ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

როცა თოხლო კვერცხი ხარ და სხვისიც გაღიზიანებს

Posted by vekoo on September 4, 2010

რატომ მინდება ხოლმე წერა მაშინ, როცა ტკივილამდე მენატრები?

რატომ მინდება ხოლმე გავუზიარო სხვას რას ვგრძნობ მე?

ამ ბოლო დროს გრძნობების გამჟღავნების, უბრალოდ რომ ვთქვა, უკვე მიტყდება : თავის დროზე იმდენი ვწერე, რომ უკვე მგონია თავს ვაბეზრებ ხალხს ჩემი ზედმეტად იდეალური ურთიერთობით.

ასეა მართლა?

მართლა მაინტერესებს: როცა თავად არ გიმართლებს სიყვარულში, ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ შეგშურდეს და შურის გამო თვითონ ადამიანიც ვეღარ აიტანო, ვინც თავის ბედნიერებაზე ყვება?

ან იქნებ, შური არაფერ შუაშია და უბრალოდ მომაბეზრებელია?

საერთოდაც, სად გაგყავთ ზღვარი მოსაბეზრებელს, ასატანსა და მისაღებს შორის?

ამ კითხებზე მაინტერესებს ყველას აზრი : მათი, ვინც შეყვარებულია, ვისაც არავინ უყვარს და ვისაც უყვარს, მაგრამ მარტოა.

  • მე კი, ზოგ-ზოგიერთების ჯინაზე მაინც ვიტყვი, რომ მიყვარს, ვუყვარვარ, ბედნიერი ვარ და ვაბედნიერებ. ის იდეალურია და ურთიერთობაც იდეალური გვაქვს, იმდენად, რომ უკეთესზე უბრალოდ, ოცნებაც კი არ შეიძლება .: D
  • ჰო, და ეს იდილია უკვე 1 წელი, 4 თვე და 22 დღეა გრძელდება.

13 Responses to “როცა თოხლო კვერცხი ხარ და სხვისიც გაღიზიანებს”

  1. Mari said

    ახლა ვინღა გამოყო ფეხი? იცი რა? თუ ვინმეს რამე შურს და აღიზიანებს, ეს მხოლოდ თავისი და თავისი ნერვების პრობლემაა. ასე რომ არ ღირს ასეთ ხალხზე ყურადღების გამახვილება

    • sunwaited said

      დაკიდება ჰო, მაგრამ არაა ჟანსაღი დამოკიდებულება ვგონებ …

      პოლში დააფიქსირე რა შენი აზრიც

      • Mari said

        პოლში ვერ დავაფიქსირებ, რადგან არც ერთი ვარიანტი არ შემეფერება😀

  2. იცი, ბევრს აღიზიანებს სხვისი სიყვარული და ბედნიერება. მე ეს ძალიან ბევრჯერ შემიმჩნევია, ძალიან ახლობლისგანაც კი, ამიტომ ვერიდები სახალხოდ გრძნობების ზედმეტად გამომჟღავნებას. მხოლოდ ბლოგში ვწერ… ალბათ მომაბეზრებლად ბევრს🙂
    შენ რაც შეგეხება, სიამოვნებით ვკითხულობ ყველა თბილ და სასიყვარულო პოსტს და გულწრფელად ბედნიერებას გისურვებთ🙂

    • sunwaited said

      ბლოგებზე იმდენს დავბოდიალობ, უცნაურია შენი სიყვარულით გაჟღენთილი პოსტები ჯერ რომ არ გადავაქოთე😀

      რომ აღიზიანებთ გასაგებია, მაგრამ ნორმალურიათქო? მე ეს მაინტერესებს

  3. იცი ალბათ კი.
    შურით შეპყრობილი ადამიანი ცოდოა, მაგრამ ხომ არსებობს ბოროტი შური და ე. წ. “თეთრი” შური, ანუ როცა შენც გინდა ეს გქონდეს, ასე იყო და ა. შ. ქალს რომელსაც არ ყავს მამაკაცი გვერდით, ყოველთვის პატარა შური ექნება ქალისადმი რომელსაც აქვს იდეალური ურთიერთობა და დიდი სიყვარული. ესაა ადამიანი, ეს ნორმაა…

  4. alluballi said

    სხვისი ბედნიერების შური არასდროსაა გასამართლებელი….და შენი ამბები ყველას გვაინტერესებს,ძალიან კარგი ხარ🙂

    • sunwaited said

      ჩემი ამბები გაინტერესებთ?😀 არ მოგაკლებთ პოსტებს😀 მალე შენი ალუბალიც გაიზრდება და მერე ერთად ვივლით სკოლაში😀
      პ.ს. არ მომაქციოთ ყურადღება😛

  5. salolas said

    😀 თოხლოოოო😀😀 ვგიჟდები საიდან მოგდის თავში ამდენი ინტრიგა და სკანდალი😀😀😀

    მიყვარხართ ორივე მაგრად თქვე ფსევდოიდეალურებოოოო❤❤❤

  6. არ მემის რატო უნდა გამაღიზიანოს სხვისმა იდეალურმა ურთიერთობებმა მხოლოდ იმიტომ რომ მე მსგავსი ურთიერთობა არ მაქვს ?! შური და ბოღმა როცა ჩნდება კი ბატონო😐
    არ მაღიზიანებს მე შეყვარებლი ადამიანების ბედნიერება არც შეყვარებულობის პერიოდში და არც მარტოობის პერიოდში.
    იხარეთ და იბედნიერეთ!
    კი არა და, ვეკო დაიკიდე და შენ შენი გაისწორე!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: