ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ატრაქციონი "მეგა დაცემა"

Posted by vekoo on July 7, 2010

სულ ცოტა მინდა ხოლმე ბედნიერებისათვის .

სულ ცოტა მინდა უბედურებისათვის.

საშინელი ხასიათი მაქვს, მსუბუქი და მძიმე ერთდროულად .

აი, ახლაც, მშვენიერი დღე მქონდა, მხიარული და ადრენალინით სავსე , მაგრამ ერთმა დეტალმა ყველაფერი წყალში ჩაყარა, – კარგის გახსენებაც აღარ მინდა და ცუდსაც ვერ ვივიწყებ.

გგონია აჩოსთან ვიჩხუბე? არა, აჩო არაფერ შუაშია . დღეს დილიდან ქალაქში დავბოდიალობთ, საღამოს მთაწმინდაზე ვიყავით ასულები ტატოსთან ერთად.

ტატო აჩოს ნათესავია, გუშინ ჩამოვიდა საფრანგეთიდან. რა ლამაზი ენა ყოფილა ფრანგული, პირველად გავიგონე რეალში ასე წყალივით ლაპარაკი . (მეორე მშობლიური ენაა) მეც მინდა სწავლა, მაგრამ ჩავიქნიე ხელი იქ თუ არ წავალ, პრაქტიკას ვერასოდეს გავივლი და ვერ ვერასოდეს ვისაუბრებ .

დღევანდელზე ვწერდი … ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ბევრი კარგი. ძალიან კარგი …

მთაწმინდის პარკიდან წამოსვლისას ვერაფრით დამიყოლიეს იმ გასართობზე დაჯდომაზე, დიდი გრძელი სვეტი რომაა აღმართული და

“მეგა დაცემა” ქვია მგონი. იქ დამსვეს. არადა არ ვაპირებდი : | სულ შემთხვევით და ფაქტიურად, უნებურად დავჯექი და რომ მიმამაგრეს უკვე პანიკები დამეწყო : |

უბრალოდ, არ შემიძლია აღვწერო რეაქცია, ემოცია. ასვლის მომენტი მახსოვს . მეგონა , ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი სიკვდილს . ზევიდან რომ გადმოვხედე თბილისს უკვე ის მეგონა, სიკვდილს ვუყურებდი თვალებში . მერე ჭრიალი დაიწყო სვეტმა …

ისევ აჭრიალდა და დაეშვა .

ყველაზე ემოციური 3 წამი იყო ჩემ ცხოვრებაში.

შეიძლება 3 წამი არც ყოფილა და უფრო მალეც დაეშვა, მაგრამ დრო საშინლად გამეწელა.

მეგონა, აღარასოდეს ჩამოაღწევდა დაბლა . მაშინ გავისიგრძეგანე რას ნიშნავს ფრაზა ” გული ნაკებში გამეპარაო”.

მართლა გამეპარა გული. ამიფართხალდა : D

ენით ვერ აღვწერ რა წუთები გამოვიარე …

ჩემთვის გულში რაღაცას კი შევადარე

როგორც იქნა დავეშვით და მივხვდი, რომ ბევრი მიკივლია : D

ყველაზე ბოლოს მე გამომხსნეს სკამიდან . არადა როგორ მიხუთავდა სულს ის სკაფანდრი . მოვკვდებოდი ისევ ზევით რომ გავეშვი : O

გადავრჩი .

თქვენ მჯდარხართ ამაზე? აუცილებლად გასინჯეთ. რომ ჩამოვედი უკვე აღფრთოვანებული ვყვებოდი რა მაგარი იყო. ისე მომეწონა, ცოტა გამბედაობაც რომ მქონოდა ისევ გავრისკავდი.

მაინტერესებს სადამდე გამიქაჩავს გული : D

12 Responses to “ატრაქციონი "მეგა დაცემა"”

  1. LiLaC said

    me dzaan meshinia amaze dajdoma, saertod, mshishara arvar, magram ratomgac mgoia, rom uceb guli damartyams da movkvdebi : )))

    • sunwaited said

      არ დაგარტყავს გული, გაგისკდება : D მე მასე მეგონა , რომ ვეღარ გავუძლებდი : D

  2. მე ვიჯექი ციცინათელაში ოღონდ.
    ვაიმე ყველაზე საშინელება ლოდინის მომენტია, რამდენიმე წამი ჰაერში რომ ხარ გამოკიდული და რომ გგონია აი ეხლა დავეშვები აი ეხლაო, ბოლოს იმედი რო გადაგეწურება და მაინც და მაინც მაშინ რომ მოსწყდება ადგილს და ისე ეცეა გგონია აი ეხლა დავენარცხები მიწას აი ეხლაო. მე ყვირილი არ შემიძლია. ემოციას ვერ ვუშვებ არა და ეგ უფფრო საშინელებაა. ჯობია იყვირო იკივლო და ყელი ჩაგეხლიჩოს ვიდრე ჩემსავით გაფართოებული თვალებით უყურებდე მიწაზს და ძირს დაცემაზე ფიქრობდე. ისე რამდენი რამის გაფიქრებას ასწრებ 2–3 წამში ჰა?

    • sunwaited said

      გოგო, ჯერ მიწიდან არ იყო დაძრული, რომ უკვე ვკიოდი და როდის მორჩებოდა იმაზე ვფიქრობდი, აი ზევით რომ ავიხდა ხო ვაფშემ : D
      არა, ისე, მამენტ მაგარი გრძნობა იყო, მაგრამ ძალით დამსვევს ფაქტიურად და ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი აღმოვჩნდი : D
      თან მთაწმინდოდან მთელ თბილისს გადმოყურებს ხედი და იმ მხარეს დავჯექით და ხო აზრზე ხარ რა იქნებოდა : D

  3. salolas said

    მინდა მინდა მინდა მინდააააააააააა…..

    აუ რა მაგარი შეგრძნება იქნება წარმომიდგენია.

    და იმასაც ვხვდები შენ რომ მართლა გაგეპარებოდა გული ნასკებში, ან სხვა რამე😀😀
    (გადავრჩებიი? საკითხავი აი ეს არის?😀 )

    • sunwaited said

      გადარჩები, სალო, გადარჩები : D

      სიამოვნებით წამოგყვები მანდ დასაჯდომად😛

  4. Mari said

    ვაიმეე, მე ომ მანდ დავჯდე, ვეღარ ჩამომსვამთ მერე დაბლა.

    აუ მინდააააააააა

  5. alluballi said

    me vmjdarvar magram qobuletshiiiiiiiii… umagresi grdnobaaa🙂 ai sizmarshi ro ginaxavt saidangac ro vardebiit da mooofrinavt isetiii🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: