ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

რაც ყველაზე ძალიან მიყვარს და მჭირდება ცხოვრებაში

Posted by vekoo on July 8, 2010

ლიტერატორს თაგუნია გამოეპარა ჩემთან . მე ხომ ძალიან მიყვარს დავრდომილთა შეფარება და ამიტომ, მეც დავწერ პოსტს “რაც ძალიან მიყვარს ” .

პ.ს. რადგანაც ვწერ “რაც” ძალიან მიყვარს იმაზე, “ვინც”-ებს არ გამოვურევ ))

პირველი : კომფორტი მიყვარს . კომფორტი ყველგან . შეგიძლიათ აფსოლიტურად ყველაფერი იგულისხმოთ ამაში : დალაგებულ-დაბწკრიალებული სახლიდან დაწყებული, თითზე ახალწასმული ლაქით დამთავრებული .

კომფორტია ჩემთვის თუნდაც ის, რომ ზღვაზე ახალი და ჭკუა რომ მეკეტებოდეს ისეთი კუპალნიკით გავიდე.

ერთი სიტყვით, შეყვარებული ვარ კმაყოფილებაზე .

მეორე : მიყვარს სიზარმაცის და საქმიანობის ჩანაცვლება : შემიძლია მნიშვნელოვან გამოცდამდე ბოლო 2 დღე გავერთო და დაწოლამდე 2 საათით ადრე გადავშალო წიგნი .

“ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო” – გამიგია. ზოგჯერ, მეც ასე მირჩევნია და ხანდახან, როცა სიზარმაცის ფაზა გამდის , წიგნები ქარბორბალასავით შემისრუტავს და მერე თავის აწევა და ჭამაც აღარ მახსენდება .

იგივე ხდება ზევითა პუნქტტანაც : ან ყველაფერი “5”-იანზე მაქვს ან …

მესამე : მიყვარს ჰარმონია . ჰარმონია ჩემ მეორე მესთან და გარემოსთან . ვოცნებობ საკუთარ ჰარმონიულ ოჯახზე .

სად და როგორი წარმომიდგენია? ბუნგალოს ტიპის, სადმე, ზღვის პირას, ფართო მანსარდით, ულამაზესი ხედით, იქვე გვერდიგვერდ 2 ჰამაკით ბანანის ხეებზე …

ლამაზი და კეთილი ბავშვებით და (ძველებურად) მოსიყვარულე მეუღლით .

საღამოობით ოჯახებში სტუმრობით – ჩემთან და მასთან . ბავშებს იქ დავტოვებთ და ჩვენ წავალთ …

ზღვის სანაპიროზე …

მიყვარს იდილია!

რა მიყვარს კიდე ძალიან?

ფაქტიურად, აღარაფერი . მგონი, ყველაფერი ვიგულისხმე ზევით .

კომფორტი, იდილია, ჰარმონია, სიმშვიდე, ჯანმრთელობა და სიყვარული .

აი, რა მიყვარს და რა მჭირდება ცხოვებაში ყველაზე ძალიან .

გავიხსენებ დაკარგულ ბლოგერებს :

ვთაგავ ქრისტინას )) დაწერე რა ))

ჩემის მხრივ ვთაგავ დუცის ,

დაკარგულ თათუსის , რომელმაც ბლოგი რატომღაც სულ მიივიწყა და იქნებ, ახალი სიცოცხლე შთაბეროს .

რაღაც, ბლოგების გამოცოცხლების იმედზე ვარ და ანა ჰაგ-საც დავთაგავ. 2009 წელი მთავრდებოდა მისი ბლოგი რომ აღმოვაჩინე და მას მერე 1 პოსტი დადო მარტო : (

და ბოლოს, ვთაგავ ირინას . შეიძლება ეს პოსტი არ ჩაჯდეს ბლოგის კონტექსტსი, მაგრამ მე მაინც მინდა, რომ გაგვაგებინოს თუ რა უყვარს ყველაზე ძალიან

10 Responses to “რაც ყველაზე ძალიან მიყვარს და მჭირდება ცხოვრებაში”

  1. litterator said

    ხო მეც გიერთდები დაწერონ აბა რა გააღვიძონ ბლოგები🙂🙂🙂

    კარგია იდილია, ჰარმონია მშვენიერია, მიყვარს :* :*

    მადლობა რომ თაგუნია შეიფარე :))))

    • sunwaited said

      ხოდა, ვაჭამე, გაგისუქე წრუწუნა და შენი წუწუნი აღარ გავიგონო : D

      ხოდა, ზღვაზე მინდა :ს

      • litterator said

        😀😀😀😀

        ეეეჰ მეც მინდა ზღვაზე

      • sunwaited said

        მიდიხარ წელს? მე არც მკითხო😀 სახლში გაქანებული რემონტია : ((

      • litterator said

        მხოლოდ აგვისტოს ბოლოს ვახერხებ, ეს თვეები ჩემს სამსახურში ყველაზე ცხელი და დატვირთულია🙂 იმედია მოვახერხებ და ისევ თურქეთში წავალ❤

  2. sunwaited said

    ისევო … მინდააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა😀

  3. salolas said

    ვეკოოო რაცხა ძლიერ ძლიერ მომეწონა ეს პოსტი… ისეთი პოზიტიურია და საყავრელი, ხოდა ეგ მიხარიის😉

    ინტრიგა და სკანდალი რომ არის კააააია😀

  4. აუ ზღვაზე მინდაააააა

  5. kevana said

    ძალიან კარგია :დ

    ეგ ყველაფერი რაც ჩამოთვალე, სასიცოცხლოდ აუცილებელია :ყეს:

    მაგრამ მაგალითად, მე შემიძლია კომფორტი დავთმო თუ ამას გარემოება მოითხოვს, ან თუ სხვაგავარად შეუძლებელია.

  6. Jeux Dora said

    კარგია ზღვაააააა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: