ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

"აჩუჩუნება" ქმართან და ქმრის ბიძაშვილთან – აი, რას გვიშვება ჰორმონები

Posted by vekoo on November 22, 2010

შესავალის მაგიერ :

უბანი მაქვს ისეთი, რომ ყველამ ყველას ისტორია იცის, დაწყებული ვინ რომელი სარეცხი ფხვნილით რეცხავს ჭუჭყიან თეთრეულს დამთავრებული ახალშეძენილი მანქანის ცხენის ძალების რაოდენობით.

ჩემს მეზობლად ახალი ოჯახი გადმოვიდა. 3 ბიჭი ჰყავთ. უმცროსის წინასააბიტურიენტო ციებ-ცხელებას თავად დავესწარი. მთელი სანათესაო ორივე ხელით იმას “ბალეშჩიკობდა”. მამიკო საზღვარგარეთიდან უგზავნიდა წახალისებისთვის მწვანე კუპიურებს, რათა უკეთ ესწავლა…

სიცხე მატულობდა და უფრო და უფრო მატულობდა წინასაგამოცდო ციებ-ცხელებაც. ეტყობა, ტემპერატურის მატება ცუდად აისახა ამ ბიჭზე და ჩააბარა თუ არა, სექტემბერშივე ცოლი მოიყვანა.

ბიჭი 16 წლის. გოგონა 15 წლის. ბიჭის დედა  თმებს იპუტავდა (და არამარტო) სიმწრისგან. სასტიკად არ უნდოდა ის გოგონა რძლად. ალბათ, ჯერ პატარები რომ არიან იმიტომ არ ესიამოვნათქო, ვფიქრობდით დედამისზე, მაგრამ შემდეგ, ჩვენც, რა თქმა უნდა, მთელმა უბანმა ვიცოდით (მისი წყალობით), რომ ეს 15 წლის გოგო გათხოვებამდე ყოფილა მასთან (იმ დროს 14 იყო).
დედააა, დაინგრა ოჯახი, კერა შეიბღალა. : | (აქ ხმებში ყვებიან მეზობელი ქალები ).
ნუ, რაც მართალია, მართალია, 14 ნუ… : D

მე ამოვხსენი ეს მინი-საუმლო და ვიცი რატომ თხოვდებოდნენ/ქორწინდებოდნენ უწინ ადრეულ ასაკში.

უკვე ისიც ვიცი რა მოყვება, როცა შენ სოფელში გასვენებაზე ჩასულებს შენ 15წლის რძალს შენვე საკუთარ ძმიშვილთან წაასწრებ :დ

ისიც ვიცი როგორი საღი თუ ლაყე კვერცხია მერე ამის ქმარი, ამის მერე ისევ თვალებში რომ შესციცინებს ახალგაზრდა პატარძალს :დ

ხო, კიდე ბევრი რამეც ვიცი უკვე: გამანათლა ამ გოგონამ: იცი რა კაია შეყვარებული? რატო არ გყავს? ძალიან მაგარიაოo_O

[ გულის გადაშლა “შემთხვევით გამვლელებთან” მადლობა ღმერთს, არ მიყვარს ხოლმე ]

პოსტის დაწერა სულ სხვამოტივებზე უნდა ამეგო და არა უბრალოდ ჭორაობაზე ((

მაგრამ გამეფანტა აზრები და უბრალოდ, საჯიჯგნად დაგიტოვებთ ამ ამბავს.

ზოგს ხომ ასე გიყვართ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა და ყველაფრის თქვენ გემოზე მოკალაპოტება

P.S. არა რა, ბლოგოსფერო ხო აჟიტირებულია მსგავსი ამბებით და ვის ვისაში აქვს პოსტებს პოსტებზე აცხობენ, მაგრამ ამაზე ბინძური ბლოგი მე ჯერ არ მინახავს :დ

P.P.S. დამავიწყდა დამემატებინა, იმაზე უკეთესი ალბათ, არაფერია, ცოლი რომ სამგზავრო ფულს წაგართმევს (16წლის კაცს :დ) და უნივერსიტეტში არ გაგიშვებს :დ იმისთვის არა თქვენ რაც იფიქრეთ. ფული უნდა უბრალოდ :დ და ასე გრძელდება კვირები, სანამ საქმეში დედამთილი არ ჩაერთვება :დ

9 Responses to “"აჩუჩუნება" ქმართან და ქმრის ბიძაშვილთან – აი, რას გვიშვება ჰორმონები”

  1. Mari said

    როგორ გიყვარს შემოვლითი გზებით წერა :))) რა მიხვედრილი ვარ რა… :)))

    • sunwaited said

      ჰო, სულ არ მკიდია ის ოჯახი აქ რომ არ ვწერო? მაგრამ თქვენ ხო უნდა დაგანახოთ რა უინტერესო და საცოდაობაა სხვებზე ლაპარაკი : | ამოვიდა ყელში, ნუ დაესიეთ ერთმანეთს :დ

      • Mari said

        ჩემგან რაღა გინდა? მე მხოლოდ ხუმრობა მიყვარს იმაზე, რაზეც ყველა ლაპარაკობს😛

  2. amadeusi said

    ra sazizgrobaa fu goimebi, kargi ra aset mezoblebze posts ki ara saertod gamarjobasac ar vetyodi.. :S

  3. Di@ said

    ერთ ათ წელში, იმ ქმარს რადიკულიტი დაემართება რქების სიმძიმის გამო.

    • salolas said

      ნუ წუხარ, უკვე აღარ დაემართება : )))) საქმეში დედამთილი აქტიურად ჩაერთო და😛

      მარა ვეკო კაი რაა. რამ გაგახსენა ან რამ დაგაწერინა😐

  4. უიმე😐

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: