ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

to do list

Posted by vekoo on December 16, 2010

ისე მივეჩვიე უსაქმურობას როცა უნივერსიტეტში ან ენის ცენტრში არ მივდივარ, რომ მთელი დღე სახლში ვზივარ, ძირითადად 1-2 მდე ისევ პიჟამოებში ვარ და უკეთეს შემთხვევაში სკამზე მჯდომი, თუარადა (დღევანდელივით) კვლავაც საწოლში ვწევარ და ისე ვუყურებ რამე ფილმს. თან კარალიოკები მაქვს და იმას მივირთმევ დაახლოებით 15 ცალს მაინც :დ

დღესაც სანამ მომშივდებოდა ვიწექი და ძველ სერიალს H20-ს ვუყურე, არც თუ ისე შორეული ბავშვობა გავიხსენე :დ ჯერ 3სეზონი დევს სულ ავოეზე და ყველას მინდა ვუყურო.

მერე მიძინებულმა სინდისმაც გაიღვიძა ჩემში მამაჩენი რომ დაბრუნდა სახლში და to do list ჩამოვწერე:

To Do List :

  • თავი მოვიწესრიგო

  • ჩემი ოთახი დავალაგო

  • სახლი ზედაპირულად დავალაგო

  • “შკაფში” და უჯრებში ტანსაცმელები დავალაგო და გასარეცხები

  • გადავარჩიო.

  • “კორპორაციული ფინანსები” ვისწავლო

  • “ეკონომიკური პოლიტიკის” საპრეზენტაციო შესავალი დავწერო.

ერთი შეხედვით ძალიან ელემენტარული და მარტივი საქმეებია, მაგრამ წელი მომწყვიტა, უჟაას :დ

ჩანაწერები გახსნილი  word-იდან

4:31 შესანახად ჩანთების ჯიბეებს რომ ვბერტყავ, მაფცხიკებს, მტვერზე ალბათ : )

4:43 ოთახში ყველაფერი რიგზეა. ერთადერთი ტანსაცმელები ყრია ერთ ადგილას საწოლზე, >>> სხვა პუნქტი მთლიანად ტანსაცმელების მილაგებას ეხება და ამიტომ არ მოვკიდე ხელი, პირიქით, თუ სადმე სკამზე გადაკიდებული მქონდა, ისიც იქ საწოლის ბოლოზე მივაგდე.
საწოლის ის მონაკვეთი ერთი დიდი ბარდაგია, მაგრამ მთლიანობაში დალაგებულია. ერთადერთი გამოხვეტვა აკლია ))

4:50 უკვე მეორედ ვხვეტავ ოთახის უხალიჩო მონაკვეთს, შიგნით “მეორე მე” უკვე ჩამძახის, დაჯექი კომპთან, დაიკიდე დალაგებაო

5:02 მოვრჩი ოთახის დალაგებას. თითქოს არაფერი, მაგრამ საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ეხლა რომ წარმოვიდგენ, რომ ეს მთელ სახლში სიდიდით საშუალო და არც ისე გადატვირთული ოთახია და ასე დამქანცა, მთელი სახლის დალაგებაზე აშკარად ვერ გავქაჩავ მე.

პ.ს. ნახევარი საათი მოვუნდი და ეხლა სალოს ლოგინს გავხედე და ქოლგა ზედ გდია :  |  მადლობა ღმერთს, ეს ერთადერთია რაც დამრჩა :დ [იმედია]

5:09 ვსო, სახლიც “დავალაგე ზედაპირულად” . ბევრი გასაკეთებელი არც არაფერი ყოფილა – ჭურჭელი სანამ ამ თუ დუ ლისტს ჩამოვწერდი იქამდე დავრეცხე და სხვა ოთახები ისედაც დალაგებული იყო, მე უბრალოდ გადასაფარებლები გადავასწორე.
სამზარეულოში მამიდა დიასახლისობს და დანარჩენს ის იქ მიხედავს.

შემდეგი არის ტანსაცმელების დალაგება, რაც ისე, ისე ისე მეზარება რომ ეგრევე ვახტები.

წელის არეში ტკივილმა შემომიტია. Aრადა ერთი-ორი დავიხარე ლოგინების და მაგიდის ქვეშ გამოხვეტვისას.

ჰო, წინ კიდევ უკვე ბრეინ ვორქები მელის >>> “კორპორაციული ფინანსები” უნდა ვისწავლო და “ეკონომიკური პოლიტიკიდან” სახელმწიფო ხარჯებზე შესავალი გავაკეთო ჩემი ორშაბათის პრეზენტაციისთვის “საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 2008-2009 წლებში” .

ეს პოსტი ამას ვეღარ დაელოდება და ეგრევე ვაფაბლიშებ, და იმედი მაქვს, მართლა ვისწავლი და ეხლა აქ თამაშებს და ფბ-ს არ გადავყვები.

Xო, კიდე ახალი გასართობი მაქვს >>> ჩემი ახალი და საყვარელი ბლოგერის ძველ პოსტებს ვკითხულობ. Mე თუ მკითხავთ, სწორედ ისაა ბლოგოსფეროს მთავარი დივა _ ბრწყინვალე ქალია – აქვს მშვენიერი ოჯახი, აწყობილი კარიერა, მოსიყვარულე ქმარი და საყვარელი პაწაწუნა შვილი )) ხო, კიდე საერთო ინტერესები გვაქვს, რასაც ის ანხორციელებს და მე (ჯერ) ვერა. წარმატებები თაა ))

დაახლოებით ასეთი ავეჯი მინდა საწოლ ოთახში - ბევრი-ბევრი თაროებით და უჯრებით

პ.პ.ს. ამასობაში მომშივდა. ძირითადად ჩემს ოთახში აქვე კომპთან მივირთმევ ხოლმე, მაგრამ ეხლა უკვე მენანება იატაკის დანაგვიანება :დ ბედის ირონია :დ

9 Responses to “to do list”

  1. Mari said

    H2O – როგორ მიყვაააარს… მთელი აბიტურიენტობა მაგის ყურებაში გავატარე :))

  2. salolas said

    დედაააა : )))) მომწონხარ ვერონიკა ❤❤ ხშირად შემოგიტიოს ხოლმე ასეთმა სიმპტომებმა არ გინდაა?😛😛

  3. LiLaC said

    უჰ, ამის ჩამოწერა მეც არ მაწყენდა…
    მაგრამ მერე მაგის შესრულება არგინდა? ^_^

  4. anna said

    დალაგებაში მეცადინეობაც შედის?:დდდდ არააააააააააააააა დ

  5. :დ
    აუ H2O❤❤ მესამე სეზონის ყურება მინდა და ტავი ვერ მოვაბი

  6. mrsmarch said

    ყველაფერი მომეწონა ამ პოსტში შენი საწოლის გარდა: )) რაღაც ეს ოთახის ფოტო ბევრი უჯრებით არ მომწონს: ))
    პ.ს სხვათაშორის თაა-ს მეც ვკითხულობ ხოლმე) საინტერესო ბლოგი აქვს)
    პ.პ.ს შენს პოსტებს პროფესიონალი ბლოგერის ხელი დაეტყო უკვე))

    • sunwaited said

      ისეთი სერიოზული საწოლი არ მინდა, მაგრამ ქვევით ჯიბეები რომ ქონდეს, მშვენიერია )))

      “პ.პ.ს” მომეწონა :დ :*

  7. […] to do list […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: