ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ფანტაზია ქაფებში VS შიშველი ზომებები

Posted by vekoo on October 14, 2010

დავდივარ და საქმე ვერ მიპოვია, ვზივარ და რა ვაკეთო არ ვიცი. უსაქმოდ ვარ და მოწყენილობა მკლავს, უამრავი რამ მაქვს გასაკეთებელი და მაინც უსაქმურობაზე ვწუწუნებ.
რაღაცა დოზანისმაგვარმა შემომიტია მემგონი.

BBC_Chanel-ის გუშინდელი დილის გადაცემას ვუყურე – რაღაც ახალი ვირუსი გავრცელებულა და ადამიანს უბრალოდ მიწასთან ასწორებს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით : ტვინის ნაოჭებს უსწორებს და ჩლუნგდება .


მეც ეგ ვირუსი შემეყარა მემგონი.

ბებიები და ბაბუები ასეთ გამოთაყვანებას სულ სხვა რამეს აბრალებდნენ წლების წინ : “სიყვარულმა შენ კი არა, გადარია ტარიელიო” ღიმილით მიაგებებდნენ შვილიშვილებს.
მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არაფერ შუაშია.

უბრალდო გა-მ-ოვ-თ-აყ-ვანდი!

წინ და უკან უაზროდ დავბოდიალობ და არაფერს ვაკეთებ, არადა თავში უამრავი გეგმა მაქვს და ეხლავეც რომ დავიწყო ნახევრამდეც ვერ გავალ დღეს.

ბი-ბი-სი-ზე პრევენციულ ზომებზე არაფერი უთქვამთ, ალბათ, გამოიგონებენ რამე წამალს და მეც განვთავსიუფლდები.
ისე, ნეტა საქართველოში მსგავსი ანალოგი კიდეა? თუ მარტო მე ვარ დაავადებული?

რაღაც არა მგონია. ნახევარზე მეტს უსაქმურობისგან მაზოლები აქვს გამოსული სხეულის სხვა და სხვა ადგილებში.

და ამ დროს მობილურის ზარი, რამოდენიმე წუთიანი ტელეფონზე ლაპარაკი: ქალაქს ზომებებმა შეუმოუტიეს : |

“- მერე, შენ რას აკეთებ?”
“- მთელი 3 დღეა მაგათ დავდევ და ვხოცავ”.
“- ბევრი დახოცე?”
“- კი, ძააან ბევრი”.

 

წარმოვიდგინე როგორ დარბის ხმლით ხელში და “ჭახააან ჭახან!” ძვლებში ტეხავს ზომებებს.

“-როგორები არიან?”
“-ჩვეულებრივი შიშველი ადამიანებივით, უბრალოდ მოვარდისფრო კანი აქვთ”.
“- როგორი?”
“- მოვარდისფრო, ცისფერში რომ გადადის” –o_O ვარდისფერი ცისფერში გადადის? : O
“- შენც ზომბი ხომ არ ხარ?”
“- არა, ჩემთვის არ უკბენიათ.”
“-მართლა არ ხარ ზომბი? იქნებ ხარ და მიმალავ და მოხვალ და მერე მეც მიკბენ : | ”
“- არა, ვეკო. ზომბი იმ შემთხვევაში ხდები, თუკი შენ გიკბენენ და მე 3 დღეა სულ ვხოცავ და ჯერ არცერთს არ უკბენია”.
“კაი, მაშინ მალე მოდი სახლში რა. თბილ აბაზანას გაგიმზადებ, ქაფებში გაბანავებ, მასაჟს გაგიკეთებ და მერე ბევრს მოგეფერები”.
“- კაი, უკვე სახლის კიბეებზე ვარ, ამოვდივარ”.

ეძინა და ისე მელაპრაკებოდა .

პ.ს. ბი-ბი-სი-ზე news კი ალბათ, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო.

10 Responses to “ფანტაზია ქაფებში VS შიშველი ზომებები”

  1. ოო სიყვარული კი ნამდვილად რევს.. აი მე მაგალითად 1 კვირაა ფოლდერებს ვეძებ, სულ ამერ-დამერია სად რა მაქვს/მქონდა

  2. vaime mogikvdes chemi tavi😀 martla gadareulxar😀 ra zombebi agityda?

  3. archily said

    ara ra😀 magari sizmrebi maqvs😀 da shen kdei dilaobit nu mekaifebi sul ra😀

  4. sunwaited said

    ზიზი- ძებნისთვის windows-ის ფუნქცია search არ ცადე?😀 ყველა ფოლდერს იპოვი ))

    სიყვარულოვნა – გოგოოო, გადარეულია მართლა, რაღაცა საშინელებათა ფილმს უყურებს ბოლო 3 დღეა და უკვე სიზმარშიც მაგას ხედავს.

    აჩო- აუ, არ გეკაიფო კი არა, აქ ყველაფერი არ დამიწერია რასაც ბოდიალობდი😀 რა გინდა, საყვარელი ხარ ალოგიკურ რაღაცებს რომ მიმტკიცებ ხოლმე : D

  5. Mari said

    რა ფილმს უყურე ახლა აღიარე. შენ ასე ტყუილად არ დაიწყებდი ზომბებზე ლაპარაკს.

  6. alluballi said

    zustad gushinvuyure me zombebze or films exla saxlshi marto var da ro davdiva meshinia saidanme ar gamoxtnen😀😀😀😀 😛

    • sunwaited said

      ოოო, მახსოვს ბავშვობიდან ეგ შეგრძნებები😀 მერე კი ხოცვაზე გადავედი და ჩასაფრებული ვეძებდი ოთახებში მონსტრებს : D განსაკუთრებით კარებების უკან და საწოლის ქვეშ

  7. Dora Jeux said

    ooops, ragacaSia saqmeeeee

  8. archily said

    sunwaited

    me yoveltvis sayvareli var :$ vot😀

    Mari
    resident evil😀

  9. Nimpa said

    ზომბები მინდა ეხლა.😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: