ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ყელის ჩასაკოკლოზინებელი შიმშილობისას

Posted by vekoo on July 13, 2010

ხანდახან მუზა მეწვევა ხოლმე და დელიკატესის რა ვთქვა, მაგრამ ელემენტარული ბოსტნეულისგან უგემრიელეს რაღაცებს ვამზადებ .

შემადგენლობა : კარტოფილი, 5 ყაბაყი, 10 პამიდორი, 3 სტაფილო, 3-4 ხახვი, 5 ნივრის კბილი, ზეთი და მარილი , თითო კონა ქინძი და ოხრახუში .

  • კარტოფილი დავჭერი გრძელ ნაჭრებად, როგორც შეწვის დროს, ჩავყარე პატარა ქვაბში და დავფარე წყლით. შემოვდგი მოსახარშად.

  • ნელ-ნელა სანამ ის ადუღდებოდა ტაფაზე დავყარე დაჭრილი და მარილმოყრილი ყაბაყი და კარგად მოვშუშე. (ზეთი ! : D ) .

  • ცოტა რომ მოიშუშა გრძლად დაჭრილი, “მოსრესილი” ხახვი და კუბიკებად დაჭრილი სტაფილო მოვაყარე. (შემდეგისთვის სტაფილოს გავხეხავ, უკეთესი გამოვა).

  • მერე 10ივე რბილი პამიდორი გავხეხე სახეხზე , კანები გადავყარე და ესე ცოცხლად მოვასხი ტაფაზე. დავუმატე გახეხილი ნიორი.

  • ამასობაში ქვაბში კარტოფილი კარგად მოიხარშა და ზევიდან დავასხი ტაფის მასა ყაბაყიან-პამიდვრიანად , ზევიდან მოვაყარე დაჭრილი მწვანილი და 3 წუთში გამოვრთე.

ხელები მიკანკალებდა უკვე ისე მშიოდა და შედეგი : უმაღლესი .

ძალიან გემრიელია❤

მე თვითონაც გაკვირვებული ვარ ისეთი მაგარი გამოვიდა : D

ამ რეცეპტს კი აქ იმიტომ ვწერ, რომ ოდესმე, როცა ძალიან მომშივდება ამ პოსტს ვნახავ და ჯერ სურათებით და ამ გემოს გახსენებით დავტკბები, მერე კიდე ავწევ ჩემს ძვირფას ფუმფულა უკანალს და მოვიმზადებ რამეს ))

ამ სურათზე არც ისე მიმზიდველი ჩანს, მაგრამ სამაგიეროთ გემოთი მიზიდავს : D

12 Responses to “ყელის ჩასაკოკლოზინებელი შიმშილობისას”

  1. Mari said

    ყოჩაღ, მარა ამეებს რა გაჭმევს ამ სიცხეში?:mrgreen:

    • sunwaited said

      საჭმელს რომ არ ვჭამდი იმიტომ დავიკელი უკვე 5 კილო😀

      ხოდა, ეხლა ეს გავაკეთე და სანამ გათავდება სალათებს ავცდები : D

  2. archily said

    ეს ახალი თაობის აჯაფსანდალია?😛 ინტერესნოოო,მერე ხო გამიკეთებ?😛

    ხინკლის გაკეთებას როდის დაამუღამებ?😛 :*:*:*:*

    • sunwaited said

      ხო, ახალი თაობის აჯაფსანდალი😀 აუ, ისე ჩაციებული უფრო მიყვარს აჯაფსანდალი😀

      ხინკალი? ვაიმეეეეეე, ნუ გადამაყოლეთ😀 :* :* :*

  3. Mari said

    შიმშილობდი და 5 კილო დაიკელი? რა ძალა გედგა?

    • sunwaited said

      კი არ ვშიმშილობდი, პერიოდულად ვშიმშილობდი😀 საერთოდ არ მინდებოდა სახლში რაც მქონდა ის საჭმელი და ჩემით არ ვიკეთებდი, წყალს დავლევდი და ბოლო 2 კვირაა ესე ვარ😀
      მარხვაზე იყვნენ ჩემები და ნორმალური არაფერი იყო სახლში😀

      იქამდე კი უნი იყო და სულ Fასთ-Fუდებზე ვიყავი და სახლში აღარ ვჭამდი . სამაგიეროდ ცხელ-ცხელ ხაჭაპურ-ლობიან-პიცებს არ ვიკლებდი, შოკოლადიან ჩხირებს და ა.შ.

      ამას ვეძახი მე შიმშილობას😀 მაგრამ გაამართლა )))

  4. ყაბაყი ანუ ბადრიჯანი?

  5. aaa. დააა ყაბაყი ვაფშე რანაირი რა არის?

  6. rockyourbaby said

    vaimeeee verichkaaa,minda minda minda minda mindaaaaaaaa, sacaa nerzyvebi damaxrchoobs!!!

  7. kevana said

    მომშივდა😦

    ოხ, რა გემრიელი უნდა იყოს, რომ სურათზე დავხედე და უკვე მომინდა პირის ჩაკოკლოზინება :დ

  8. Mygreensun said

    hh.. yabas viyidi da gavaketeb emc aucileblad :))) gavsinjav😀 :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: