც გაბრუებული გამოვედი და აქეთ–იქიდან იმის ძახილი თუ როგორი იყო ძნელ თუ ადვილი და მერე მაგ კიტხვაზე პასუხი ძალიააააააააან ნევრბის მომშნელია. აბიტურიენნტზე მეტი მშობელი იყო. თავი უპატრონო მეგონა უცბად. ყველას დედიკო მამიკო ბებია ბაბუა ახლდა და მე ტაქსი “დავიჭირე” და მარტო მმოვედი სახლში

    • Mari said

      ვაიმე ნათ, რომ მცოდნოდა მარტო მიდიოდი, წამოგყვებოდი. ვეკოსაც შევაბამდი და გიბალეშიკებდით ერთად

      • დედიკო მე გავუშვი 4–სათი იმ სიცხეძში ხო არ დამელოდებოდა? ან თქვენ ხო არ დამელოდებოდი? თუ ტქვენც პიკნიკი და ჰამაკი უნდა მოგეწყოთ?😀

  5. sunwaited said

    ჩვენ გამოსვლისას მოვიდოდით )) და გაგამხნევებდით : D

  6. აი 15–ში შეიძლება დამჭირდეს გამხნევება ისტორიიდან რომ გამოვალ

  7. უიმე მარ შენც კაი სიცხეში გიწევს ეს გამოცდები

  8. sunwaited said

    რა კარგია, რომ ყველაფერი ჩავაბარე

  9. litterator said

    მადლობა თაგისთვის დაგვიიანებით🙂

    http://wp.me/pMchR-4t

  10. tamo said

    yvelaze yvelaze magariii xidi gvaq chven :)))) chemiii sayvareli adgilia eg:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: