ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Night-club "A-go-go" და სატაცურები უელსურად – ღრუბლების ზღვაში ტერფებს ვისველებთ

Posted by vekoo on September 22, 2010

1 წელი, 5 თვე და 7 დღე. ტრადიციასავით მექცა ყოველი პოსტის წინ ამის გახსენება .

პოსტს სტინგის “the best-ebit” ვწერ. ეხლა seven day-ა პლეილისტში შოუ ონ-ზე. რა საჭიროა ამდენი ქართულ-ინგლისურ-ამერიკულ-ანგლიკანური სიტყვები?!

უბრალოდ, გაორებას აქვს ადგილი. ენა კი ერთი მაქვს, აზროვნებაც ერთ გონებაშია თავმოყრილი, ხელები ორი მაქვს, მაგრამ შეთანხმებულად მუშაობენ და ყველაფერი ერთის მიუხედავად ამდენი გაორებული აზრი სეტყვასავით აწყდება ტვინის ხვეულებს და ვერაფრით აღწევს სტატუს მე-მდე.

ბავშვობაში ვგიჟდებოდი ამ სიტყვაზე : Status-Q . მეგონა მარტო მე ვიცოდი და მხოლოდ ზედმეტად განათლებულმა ადამიანებმა , არადა ერთ ჩვეულებრივ ბროშურაში მქონდა ამოკითხული : დებატების ხელოვნებას ვეუფლებოდი მაშინ . ეს დაახლოებით იმის მსგავსია, ადამიანს როგორ უთხრა სლე ხარო ისე, რომ არგუმენტების ზღვაში ჩაძირო და უკან დასაბრუნებელი არაფერი ქონდეს, იმიტომ რომ ყველაფერი ცასავით ნათელია.

Gordon Matthew Sumner

I’m an Englishman in New York დაიწყო უკვე.

არადა, კარგი კაცი იყო, ადრე ადრე, სულ ადრე, სანამ ჯერ ისევ ნიუქასთლის ახლობლად ცხოვრობდა პატარა ქალაქში და ღამ-ღამობით კლუბ “A-go-go”-ში Jimი Hendrix-სს უსმენდა და ჭიქა ვისკის წრუპავდა …

მე კი ჯერ ღამის კლუბშიც არ ვყოფილვარ ნორმალურად. ინგლისი და სანუკვარი ლივერპული ჩემგან ძალიან შორსაა, არც უელსის საგრაფოში შემიძლია გადავიპარო ბატების მწყემსავ გლეხის ბიჭებთან ერთად და იქაური კარალიოკი ვიგემო.  (იცნობთ ალბათ, ან და სერჟ გალონების გავლენაა ანჟელიკადან)

მე ვერც სახლიდან გავიპარები ღამის კლუბში და ვერ მოვიწამლები ჯიმი ჰენდრიქსის გიტარით.

ვერ ვაწვალებ ვისკის ჭიქას და ვერ გავაპრიალებ მის კიდეებს ტუჩებით.

ვერც გამთენიისას მივალ სახლში მუსიკისგან გაბრუებული.

ალბათ, არც არასდროს შევჭამ იქაურ სატაცურებს…

მე ჯერ მხოლოდ ის შემიძლია ღამის open air-ზე წავიდე, ცხვარიჭამიაში მიტოვებულ პიონერთა ბანაკში 2კიჯას, ობრის და ყვავას მოვუსმინო და ფსიქოდელიურ ტრანსში ჩავიძირო, – ეს მოჩვენებითად, თორე რეალურად არც ეს შემიძლია : მაინც არაა ჩემი ეს , მე მაინც მორისონი მიტაცებს და ალბათ, ვერც ვერასდროს გავსინჯავ უელსის საგრაფოში კარალიოკებს…

პ.ს. უელსში მოყვანილ კარალიოკზე ვოცნებობდი – ერთხელ ძალიან ვთხოვე და 300 კმ-ის მოშორებით, საქართველოს მეორე ბოლოდან ჩამომიტანა ერთი ცალი დიდი მწიფე კარალიოკი აჩომ. მე მასთან ერთად ზღვის დონიდან 3000 კილომეტრზე პარაშუტიდან ფეხებგამოყოფილებს ღრუბლების ზღვაშიც დამისველებია ტერფები, ერთად ყველაფერი კარგად გამოგვდის : )

6 Responses to “Night-club "A-go-go" და სატაცურები უელსურად – ღრუბლების ზღვაში ტერფებს ვისველებთ”

  1. ვეეეკ მართლა მართლა ძალიან კარგი პოსტი იყო, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო შენ ასეულობით (თუ არ ვიცი რამდენია) პოსტში! რაღაცნაირად სევდიანი და მაინც ძალიან ძალიან თბილი და ოპტიმისტური, თითქოს… რავი მე ესე გავიგე…

    “ერთი ცალი მწიფე კარალიოკი..” და “3000 კილომეტრზე პარაშუტიდან ფეხებგამოყოფილებს ღრუბლების ზღვაში დასველებული ტერფები..”
    ერთად ყველაფერი მართლა კარგად გამოგდით!!! : ) ❤❤❤

  2. Mari said

    ვაიმე.. როგორი პოსტია იცი? ზუსტად შენებური. ვეკო ჰქვია ამ პოსტს.
    წუხელ მეც სტინგს ვუსმენდი. რამ გამახსენა ნეტავ.

    • sunwaited said

      ხო, ვეცდები სულ მე ვწერო ხოლმე პოსტები : ))

      გუშინ ფბ გადავავსე სტინგის ვიდეოებით, ალბათ თვალში მოგხვდა ან უხილავი ძაფებით ვართ გადაბმული : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: