ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

და ორღობეში გასრიალდა სადღაცა გველი

Posted by vekoo on July 11, 2010

მძიმე აღმოვჩნდი, ვერ გამიძლო მე სუსტმა მხარმა,
აუტანელად იძრცვებოდა სული ვნებებით,
აღარ მაქვს ძალა შევერკინო გრძნობების ნაკადს
და დასაბამი ჩემს წიაღში მივცე სვენებით.
იღლება გული, ვეღარ უძლებს მოწოლილ დარდებს
ჩემ სასთუმალთან ძველი ჩიტი საკმეველს აკმევს.
არ შეიცვლები! წარსულს გაყვა ზმანება ავის?!
მოიცა, შესდექ, არ ჩააგო ნაწრთობი ხმალი!
შენ აღარ მოხვალ, არც მე დავრჩი ხელით უხლები
და სათითაოდ ცრუ ცხოვრებამ დამრია ხელი,
ჩვენი ბრალია, ყველა ცოდვა ჩვენ მხრებზე გვაწევს
ჩვენვე მოვკალით ის, თუ რასაც უმღერდნენ ასე.
უკვე გათენდა, აღარა ჩანს ვარსკვლავი ერთი
და ორღობეში გასრიალდა სადღაცა გველი .
სიოს ნიავი ძველი კაკლის კენწეროს არხევს
თუ მოხვალ, მოდი, მე აღგადგენ, ამისი გწამდეს!

6 Responses to “და ორღობეში გასრიალდა სადღაცა გველი”

  1. Mari said

    ვეკო, ეს შენ დაწერე?

  2. archily said

    ჭუკლიიიიიიიიი რა კარგი ლექსიაააა :*:*:* :$ გახსოვს მე რომ ლექსი დაგიწერე?😛

    • sunwaited said

      მაგას რა დამავიწყებს😀 დღემდე მაქვს უჯრაში სათუთად შენახული ორივე ფურცელი😀 მაინც რა მუზა გეწვია რა😀 თან ამხელა მუზა😀 :*
      და ვიდეოც მაქვს მაგას რომ მიკითხავდი😛 თუ გამაბრაზებ, ფაქტებს დავდებ😀

  3. კარგია🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: