ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Archive for დეკემბერი, 2010

საჩოკლაუს, სიყვარული დაგბედებოდეთ

Posted by vekoo on დეკემბერი 31, 2010

2010 წლის შემაჯამებელი პოსტი. არადა, არაფრის დაწერა არ მინდა, არც ვიცი რა შევაჯამო, რაც არაფერი მახსენდება. მოდი, იმას დავწერ, რისი სურვილიც 2011ში მაქვს, რომ განვახორციელო:
ე.ი. 2011 წლის მიწურულს:

  • პირველ რიგში, დამთავრებული მექნება ჯავახიშვილი
  • ვიქნები ეი-სი-სი-ეი-ს სტუდენტი ^_^

არა, არა, არ მინდა არანაირი გეგმის თუ მიზნის დაწერა 😀
2011-ში ერთი დიდი გეგმა მაქვს და მასზეა ყველაფერი დამოკიდებული 😀
ერთი კი ვიცი,რ ომ დიდი და ლამაზი წელი უნდა მქონდეს, იმაზე 1000 თავით უკეთესი, ვიდრე 2010 იყო/არის.
2010 თავის მხრივ, არაფრით  ყოფილა დასამახსოვრებელი, ერთი ის იყო, რომ დროის გასვლამ საბოლოოდ დამიდასტურა სიყვარული და რა მინდა ცხოვრებაში.

წელს ისე დარწმუნებული ვარ ჩემ თავში, როგორც არასდროს. იმდენად მჯერა “უღუბლო” მომავლის, რომ თანახმა ვარ ახალი წლის ღამეს რაღაც-რაღაც დიდ სიამოვნებებზე უარი ვთქვა.

ყველანი ძალიან ძალიან მიყვარხართ [თუმცა, მაინც იმის შესაბამისად, ვინც როგორ იმსახურებს : D ]

სურვილების ასრულება დაგბედებოდეთ ^_^

საახალწლო საჩუქრები უკვე მივიღე საჩოკლაუსისგან, როგორც გუშინ ვთქვი, ოფთალმოლოგიურ გამოკვლევაზე ვიყავი უსაყვარლეს დეა ექიმთან ^_^ ისეთი საყვარელი გოგოა ბიჭი მაინც ვიყო :დ

ხოდა, დღეს მივედით რონიკოში და გავიკეთე კონტაქტური კორექცია . ჩადგმის პროცესი იყო ძალიან სასაცილო :დ ვიცრემლებოდი და უცხოპლანეტელს ვგავდი :დ მაგრამ პირველივე ცდაზე კარგად ჩავისვი ჩემივე თითებით : D
სულ 5 საათია რაც მიკეთია და ჯერ ეხლა ვეჩვევი კონტაქტურ ლინზებს . ხანდახან მავიწყდება ხოლმე და კომპთან დაჯდომას რომ ვაპირებ, სათვალის ძებნას ვიწყებ ხოლმე :დ

ერთი ცუგრუმელა ციცცქნა ნივთია, მარა ისეთი საყვარლობაა, ამის გარეშე უკვე ვეღარ წარმომიდგენია ცხოვრება :დ

ისეთი , ისეთი გახარებული ვიყავი იქიდან რომ წამოვედი და ამხელა განსხვავებას რომ ვხედავდი, უცებ ვიგრძენი საახალწო განწყობა :დ

იქიდან პასაჟში წავედით – აჩოსთვის ამ ეტაპზე  მნიშვნელოვანი რაღაც ვიყიდეთ :დ ერთი სული მაქვს როდის მოვახერხებ და ჩემი გემოვნებით როგორ მოვარგებ ტანზე ^_^

ძალიან პოზიტიური დღე მქონდა,  მერე საბურთალოზე გავედით და იქ შაურმა ვჭამეთ :დ ისეთი ხახვიანი იყო, მაგრამ სამაგიეროდ მაიონეზი ორმაგი დოზით გავაკეთებინე და იქვე სკვერში ჰაერზე ჩამოვჯექით და მადიანად ვილუკმებოდით : ))

საყვარელი დღე მქონდა, ბედნიერად ვაცილებ ძველ 2010 წელს.

მიყვარხართ, ყველანი მიყვარხართ ეხლა და იქით ახალ 2011-ში შევხვდებით ))

ბედნიერი ახალი წელი

Posted in განწყობისათვის, პირადი სურათები, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 5 Comments »

ჯადოსნური ვარცხნილობა და ოპტიკური ლინზები

Posted by vekoo on დეკემბერი 30, 2010

დღეს თმა შევიჭერი, ლიკას სტილისტთან ვიყავი რუსთავში. ვინც ჯერ არ იცის, მე რუსთაველი ვარ, აქ დაბადებული და გაზრდილი.საერთოდ, უკვე კარგა ხანია რუსთავში არსად აღარ დავდივარ : (( სამწუხაროდ, ისეთი ცხოვრების წესი მაქვს, რომ ჩემ მშობლიურ ქალაქში მხოლოდ დასაძინებლადღა მივდივარ სახლში : D 

მაგრამ, დღეს თმა აქ შევიჭერი და პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ. ძალიან კარგად, ზუსტად ჩამიჯინა ელენემ თითოეული ღერი და +ისე ლამაზად დამივარცხნა, ჯერ ისევ აღფრთოვანებული ვარ

თან გასწორებაც მინდოდა თვითონ შემომთავაზა, რომ ამის მაგივრად  “ბუნებრივად” დაგვარცხნიო.  მე ყველანაირ ექსპერიმენტზე თანახმა ვარ საერთოდ, როცა ვხედავ, რომ პროფესიონალის ხელშია ჩემი თავი :დ

ხოდა, მეთქი, ელენე, როგორც გინდა ისე გამიკეთე შენი ფანტაზიით, გენდობი მეთქი ))

ხოდა, დამვარცხნა სულ 30 წუთში. ხელებში ვუყურებდი და თვალის გაყოლებას ვერ ვასწრებდი ისე ოსტატურად აკეთებდა ყველაფერს ^_^ თან 4 თვის ფეხმძიმეა ^_^ ვგიჟდები ორსულ ღიპუცებზე )))

იქიდან რომ გამოვედი, აჩო კაი ხანი თვალს ვერ მაშორებდა ისე მოეწონა ახალი ვარცხნილობა, ისეთი საყვარელი კომპლიმენტები მითხრა, დავდნი და დავიშაქრე პირდაპირ.

საუკეთესო ნამუშევარია რაც კი ოდესმე თმა დამივარცხნია [ეს ძალიან იშვიათად მომხდარა საერთოდ : D  იმიტომ რომ ძირითადად მარტო ვისწორებ ხოლმე ]

რაღაცა დაახლოებით ასეთი სტილის მინდა. სახეზე ძაან ყვირილს თუ არ დაიწყებს, ვიყიდი ^_^

ხო, იქიდან მერე ავერსის კლინიკაში წავედით. ესეც რუსთავში. იქ კაი 4 საათი  მაინც მომიწია ყოფნა ოფთალმოლოგთან : (( ეს ცალკე საკითხია და არ მინდა ბლოგზე დავწერო :დ

ხო, საახალწლოდ ახალი სათვალე უნდა მაჩუქოს საახალწლო აჩოკლაუსმა. ზომის დასაზუსტებლად შევედი კლინიკაში და საბოლოოდ ლინზები გადავწყვიტე )) ყოველ თვე მომიწევს ცვლა, მაგრამ მიყვარს სიახლე ))))))

ხო, დღეისათვის სულ ეს იყო . მერე სურაებს გადავიღებ და დავდებ თუ ვინმეს აინტერესებს როგორ მაქვს თმადა შემიფასეთ ^_^

უი, ხო და მთავარი, რისთვისაც ეს პოსტი დავწერე. მთელი თმის შეჭრა-დავარცხნა დამიჯდა სულ 10 ლარი. ყველა დამეთანხმებით, ძალიან იაფია სხვა ანალოგიურ სალონებთან შედარებით, მაგრამ ეხლა ელენე მარტო მუშაობს [2 თვეა, რაც ცალკე გავიდა და ცალკე გახსნა თავისთვის ] ამიტომ, ჯერ-ჯერობით ეს ფასებია და იმედია, არ მოუმატებს :დ

მე კი, მისი აქტიური კლიენტი გავხდები )) რუსთაველებს ვისაც გინდათ საკონტაქტო ინფორმაცია ელენასთან, მომწერეთ Fეისბუქზე ან მეილზე .

Posted in განწყობისათვის, ეს უნდა იცოდე, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 8 Comments »

♥ ავჟიტირდი ♥

Posted by vekoo on დეკემბერი 29, 2010

ვაიმეეეეეეეეეე :დ მმოვიდესო როცა უნდაო მამამ :დ ვაიმეეეეეეე :დ ნეტა ვინ უნდა ილაპარაკოს :დ ავჟიტირდი :დ

ჩემი fb სტატუსი რამოდენიმე წუთის წინ

ბნედა დამეცა :დ როგორც ძველები იტყოდნენ :დ 

მიყვარს რა, ჩემი პირადი ბლოგია და პირად განცდებს გადმოვცემ როცა მინდა და როგორც მისწორდება.

ხოდა, დღეს როგორც იქნა, უთხრა დედამ მამას და მეღირსა :დ

ყოველთვის ვიცოდი ასეთი მშვიდი და ტოლერანტი კიარადა, ნოთაზიატი მამა რომ მყავს, მაგრამ რავიცი რავიცი, მაინც 1 წელია ვწელავ უკვე შარშანდელი შემოდგომიდან და ძლივს მოვაბი თავი, რომ სახლში მამას გავაცნო აჩო ))

ხოდა, ამ ახალ წლების მერე, შობისთვის +1/2 დღე, გვესტუმრება სახლში და აი მერე დამერხევა საბოლოოდ :დ

ცუდი იცი რა არი? დედამ ხო უთხრა, მარა მამა მე მაინც არაფერს არც მეკითება და არც მეუბნება და რაღაცნაირად მაინც შებოჭილი ვარ.

“ნავსის გატეხვა” აკლია ამ საქმეს, ვიღაცამ უნდა წამოიწყოს ლაპარაკი, თორე როდემდე იქნება დედა შუამავლის როლში?

ყველლაზე მეტად მაშინ დამერხევა აჩო რომ დაბბლა სადარბაზოსთან მოვა ად სახლში ამოსვლამდე წამები რომ დარჩება,

ვაიმეეეეე, ერთად მიტირეთ ყველამ რა :დ
ავჟიტირდი )))

მიყვარს, მიყვარს ეს ბიჭი ♥ ♥ ♥

Posted in ახალი ოჯახი, ექსკლუზივი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , | 7 Comments »

ბედნიერი და სუპერ ლექტორი

Posted by vekoo on დეკემბერი 28, 2010

უნივერსიტეტის რესურს-ცენტრიტან ვბლოგავ. 

ეხლა მოვდივარ “მმართველობითი აღრიცხვიდან”. უმაგრესი ლექტორი მასწავლის – ელგუჯა აკობია. მემგონი არ უნდა დამეწერა, სერჩ თერმები გამეზრდება დღეიდან, მაგრამ ღირს მისთვის ))

უჯიგრესი ლექტორია, თავიდანვე ეტყობა, მაგრად დავევასე და ყოველთვის გამორჩეულად მექცევა. ფაქტია, რომ გენიალური კაცია, უმაგრესი ეკონომისტი და ბუღალტერი, იმიტომ რომ დაინახა ჩემში ასე დასაფასებელი ფარული რეზერვები და მას მერე ყოველთვის ვგრძნობ მის კეთილგანწყობას.

ეხლაც მაქსიმალური შეფასება დამიწერა სემინარებში, დასწრებასა და აქტიურობაში, არადა 9საათზე მაქვს და ვიგვიანებდი I-ზე სულ და ბოლოს 11საათიან ჯგუფში მივდიოდი  და იქაც II სემინარზე მივასწრებდი ხოლმე. ანუ მაქსიმალურად ვახალტურებდი : (((

მაგრამ რა ვქნა, ჩემი ბრალი არაა, ვერ ვასწრებ უბრალოდ დილით მაღლივში დროზე ამოსვლას. ყოველთვის მაგვიანდება. ხოდა, რა ჯობია ჯიგარ ლექტორებს.

+ჩაბარებებიც რაღაც არ მახსენდება, თავიდან ერთი-ორჯერ გამომკითხა და ვსო. ნუ, მე კი ვიცოდი  ხოლმე თითქმის ყოველთვის 98%-ში, მაგრამ მაინც. მაქსიმალური მაინც არ მეკუთვნოდა, მაგრამ დამიწერა ))

++ კიდე ჩემი კოლოქვიუმის ქულა არ იყო შეტანილი ბაზაში : ( 0ქულა მეწერა. არადა, კოლოქვიუმზე 22 ავიღე და 25ად გადამიკეთა. მაგრამ ეგეც არ შეუტანიათ და საერთოდ  არ მეწერა არაფერი.

ხოდა, დღეს იმდენი ირბინა ჩემი ქულის გამო სართულიდან სართულზე, რომ მეთქი, ვაიმე, გმადლობთ და ბოდიშით, ასე რომ შეგაწუხეთთქო, – მასაც შეეხო ეს წყეული ბიუროკრატია : |

ეხლა ველოდები 1 როდის გახდება, რომ “ეკონომიკურ ანალიზზე” ავიდეთ მე და ნელიკო.

ნელიკო, ნუ იჭყიტები ჩემ ფანჯარაში :დ

ზის ეხლა აკაკი წერეთელივით ხელშემოდებული და მე მიყურებს რას ვწერ :დ

აი, ასეთი თაფლი უსვია ჩემ ბლოგს ))

მიყვარს სასიამოვნოდ რომ იწყება დღე. თან ვიცი, რომ გაგრძელებაც კარგი იქნება – 1 საათში აჩო გამომივლის და გავსქურავთ. ჯერ არ ვიცი სად, მაგრამ როგორც ყოველთვის, სასიამოვნო იქნება ვიცი :დ

მიყვარხართ ერთგულო მკითხველებო

Posted in ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , | 7 Comments »

KBN და საკუროსო – ა.მ.ო. ვაკანსია

Posted by vekoo on დეკემბერი 27, 2010

ძალიან მინდა 1 კვირით აქ განმარტოება. არანაირი საქმე და ვალდებულებები. გაასწორებდა ^_^ ვსო, უკვე გადავწყვიტე სადაც ვიცხოვრებ მომავალში

ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ მაინც დავწერ რამეს. თან სათქმელი დამიგროვდა.

ეხლა თითებს ძლივს ვაკაკუნებ ამ კლავიატურაზე.

ბევრი რამე მოხდა, ბევრი რა, უბრალოდ, მნიშვნელოვანი.

როგორც იქნა, მეღირსა და მოვაბი თავი საკურსოს დამთავრებას, თავმოუბნელი ის იყო, რომ ვერ ვიცლიდი დასაწერად.

ჩემი რჩევაა : საკუროს ან რამე მნიშვნელოვან თემა/რეფერატს როცა წერთ, აუცილებლად გაიკითხეთ, იქნებ შესაძლებელია ხელმძღვანელის შეცვლა: მე პირადად ისეთი საშინელი ქალი მყავდა თემის ხელმძღვანელად, რომ იმაზე უარესი ვინღა უნდა მყოლოდა უბრალოდ, წარმოუდგენელია.

არც გამოსაყენებელი ლიტერატურა მიუთითებია და არც “შავი” ნაშრომი შეუსწორებია. არც რამე მითითება მოუცია წესიერად და საერთოდაც, ისიც კი არ უთქვამს, რაზე გამემახვილებინა ყურადღება დაცვაზე. 

powerpoint-ზეც მე დავურეკე, გავაკეთო? ხომ არ გვჭირდებათქო? და კი, კი, აბა რა, აუცილებლად გააკეთეო.

როგორც ხელმძღვანელი 2/10 მეტს უბრალოდ ვერ დავუწერ.  შედეგიც ის იყო, რომ თეორიული ნაწილი ძალიან კარგად მეწერა, მაგრამ რაც წმინდა ბუღალტრული კუთხე იყო და ჩემ თემას პირდაპირ არა, მაგრამ საერთოდ, ზოგადად ეხებოდა, იმეებში გავიჭედე.
ნუ, ეგეც საბოლოოდ ჩავახლაფორთე. არადა, თავიდან უმაღლესი ქულის დაწერას აპირბდნენ და მერე ავურიე :ს

კიდე, კიდე, კიდე რა მოხდა.

დღეს ვიყავი უნივერსიტეტის KBN-ზე. სალო გამოდის, ჩემი და. სურათების გადატანა ეხლა მეზარება და მერე ჩავამატებ. სანდროს ველოდებოდი როდის მოვიდოდა სახლში, რომ ერთად წავსულიყავით. დააგვიანდა მოსვლა და დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გავედით სახლიდან, მაქსიმალურად ვეცადე რომ მიმესწრო, ტელევიზიიდან ტაქსით ავედი, მაგრამ მაინც ვერ მივუსწარ დაწყებას : (( არადა, დასაწყისში გამოდიოდა სალოს გუნდი და მე მხოლოდ იმ მონაკვეთში მივედი ერთი ბიჭი [ უახლოეს წარსულში სალოს ექსი] სალო სიყვარულს რომ ეფიცებოდა : “ბროლის კოშკში გაცხოვრებ, ბრილიანტებს არ მოგაკლებ, ახალთახალ პრადოს გიყიდი და ა.შ. რაღაცებს და ბოლოს სალო დათAნხმდა და “წავედით ეხლა ვერის ბაღშიო ” ასე უთხრა.

ესეც მათი შუტკა.

იდეაში, კარგი იყო, საბოლოოდაც მხიარული გამოვიდა. სურათები მაინტერესებს )) 

აჩო ვერ წამომყვა კონცერტზე. მგონი, პირველად მოხდა, როცა თავშეყრის ადგილას ვიყავი და ჩემთან ერთად არ იყო. მგონი კი არა, აქამდე ყოველთვის ჩემთან ერთად იყო ხოლმე და ერთი ისიც ვიფიქრე, მეც ხო არ დავიკიდოთქო, მარა სალოს ვერ გავუტეხავდი.

რას ვიზავ, ახალი წლის დღეებია და ყველას უნდა გოჭის და ინდაურის ხორცის, ტკბილი გოზინაყის და ჩურჩხელების ჭამა კიჭებით, ამიტომაც სტომატოლოგებთან ვიზიტების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.. ვიმედოვნებ, იმას მაინც მოახერხებს,აჩო რომ 31ში საღამოსაც თეთრ ხალათში გამოწყობილი კლინიკაში არ იჯდეს  ))

კა-ვე-ენი რომ მორჩა, მერე მე და სანდრომ მე-8 კორპუსიდან რუსთაველზე ფეხით ჩავისეირნეთ, იქ გზაში აჩო წამოგვეწია და ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ბოლოს ფუნიკულიორზე წასვლა გადავწყვიტე, – საახალწლოდ განათებული თბილისი მინდოდა მენახა და იქნებ, თოვლის ბაბუაც ყოფილიყო – სანდროს გაუხარდებოდა. 

ხო, სიახლე ყინულზე სრიალის მოყვარულთათვის. მთაწმინდაზე გაკეთდა საციგურაო მოედანი და მსურველებს ამ დღეებში უკვე შეეძლებათ დატკბნენ მთაწმინდაზე სრიალით. ჩვენ რომ ვიყავით დღეს უკვე მთელი მოედანი მოყინული იყო და სახანძრო მანქანით კიდე ასხავდნენ ზედ რაღაცაში შეზავებულ წყალს, რო კარგად მოყინულიყო. ისეთი ლამაზი იყო ეს “ნაპორით” წამოსული წყალი იმსიშორეზე რომ ისხმებოდა შავ ცაზე, რომ სანამ კარგად არ გავიყინე, ვიდექით და ვუყურებდით “მოცეკვავე შადრევნებს”.

 

ხო, კა-ვე-ენზე შუა დარბაზში რომ ვიღებდი უცხო ნომერმა დამირეკა. იქ რომ ვიყავი ცოტა აჟიტირებული პასუხი გამომივიდა, მაგრამ ხვალ გამოვასწორებ- ვაკანსიასთან დაკავშირებით დამირეკეს კერძო კომპანიიდან. ხვალისთვის შევთავაზე ადგილზე მოვალ და პირობებს გავიგებთქო. ვერც გავიგე რომელი კომპანიიდან მირეკავდნენ, იმის იმედზე ვიყავი, რომ სახლში გაგზავნილ მეილებში ვნახავდი და ვიცნობდი სახელს, მაგრამ ეგეთი არაფერია. 

ასე რომ, ხვალისთვის გარკვეულწილად  ალალბედზე მომიწევს წასვლა. რაც მთავარია, ვაჟაზეა ტერიტორიულად და ძალიან მაწყობს.

ვნახოთ რა იქნება .

Posted in ივენთ-განხილვა, ყველაფერი ჩემზე, ყოველდღიური | Tagged: , , , , , , , , , , , , , | 6 Comments »

შავი მარმარილო – უკვე მქონია

Posted by vekoo on დეკემბერი 22, 2010

ღამის 1 საათი, ავჭალის გზატკეცილი, მინგრეულ გზაზე წინ ერთადერთი თეთრი ღამის სანათი.

 

15 წუთის წინ.

ძალიან, ძალიან და რატომღაც, მოუნდა :

” გინდა ბაბუაჩემი გაგაცნო?”

” კი, რატომაც არა” . – (თითქმის ) არასოდეს ვუტეხავ.

15 წუთის შემდეგ .

ვიწრო ნაძვების ხეივანი, ორივე მხრიდან დაბურული გრძელი გზა.

ერთადერთი მოძრავი არსებანი შემოგარენში ჩვენ ვართ.

გადმოვედით.

“აი, აქვე, გზიდან 5 მეტრიც არაა…”

შევედით ))

“აი, შავი ღობე რომ აქვს, ისაა”

მეც დავინახე შავი უზარმაზარი მარმარილოები. ლამის კაცის სიმაღლეზე შემოღობილი.

“აგული, ეტა ტი?” – უცებ კადრმა გამიელვა ფილმიდან “არაჩვეულებრივი გამოფენა” .

“მართლაც არაჩვეულებრივი გამოფენაა” – ვამბობ მე და გარშემო თეთრი ფერის სტატუეტკებს ვათვალიერებ, რომლებსაც რატომღაც, კაცის სახე აქვთ …

1-2 საფლავს შემოვუარეთ, 2-3 კიბე ავიარეთ შემაღლებულზე და მივედით.

ჯერ ის შევიდა, მერე – მე.
უკუნი სიბნელეა, ვერაფერს ვხედავ.

სურათთან ახლოს მივედი და ჩავიმუხლე – ახლომხედველი ვარ და ისე ვერ ვარჩევ კაცის სახეს ქვაზე.

“ბაბუ, ეს ვერიკოა, გაიცანი”.

მე ვიღიმი.

“მეც ძალიან მიყვარდა, მიყვარს ბაბუ. მერე ჩემთანაც წავიდეთ.”

“კაი, წავიდეთ”.

წამოვდექით, თან არ გვინდა დარაჯმა დაგვინახოს.

“აჩო, ვილოცოთ. გინდა? ერთად ვილოცოთ.”-  ის მიყურებს და მეთანხმება. 

მე პალტოს კაპიშონი გადმოვიფარე და ორივე ერთად ვამბობთ ჯერ “მამაო ჩვენოს”, მერე “ღვთისმშობლის ლოცვას”. ეს უკანასკნელი აჩომ არ იცის.

აჩომ არც ხმამაღლა ვედრება იცის:

“მოდი, ბაბუასთვის ვილოცოთ, ვთხოვოთ უფალს, რომ სადაც არიან იქ კარგად იყვნენ”.

არ მეთანხმება – მასე არ მინდაო.

“გულში, გულში მაინც.”

“მასე ისედაც ვიტყვი ))”

ცოტა ხნით ორივე ვჩუმდებით.

მერე მე ისეთი საზიზღარი ვარ მაინც ვაყოლებ რას ფიქრობდა გულში.

გულში, გულში მართლა მიყვარს ეს ბიჭი. თბილი ბიჭი.

მერე მოვათვალიერე მიდამო. მხოლოდ 1 შევსებული ადგილი. 

“დანარჩენი ჩვენია ხო?” – უცნაური გრძნობაა, როცა 20 წლის ასაკში ღამე საკუთარ საფლავს მიაკითხავ.

“მომავალში ჰო, ალბათ ჩვენ დავსაფლავდებით აქ”.

მე კი მჯერა, რომ  ჩვენ არ მოვკვდებით. მართლა მჯერა მე ამისი.

რაღაცნაირად თითქოს სავსე და თან ცარიელები ვართ.  ეს იგივეა, ჭიქა რომ ნახევრად სავსე/ცარიელია. 

გამოვდივართ. ვიღაცა ჩამვლელი მანქანიდან გაოცებული გვიყურებს .

ახალი მთვარეა, მთელი ღამე ღრუბელი არ მოკარებია.

Posted in ექსკლუზივი, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , | 10 Comments »

დღეს ღამე კოცონთან

Posted by vekoo on დეკემბერი 19, 2010

დაღლილი ვარ, სასიამოვნოდ გამოწურული.

არა, წვენსახვრეპ მანქანაში არ მოვყოლივარ და არც ბოლოს აღმოვჩენილვარ სადმე ბინძურ არხში, მაგრამ ბევრი ვიარე, ბევრი, ბევრი , ძალიან ბევრი.

კუს ტბიდან ზევით კოშკამდე და იმის იქით კიდე საკმაოდ შორს ფეხით ავბობღდი : O

ფრიად უჩვეულო გარემოში კი მოვხვდი,

“ვაა, გოგოოოო, რა კაია.” – უამრავ ბიჭში ყვავას წყალობით აღმოჩენილი ერთადერთი გოგოს სიხარულით შეძახილი

სასტავი? ერთი შეხედვით ენამყრალი ხალხი :დ [ sorry რომელიც ნახავთ :დ ] ნუ, როგორც ტიპიური ბიჭები, მაგრამ რაც მთავარია, აჩოს მათთან ყოფნა უყვარს და მეც ძალიან მესიამოვნა იქ რომ ავყევი.

ბოლი, ბოლი, ბევრი ბოლი, მწვანე ბალახზე აშიშხინებული სასისკები და კარტოფილები :დ [ სხვა მწვანე არაფერი ჩემ ბლოგს ვფიცავარ ]
ცეცხლმა მიმასვარკა, თვალი ვერ მოვწყვიტე მთელი საღამო.

ჩვენ 7 რომ ხდებოდა მაშინ ავედით, ანუ უკვე ღამდებოდა და ისეთი, ისეთი სასიამოვნო იყო ამ სიმაღლეზე, უღრან არა, მარა მიყრუებულ ტყეში ანთებული კოცონი, გარშემო ჩემთვის უცნობი ხალხი, რომლებიც ვგრძნობ, რომ პიზიტივით არიან დატენილები, მინი დინამიკი და “ზე ქულესთ” დიჯეი :დ
“სან-Fრანცისკოო” :დ

ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი, ზოგჯერ ყელში ამოსული, მაგრამ ზოგჯერაც სასიამოვნო ჰანგები – ობრიგადოს psy.

ტანში მივლიდა ისე მინდოდა ძიგძიგი ცეცხლის გარშემო.

ცუდია აჩო რომ არ სვავდა – მანქანით იყო : ((   . ჩემი უდიდესი სურვილია, დროზე ავიღო მართვის მოწმობა, რომ მერე ბევრს, ძალიან ბევრს ვივლით ერთად ისე, რომ ის დალევს და მერე მე წამოვიყავან ^^

მინდა .

what a wondarful world

ხო , ნუ რაც მთავარია, ეგრევე გადასახედი თუ არის იქით მეთქი – ვკითხე 2კიჯას. და ნუ  რა თქმა უნდა, უკვე ტრადიციად ქცეული – უნდა გადახტე? :დ ერთხელ მართლა უნდა გადავხტე იმ მაღლივის ხიდიდან და ეგ იქნება :დ

წამოსვლისას ის უშველებელი გზა უცებ ჩამოვიარეთ, მმმმმმმ, ისეთი საყვარლობა იყო ფეხით სიარული/ჩამოსეირნობა იმ სიმაღლედან კუს ტბამდე, რაც მთავარია გზა ფართო იყო, მაგრამ დედანატირები :დ კინაღამ შეიწირა კიდევაც ერთის სახე :დ

მთლიანობაში – პოზიტივი . მთელი საღამო ლამის ვიჯექი და კოცონს ვუყურებდი, ხან ნაკვერჩხლებს ვეთამაშებოდი, ხან ბოლს ვემალებოდი, მერე ერთ კარტოშკას დავადგი თვალი და კარგად გამოვახმე და გემრიელად ვჭამე :დ თან დიეტურად, უმარილოდ :დ

ძალიან მინდა პახოდში წასვლა. 3 საძილე ტომარა ე.წ. სპალნიკი მე მაქვს, კარავი და ერთი საძილეც აჩოს აქვს და მსურველები გამომეხმაურონ და თუ არ გაიცხრილებით კასტინგზე, იქნებ თქვენც აგივიდეთ სახლში მისულს ტანსაცმელზე  კვამლის სუნი ^_^

P.S.  აუ, რა ცუდი გოგო ვარ, 10ში აჩოს დაბადების დღე იყო, არაფერი დავწერე იმაზე.  ამ დღეებში მოვყვები ალბათ .


Posted in ივენთ-განხილვა, ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , | 10 Comments »

to do list

Posted by vekoo on დეკემბერი 16, 2010

ისე მივეჩვიე უსაქმურობას როცა უნივერსიტეტში ან ენის ცენტრში არ მივდივარ, რომ მთელი დღე სახლში ვზივარ, ძირითადად 1-2 მდე ისევ პიჟამოებში ვარ და უკეთეს შემთხვევაში სკამზე მჯდომი, თუარადა (დღევანდელივით) კვლავაც საწოლში ვწევარ და ისე ვუყურებ რამე ფილმს. თან კარალიოკები მაქვს და იმას მივირთმევ დაახლოებით 15 ცალს მაინც :დ

დღესაც სანამ მომშივდებოდა ვიწექი და ძველ სერიალს H20-ს ვუყურე, არც თუ ისე შორეული ბავშვობა გავიხსენე :დ ჯერ 3სეზონი დევს სულ ავოეზე და ყველას მინდა ვუყურო.

მერე მიძინებულმა სინდისმაც გაიღვიძა ჩემში მამაჩენი რომ დაბრუნდა სახლში და to do list ჩამოვწერე:

To Do List :

  • თავი მოვიწესრიგო

  • ჩემი ოთახი დავალაგო

  • სახლი ზედაპირულად დავალაგო

  • “შკაფში” და უჯრებში ტანსაცმელები დავალაგო და გასარეცხები

  • გადავარჩიო.

  • “კორპორაციული ფინანსები” ვისწავლო

  • “ეკონომიკური პოლიტიკის” საპრეზენტაციო შესავალი დავწერო.

ერთი შეხედვით ძალიან ელემენტარული და მარტივი საქმეებია, მაგრამ წელი მომწყვიტა, უჟაას :დ

ჩანაწერები გახსნილი  word-იდან

4:31 შესანახად ჩანთების ჯიბეებს რომ ვბერტყავ, მაფცხიკებს, მტვერზე ალბათ : )

4:43 ოთახში ყველაფერი რიგზეა. ერთადერთი ტანსაცმელები ყრია ერთ ადგილას საწოლზე, >>> სხვა პუნქტი მთლიანად ტანსაცმელების მილაგებას ეხება და ამიტომ არ მოვკიდე ხელი, პირიქით, თუ სადმე სკამზე გადაკიდებული მქონდა, ისიც იქ საწოლის ბოლოზე მივაგდე.
საწოლის ის მონაკვეთი ერთი დიდი ბარდაგია, მაგრამ მთლიანობაში დალაგებულია. ერთადერთი გამოხვეტვა აკლია ))

4:50 უკვე მეორედ ვხვეტავ ოთახის უხალიჩო მონაკვეთს, შიგნით “მეორე მე” უკვე ჩამძახის, დაჯექი კომპთან, დაიკიდე დალაგებაო

5:02 მოვრჩი ოთახის დალაგებას. თითქოს არაფერი, მაგრამ საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ეხლა რომ წარმოვიდგენ, რომ ეს მთელ სახლში სიდიდით საშუალო და არც ისე გადატვირთული ოთახია და ასე დამქანცა, მთელი სახლის დალაგებაზე აშკარად ვერ გავქაჩავ მე.

პ.ს. ნახევარი საათი მოვუნდი და ეხლა სალოს ლოგინს გავხედე და ქოლგა ზედ გდია :  |  მადლობა ღმერთს, ეს ერთადერთია რაც დამრჩა :დ [იმედია]

5:09 ვსო, სახლიც “დავალაგე ზედაპირულად” . ბევრი გასაკეთებელი არც არაფერი ყოფილა – ჭურჭელი სანამ ამ თუ დუ ლისტს ჩამოვწერდი იქამდე დავრეცხე და სხვა ოთახები ისედაც დალაგებული იყო, მე უბრალოდ გადასაფარებლები გადავასწორე.
სამზარეულოში მამიდა დიასახლისობს და დანარჩენს ის იქ მიხედავს.

შემდეგი არის ტანსაცმელების დალაგება, რაც ისე, ისე ისე მეზარება რომ ეგრევე ვახტები.

წელის არეში ტკივილმა შემომიტია. Aრადა ერთი-ორი დავიხარე ლოგინების და მაგიდის ქვეშ გამოხვეტვისას.

ჰო, წინ კიდევ უკვე ბრეინ ვორქები მელის >>> “კორპორაციული ფინანსები” უნდა ვისწავლო და “ეკონომიკური პოლიტიკიდან” სახელმწიფო ხარჯებზე შესავალი გავაკეთო ჩემი ორშაბათის პრეზენტაციისთვის “საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 2008-2009 წლებში” .

ეს პოსტი ამას ვეღარ დაელოდება და ეგრევე ვაფაბლიშებ, და იმედი მაქვს, მართლა ვისწავლი და ეხლა აქ თამაშებს და ფბ-ს არ გადავყვები.

Xო, კიდე ახალი გასართობი მაქვს >>> ჩემი ახალი და საყვარელი ბლოგერის ძველ პოსტებს ვკითხულობ. Mე თუ მკითხავთ, სწორედ ისაა ბლოგოსფეროს მთავარი დივა _ ბრწყინვალე ქალია – აქვს მშვენიერი ოჯახი, აწყობილი კარიერა, მოსიყვარულე ქმარი და საყვარელი პაწაწუნა შვილი )) ხო, კიდე საერთო ინტერესები გვაქვს, რასაც ის ანხორციელებს და მე (ჯერ) ვერა. წარმატებები თაა ))

დაახლოებით ასეთი ავეჯი მინდა საწოლ ოთახში - ბევრი-ბევრი თაროებით და უჯრებით

პ.პ.ს. ამასობაში მომშივდა. ძირითადად ჩემს ოთახში აქვე კომპთან მივირთმევ ხოლმე, მაგრამ ეხლა უკვე მენანება იატაკის დანაგვიანება :დ ბედის ირონია :დ

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , , , , , , | 9 Comments »

Charlotte Gainsbourg და რუსი ბაბუშკა

Posted by vekoo on დეკემბერი 12, 2010

პოსტის წაკითხვამდე ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, ეს ვიდეო ჩართეთ და თან მოუსმინეთ  ^_^ გმადლობთ ))

არ ვარ, მაგრამ თუნც მომაკარით შოვინისტის, რასისტის, კაცთმოძულისა და ატოლერანტულობის იარლიყი, ჩემ ზიზღს ვერაფერი დაფარავს გადაღრძუებული რუსი ბაბუშკების მიმართ. 

.

შესავლის მაგიერ : საერთოდ, წესრიგის დამცველი ნაკლებად, მაგრამ როცა საქმე ბაცილებსა და ბაქტერიებს ეხება, ჰიგიენის დამცველი ადამიანი ვარ. თუმცა, ეს ხელს არ მიშლის, რომ მოხუც ადამიანს, რომელიც ჰიგიენასთან აშკარად მწყრალადაა ხელი შევაშველო წამოდგომისას, როცა სხვები ზიზღით უვლიან გვერდით თუნცაც მაშინ, როცა ამას თვითნ არ მთხოვს.

BUT

ამას წინ 135 ნომერი სამარშუტო ტაქსით მივდიოდი მაღლივში. ჩემთვის ვიჯექი ფანჯარასთან ერთადგილიან სკამზე , Charlotte Gainsbourg-ს ვუსმენდი და შემოდგომის მწველი მზე, მუსიკა, შარლოტას მშვიდი ხმა და გარეთ შემოძარცვული გარემო ისეთ ჰარმონიაში იყო ერთმანეთთან, მოსიარულე მანქანები და ხალხი უცხოპლანეტელები მეგონა და მათზე დაკვირვებას ვაწარმოებდი. თან სეზონისთვის უჩვეულოდ ისე სასიამოვნოდ თბილოდა, ლამის სიამოვნებისგან კრუტუნი დამეწყო და იქვე ჩამძინებოდა.

ამ იდილიაში ვარ და უცებ სააკაძის მოედანზე გაჩერდა ჩემი კოსმიური ხოლმალდი და ჩემი დასაჯდომი ადგილის გამო გვერდულად ვხედავ ყავისფერებში გამოწყობილ მოხუც ქალს,  რომელიც გაჭირვებით ადგავს [მგონი] ორივე მოტეხილ ფეხს, წვალობს და ძლივს ამოდის თავის გადასარჩენად. 

შინაგანი ემოციების გამო პოზიტივით ვიყავი გაჟღენთილი და მხოლოდ სიკეთის კეთება მინდოდა

გაუაზრებლად მომივიხედე – თავისუფალი ადგილი თუ არ იქნებოდა, მე დავუთმობდი. ამ დროს ვიღაც ღვთისნიერი ამოსვლაში დაეხმარა და ისიც იქვე მძღოლთან პატარა სკამზე მოკალათდა და Fail : |

ისეთი, ისეთი , ისეთი საზიზღარი წიკვინა რუსული ხმით დაიწყო ლაპარაკი, უცებ დამაბრეხვა მე9 ციდან ცოდვილ დედამიწაზე : ((

მე გვერდიდან ყურებაში ვერ დავინახე მისი დაჭმუჭვნული რუსი სახე. არა, რასისტი არ ვარ, მაგრამ მაღიზიანებს, როცა მახსენდება, რომ აი ამ ქალს მთელი თავისი მახინჯი ცხოვრება საქართველოში აქვს გატარებული. ვინ იცის რამდენი ჩვენგანის ბაბუა თუ პაპა ხერხავდა ყოველ დილა-საღამოს.
რამდენთან იყოფდა ბინძურ სარეცელს.
ახალგაზრდობაში როგორი “მოთხოვნა” იქნებოდა მასზე და ერთი სიტყვით, როგორი წარსული ექნებოდა . 

ნუ, მე როლებში შევიჭერი და ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს ასე არ იქნებოდა!

ხოდა, კეთილი არ ინება და არ ისწავლა ქართულად მეტყველება.

საშინელებაა როცა ვხედავ, რომ უბნის კუთხეში “სემიჩკის” გამყიდველ მოხუც ქალსაც ყველა რუსულად ელაპარაკება, ჩემ ძმას რუსი ექიმი ყავდა – იმასაც რუსულად ვეკონტაქტებოდით და უამრავი ასეთი შემიძლია გავიხსენო. არადა ზუსტად ვიცი, რომ ის გარემოვაჭრე თუ არა, წიოწ თამარა საქართველოშია დაბადებულ/გაზრდილი და უკვე 60 წელზე მეტისაა და ქართული ჯერ ისევ არ იცის სათანადო დონეზე.

რატომ ვართ ქართველები ასეთი მეტიჩრები, რომ ჩვენ საკუთრებებს ვაკნინებთ და ფეხქვეშ იატაკის ტილოსავით ვეგებით მავანთთ.

ჩემს წარმატებულ უფროს მეგობარს, რომელიც უცხოურ ფირმაშიც მუშაობს, ყავს ფრანგი თანამშრომელი, რომელმაც ინგლისურიც იცის. მაგრამ მხოლოდ იმიტომ არ ელაპრაკება ინგლისურად, რომ “თუ ქართველმა ინგლისური ასე კარგად ისწავლა, ფრანგული არაფრითაა მასზე ნაკლები და ფრანგულიც ისწავლოსო”

ნუ, მესმის, მთლად ასეთი მიდგომაც არაჯანსაღია. მაგრამ ჩვენ ხომ ყოველთვის ერთი უკიდურესობიდან II უკიდურესობაში ვვარდებით და ოქროს შუალედს ვერასოდეს ვიცავთ.

აბა, ვინ ჩემი ფეხებია აწ უკვე ბინძური მოხუცი რუსი ბაბუშკა, რომ მარშუტკაში ამოსული პრიკაზებს არ იძლეოდეს და ისიც რუსულად არ წიკვინებდეს გამყინავი ხმით.

დაბერდა და ეხლა აღარაფერი შეუძლია და თავს გვაცოდებს, არადა იყო/იქნებოდა დრო ზევიდან უყურებდა ქართველ გოგოებს და ეხლა მათ შვილებს დახმარებას თხოვს. 

იმ დღეს ნელიკო რაღაც სტატიას განვიხილავდით ფბ-ზე . და გაუკვირდა, რატო ხარ ასეთი სასტიკი, ბავშვმა მაინც რა დაგიშავაო. მაგრამ ასეთი ვარ და მორჩა. :დ

ხო, კიდე მინდა ბევრი კაცი ვიყო – ბევრი ენა ვიცოდე და ამ სიმღერას ვმღეროდე ^_^

P.S. რუსულის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ გააჩნია სად და როდისა, თუმცა, უკვე ქართველები საღამოს წვეულებაზეც კოქტეილის კაბის მაგივრად დაეხეული ჯინსებით დადიან  😐

Posted in ამოხეთქა, პიკანტური რეალობა | Tagged: , , , , , | 6 Comments »

მაპატიე დე

Posted by vekoo on დეკემბერი 3, 2010

ზოგჯერ ისეთი სასტიკი ვარ ხოლმე, წეღან დედას ძალიან ვატკინე გული. ასე საზიზღრად კარგა ხანია, თავი არ მიგრძვნია.
ისეთი რაღაც ვუთხარი, რაც უბრალოდ, არ შეიძლებოდა, – უცხო ხო არაა?.. მაგრამ უბრალოდ, გაჩერებაც არ შეიძლებოდა.
ეხლა ვწუხვარ და მეც გული მკივა მას რომ ვატკინე, მაგრამ ისიც კი არ შემიძლია, რომ მივიდე და გულში ჩავეხუტო.

მიყვარხარ და მჭირდები, დე. და მწყინს რომ ასე აგანერვიულე.  

მაპატიე, რომ ამ ყველაფერს პირში ვერ გეტყვი *_*

Posted in ყველაფერი ჩემზე | Tagged: , , , | 5 Comments »

ცივი ზამთრის ცხელი საღამოები

Posted by vekoo on დეკემბერი 2, 2010

ალუბალმა დამთაგა .

ძალიან მიყვარს ეს გოგო. ვინც არ იცით, გაიცანით : alluballi.wordpress.com – 19 წლის უკვე დაქალებული გოგოშკას ბლოგია, რომელსაც უსაყვარლესი პატარა სანდრო და ასევე ახალგაზრდა მეუღლე ყავს ))

ჰო, ალუბალმა დამთაგა – ახალი წლის ისტორიები და შეგრნებები უნდა გავიხსენო.

არც მე მქონია არასოდეს ისეთი ახალი წელი, როგორზეც ვოცნებობდი. ამ დღეებში ყოველთვის მაკლდა ის სითბო, რომელიც მჭირდებოდა.

ყველაზე შორეული ახალი წელი 2000წ. მახსოვს –  მაშინ 10 წლის ვიყავი და ეხლაც არ მავიწყდება, როგორი შიშით გაფართოებული თვალებით შევყურებდი ახალ წლამდე წუთებით, წამებით ადრე კედელზე დიდ საათს, – მოსალოდნელი კატაკლიზმების და სამყაროს აღსასრულის მეშინოდა :დ  [ პატარა და შტერი ბავშვი ვიყავი :დ ]

2007-ისთვის უკვე გავიზარდე, და აღარ ვნერვიულობდი რომ ის ბოლო წელი იქნებოდა ჩვენი პლანეტისთვის :დდდდდ

ერთი სევდიანი ახალი წელი მახსოვს კიდე (რატომღაც, ცუდი უფრო კარგად და დიდხანს მამახსოვრდება, ვიდრე კარგი (( ) : ზუსტად ვერ ვიხსენებ რისთვის, მაგრამ რაღაცაზე გამაბრაზეს და ახალ წლამდე წუთები სამზარეულოში კარადასთან იატაკზე ჩაცუცქულმა, მოკუნტულმა ტირილში გავატარე )) მაშინ არ მახარებდა არაფერი და ყველა და ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ ამხედრებული მეგონა…
ვიჯექი და ვტიროდი და ისიც ვიცოდი, რომ არავინ მოვიდოდა და “ვეკო, რა გატირებს, ადექი, წამო სუფრასთან” – ამის თქმის ნაცვლად არავინ ჩამიხუტებდა გულში … ნუ, ძაან სენტიმენტალური ბავშვი ვიყავი და გარდატეხის პერიოდმა ხო ვაფშე დაღი დამადო :დ

კიდე რა მახსოვს იცი? გვერდიგვერდ ბინებში 2 სახლი გვაქვს, ჩემი მშობლები რომ დაქორწინდნენ მამა გვერდით ბინაში გადმოვიდა. ახალ წელს ყველანი ერთად ვხვდებოდით ტრადიციულად, მაგრამ ბაბუა მაინც პირველ სახლში რჩებოდა ხოლმე და მერე ამოდიოდა ჩვენთან – გარდაცვლილი მეუღლის სურათთან სანთელი უნდა დაენთო ))) 70 წლის ასაკშიც არ კარგავდა რომანტიკას, ვინ იცის რაზე ესაუბრებოდა იმ დროს საყვარელ მეუღლეს )) ძალიან, ძალიან მიყვარდა ბაბუა…

ამის შემდეგ ერთი წელი ჩვენთან ამოვიდა და შეხვდა ღამის 12-ს. ის ბოლო წელი იყო და იმის მერე 3 თვეში თვითონაც გარდაიცვალა.

არადა, საახალწლო მხიარული განწყობის შემოტანას ვაპირებდით თქვენში, მაგრამ რაებს ვყვები, მაგრამ რა ვქნა, თუკი ჩემთვის ახალი წელი სევდიან მოგონებებთან და მანდარინთან ასოცირდება? :დ

ბოლო ახალ წელზე მოვყვები,ყველაზე სასაცილო თუ სატირელი მაინც ისაა :  2010 რომ ხდებოდა, უკვე 9 თვის შეყვარებულები ვიყავით მე და აჩო, მაგრამ ჩემებს მაინც არ ვეუბნებოდი, მხოლოდ რაღაც ლაითად იცოდნენ. ხოდა, ახალ წელს ტვალეტში ჩავიკეტე და იქ აჩოსთან ლაპარაკში უნიტაზზე მჯდომი შევხვდი :დ

იდეაში კრეტინიზმია, მაგრამ მაშინ ორივე სიცილით ვკვდებოდით და რაღაცნაირი იყო… თან საიდუმლოებით მოცული :დ [რა ტანჯული ბავშვობა მქონდა, ეხლა ხო გესმით ჩემი :დ ]

მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავ, რომ ყველაფერი კარგი მაინც წინ მაქვს და ამ წელს არ გამოვა, მაგრამ იქით ახალ წელს უკვე ისეთი დღეებს მოვიწყობ, როგორზეც ყველა, ყველა, არ შემეწინააღმდეგოთ და მართლა ყველა გოგო ისურვებს :დ

მთაში თოვლში განმარტოებით მდგარი ერთსართულიანი სახლი, ცხელი ბუხარი, რბილი ჭრელი ხალიჩები, წითელი ღვინო, ცხელი ჯაკუზი, ცხელი საღამოები …. :დ

ერთხელაც, მეც ვიქცევი ზამთრის სნეგურაჩკად :დდ

====================================================

ზამთრის, ახალი წლის საღამოების გასახსენებლად ვთაგავ თაას-ს , სალოლას, კევანას და ლიტერატორს ))

Posted in და–ტაგ–ულ–ებ–ი, მემორიზ, ყველაფერი ჩემზე, წარსულის ქრონიკები | Tagged: , , , , , , , , , , , | 6 Comments »