ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ქალის როლი კაცის ცხოვრებაში – ანუ ვინ რას იმსახურებს

Posted by vekoo on July 20, 2010

ყველა კაცს ეტყობა ქალის ხელი, ვინც მის ცხოვრებაში ყოფილა. გინდა არ გინდა ეს სიმათლეა და ამაში “Sweet November”-ის ყურების მერე კიდევ უფრო დავრწმუნდი .

ამ სტატიას მე რომ არ ვწერდე და კრიტიკოსის თვალით ვკითხულობდე, ვიტყოდი : ” რა იცი, ყველა კაცი შენ ხომ არ გაგიცვნიათქო…”

-ჰო, არ გამიცვნია, მაგრამ შეუძლებელია შენ სულში , შენ ტვინსა და გონებაში არ დაილექოს ის, რაც ოდესმე მომხდარა და რასაც სუსტი სქესი ქვია.

აქ ვიცი აჩო შემეკამათება : – ” რა მნიშნველობა აქვს ვინ ან რა იყო, მთავარია მას რა ადგილი ქონდა კაცის ცხოვრებაშიო” . ხო ასეა აჩო, ამ აზრზე ხარ ხო?

მე კი ვთვლი, რომ რა ადგილიც არ უნდა ქონდეს ქალს კაცის ცხოვრებაში, იყოს დედა, და, მამიდა თუ მეზობელი, ჟინის დამცხრობი ქალი, შეყვარებული, საცოლე თუ უბრალოდ ის ქალი, ვისაც საკუთარ ვაჟიშვილობას “ჩააბარებს” კაცი, მაინც ილექება მისი გავლენა ტვინის ხვეულებში, ეს გავლენა ზოგჯერ დიდია, ზოგჯერ პატარა, ზოგჯერ კი – საერთოდ შეუმჩნეველი . და მისგან განთავისუფლება თვითმკურნალობას მოითხოვს. (ელემენტარული მაგალითი : მას, ვინც მხოლოდ როსკიპ დიაცებთან მეგობრობს, მერე პრობლემები აქვს ხოლმე პირად ცხოვრებაში …)

განსხვავება ე.წ. აღზრდის სტილშია, აღზრდა კი ჩვენი, ქალების კისერზეა ))

მაგალითი #1 : რატომ არიან აღიარებული ბრიტანელი მამაკაცები მსოფლიოში ყველაზე ჯენტლმენებად? ალბათ იმიტომ, რომ ბრიტანელი ქალბატონები ამას მიჩვეულები არიან და ეს მოლოდინი თანამედროვე ჯელტმენებს ასტიმულირებს მუდმივად თავაზიანობისაკენ.

მაგალითი #2 : ზოგი კაცი, განსაკუთრებით სოფლებში, სადაც ქალს ჩამორთმეული აქვს ყველანაირი უფლება,მათ ეპყრობა ზუსტადაც რომ ცხოველივით. მაგრამ ზუსტად იგივე კაცები უცხო და რაფინირებულ მანდილოსნებთან უკვე იცავენ ეთიკის ნორმებს.

ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული გოგოებო, მომავალო ქალბატონებო და საქალბატონეებო, თუ როგორ მოგვექცევა სასურველი მამაკაციც და უბრალო გამვლელიც ქუჩაში.
ხომ გაგიგიათ ერთი ქართული ხალხური ანდაზა: “ქვევრს რასაც ჩასძახებ, იგივეს ამოგძახებსო”.

ასე რომ, გადახედეთ თქვენს განვლილ თუ ახლანდელ ცხოვრებას და თუკი თვლით, რომ რომელიმე მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში არასათანადოდ გაფასებდათ, არასათანადო ყურადღებას გაქცედათ ან სულაც არასათანადოდ გაკმაყოფილებდათ ( : D ) ამაში თვითონ ყოფილხარ დამნაშავე, იმიტომ რომ ვინც რისი ღირსია იმას იმსახურებს : D

12 Responses to “ქალის როლი კაცის ცხოვრებაში – ანუ ვინ რას იმსახურებს”

  1. archily said

    ხო ჩემი აზრით იმ დიაცს გააჩნია,ნუ რათქმაუნდა ყველა ტოვებს კვალს მარა იმ კვალს გააჩნია კიდე🙂 სად რომ ჩიანჭველა დაგეჯახება და სად რომ ტრაილერი გაგიტანს😀 რომელი უფრო დატოვებს კვალს?😀

    • sunwaited said

      ნუ ეხლა, მირჩევნია ჭიანჭველა ვიყო ვიდრე ტრაილერი, მაგრამ კვალი სხვა ამბავია😀 ისე, ჩემი კვალი როგორია შენ ამბავში?😛

      • archily said

        როგორია შენი კვალი?😀 რად უნდა მაგას კითხვა? შ ე მ ო მ ხ ე დ ე😛

  2. Di@ said

    კომენტარებზე ვიხალისე… მაგარი იყო.

    თემას რაც შეეხება, ძალზედ საინტერესო საკითხია.
    კარგი იქნებოდა ცოტა უფრო ღრმად. მაგრამ ამ საკითხისთვის, ვგონებ, ფსიქოლოგია საჭირო : )))

    მივმართო, ერთი…

    • sunwaited said

      მეც ვჭოჭმანობდი დამეპაბლიშებინა თუ არა, იმიტომ რომ ყველა გადაკითხვაზე რაღაცებს ვამატებდი და ახალ-ახალი არგუმენტები და აზრები მიცოცხლდებოდა თავში, მაგრამ ამ ეტაპზე ესეც საკმარისია, დასაწყისისთვის.

      ისე კი, მართლა შეიძლება ამის გავრცნობა )) :*

      და მომენატრე, დია )) …

      • Di@ said

        მეც მომენატრე ადამიანო. შემოგვიერთდი, არ გინდა, დიდი ხნის დასვენების მერე, დღეს პირველად ვხვდები ბლოგერებს. მარის მოჰკიდე ხელი და წამოდით :*

  3. Mari said

    ბრძენი ადამიანი ხარ ფაქტიურად🙂

  4. tina said

    ასე რომ, გადახედეთ თქვენს განვლილ თუ ახლანდელ ცხოვრებას და თუკი თვლით, რომ რომელიმე მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში არასათანადოდ გაფასებდათ, არასათანადო ყურადღებას გაქცედათ ან სულაც არასათანადოდ გაკმაყოფილებდათ ( : D ) ამაში თვითონ ყოფილხარ დამნაშავე, იმიტომ რომ ვინც რისი ღირსია იმას იმსახურებს : D -გეთანხმები—-.1) ქალი რამდენადაც მეტად ზრუნავს მამაკაცზე,იმდენად მეტად უყვარს იგი.კაცს კი სწორედ ამ მზრუნველობის გამო ნაკლებად უყვარს ქალი.(ჟან დე ლა ბრუიერი)მაგრამ რა ვქნათ, როცა გვიყვარს და მასზე ვზრუნავთ,სიყვარულმა ხომ საზღვრები არ იცის?!-მას კი თურმე ამ დიდი სიყვარულის და მზრუნველობის გამო ნაკლებად ვუყვარვართ?

    • sunwaited said

      მე არ მჯერა, რომ მზრუნველობის გამო ნაკლებად ვეყვარები . ზრუნვის გარდა ქალს მრავალი ფუნქცია აქვს კაცის ცხოვრებაში და მანიპულირება აფსოლიტურად ყველაფრით შეიძლება.
      მართალი ხარ, როცა წყლის სმით გაგჭყიპავენ მერე უკვე აღარ გენატრება წყალი, მაგრამ საკმარისია მოგაკლდეს, რომ მერე ჰაერივით გჭირდება წყლის დალევა. ასე რომ …
      რავი, თუ ვცდები, ჩემზე ბრძენი ქალი ხართ და შემისწორეთ🙂 :*

  5. mariefille said

    იმაში გეთანხმები,რომ როგორც თავად მოვისურვებთ,კაცები ზუსტად ისე გვექცევიან. მაგრამ კაცის “თავიდან აღზრდა”,როგორც ასეთი,არ მომწონს .

  6. ქეთი said

    თუ კაცს მოსწონხარ და მაინც უყურადღებოდ ან აგდებულად იქცევა,იცოდე,რომ პრობლემა მასშია და არა შენში… დაახლოებით ანდაზა რომაა “ცხენს ვერ მორეია და უნაგირი დაამტვრიაო”.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: