ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ოკეანა და სანდლები

Posted by vekoo on September 3, 2010

რატომღაც, ამ პოსტში არ მინდა ზაფხულის გახსენება, თან არც ფოტოების დართვას ვაპირებ – მკაცრ face-კონტროლს ვერ გაივლის ვიცი : D გადავწყვიტე, ყველაფერი აღარ დავდო.

ჰოდა, უკვე მესამე დღეა ჩამოვედი, მეღირსა როგორც იქნა. ბოლო დღეები უკვე საშინლად მინდოდა სახლში.

რა მივიღე ამ ზაფხულისგან?

  • რაღაც-რაღაცებში გავერკვიე. ახალი რაღაცები გავიგე და სიმაღლეში 3სმ გავიზარდე. მართლა კი არა, უბრალოდ ცოდნა-გამოცდილება მომემატა .

მეორე დღესვე busy-day მოვიწყვე, რომელიც საღამოს უკვე enjoy-day-ში გადამივიდა.

  • გუშინ ახალი შორტი და სანდლები ვიყიდე, ორივე ყავისფერია და ერთმანეთს უხდება. არადა რამე თეთრი უნდა მეყიდა – ასე ვიცი ხოლმე, შარვლის საყიდლად რომ დავდივარ ახალი ჩანთით ვბრუნდები სახლში.

სახლში რემონტი მაქვს, ფაქტიურად მორჩენილია, მაგრამ ყველაფერი მაინც აყრილ-დაყრილი მაქვს, ამიტომ ვალაგებ და ვალაგებ ჩემ ტანსაცმელებს, ჯერ რაც აქ მქონდა ისიც სულ დამტვერილია და ჩამოტანილები სადღა წავიღო v_v ამიტომ, გადავწყვიტე ყველაფერი გარეცხილები ჩავაწყო პარკებში და ისე შევინახო კარადაში. ნეტა, აფსოლიტურად ჰერმეტული კარადები არ არსებობს?

  • მექანიკის ტარებას ვამუღამებ. მეტი საქმე არაფერი მაქვს და ჯერ-ჯერობით არ მეზარება საათობით auto-training , მაგრამ მერე ვხვდები, რომ საბოლოოდ არაქათგამოცლილი ვარ. ეტყობა, დაძაბულობა მაინც თავისას შვება.

საშინლად მომწონს ჩვენი აბაზანის კაფელი-მეტლახი, ჩემი დიზაინითაა შერჩეული, უამრავი მაღაზია მოვიარეთ, ვარჩევდი ფერებს, ფორმებს, ვააწყობდი გონებაში სად რა იქნებოდა და მაინც არ მომეწონა არცერთი იმდენად, რომ მეყიდა. საბოლოოდ, ძლივს ამოვარჩიე ის, რაც მინდოდა. დეკორებით ვაფორმებთ ოთხივე კედელზე. ნუ, თავიდან სხვა hand-made დეკორი მომეწონა, მაგრამ ის მარტო შეკვეთით კეთდებოდა, არადა ზუსტად იგივე ღირდა.

  • რატო არ აფასებენ ამ ხელოვან ხალხს რა? : D ნუ, ტიპიური “კაფელჩიკიც” ხელოვანია ამ კონკრეტულ მომენტში : D

Oceana Mahlmann

ჰო, ახალი სიყვარული მყავს – oceana

ის გერმანიაში დაბადებული შავკანიანი მომღერალია, მღერის სოულს, რეგის, ზოგჯერ ჰიპ-ჰოპსა და პანკსაც.

სულ 5 ალბომი აქვს გამოშვებული :

  • 1- 1998 “Es Hat Mich Erwischt”
  • 2-2000 “48 Stunden” (Oceana & Kim)
  • 3-2009 “Cry Cry”
  • 4-2009 “Pussycat on a Leash”
  • 5-2010 “La La”

ჯერ მხოლოდ მის deep inside you cry cry-ს ვუსმენ, ბოლო დღეები აკვიატებული მქონდა, ჩამოვედი და გუშინ მოვძებნე, მერე სხვებსაც გადავხდავ, იმედია მომეწონება.

ბოლოს ამ სიმღერას ვტოვებ, სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ კლიპი რომ ვნახე ხმა და სახე რატომღაც ერთმანეთს ვეღარ შევუწყვე, უფრო ლამაზი მეგონა .

მოუსმინეთ

პ.ს. cry cry კი ქვია, მაგრამ მოსაწყენი და “ღაწვზე ცრემლი ჩამომდის, მომწმინდე” ტიპის სიმღერა არაა : D

5 Responses to “ოკეანა და სანდლები”

  1. აუ იმდენი რამე მაქ საყიდელი რომ მახსენდება გული მიწუხს😦 აშკარად არაა ცემი საქმე ეს “შოპინგი”.
    აუ რემონტი მეც მინდა რა😦 მთლიან სახლში ნუ იქნება და მარტო ჩემს ოთახში იყოს. დილით რუსთავი 2–ზე გადაცემა ბინას უკვე მეათასე გამეორებას ვუყურებ ხოლმე და ისე მწყდება გული ისეთი კარგები რომ გამოდის ზოგი😦
    ხო და ეს ზაფხული ჩემთვის არაფერი იყო😦 ძალიან ჩვეულებრივი და ძალიან მოსაწყენი. მსგავსი ცუდი ჯერ არ მქონია😐

    • sunwaited said

      მინახია კი არა, მინახავს😛

      დღეს მეც მოვკარი თვალი იმ მონაკვეთს, ჭერზე სარკე რომ დაამაგრეს და კედელი მოხატეს და გადავწყვიტე, მომავლისთვის გავითვალისწინო …😛

      მეც მაქვს რაღაც-რაღაცები საყიდელი, მაგრამ ვიცი ისეთი დაბდურა ვარ, ბოლოს გამახსენდება და მერე დრო აღარ მექნება საყიდლად : D

  2. Mari said

    მშვიდობაში ზიზიები.

    აუ მეც დალაგების ამბავში ვარ. რემონტის მსგავსი რაღაც გადავიტანე ახლახანს და კომპიუტერის პროცესორშიც კი იყო შესული მტვერი.

    • sunwaited said

      კომპიუტერის პროცესორშიც კი არა, იქაა თუა შესული მტვერი, ვაპირებ ჩემ ოთახს რომ მორჩებიან გავხსნა , გავწმინდო და ვინდოუსიც გადავაყენო მერე, თორე ეხლა არ აქვს აზრი .

  3. alluballi said

    მეც ძალინ მიყვარს ვეკო ეს მომღერალი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: