ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

სიკვდილისა და სიყვარულის ეიფორია

Posted by vekoo on November 17, 2010

სანამ პოსტს წაიკითხავთ, ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, ჯერ ეს ვიდეო ჩართეთ (ჯადოსნური  ჰანგების ფონზე სულ სხვანაირად იკითხება და შეიძლება, ჩემი სულის ანარეკლიც კი შეგხვდეთ სადღაც ნოტების ხვეულებში ))

გამოვრთე ზემფირა, მივხვდი “მისით” ვერაფერს დავეწერ. 

ჩავრთე Pink Floyd “The Great Gig In The Sky”

“And I am not frightened of dying, any time will do, I
Don’t mind.  ”

არა, არ შემიძლია, ვერ ვიტყვი. მეშინია სიკვდილის, მოულოდნელი სიკვდილის. მეშინია ყოველი წუთის, რომელიც მაახლოვებს მასთან, მეშინია ყოველი წამის, როდესაც შეიძლება ის შემეხოს. მეზიზღება ის სიცივე, რომელიც მისგან მოდის და გავურბი მის ხელებს სხეულზე.

“Why should I be frightened of dying? ”
There’s no reason for it, you’ve gotta go sometime.”
“I never said I was frightened of dying.”

მე კი – პირიქით : რაც ადრე საზავო ხელშეკრულება მქონდა მასთან დადებული, დღითიდღე უფრო და უფრო მერღვევა ის.
ფაქტის წინაშე დავდექი და მიუხედავად იმისა, რომ აღიარება მიტყდება “ხო არ გარეკე, რაებზე ფიქრობ”, “ეეე, ვერ ხარ”, “შენ ავად ხარ გოგო? საიდან მოიტან ხოლმე მასეთ აზრებს” ასეთი რეპლიკების შიშით კეთილმსურველი არამკითხე მოამბეების მხრიდან, [ ანუ მოკლედ: თქმა მიტყდება, +ბევრის აზრით არანორმალურია ეს ყველაფერი] მარა, მაინც ვაღიარებ, ჩემ თავთან ხო მაინც უნდა ვიყო მართალი: სულ ცუდზე მეფიქრება, სულ.

ვივიწყებ ანდაზას: “კარგი ამბავი გვიან ვრცელდება და ცუდი ამბავი იმწუთასვეო”.

ერთხელ, დაახლოებით 1 წლის წინ, როცა უკვე გვიანი დილა იყო, უკვე 1 საათი გახდა და ჯერ არ დამირეკა, დავურეკე და არ მიპასუხა და შიშით კინაღამ მოვკვდი, რამე ხო არ დაემართა, ძილძი ხო არ გაიპარა, გაზი ხო არ გაიპარა და არ გაგუდა და ა.შ. ( :დ )
მერე როგორც იქნა ზარის ხმაზე მიპასუხა ახალგაღვიძებულმა და უბრალოდ გვიანობამდე ჩასძინებია )) 

შიზოფრენიკობისკენ მივდივარ ვიცი, მაგრამ როცა საქმე მასე ეხება,  ფაქტების რეალური განსჯის უნარს ვკარგავ და ყოველთვის მხოლოდ ცუდზე ვფიქრობ…

რას ვიზავ, “სიყვარულმა მე კი არა, გადარია ტარიელი ” ))) 

მაგრამ უკვე 2 წელი გადის და ამ ეიფორიიდან ჯერ ვერ გამოვდივარ :დ

4 Responses to “სიკვდილისა და სიყვარულის ეიფორია”

  1. Mari said

    ვერც გამოხვალ მაგ ეიფორიიდან. ეგეთი ადამიანი ხარ და იმიტომ. უფრო ადვილია ცუდზე იფიქრო, ვიდრე კარგზე.

    • sunwaited said

      ეგეთი ადამიანი ვარ? :O

      უბრალოდ, იმდენად კარგად ვარ, რომ ყველანაირად მინდა გამოვრიცხო ამ კარგად ყოფნის დაკარგვის შანსი

  2. archily said

    მშვენიერი პოსტია ჭუკლი :* მომწონს შენი აზრები😛 პროსტო რით ვერ დაიმახსოვრე რომ მე არასდროს არაფერი მომივა😀 ჩემზე ფრტხილი და წინდახედული 1-2 კაცი თუ მოინახება :))

  3. უი. ეგრე რომ ვიყო ალბათ გავრეკავდი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: