ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for სექტემბერი, 2010

დაბრუნების მცდელობა

Posted by vekoo on სექტემბერი 30, 2010

4 თვე უსაფულოდ. შეუძლებელია ხო? დამიჯერეთ, ესაა დრო მუდმივი

  • ფულის სხვადასხვა ჯიბეებში ძებნის

  • საბუთების დაჭმუჭვნის

  • სათვალის ბუდის გადავსების, რადგანაც შიგნით სათვალის ქვეშ ქაღალდის ფული დევს და სარკეებს შიგნით ხურდები ყრია.

  • ჩანთაში 5 წუთიანი ქექვის, რადგანაც პატარა ჯიბეებიდან ამოცვივდა

და ერთი სიტყვით, დიდი არეულობის დროა.

ახალი საფულე კი ვერა და ვერ ვაღირსე ჩემ თავს. ის წინაც სასტიკად მომწონდა (სამწუხაროდ არცერთი სურათი არ შემრჩა : ( ) დაკარგვითაც კრეტინულად დავკარგე .

[ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ეწვიე ამ ლინკს და ნახავ როგორ დავკარგე 100 ლარი ]

ხოდა, როცა მივხვდით რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ისევ მოგრიალდა ჩემი პრინცი, ოღონდ ამჯერად ბრონზისფერის ნაცვლად შავი ფერის რაშზე ამხედრებული და ეს პრობლემაც გადამიწყვიტა.

ჭირი იქა, ლხინი- აქა

ქატო – იქა, ფქვილი – აქა.

ელასა, მელასა, ჭიქა მეკიდა ყელასა,

მთქმელსაც და გამგონებელსაც

ღმერთი უშველის ყველასა!

Advertisements

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , | 5 Comments »

მე თუ შენ ცხვირიდან ძმარი არ გადინო

Posted by vekoo on სექტემბერი 27, 2010

გახსნაც არ მინდა პოსტის ფანჯრის, მაგრამ ეგოისტი შემომიჩნდა.

მომავალში ამისთვის ან მადლობას ვეტყვი ან …

არც კი ვიცი რა დავწერო, არ მინდა იმაზე საუბარი, რასაც ვგრძნობ ან რასაც განვიცდი.

რომ ვთქვა მერე მე ვეღარ ვიგრძნობ, ჩემი სატკივარი უკვე თქვენიც გახდება და მე შემიმსუბუქდება. ეს კი არ მინდა .

მირჩევნია ისევ მე ვიყო ტრავიალურ განწყობაზე.

[ თუ ვინმემ იცით რას ნიშნავს ტრავიალური ნუ დაიზარებთ, მითხარით. უბრალოდ წინადადებას მოუხდა და დავწერე.]

ეგოისტო, ამ პოსტს შენ გიძღვნი, უბრალოდ არ შეიძლება სხვას მივუძღვნა.

ოდესღაც ერთი კარგი ბლოგი აღმოვაჩინე , ესტუმრეთ: “მე თუ შენ ცხვირიდან ძმარი არ გადინო”.

პ.ს. ვიცი საბოლოოდ ისევ ბლოგი მიშველის. თუმცა, ამის იმედი არის, შანსი – არა.

ასეთი არეულია ჩემში ყველაფერი, თუმცა, ამ ოთახში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. მეც ზუსტად ვიცი როგორ დავალაგო

Posted in მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: | 6 Comments »

Night-club "A-go-go" და სატაცურები უელსურად – ღრუბლების ზღვაში ტერფებს ვისველებთ

Posted by vekoo on სექტემბერი 22, 2010

1 წელი, 5 თვე და 7 დღე. ტრადიციასავით მექცა ყოველი პოსტის წინ ამის გახსენება .

პოსტს სტინგის “the best-ebit” ვწერ. ეხლა seven day-ა პლეილისტში შოუ ონ-ზე. რა საჭიროა ამდენი ქართულ-ინგლისურ-ამერიკულ-ანგლიკანური სიტყვები?!

უბრალოდ, გაორებას აქვს ადგილი. ენა კი ერთი მაქვს, აზროვნებაც ერთ გონებაშია თავმოყრილი, ხელები ორი მაქვს, მაგრამ შეთანხმებულად მუშაობენ და ყველაფერი ერთის მიუხედავად ამდენი გაორებული აზრი სეტყვასავით აწყდება ტვინის ხვეულებს და ვერაფრით აღწევს სტატუს მე-მდე.

ბავშვობაში ვგიჟდებოდი ამ სიტყვაზე : Status-Q . მეგონა მარტო მე ვიცოდი და მხოლოდ ზედმეტად განათლებულმა ადამიანებმა , არადა ერთ ჩვეულებრივ ბროშურაში მქონდა ამოკითხული : დებატების ხელოვნებას ვეუფლებოდი მაშინ . ეს დაახლოებით იმის მსგავსია, ადამიანს როგორ უთხრა სლე ხარო ისე, რომ არგუმენტების ზღვაში ჩაძირო და უკან დასაბრუნებელი არაფერი ქონდეს, იმიტომ რომ ყველაფერი ცასავით ნათელია.

Gordon Matthew Sumner

I’m an Englishman in New York დაიწყო უკვე.

არადა, კარგი კაცი იყო, ადრე ადრე, სულ ადრე, სანამ ჯერ ისევ ნიუქასთლის ახლობლად ცხოვრობდა პატარა ქალაქში და ღამ-ღამობით კლუბ “A-go-go”-ში Jimი Hendrix-სს უსმენდა და ჭიქა ვისკის წრუპავდა …

მე კი ჯერ ღამის კლუბშიც არ ვყოფილვარ ნორმალურად. ინგლისი და სანუკვარი ლივერპული ჩემგან ძალიან შორსაა, არც უელსის საგრაფოში შემიძლია გადავიპარო ბატების მწყემსავ გლეხის ბიჭებთან ერთად და იქაური კარალიოკი ვიგემო.  (იცნობთ ალბათ, ან და სერჟ გალონების გავლენაა ანჟელიკადან)

მე ვერც სახლიდან გავიპარები ღამის კლუბში და ვერ მოვიწამლები ჯიმი ჰენდრიქსის გიტარით.

ვერ ვაწვალებ ვისკის ჭიქას და ვერ გავაპრიალებ მის კიდეებს ტუჩებით.

ვერც გამთენიისას მივალ სახლში მუსიკისგან გაბრუებული.

ალბათ, არც არასდროს შევჭამ იქაურ სატაცურებს…

მე ჯერ მხოლოდ ის შემიძლია ღამის open air-ზე წავიდე, ცხვარიჭამიაში მიტოვებულ პიონერთა ბანაკში 2კიჯას, ობრის და ყვავას მოვუსმინო და ფსიქოდელიურ ტრანსში ჩავიძირო, – ეს მოჩვენებითად, თორე რეალურად არც ეს შემიძლია : მაინც არაა ჩემი ეს , მე მაინც მორისონი მიტაცებს და ალბათ, ვერც ვერასდროს გავსინჯავ უელსის საგრაფოში კარალიოკებს…

პ.ს. უელსში მოყვანილ კარალიოკზე ვოცნებობდი – ერთხელ ძალიან ვთხოვე და 300 კმ-ის მოშორებით, საქართველოს მეორე ბოლოდან ჩამომიტანა ერთი ცალი დიდი მწიფე კარალიოკი აჩომ. მე მასთან ერთად ზღვის დონიდან 3000 კილომეტრზე პარაშუტიდან ფეხებგამოყოფილებს ღრუბლების ზღვაშიც დამისველებია ტერფები, ერთად ყველაფერი კარგად გამოგვდის : )

Posted in მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, ყველაფერი ჩემზე, ჩემი დიაზეპამი | Tagged: , , , , , , , , | 6 Comments »

პოსტი ექვემდებარება ევაკუაციას ან რეორგანიზაციას

Posted by vekoo on სექტემბერი 19, 2010

პოსტი  ექვემდებარება ევაკუაციას ან რეორგანიზაციას : )

გახსნილი მაქვს New post-ის ფანჯარა და შევყურებ ცარიელ ფურცელს.

ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ ტყუილს ვამბობ და როგორც ყოველთვის, აქაც ვიტყუები :

  1. არც ახალი პოსტის ფანჯარაში ვწერ ამას

  2. და არც ცარიელ ფანჯარას შევყურებ შთაგონების გამოსახმობად.

ეს პოსტი იწერება ერთ “მშობლიურ და ყველაზე ქალურ ფორუმზე” [ყოფილ] დედამიწის ზურგზე. დიდი ხანია გადავიდა ფორუმები და მისთანანი “მოდიდან”, ახლა წინა პლანზე ბლოგებია, მაგრამ ამ ფორუმს საბოლოოდ მაინც ვერასოდეს ვერ დავივიწყებ, – გადის დრო, დღეები, კვირა, თვეები და არ შემოვდივარ, მაგრამ საბოლოოდ ვიცი, რომ მაინც შემოვალ.

[გაუქმების საფრთხეც არ აქვს, კავკასუსის მფარველობის ქვეშაა და სანამ ის იარსებებს, ესეც იქნება [[მგონი]]

ბლოგზე დაბრუნება ძნელი ყოფილა, საერთოდ მიმაჩნია, რომ ეს პომპეზურად უნდა მოხდეს, მაგრამ ამ ზაფხულს უკვე იმასაც კი ვფიქრობდი მჭირდებოდა თუ არა ეს საერთოდ.

უკვე აღარც ბლოგერს ვუწოდებ თავს. [ თუმცა, აქტუალურ ავტობიოგრაფიაში მაინც ჩავწერე ინტერესებში ბლოგინგი…]

ამ ბოლო დროს მეფიქრება: წარმატებული ადამიანი ვარ თუ წარუმატებელი ცხოვრებაში?

  • ბევრი ფიქრის შემდეგ მაინც 2 ნაწილად დაიყო ყველაფერი : უნივერსიტეტამდე და უნივერსიტეტიდან.

უნივერსიტეტამდე ყველაფერში მიმართლებდა, ყველაფერი მქონდა, რაც კი მინდოდა და მჭირდებოდა, რომ მქონოდა . ვიგებდი ყველა კონკურსს თუ ჯილდოს, სადაც გავდიოდი და წარმატებულ ბავშვად ვითვლებოდი.

მაგრამ იმ დროს არ მქონდა მთავარი: პირადი თავისუფლება: ეს ყველაფერი კი მსიამონებდა რომ ვაკეთებდი, მაგრამ მაინც “დინებაზე მიყოლა” უფრო იყო,- სხვანაირად არ შეიძლებოდა უბრალოდ გაუნათლებელი და მაჩანჩალა რომ ვყოფილიყავი.

რა მოხდა უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ? – უკვე “ჩემი თავი ჩემადვე მეყუდვნის”. ხოდა ავურიე…

რაც აქამდე 18 წლის განმავლობაში დავიკელი, ბოლო 2-3 წელია ვინაზღაურებ. აქამდე თუ ყველასთვის თითით საჩვენებელი მოსწავლე, გოგონა, შვილი ვიყავი, ეხლაც შეიძლება თითით საჩვენებელი გავხდე, ოღონდ სულ სხვა კუთხით…

საბედნიეროდ, ამჟამად ასე არაა: გარეგნულად ჯერ კიდევ ძველი “ვერიკო, ვეკო, ვერო, ვერი” და ვერონიკა ნათლიაჩემისათვის ვარ, მხოლოდ ჩაცმის სტილი, ვარცხნილობები და თავის მოვლის საშუალებები შევიცვალე. აი შინაგანად კი სრული ქაოსია. ამოტირალდა ყველა დოგმა და სტერეოტიპი ჩემს არსებაში. ფაქტიურად ბოლო 5 წლის მერე სრულიად სხვა პიროვნება ვარ, ისეთი, როგორსაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი , რომ ვიქნებოდი.

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , | 14 Comments »

მოშიშვლებულ ფეხებზე მონადირენი

Posted by vekoo on სექტემბერი 6, 2010

პოსტი ეძღვნება ყველა დახამებულ ბიჭს

გრძელი, სწორი და შოკოლადისფრად დაზაგრული ფეხები ლამპიონის შუქზე მაცდურად ელავენ, შოკოლადისფერივე მოკლე შორტი კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ასევე შოკოლადისფერ ღია სანდლებს.

ქუჩა ცარიელია და მხოლოდ ლამპიონები ანათებს, ერთ მხარეს მთელ ჩაყოლებაზე თეატრის შენობაა მეორე მხარეს კი – ლამაზი სკვერი.

სულ 50 მეტრში ქალაქის ხმაური იწყება, – ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი. გოგონაც იქით მიიჩქარის.

სიჩქარეში თმა მთლად გაეწეწა და მხრებზე შავ აღელვებულ ტალღებად ჩამოეყარა, ფეხს აუჩქარა – ერთი სული აქვს სანამ საყვარელ თვალებს შეეგებება და ნაოცნებარ მხრებში ჩარგავს თავს, გაიტრუნება.

იმ წუთას არ გრძნობს არაფერს ამ ქვეყნიურს, ჰაეროვან გრძნობას ჰაერივივით დაჰყავს გადახურებულ ასფალტზე.

უკნიდან შავი მერსედესი დაინახა და ფეხს აუჩქარა- უნდა გადაასწროს ქუჩაზე . მანქანაში ბოლომდე ჩამოწეული ქონდათ შუშები, ამ დროს ერთი ბიჭი წელამდე ამოიმართა ფანჯრიდან და
“- გოგონა, გამარჯობაააა”, – დაუძახა.

არადა, როგორი ამაღლებული გრძნობით მიდიოდა გოგო, რაღაც ჩაწყდა შიგნით.

ძნელია როცა მხოლოდ სპეტაკზე ფიქრობ და ამ დროს სირები ბინძურ რეალობას განახებენ.

მოშიშვლებულ გრძელ ფეხებზე მონადირენი კი კვლავაც ხამებივით დადიან და თუკი მათთვის ძმაკაცის უბნელის მამიდაშვილის მანქანაში ადგილი მოიძებნა ბედნიერები არიან და თავი უკვე კაცები გონიათ.

Posted in ექსკლუზივი, მომავალი გროსმაისტერის ვნებანი | Tagged: , , , , , , , | 15 Comments »

როცა თოხლო კვერცხი ხარ და სხვისიც გაღიზიანებს

Posted by vekoo on სექტემბერი 4, 2010

რატომ მინდება ხოლმე წერა მაშინ, როცა ტკივილამდე მენატრები?

რატომ მინდება ხოლმე გავუზიარო სხვას რას ვგრძნობ მე?

ამ ბოლო დროს გრძნობების გამჟღავნების, უბრალოდ რომ ვთქვა, უკვე მიტყდება : თავის დროზე იმდენი ვწერე, რომ უკვე მგონია თავს ვაბეზრებ ხალხს ჩემი ზედმეტად იდეალური ურთიერთობით.

ასეა მართლა?

მართლა მაინტერესებს: როცა თავად არ გიმართლებს სიყვარულში, ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ შეგშურდეს და შურის გამო თვითონ ადამიანიც ვეღარ აიტანო, ვინც თავის ბედნიერებაზე ყვება?

ან იქნებ, შური არაფერ შუაშია და უბრალოდ მომაბეზრებელია?

საერთოდაც, სად გაგყავთ ზღვარი მოსაბეზრებელს, ასატანსა და მისაღებს შორის?

ამ კითხებზე მაინტერესებს ყველას აზრი : მათი, ვინც შეყვარებულია, ვისაც არავინ უყვარს და ვისაც უყვარს, მაგრამ მარტოა.

  • მე კი, ზოგ-ზოგიერთების ჯინაზე მაინც ვიტყვი, რომ მიყვარს, ვუყვარვარ, ბედნიერი ვარ და ვაბედნიერებ. ის იდეალურია და ურთიერთობაც იდეალური გვაქვს, იმდენად, რომ უკეთესზე უბრალოდ, ოცნებაც კი არ შეიძლება .: D
  • ჰო, და ეს იდილია უკვე 1 წელი, 4 თვე და 22 დღეა გრძელდება.

Posted in ექსკლუზივი, პიკანტური რეალობა, სასურველია იცოდეთ, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 13 Comments »

ოკეანა და სანდლები

Posted by vekoo on სექტემბერი 3, 2010

რატომღაც, ამ პოსტში არ მინდა ზაფხულის გახსენება, თან არც ფოტოების დართვას ვაპირებ – მკაცრ face-კონტროლს ვერ გაივლის ვიცი : D გადავწყვიტე, ყველაფერი აღარ დავდო.

ჰოდა, უკვე მესამე დღეა ჩამოვედი, მეღირსა როგორც იქნა. ბოლო დღეები უკვე საშინლად მინდოდა სახლში.

რა მივიღე ამ ზაფხულისგან?

  • რაღაც-რაღაცებში გავერკვიე. ახალი რაღაცები გავიგე და სიმაღლეში 3სმ გავიზარდე. მართლა კი არა, უბრალოდ ცოდნა-გამოცდილება მომემატა .

მეორე დღესვე busy-day მოვიწყვე, რომელიც საღამოს უკვე enjoy-day-ში გადამივიდა.

  • გუშინ ახალი შორტი და სანდლები ვიყიდე, ორივე ყავისფერია და ერთმანეთს უხდება. არადა რამე თეთრი უნდა მეყიდა – ასე ვიცი ხოლმე, შარვლის საყიდლად რომ დავდივარ ახალი ჩანთით ვბრუნდები სახლში.

სახლში რემონტი მაქვს, ფაქტიურად მორჩენილია, მაგრამ ყველაფერი მაინც აყრილ-დაყრილი მაქვს, ამიტომ ვალაგებ და ვალაგებ ჩემ ტანსაცმელებს, ჯერ რაც აქ მქონდა ისიც სულ დამტვერილია და ჩამოტანილები სადღა წავიღო v_v ამიტომ, გადავწყვიტე ყველაფერი გარეცხილები ჩავაწყო პარკებში და ისე შევინახო კარადაში. ნეტა, აფსოლიტურად ჰერმეტული კარადები არ არსებობს?

  • მექანიკის ტარებას ვამუღამებ. მეტი საქმე არაფერი მაქვს და ჯერ-ჯერობით არ მეზარება საათობით auto-training , მაგრამ მერე ვხვდები, რომ საბოლოოდ არაქათგამოცლილი ვარ. ეტყობა, დაძაბულობა მაინც თავისას შვება.

საშინლად მომწონს ჩვენი აბაზანის კაფელი-მეტლახი, ჩემი დიზაინითაა შერჩეული, უამრავი მაღაზია მოვიარეთ, ვარჩევდი ფერებს, ფორმებს, ვააწყობდი გონებაში სად რა იქნებოდა და მაინც არ მომეწონა არცერთი იმდენად, რომ მეყიდა. საბოლოოდ, ძლივს ამოვარჩიე ის, რაც მინდოდა. დეკორებით ვაფორმებთ ოთხივე კედელზე. ნუ, თავიდან სხვა hand-made დეკორი მომეწონა, მაგრამ ის მარტო შეკვეთით კეთდებოდა, არადა ზუსტად იგივე ღირდა.

  • რატო არ აფასებენ ამ ხელოვან ხალხს რა? : D ნუ, ტიპიური “კაფელჩიკიც” ხელოვანია ამ კონკრეტულ მომენტში : D

Oceana Mahlmann

ჰო, ახალი სიყვარული მყავს – oceana

ის გერმანიაში დაბადებული შავკანიანი მომღერალია, მღერის სოულს, რეგის, ზოგჯერ ჰიპ-ჰოპსა და პანკსაც.

სულ 5 ალბომი აქვს გამოშვებული :

  • 1- 1998 “Es Hat Mich Erwischt”
  • 2-2000 “48 Stunden” (Oceana & Kim)
  • 3-2009 “Cry Cry”
  • 4-2009 “Pussycat on a Leash”
  • 5-2010 “La La”

ჯერ მხოლოდ მის deep inside you cry cry-ს ვუსმენ, ბოლო დღეები აკვიატებული მქონდა, ჩამოვედი და გუშინ მოვძებნე, მერე სხვებსაც გადავხდავ, იმედია მომეწონება.

ბოლოს ამ სიმღერას ვტოვებ, სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ კლიპი რომ ვნახე ხმა და სახე რატომღაც ერთმანეთს ვეღარ შევუწყვე, უფრო ლამაზი მეგონა .

მოუსმინეთ

პ.ს. cry cry კი ქვია, მაგრამ მოსაწყენი და “ღაწვზე ცრემლი ჩამომდის, მომწმინდე” ტიპის სიმღერა არაა : D

Posted in ჩემი ბლადუნი | Tagged: , , , , , | 5 Comments »

გიორგი ჭურაძე

Posted by vekoo on სექტემბერი 1, 2010

გიორგი ჭუმბრიძე – სახელი , რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში.

მარიამობის დღეს 20 წლის ბიჭს შიგ გულში ჩარტყმულმა მაკრატელმა მოუსწრაფა სიცოცხლე. მხოლოდ დღეს შევიტყვე ეს ამბავი, კარგა ხანი ტელეფონში გაჩუმებული ვიყავი, სიტყვე ვეღარ დავძარი.

თავიდან, ლაპარაკზევე შევატყვე თამთას, რომ ვერ იყო კარგად, ცუდ ხასიათზე ვარო- მითხრა. თითქმის ჩუმად იყო. მერე კი მიზეზიც გამიმხილა.

ღმერთმა გაანათლოს ცათა სასუფეველში ახლად შესვენებული გიორგის სული .

ვერ ვიჯერებ, რომ ცოცხალი აღარ არის … დედისერთა ბიჭი, 1 წელიც არ გასულა მამა დაეღუპა და ეხლა თვითონ … არადა , ჯერ ეხლა იწყებდა ცხოვრების გემოს გაგებას … დარჩა დედამისი მარტო.

მემგონი არ მაქვს უფლება მის პირადზე ვილაპარაკო…

“ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიაო” – ნათქვამია, “ჩემი მეგობრის მეგობარი კი არაა აუცილებელი მეგობარი იყოსო” . ჩემ შემთხვევაში კი თამთასგან ერთი მხიარული ქობულეთელი ბიჭი შემოემატა წლების წინ სამეგობროს.

ხვალ დაკრძალავენ.

მკვლელი კი გაქცეულია… რატო იბადებიან არაკაცები?

Posted in მემორიზ | Tagged: | 10 Comments »