ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

პატივ-ნაცემი მოდელი და "მის სუპერნაციონალი2010"

Posted by vekoo on October 17, 2010

20 წლის მოდელი, “მეორე ვიცე-მის იუნიორი საქართველო” – ნინო ჯანიძე ახლახან პოლონეთიდან დაბრუნდა, სადაც “მის სუპრანაციონალის” კონკურსზე (რომლის ორგანიზატორიც პანამა გახლდათ) საქართველოს სახელით წარდგა.
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/kultura/27051-bikinishi-mocekvave-modelebs-partniorobas-skamebi-utsevdnen.html#ixzz12bxRLBrY

საქართველოს სახელის გატანა საზღვარგარეთ, მითუმეტეს , მისი სახელით ფართო მასების წინაშე წარგდომა დიდი პატივია ყველასათვის. ის კი, თუ ვის რამდენად გვერგება ეს პატივი მეორე საკითხია და უმნიშვნელოვანესია, რომ ეს პატივი ნეხვად არ გვექცეს !

სილამაზის აღქმა ყველა ერსა თუ თვითონ ინტროვენტულ საზოგადოებას განსხვავებული აქვს და ეს აქსიომაა და მასზე არავინ დაობს. თუმცა არსებობს ინტერნაციონალური კლიშეებიც, რასაც ჭკვიანნი ამა ქვეყნისანი არასოდეს არღვევენ!

ინფორმაციულ საიტზე ახალ პოსტებს ვათვალიერებდი და ნელ-ნელა შემეპარა ეჭვი, რომ

  • 1- სამოდელო ბიზნესის მესვეურენი ჭკვიანები არიან და ზუსტად იციან როგორ მიაღწიონ თავიანთ გრძელვადიან მიზნებს.

  • 2- დაიწყო მასობრივი დეგრადაცია, რაც პირველ რიგში, გემოვნების ცვლილებით გამოვლინდა.

  • 3- ჟურნალისტებს სტატიისთვის ელემენტარული ერთი ადგილის აწევა ეზარებათ, რომ ხარისხიანი , ლამაზად აღსაქმელი სურათები მოძებნონ და მდარეხარისხიან ფოტოებს გვაჩეჩებენ. რაც, თავის მხრივ, გვიცვლის შეხედულებებს ფოტოს ავტორებზე.

სურათებზე, რომლებიც სტატიას ქონდა დართული, სულაც არ იმზირებოდა ის ქართველი ლამაზმანი, ვინ მსოფლიო ასპარეზზე ქართულ სახელს შხვართა წამწამებით დაიცავდა ( : D ) .

უცხოელი მენეჯერები გოგონას წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, საბოლოო ჯამში, ნინო საუკეთესო ოცეულშიც ვერ მოხვდა.

ამარჯვების შანსი მქონდა. მირჩევდნენ, – შენი თავი მაქსიმალურად წარმოაჩინეო. მათი მხარდაჭერა ჩემს იმედებს კიდევ უფრო ამყარებდა, მაგრამ მოულოდნელად, ყველაფერი კრახით დასრულდა.

არ მინერვიულია, მაგრამ გული დამწყდა – მეგონა, ხუთეულში მაინც მოვხვდებოდი. მერე ვფიქრობდი, ნომინაციაში – “მის ელეგანტურობა” გავიმარჯვებდი. სხვათა შორის, ასეთ ვარაუდს სხვებიც გამოთქვამდნენ, მაგრამ ნომინაციებიც უცნაურად “დარიგდა”.

ჩემში ეჭვს იწვევს მისი გაგზავნა ამ კონკურსზე პოლონეთში, მითუმეტეს, მოდელის თქმით, მისი მამა პოლონეთის მოქალაქეა და მისი მრავალშვილიანი ოჯახი იქ ცხოვრობს. ალბათ, ნინოს ქონდა მიზეზი ზუსტად სცოდნოდა რატომ მაინდამაინც “მის ელეგანტურობა” … და რატომ მაინდამაინც ის ამ კონკურსზე…

მითუმეტეს, როგორც სტატიიდან შევიტყვე , თავად მას  მოდელობა არ სურს, მხოლოდ ოჯახის მხარდაჭერით და სურვილით მისდევს ამ საქმეს …

მგონი ყველაფერი გასაგებია.

ნეტა, როგორც მოდელმა, მან თუ იცის რას ნიშნავს სიტყვა “პროტექციონიზმი?”

ჩემთვის, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქისა და მისთვის საუკეთესოს მსურველისათვის, ნეგატიური ინFო იყო კონკურსზე ასეთი გარეგნობის გოგონას გაგზავნა – მე მჯერა, თბილისს ბევრად უკეთესი მოდელები ყავს. თუმცა, სააგენტომ ის მხოლოდ იმიტომ შეარჩია, რომ “ელენე გამყრელიძეს პასპორტი არ ქონდა და პასპორტიანი მათთან მხოლოდ ნინო აღმოჩნდა. ”o_O

[ პ.ს. ჩემ მეზობელ ნატაშასაც აქვს პასპორტი, თან რუსეთშიც შეიძლია წასვლა და რავი, ის გავაგზავნოთ ხოლმე შემდეგში ]

  • დასასრულს, დავინტერესდი საერთოდ რა კონკურსი იყო ეს. მოვიძიე ინFო, რაც ძალიან რთული იყო, ინეტში ამ კონკურსის შესახებ ფაქტიურად, არაფერი დევს და როცა ვნახე “მის სუპერნაციონალის” საუკეთესო 20 კონკურსანტის სურათები [ ქართველი ნინო ჯანიძე 60 კონკურსანტიდან 20-ეულშიც ვერ მოხვდა] , მერე მივხვდი თუ რატომ არ აქცევენ ამ კონკურსს დიდ ყურადღებას და რატომაა იქ ასეთი დაბალი დონე.

მე პირადად, მის ადგილას, შემრცხვებოდა ასეთი კონკურსანტების გვერდით სილამაზის კონკურსში მონაწილეობა. ვფიქრობ, ეს სილამაზის კი არა, ანტი-სილამაზის კონკურსი იყო ))

თავად იხილეთ გამარჯვებულის ფოტოები და “ისიამოვნეთ”. : D

“მის სუპერნაციონალ 2010” – პანამელიKarina Pinilla Corro . ეს გოგონა ცოტათი მგონი, ელამია.

I ვიცე მისი-  Hanna Verna Czech Republic . : |

II ვიცე-მისი  Sandra Marinovic Slovenia – ჩემი აზრით, ყველაზე ღირსეული კანდიდატი გამარჯვებისათვის. სხვა სურათებიც დავათვალიერე და თითქმის უნაკლოდ უმუშავია მის სახეზე მის პირად პლასტიკურ ქირურგს. სხეული კი – იდეალური აქვს

III ვიცე-მისი – Claudia Villafuerte Peru. რაღაცით nimpa-ს მაგონებს : D ალბათ, თმებით. მისი ერთადერთი “ღირსება” მკერდი და თმაა. ყბა, თეძოები და გემოვნება კი საშინელება აქვს.

IV ვიცე მისი – Maythavee Burapasing Thailand .

.

.

.

Ingibjorg Egilsdottir ისლანდიიდან.  25 წლის.

ტიპიური ბოქსიორი😐

6 Responses to “პატივ-ნაცემი მოდელი და "მის სუპერნაციონალი2010"”

  1. Mari said

    ასეთი კონკურსები არასოდეს ამართლებს საქართველოში. პროტექციონიმს რომ თავი დაანებო, გემოვნებაში და მხედველობაშიც მაგრად უჭირთ ზოგიერთებს. ხოდა, ისღა დაგვრჩენია ვიხალისოთ. მერე რა, რომ სილამაზის საერთაშორისო კონკურსებზე ყველას ეგონება, რომ საქართველოში გოგოების მაგივრად კრაკაძილები დადიან?

  2. sunwaited said

    სულ რამოდენიმე საათის წინ გამოვაქვეყნე ეს პოსტი და ნახვები ლამის 100მდე ავიდა.

    მარტო კითხვით ნუ იფარგლებით, აზრიც დააფიქსირეთ ))

  3. Di@ said

    ალბათ მართლა არ გვყავს ლამაზი გოგონები?!😕😀 ჰმ… ვხუმრობ… უბრალოდ, ლამაზებს პატრონებიც ჰყვანან და ეგეთ კონკურსებზე არ უშვებენ : )) : )) ზოგიერთს, ალბათ, ჭკუაც აქვს და სახლში ყოფნას ამჯობინებს. : )

    ხოდა, რა გინდათ, ევროპასაც არ ჰყოლია ლამაზი ხალხი…😀

    • sunwaited said

      ლამაზებს პატრონებიც ჰყვანან და ეგეთ კონკურსებზე არ უშვებენ : )) : )) ზოგიერთს, ალბათ, ჭკუაც აქვს და სახლში ყოფნას ამჯობინებს. : )
      ასეთი ჭეშმარიტება დიდი ხანია არ გამიგონია : D

      ბრავო : ))

  4. tamaRa said

    უცხოელებიც არ ბრწყინავენ მაინცდამაინც, მაგრამ ფოტოები კარგია… აი, ჩვენს ჟურნალებში საიდან ხვდება ჩემი მობილურით გადაღებულზე უარესი ხარისხის, მიწებებულღიმილიანი და ფსევდოსექსუალურ მზერიანი ფოტოები, გაოცებას ვარ პირდაპირ…:):)

    • sunwaited said

      ხო, ამ ქართველი გოგოს სურათები ვნახე და ბევრად კარგად გამოიყურება, ვიდრე იქ კონკურუსზე : | ნატურალური სილამაზე აქვს, მაგრამ მაპატიეთ და გადატყიპნილია ულამაზოდ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: