ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

პოსტი ექვემდებარება ევაკუაციას ან რეორგანიზაციას

Posted by vekoo on September 19, 2010

პოსტი  ექვემდებარება ევაკუაციას ან რეორგანიზაციას : )

გახსნილი მაქვს New post-ის ფანჯარა და შევყურებ ცარიელ ფურცელს.

ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ ტყუილს ვამბობ და როგორც ყოველთვის, აქაც ვიტყუები :

  1. არც ახალი პოსტის ფანჯარაში ვწერ ამას

  2. და არც ცარიელ ფანჯარას შევყურებ შთაგონების გამოსახმობად.

ეს პოსტი იწერება ერთ “მშობლიურ და ყველაზე ქალურ ფორუმზე” [ყოფილ] დედამიწის ზურგზე. დიდი ხანია გადავიდა ფორუმები და მისთანანი “მოდიდან”, ახლა წინა პლანზე ბლოგებია, მაგრამ ამ ფორუმს საბოლოოდ მაინც ვერასოდეს ვერ დავივიწყებ, – გადის დრო, დღეები, კვირა, თვეები და არ შემოვდივარ, მაგრამ საბოლოოდ ვიცი, რომ მაინც შემოვალ.

[გაუქმების საფრთხეც არ აქვს, კავკასუსის მფარველობის ქვეშაა და სანამ ის იარსებებს, ესეც იქნება [[მგონი]]

ბლოგზე დაბრუნება ძნელი ყოფილა, საერთოდ მიმაჩნია, რომ ეს პომპეზურად უნდა მოხდეს, მაგრამ ამ ზაფხულს უკვე იმასაც კი ვფიქრობდი მჭირდებოდა თუ არა ეს საერთოდ.

უკვე აღარც ბლოგერს ვუწოდებ თავს. [ თუმცა, აქტუალურ ავტობიოგრაფიაში მაინც ჩავწერე ინტერესებში ბლოგინგი…]

ამ ბოლო დროს მეფიქრება: წარმატებული ადამიანი ვარ თუ წარუმატებელი ცხოვრებაში?

  • ბევრი ფიქრის შემდეგ მაინც 2 ნაწილად დაიყო ყველაფერი : უნივერსიტეტამდე და უნივერსიტეტიდან.

უნივერსიტეტამდე ყველაფერში მიმართლებდა, ყველაფერი მქონდა, რაც კი მინდოდა და მჭირდებოდა, რომ მქონოდა . ვიგებდი ყველა კონკურსს თუ ჯილდოს, სადაც გავდიოდი და წარმატებულ ბავშვად ვითვლებოდი.

მაგრამ იმ დროს არ მქონდა მთავარი: პირადი თავისუფლება: ეს ყველაფერი კი მსიამონებდა რომ ვაკეთებდი, მაგრამ მაინც “დინებაზე მიყოლა” უფრო იყო,- სხვანაირად არ შეიძლებოდა უბრალოდ გაუნათლებელი და მაჩანჩალა რომ ვყოფილიყავი.

რა მოხდა უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ? – უკვე “ჩემი თავი ჩემადვე მეყუდვნის”. ხოდა ავურიე…

რაც აქამდე 18 წლის განმავლობაში დავიკელი, ბოლო 2-3 წელია ვინაზღაურებ. აქამდე თუ ყველასთვის თითით საჩვენებელი მოსწავლე, გოგონა, შვილი ვიყავი, ეხლაც შეიძლება თითით საჩვენებელი გავხდე, ოღონდ სულ სხვა კუთხით…

საბედნიეროდ, ამჟამად ასე არაა: გარეგნულად ჯერ კიდევ ძველი “ვერიკო, ვეკო, ვერო, ვერი” და ვერონიკა ნათლიაჩემისათვის ვარ, მხოლოდ ჩაცმის სტილი, ვარცხნილობები და თავის მოვლის საშუალებები შევიცვალე. აი შინაგანად კი სრული ქაოსია. ამოტირალდა ყველა დოგმა და სტერეოტიპი ჩემს არსებაში. ფაქტიურად ბოლო 5 წლის მერე სრულიად სხვა პიროვნება ვარ, ისეთი, როგორსაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი , რომ ვიქნებოდი.

14 Responses to “პოსტი ექვემდებარება ევაკუაციას ან რეორგანიზაციას”

  1. ana said

    saintereso postia🙂

  2. ზუსტად ასე დამამართა მეც უნივერსიტეტში ცაბარების შემდეგ. ასე მგონია საკუთარ ამბავს ვკითხულობდი, მაგრამ “ჩემი თავი ჯერაც არ მეყუდება მე ”😀

    • sunwaited said

      ყველაფერი ფარდობითია, მე მაინც ნაწილობრივ მეკუთვნის , მაგრამ ეს ნაწილი საგრძნობლად გაიზარდა )

  3. ვერასოდეს შეველევი ევას! გამორიცხულია ეგ!
    ხო, მეც შევიცვალე. ოღონდ მე ბლოგერების გაცნობის მერე. ხალხი და ის საზოგადოება რომელში გიწევს ტრიალი ძალია გცვლის. ორი სამი თვეა არ მინანიხარ და შენთან არ მისაუბრია… ვერც მიცნობ ისეთი ვარ

  4. archily said

    მოდი გავმაზოთ რომ გიცნობს😀

  5. sunwaited said

    siyvarulovna
    ხვალ არ გამოდის და ალბათ სამშაბათს გნახავ : )) 1-ის მერე თავისუფალი ვარ ))

    ასე თუ შეიცვალე, მაშინ უფრო საინტერესო იქნება შენთან საუბარი :*

    archily
    რაზე მაზავ?😛

    • მიდი რა არჩილ. იჟილკებ მერე და არ მინდა😀😀
      ნუ, რავი. ვთვლი რომ შევიცვალე😐
      მარის დამიძახეთ ის დამემოწმება. იცი რა მითხრა? აშვებული ძაღლივით ხარო😀

      • sunwaited said

        ხო, აი ეჭვიც არ მეპარება, რომ აშვებული ძაღლივით იქნები : D ეს პოსტიც დოგმებიც ცვლას ეხება და შენთვის ეს პროცესი ეხლახანს დაიწყო : ))

  6. Sanam unis daviwyebdi manamde “avishvi”😀

  7. zorbegi said

    ვიზიარებ. მეც ეგეთ პონტში ვარ… –|

  8. Mari said

    კარგი რა ვეკო. ნუ იცი ხოლმე მასე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: