ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for ოქტომბერი, 2010

ჰაი ოლ და online-შოპინგი

Posted by vekoo on ოქტომბერი 31, 2010

დიდი იმედი მაქვს, მოგენატრეთ. თქვენ თუ არა, მე მაინც მომენატრა ბლოგი და ბლოგვა )) ვგიჟდები ამ უკანასკნელ სიტყვაზე ^_^

სიმართლე გითხრა, სულ აღარ მიტაცებს პოსტვა. იშვიათად შემოვდივარ თითქმის ყველა სოც. თუ “ისე” საიტზე … dashboard-საც კი აღარ ვამოწმებ ხოლმე . [ არადა, რა დრო იყო ყველა 2 საათში გულისფანცქალით რომ ვხსნიდი კომენტარების ფანჯარას )) ]

“ვახ, დრონი, დრონი,
ნაგვემნი მტკბარად.
წარილტვნენ, გაქრნენ
სიზმრებრივ ჩქარად.”

მე კი იგივე აღარა ვარ მარად და მარად ; )

ხოო, დილემის წინაშე ვარ და ისევ თქვენ თუ დამეხმარებით: დიდი ხანია რამის გამოწერა მინდა online-shop-იდან და ეს 2 ჩექმა ამოვარჩიე. აქედან რომელი ავიღო ვერ გადამიწყვეტია. თქვენ რომელს მირჩევთ?

 

ეს თუ ეს? რაღაც, რომ ვუყურებ ეხლა აღარ მომწონს, არადა ყველაზე მეტად ესენი მომეწონა თავიდან : D

ხო, urbanog.com-იდან ვიწერ ამეებს. ადრე თინი წერდა ამ საიტზე და მერე გადავხედავ მის რჩევებს, იქამდე კი, თუ რამე იცით , რჩევები არ დაიშუროთ ))

Advertisements

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , | 4 Comments »

პატივ-ნაცემი მოდელი და "მის სუპერნაციონალი2010"

Posted by vekoo on ოქტომბერი 17, 2010

20 წლის მოდელი, “მეორე ვიცე-მის იუნიორი საქართველო” – ნინო ჯანიძე ახლახან პოლონეთიდან დაბრუნდა, სადაც “მის სუპრანაციონალის” კონკურსზე (რომლის ორგანიზატორიც პანამა გახლდათ) საქართველოს სახელით წარდგა.
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/kultura/27051-bikinishi-mocekvave-modelebs-partniorobas-skamebi-utsevdnen.html#ixzz12bxRLBrY

საქართველოს სახელის გატანა საზღვარგარეთ, მითუმეტეს , მისი სახელით ფართო მასების წინაშე წარგდომა დიდი პატივია ყველასათვის. ის კი, თუ ვის რამდენად გვერგება ეს პატივი მეორე საკითხია და უმნიშვნელოვანესია, რომ ეს პატივი ნეხვად არ გვექცეს !

სილამაზის აღქმა ყველა ერსა თუ თვითონ ინტროვენტულ საზოგადოებას განსხვავებული აქვს და ეს აქსიომაა და მასზე არავინ დაობს. თუმცა არსებობს ინტერნაციონალური კლიშეებიც, რასაც ჭკვიანნი ამა ქვეყნისანი არასოდეს არღვევენ!

ინფორმაციულ საიტზე ახალ პოსტებს ვათვალიერებდი და ნელ-ნელა შემეპარა ეჭვი, რომ

  • 1- სამოდელო ბიზნესის მესვეურენი ჭკვიანები არიან და ზუსტად იციან როგორ მიაღწიონ თავიანთ გრძელვადიან მიზნებს.

  • 2- დაიწყო მასობრივი დეგრადაცია, რაც პირველ რიგში, გემოვნების ცვლილებით გამოვლინდა.

  • 3- ჟურნალისტებს სტატიისთვის ელემენტარული ერთი ადგილის აწევა ეზარებათ, რომ ხარისხიანი , ლამაზად აღსაქმელი სურათები მოძებნონ და მდარეხარისხიან ფოტოებს გვაჩეჩებენ. რაც, თავის მხრივ, გვიცვლის შეხედულებებს ფოტოს ავტორებზე.

სურათებზე, რომლებიც სტატიას ქონდა დართული, სულაც არ იმზირებოდა ის ქართველი ლამაზმანი, ვინ მსოფლიო ასპარეზზე ქართულ სახელს შხვართა წამწამებით დაიცავდა ( : D ) .

უცხოელი მენეჯერები გოგონას წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, საბოლოო ჯამში, ნინო საუკეთესო ოცეულშიც ვერ მოხვდა.

ამარჯვების შანსი მქონდა. მირჩევდნენ, – შენი თავი მაქსიმალურად წარმოაჩინეო. მათი მხარდაჭერა ჩემს იმედებს კიდევ უფრო ამყარებდა, მაგრამ მოულოდნელად, ყველაფერი კრახით დასრულდა.

არ მინერვიულია, მაგრამ გული დამწყდა – მეგონა, ხუთეულში მაინც მოვხვდებოდი. მერე ვფიქრობდი, ნომინაციაში – “მის ელეგანტურობა” გავიმარჯვებდი. სხვათა შორის, ასეთ ვარაუდს სხვებიც გამოთქვამდნენ, მაგრამ ნომინაციებიც უცნაურად “დარიგდა”.

ჩემში ეჭვს იწვევს მისი გაგზავნა ამ კონკურსზე პოლონეთში, მითუმეტეს, მოდელის თქმით, მისი მამა პოლონეთის მოქალაქეა და მისი მრავალშვილიანი ოჯახი იქ ცხოვრობს. ალბათ, ნინოს ქონდა მიზეზი ზუსტად სცოდნოდა რატომ მაინდამაინც “მის ელეგანტურობა” … და რატომ მაინდამაინც ის ამ კონკურსზე…

მითუმეტეს, როგორც სტატიიდან შევიტყვე , თავად მას  მოდელობა არ სურს, მხოლოდ ოჯახის მხარდაჭერით და სურვილით მისდევს ამ საქმეს …

მგონი ყველაფერი გასაგებია.

ნეტა, როგორც მოდელმა, მან თუ იცის რას ნიშნავს სიტყვა “პროტექციონიზმი?”

ჩემთვის, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქისა და მისთვის საუკეთესოს მსურველისათვის, ნეგატიური ინFო იყო კონკურსზე ასეთი გარეგნობის გოგონას გაგზავნა – მე მჯერა, თბილისს ბევრად უკეთესი მოდელები ყავს. თუმცა, სააგენტომ ის მხოლოდ იმიტომ შეარჩია, რომ “ელენე გამყრელიძეს პასპორტი არ ქონდა და პასპორტიანი მათთან მხოლოდ ნინო აღმოჩნდა. ” o_O

[ პ.ს. ჩემ მეზობელ ნატაშასაც აქვს პასპორტი, თან რუსეთშიც შეიძლია წასვლა და რავი, ის გავაგზავნოთ ხოლმე შემდეგში ]

  • დასასრულს, დავინტერესდი საერთოდ რა კონკურსი იყო ეს. მოვიძიე ინFო, რაც ძალიან რთული იყო, ინეტში ამ კონკურსის შესახებ ფაქტიურად, არაფერი დევს და როცა ვნახე “მის სუპერნაციონალის” საუკეთესო 20 კონკურსანტის სურათები [ ქართველი ნინო ჯანიძე 60 კონკურსანტიდან 20-ეულშიც ვერ მოხვდა] , მერე მივხვდი თუ რატომ არ აქცევენ ამ კონკურსს დიდ ყურადღებას და რატომაა იქ ასეთი დაბალი დონე.

მე პირადად, მის ადგილას, შემრცხვებოდა ასეთი კონკურსანტების გვერდით სილამაზის კონკურსში მონაწილეობა. ვფიქრობ, ეს სილამაზის კი არა, ანტი-სილამაზის კონკურსი იყო ))

თავად იხილეთ გამარჯვებულის ფოტოები და “ისიამოვნეთ”. : D

“მის სუპერნაციონალ 2010” – პანამელიKarina Pinilla Corro . ეს გოგონა ცოტათი მგონი, ელამია.

I ვიცე მისი-  Hanna Verna Czech Republic . : |

II ვიცე-მისი  Sandra Marinovic Slovenia – ჩემი აზრით, ყველაზე ღირსეული კანდიდატი გამარჯვებისათვის. სხვა სურათებიც დავათვალიერე და თითქმის უნაკლოდ უმუშავია მის სახეზე მის პირად პლასტიკურ ქირურგს. სხეული კი – იდეალური აქვს

III ვიცე-მისი – Claudia Villafuerte Peru. რაღაცით nimpa-ს მაგონებს : D ალბათ, თმებით. მისი ერთადერთი “ღირსება” მკერდი და თმაა. ყბა, თეძოები და გემოვნება კი საშინელება აქვს.

IV ვიცე მისი – Maythavee Burapasing Thailand .

.

.

.

Ingibjorg Egilsdottir ისლანდიიდან.  25 წლის.

ტიპიური ბოქსიორი 😐

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 6 Comments »

ფანტაზია ქაფებში VS შიშველი ზომებები

Posted by vekoo on ოქტომბერი 14, 2010

დავდივარ და საქმე ვერ მიპოვია, ვზივარ და რა ვაკეთო არ ვიცი. უსაქმოდ ვარ და მოწყენილობა მკლავს, უამრავი რამ მაქვს გასაკეთებელი და მაინც უსაქმურობაზე ვწუწუნებ.
რაღაცა დოზანისმაგვარმა შემომიტია მემგონი.

BBC_Chanel-ის გუშინდელი დილის გადაცემას ვუყურე – რაღაც ახალი ვირუსი გავრცელებულა და ადამიანს უბრალოდ მიწასთან ასწორებს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით : ტვინის ნაოჭებს უსწორებს და ჩლუნგდება .


მეც ეგ ვირუსი შემეყარა მემგონი.

ბებიები და ბაბუები ასეთ გამოთაყვანებას სულ სხვა რამეს აბრალებდნენ წლების წინ : “სიყვარულმა შენ კი არა, გადარია ტარიელიო” ღიმილით მიაგებებდნენ შვილიშვილებს.
მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არაფერ შუაშია.

უბრალდო გა-მ-ოვ-თ-აყ-ვანდი!

წინ და უკან უაზროდ დავბოდიალობ და არაფერს ვაკეთებ, არადა თავში უამრავი გეგმა მაქვს და ეხლავეც რომ დავიწყო ნახევრამდეც ვერ გავალ დღეს.

ბი-ბი-სი-ზე პრევენციულ ზომებზე არაფერი უთქვამთ, ალბათ, გამოიგონებენ რამე წამალს და მეც განვთავსიუფლდები.
ისე, ნეტა საქართველოში მსგავსი ანალოგი კიდეა? თუ მარტო მე ვარ დაავადებული?

რაღაც არა მგონია. ნახევარზე მეტს უსაქმურობისგან მაზოლები აქვს გამოსული სხეულის სხვა და სხვა ადგილებში.

და ამ დროს მობილურის ზარი, რამოდენიმე წუთიანი ტელეფონზე ლაპარაკი: ქალაქს ზომებებმა შეუმოუტიეს : |

“- მერე, შენ რას აკეთებ?”
“- მთელი 3 დღეა მაგათ დავდევ და ვხოცავ”.
“- ბევრი დახოცე?”
“- კი, ძააან ბევრი”.

 

წარმოვიდგინე როგორ დარბის ხმლით ხელში და “ჭახააან ჭახან!” ძვლებში ტეხავს ზომებებს.

“-როგორები არიან?”
“-ჩვეულებრივი შიშველი ადამიანებივით, უბრალოდ მოვარდისფრო კანი აქვთ”.
“- როგორი?”
“- მოვარდისფრო, ცისფერში რომ გადადის” – o_O ვარდისფერი ცისფერში გადადის? : O
“- შენც ზომბი ხომ არ ხარ?”
“- არა, ჩემთვის არ უკბენიათ.”
“-მართლა არ ხარ ზომბი? იქნებ ხარ და მიმალავ და მოხვალ და მერე მეც მიკბენ : | ”
“- არა, ვეკო. ზომბი იმ შემთხვევაში ხდები, თუკი შენ გიკბენენ და მე 3 დღეა სულ ვხოცავ და ჯერ არცერთს არ უკბენია”.
“კაი, მაშინ მალე მოდი სახლში რა. თბილ აბაზანას გაგიმზადებ, ქაფებში გაბანავებ, მასაჟს გაგიკეთებ და მერე ბევრს მოგეფერები”.
“- კაი, უკვე სახლის კიბეებზე ვარ, ამოვდივარ”.

ეძინა და ისე მელაპრაკებოდა .

პ.ს. ბი-ბი-სი-ზე news კი ალბათ, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო.

Posted in განწყობისათვის, მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 10 Comments »

გვასველებს

Posted by vekoo on ოქტომბერი 12, 2010

♥ ფანჯრებზე წვიმის წვეთები, ერთი… ორი… სამი … სწორი თმები სავარძელზე გადაწოლილა, დაზაგრული მკლავები ერთმანეთში გადახლართულა, იქით ორივე ხელი შავ და სრიალა საჭეზე.

“წვიმა მოგონებებს ასველებს …”

ნაცნობი მელოდია, ნაცნობი სურნელი, ნაცნობი სასურველი სახე …

და ნაცნობი მისტიური მიდამო .

“წვიმის ნაკვალევში შენ სახეს , მე ვეღარ გავარკვევ რა მინდა … “ – იღვრება რომელიღაც FM-იდან ნაცნობი მელოდია . ნელ-ნელა მეც მიჭირს გავარკვიო რა მინდა

იქვე სათავარძელთან სათავსოში გადანახული ვისკი . ერთი, ორი, სამი ყლუპი და სასიამოვნო სითბო სხეულში.

რა ლამაზი ყოფილა ღამის თბილისი, ათასფერი მბჟუტავი წერტილი ჰორიზონტზე. თუ ეს თბილისი არაა? უკვე ფიქრის ძაფი წყდება სასმელისგან,- ეს რომელიღაცა ახლომდებარე ქალაქია.

“წვიმა მოგონებებს ასველებს … “

სიცივემ მოიტანა, სასმელი დავამატე, – გრადუსმა მოიტანა .
სითბო მომინდა, გულში ჩახუტება, ძლიერი მკლავები …

აი პირველი ვარსკვლავიც ცაზე,- უკვე დაღამდა. ერთი მოსახვევიც და მივედით.

რადიო ისევ თავისთვის ხრიალებს . ეხლა უკვე ორნი ვსვავთ ერთი პირიდან .

[Fლიაშკასაც ქონია პირი]

ვსვავთ და ვთბებით, ვხურდებით, აღარ გვემორჩილება აზრები, აღარც თმები – თავისით იშლებიან მხრებზე …

და კვლავ ნაცნობი მელოდია:

“წვიმა მოგონებებს ასველებს … “

Posted in განწყობისათვის, მომავალი გროსმაისტერის ვნებანი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 6 Comments »

Exceptional Sucks

Posted by vekoo on ოქტომბერი 3, 2010

მჭერმეტყველება – საძულველი სენი ;

იყო დრო, როცა დიდ პატივს ვცემდი ხალხს, რომლებიც გაუჩერებლად და გადამბულად ლაპრაკობდნენ ზოგადსაკაცობრიობო თუ ღრმად ფილოსოფიურ საკითხებზე და მჭერმეტყველების ზენიტს აღწევდნენ, პირიდან ვისკის სუნი ამოსდიოდათ და თითებში სიგარეტი უხრჩოლავდათ.

ძირითადად ისინი  მუდამ მომცრო ზომის შავი ბლოკნოტებით- უბის წიგნაკებით მოძრაობდნენ, ყოველ შესაძლო შემთხვევაში განმარტოვდებოდნენ და შავი ფანქრით/პასტით ლექსებს თხზავდნენ ან სულაც მოშორებით ფანჯარაზე შემოსკუპდებოდნენ/გადაჭრილ კუნძზე ჩამოჯდებოდნენ, თვალებს სადღაც შორს გააშტერებდნენ და ფიქრებით “ტრანსში” ვარდებოდნენ.

ერთი სიტყვით, არ აითქვიფო ბრბოში და იცოდე შენი ნიშა კარგია, მაგრამ ამგვარი მარაზმად ქცეული განსხვავებულობა უკვე : |  exceptional sucks

ნუ ცდილობთ ჩვენი, ჩვეულებრივი მოკვდავების თვალში ასე ამაღლდეთ, ცაში იფრინოთ და ზეციდან დაგვმოძღვროთ. თორე ბოლო ნათელია ..

სასაცილოა თქვენი დემაგოგია.

გავიდა ის დრო, როცა ცხოვრებაში “თავის გადასარჩენად” და “პალაჟენიის დასაყენებლად” მოსაუბრის დაბოლება უმარტივესი ხერხი იყო .

ნუ ჩამორჩით ცხოვრებას, მარტივი და ლაკონური აზრები/მსჯელობა უფრო აწევს ჩაობებულ სტატუსს მეშვიდე ცაზე ( რისკენაც ესერიგად მიილტვიან მავანნი) .

ნუ ჩამორჩით ცხოვრებას, დრო ფულია და არავინ აპირებს ფული უინტერესო ინვესტიციაში დააბანდოს.

Posted in ამოხეთქა, პიკანტური რეალობა, სასურველია იცოდეთ | Tagged: , , , , , | 9 Comments »

მტერგობარი – Frenemy

Posted by vekoo on ოქტომბერი 1, 2010

არც ისე ცუდია, როცა შენი მეგობარი შენი მტერი აღმოჩნდება, ან სულაც მტერი მეგობრად მოგეპარება.
მეგობარი თუ მტერი ბედის ირონიით ორივე ჩემთან ახლოს მყავს,-
ასე მტერი ამჯერად ჩემი მეგობარია, მე მას ვუერთგულებ და  მისი საყრდენი გავხდები ცხოვრებაში.
მე ის ახლოს მყავს და ყურადღებით ვუთვალთვალებ.

ხოლო როცა რამე შეეშლება, ამ საყრდენს გამოვაცლი.


სამოყვროდ მოსული მტერი ყველა მტერზე უარესია. ზუსტად დავინახე

“ღმერთო, დამიფარე ცუდი მეგობრებისგან, მტერს მე თავად გავუმკლავდები”

Posted in განწყობისათვის, სასურველია იცოდეთ | Tagged: , , , | 10 Comments »