ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

დღეს ღამე კოცონთან

Posted by vekoo on December 19, 2010

დაღლილი ვარ, სასიამოვნოდ გამოწურული.

არა, წვენსახვრეპ მანქანაში არ მოვყოლივარ და არც ბოლოს აღმოვჩენილვარ სადმე ბინძურ არხში, მაგრამ ბევრი ვიარე, ბევრი, ბევრი , ძალიან ბევრი.

კუს ტბიდან ზევით კოშკამდე და იმის იქით კიდე საკმაოდ შორს ფეხით ავბობღდი : O

ფრიად უჩვეულო გარემოში კი მოვხვდი,

“ვაა, გოგოოოო, რა კაია.” – უამრავ ბიჭში ყვავას წყალობით აღმოჩენილი ერთადერთი გოგოს სიხარულით შეძახილი

სასტავი? ერთი შეხედვით ენამყრალი ხალხი :დ [ sorry რომელიც ნახავთ :დ ] ნუ, როგორც ტიპიური ბიჭები, მაგრამ რაც მთავარია, აჩოს მათთან ყოფნა უყვარს და მეც ძალიან მესიამოვნა იქ რომ ავყევი.

ბოლი, ბოლი, ბევრი ბოლი, მწვანე ბალახზე აშიშხინებული სასისკები და კარტოფილები :დ [ სხვა მწვანე არაფერი ჩემ ბლოგს ვფიცავარ ]
ცეცხლმა მიმასვარკა, თვალი ვერ მოვწყვიტე მთელი საღამო.

ჩვენ 7 რომ ხდებოდა მაშინ ავედით, ანუ უკვე ღამდებოდა და ისეთი, ისეთი სასიამოვნო იყო ამ სიმაღლეზე, უღრან არა, მარა მიყრუებულ ტყეში ანთებული კოცონი, გარშემო ჩემთვის უცნობი ხალხი, რომლებიც ვგრძნობ, რომ პიზიტივით არიან დატენილები, მინი დინამიკი და “ზე ქულესთ” დიჯეი :დ
“სან-Fრანცისკოო” :დ

ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი, ზოგჯერ ყელში ამოსული, მაგრამ ზოგჯერაც სასიამოვნო ჰანგები – ობრიგადოს psy.

ტანში მივლიდა ისე მინდოდა ძიგძიგი ცეცხლის გარშემო.

ცუდია აჩო რომ არ სვავდა – მანქანით იყო : ((   . ჩემი უდიდესი სურვილია, დროზე ავიღო მართვის მოწმობა, რომ მერე ბევრს, ძალიან ბევრს ვივლით ერთად ისე, რომ ის დალევს და მერე მე წამოვიყავან ^^

მინდა .

what a wondarful world

ხო , ნუ რაც მთავარია, ეგრევე გადასახედი თუ არის იქით მეთქი – ვკითხე 2კიჯას. და ნუ  რა თქმა უნდა, უკვე ტრადიციად ქცეული – უნდა გადახტე? :დ ერთხელ მართლა უნდა გადავხტე იმ მაღლივის ხიდიდან და ეგ იქნება :დ

წამოსვლისას ის უშველებელი გზა უცებ ჩამოვიარეთ, მმმმმმმ, ისეთი საყვარლობა იყო ფეხით სიარული/ჩამოსეირნობა იმ სიმაღლედან კუს ტბამდე, რაც მთავარია გზა ფართო იყო, მაგრამ დედანატირები :დ კინაღამ შეიწირა კიდევაც ერთის სახე :დ

მთლიანობაში – პოზიტივი . მთელი საღამო ლამის ვიჯექი და კოცონს ვუყურებდი, ხან ნაკვერჩხლებს ვეთამაშებოდი, ხან ბოლს ვემალებოდი, მერე ერთ კარტოშკას დავადგი თვალი და კარგად გამოვახმე და გემრიელად ვჭამე :დ თან დიეტურად, უმარილოდ :დ

ძალიან მინდა პახოდში წასვლა. 3 საძილე ტომარა ე.წ. სპალნიკი მე მაქვს, კარავი და ერთი საძილეც აჩოს აქვს და მსურველები გამომეხმაურონ და თუ არ გაიცხრილებით კასტინგზე, იქნებ თქვენც აგივიდეთ სახლში მისულს ტანსაცმელზე  კვამლის სუნი ^_^

P.S.  აუ, რა ცუდი გოგო ვარ, 10ში აჩოს დაბადების დღე იყო, არაფერი დავწერე იმაზე.  ამ დღეებში მოვყვები ალბათ .


10 Responses to “დღეს ღამე კოცონთან”

  1. archily said

    არაუშავს,ეხლა მაქ ორაყი აქ და კონიაკიცმ აქ კიდე,და რომ მომივლის ტავში დავლევ ეგრევე😀

    ჰოდა ცჰემ დაბ.დღეზე რა უნდა დაიწეროს ნეტა?😀

    • sunwaited said

      ოოო, ეგრე ლოთივით დალევას არ აქვს მუღამი, მარტო სახლში რა პონტია, ავადმყოფი ხო არ ხარ? :დ

      რას დავწერ და ორივე დღეზე :პ

  2. LiLaC said

    კარგია, კარგი :> მიყვარს ესეთი პოსტების კითხვა )))

  3. Mari said

    “[სხვა მწვანე არაფერი ჩემ ბლოგს ვფიცავარ]” – lol:mrgreen:

    საინტერესო საღამო გაგიტარებია🙂

  4. au me wamoval ee ^^

  5. Nimpa said

    me momewona sheni shemotavazeba, spalnikebtan da “paxodtan” dakavshirebit. tu rame damikavshirdi, vgijdebi tavgadasavlebze :happy:

  6. sunwaited said

    @Mari
    ნუ, ხო, მართლა :დ

    Siyvarulovna
    ვნახოთ, ვნახოთ :პ

    Nimpa
    შენ იქ ქუსლებით ვერ ივლი :დ აუუ, მართლა მაგარი იქნება, თუ გადავწყვიტე, გეტყვი :*

  7. nin said

    au dges, sanam am posts wavikitxavdi vuyure videoebs, rogor xtebian maglivis xididan, da dagaswari, rigshi pirveli me var😀😀 rogorc ki datbeba, martla gadavxtebi, ubralod am siciveshi ar minda :))

    • sunwaited said

      უი, შენ ყვავას გადმოხტომას ვერ ნახავდი :დ აი იმას უყურე და ხალისს დაკარგავ ისეთი სახითააა :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: