ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

მოშიშვლებულ ფეხებზე მონადირენი

Posted by vekoo on September 6, 2010

პოსტი ეძღვნება ყველა დახამებულ ბიჭს

გრძელი, სწორი და შოკოლადისფრად დაზაგრული ფეხები ლამპიონის შუქზე მაცდურად ელავენ, შოკოლადისფერივე მოკლე შორტი კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ასევე შოკოლადისფერ ღია სანდლებს.

ქუჩა ცარიელია და მხოლოდ ლამპიონები ანათებს, ერთ მხარეს მთელ ჩაყოლებაზე თეატრის შენობაა მეორე მხარეს კი – ლამაზი სკვერი.

სულ 50 მეტრში ქალაქის ხმაური იწყება, – ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი. გოგონაც იქით მიიჩქარის.

სიჩქარეში თმა მთლად გაეწეწა და მხრებზე შავ აღელვებულ ტალღებად ჩამოეყარა, ფეხს აუჩქარა – ერთი სული აქვს სანამ საყვარელ თვალებს შეეგებება და ნაოცნებარ მხრებში ჩარგავს თავს, გაიტრუნება.

იმ წუთას არ გრძნობს არაფერს ამ ქვეყნიურს, ჰაეროვან გრძნობას ჰაერივივით დაჰყავს გადახურებულ ასფალტზე.

უკნიდან შავი მერსედესი დაინახა და ფეხს აუჩქარა- უნდა გადაასწროს ქუჩაზე . მანქანაში ბოლომდე ჩამოწეული ქონდათ შუშები, ამ დროს ერთი ბიჭი წელამდე ამოიმართა ფანჯრიდან და
“- გოგონა, გამარჯობაააა”, – დაუძახა.

არადა, როგორი ამაღლებული გრძნობით მიდიოდა გოგო, რაღაც ჩაწყდა შიგნით.

ძნელია როცა მხოლოდ სპეტაკზე ფიქრობ და ამ დროს სირები ბინძურ რეალობას განახებენ.

მოშიშვლებულ გრძელ ფეხებზე მონადირენი კი კვლავაც ხამებივით დადიან და თუკი მათთვის ძმაკაცის უბნელის მამიდაშვილის მანქანაში ადგილი მოიძებნა ბედნიერები არიან და თავი უკვე კაცები გონიათ.

15 Responses to “მოშიშვლებულ ფეხებზე მონადირენი”

  1. alluballi said

    ვაიი რა მაგარი პოსტია ვეკოოო🙂 ძალიან მაღიზიანებს ესეთი ამაზრზენი საქციელებიიი… განა ვისაც ერთი რაგაც აქვს ყველა ბიჭია ფუუ

    • sunwaited said

      lool😀 მართალი ხარ, მარტო კაცობა ამით არ იზომება : D მაგრამ , ვის რად უნდა მათი კაცობა, ჩემთვის მთავარია ადამიანები იყვნენ და გარეთ ჩემ გემოზე გასვლას ნუ შემაზარებენ. აგერ უკვე მერამდენედ : (

  2. ეჰ😐
    ვერ ვიტან ესეთ უაზრო რეპლიკებს.
    თუ მოეწონა ის ფეხი მოეწონოს ტავისთვის. რა აუცილებელია გამარჯობა გოონა” “ვაიმე დავეცი” და ათასი რაღაცის წამოძახება?😐

  3. kevana said

    ეგეთებისთვის სილა წამალია, მაგრამ როგორ გინდა გაარტყა როცა მანქანაში ზის…

  4. archily said

    რაღა მაინცდამაინც მაგ დროს არ ვარ ხოლმნე შენთან ერთად😐

    • takofb said

      ზუსტადაც მარტო როცაა გოგო მაშინ ხდება😀 ბიჭთან ერთად როცაა ეზარებათ აყალ-მაყალი))

  5. Mari said

    ფუ, იდიოტები. მარა რა გინდა ეხლა, მასეთ ფეხებს ყოველდღე კი ვერ ხედავენ😀

  6. Adam said

    მიყვარხარ🙂 ისე რა მოხდა უბრალოდ მიესალმა ხო🙂 ტაკოზე ხომ არ ამოკრა ან ხომ არ ეუზრდელა ? მაგრამ მაინტერესებს ის ვინც იქ ელოდება უკეთესი გგონია ? ჩემი როგორც კაცის გამოცდილებიდან ვიცი რომ ყველანი ერთნაირები ვართ🙂

  7. archily said

    Adam
    იქ მე ველოდებოდი და შენ გინდა თქვა რომ მე ეგეთი ვარ?
    და ვაბშე ყველა ბიჭი უზრდელია?და ყველა მძრეველაა და მათ შორის მეეც? ამის თქმა გინდა შენ?🙂
    რა მოხდა და ელემენტარული ზრდილობაა რომ ეგეთი #ლეობა არ გააკეთოს კაცმა!
    და ეს ”მიყვარხარ” რას ნიშნავს?🙂

  8. Adam said

    archily, ჯერ ერთი არსად არ წერია რომ თქვენზეა, და ასეც რომ არის რა მერე ? ხოლო უზრდელობა არაფერს შუაშია ლამაზ გოგოს რომ მიესალმო უზრდელობაა ? ცუდი არაფერი გაუკეთებია. ხოლო რასაც ქვია მძრეველობა და ყლეობა ეგ არაფერს შუაშია და იმათკენ მოიკითხე საიდანაც მოიტანე, ვიგულისხმე ლამაზ გოგოს ყველა კაცი მიაქცევს მეთქი ყურადღებას და ასე რომ პოსტის ბოლოს შეურაწყოფა მეც მომხვდა გულზე, რადგან ბევრჯერ გამიკეთებია ეგრე ოღონდ არა მანქანიდან… სალამი ღვთისაა..

    არ ვიცი ვითომ რა იყო ეხლა ეს, რა მაჩმორებ თუ ქცევებს მასწავლი ? პირველად არ ვარ ამ ბლოგზე და ავტორი მიყვარს როგორც ბლოგერი.. რაც შეეხება სიყვარულს არავინ არ გართმევს და ისეთი კაცის დედას შე… ვინც სხვის ქალებზე ჩალიჩობს..

    ასე რომ ცოტა კარგად დაფიქრდი სანამ რამეს მიაჯყაპნი,, ოკ ?

  9. archily said

    მე აქ მისალმებაზე არ მაქ ლაპარაკი,სალამი ღვთისაა,ბაზარი არაა,მარა მანქანიდან რომ მიაძახებ და გინდა მანქანა არ იყოს და ქუჩაში რომ მიაძახებ ეგ #ლეობაა! და უზრდელობაა!და იქ რომ ვყოფილიყავი ჩემ უკანა თექვსმეტიანებს დავუბუქსავებდი სახეზე! ბლიად…ძმაკაცისგან გამიტყდება მე ეგეთი საქციელი!

    ყურადღების მიქცევას და მიძახებას ვერ ანსხვავებ?საერთოდ ვერ ანსხვავებ?

    დაჩმორებას რაც შეეხება…სად ამოიკითხე ეგეთი რაღაცა და საერთოდ რაში მჭირდება მე ეგ?😐
    ჩემ ნაწერს ნაჯღაპნს ნუ ეძახი გეთაყვა🙂 თუ შენ აზრს აფიქსირებ დააფიქსირე და გამოთქვი და ჩემი ნაწერი როგორი ლამაზია და როგორი თვალწარმტაცია მეც კარგად ვხედავ😉

  10. რამდენჯერ მოუშლიათ ასეტი რეპლიკებით ჩემთვის ნერვები. და სურვილი გაუჩენიათ, რომ მათ “კაცობას” მივაფურთხო…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: