ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

გვასველებს

Posted by vekoo on October 12, 2010

♥ ფანჯრებზე წვიმის წვეთები, ერთი… ორი… სამი … სწორი თმები სავარძელზე გადაწოლილა, დაზაგრული მკლავები ერთმანეთში გადახლართულა, იქით ორივე ხელი შავ და სრიალა საჭეზე.

“წვიმა მოგონებებს ასველებს …”

ნაცნობი მელოდია, ნაცნობი სურნელი, ნაცნობი სასურველი სახე …

და ნაცნობი მისტიური მიდამო .

“წვიმის ნაკვალევში შენ სახეს , მე ვეღარ გავარკვევ რა მინდა … “ – იღვრება რომელიღაც FM-იდან ნაცნობი მელოდია . ნელ-ნელა მეც მიჭირს გავარკვიო რა მინდა

იქვე სათავარძელთან სათავსოში გადანახული ვისკი . ერთი, ორი, სამი ყლუპი და სასიამოვნო სითბო სხეულში.

რა ლამაზი ყოფილა ღამის თბილისი, ათასფერი მბჟუტავი წერტილი ჰორიზონტზე. თუ ეს თბილისი არაა? უკვე ფიქრის ძაფი წყდება სასმელისგან,- ეს რომელიღაცა ახლომდებარე ქალაქია.

“წვიმა მოგონებებს ასველებს … “

სიცივემ მოიტანა, სასმელი დავამატე, – გრადუსმა მოიტანა .
სითბო მომინდა, გულში ჩახუტება, ძლიერი მკლავები …

აი პირველი ვარსკვლავიც ცაზე,- უკვე დაღამდა. ერთი მოსახვევიც და მივედით.

რადიო ისევ თავისთვის ხრიალებს . ეხლა უკვე ორნი ვსვავთ ერთი პირიდან .

[Fლიაშკასაც ქონია პირი]

ვსვავთ და ვთბებით, ვხურდებით, აღარ გვემორჩილება აზრები, აღარც თმები – თავისით იშლებიან მხრებზე …

და კვლავ ნაცნობი მელოდია:

“წვიმა მოგონებებს ასველებს … “

6 Responses to “გვასველებს”

  1. Di@ said

    ლოლ. სად გაჩითე ეს მივიწყებული სიმღერა.🙂 მაინც რა ძალა აქვს ამ FM-ს.

  2. sunwaited said

    ამ სიმღერაზე მეჭედვინება [ამიტომაც იშვიათად ვუსმენ რომ არ მომბეზრდეს : D ]

    FM-s და FB-ს ))

  3. momewona❤
    ra kargi iyo
    ai iseti ra, sheyvarebuls ro mogandomebs😀
    nu viskis mainc😀

  4. Mari said

    რადროს წვიმაა ამ ქარში :)))

  5. tina said

    -თავიდანვე შეგამჩნიე, რომ ძალიან რომანტიკული გოგონა ხარ!რაც ძალიან მომწონს,აბა,რომანტიკის გარეშე,რა აზრი აქვს სიცოცხლეს?! წვიმას კი შეუძლია ,გაგვილამაზოს ერთი დაუვიწყარი საღამო…

  6. alluballi said

    lamazi postiaaa…sasiamovnoo

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: