ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

შავი მარმარილო – უკვე მქონია

Posted by vekoo on December 22, 2010

ღამის 1 საათი, ავჭალის გზატკეცილი, მინგრეულ გზაზე წინ ერთადერთი თეთრი ღამის სანათი.

 

15 წუთის წინ.

ძალიან, ძალიან და რატომღაც, მოუნდა :

” გინდა ბაბუაჩემი გაგაცნო?”

” კი, რატომაც არა” . – (თითქმის ) არასოდეს ვუტეხავ.

15 წუთის შემდეგ .

ვიწრო ნაძვების ხეივანი, ორივე მხრიდან დაბურული გრძელი გზა.

ერთადერთი მოძრავი არსებანი შემოგარენში ჩვენ ვართ.

გადმოვედით.

“აი, აქვე, გზიდან 5 მეტრიც არაა…”

შევედით ))

“აი, შავი ღობე რომ აქვს, ისაა”

მეც დავინახე შავი უზარმაზარი მარმარილოები. ლამის კაცის სიმაღლეზე შემოღობილი.

“აგული, ეტა ტი?” – უცებ კადრმა გამიელვა ფილმიდან “არაჩვეულებრივი გამოფენა” .

“მართლაც არაჩვეულებრივი გამოფენაა” – ვამბობ მე და გარშემო თეთრი ფერის სტატუეტკებს ვათვალიერებ, რომლებსაც რატომღაც, კაცის სახე აქვთ …

1-2 საფლავს შემოვუარეთ, 2-3 კიბე ავიარეთ შემაღლებულზე და მივედით.

ჯერ ის შევიდა, მერე – მე.
უკუნი სიბნელეა, ვერაფერს ვხედავ.

სურათთან ახლოს მივედი და ჩავიმუხლე – ახლომხედველი ვარ და ისე ვერ ვარჩევ კაცის სახეს ქვაზე.

“ბაბუ, ეს ვერიკოა, გაიცანი”.

მე ვიღიმი.

“მეც ძალიან მიყვარდა, მიყვარს ბაბუ. მერე ჩემთანაც წავიდეთ.”

“კაი, წავიდეთ”.

წამოვდექით, თან არ გვინდა დარაჯმა დაგვინახოს.

“აჩო, ვილოცოთ. გინდა? ერთად ვილოცოთ.”-  ის მიყურებს და მეთანხმება. 

მე პალტოს კაპიშონი გადმოვიფარე და ორივე ერთად ვამბობთ ჯერ “მამაო ჩვენოს”, მერე “ღვთისმშობლის ლოცვას”. ეს უკანასკნელი აჩომ არ იცის.

აჩომ არც ხმამაღლა ვედრება იცის:

“მოდი, ბაბუასთვის ვილოცოთ, ვთხოვოთ უფალს, რომ სადაც არიან იქ კარგად იყვნენ”.

არ მეთანხმება – მასე არ მინდაო.

“გულში, გულში მაინც.”

“მასე ისედაც ვიტყვი ))”

ცოტა ხნით ორივე ვჩუმდებით.

მერე მე ისეთი საზიზღარი ვარ მაინც ვაყოლებ რას ფიქრობდა გულში.

გულში, გულში მართლა მიყვარს ეს ბიჭი. თბილი ბიჭი.

მერე მოვათვალიერე მიდამო. მხოლოდ 1 შევსებული ადგილი. 

“დანარჩენი ჩვენია ხო?” – უცნაური გრძნობაა, როცა 20 წლის ასაკში ღამე საკუთარ საფლავს მიაკითხავ.

“მომავალში ჰო, ალბათ ჩვენ დავსაფლავდებით აქ”.

მე კი მჯერა, რომ  ჩვენ არ მოვკვდებით. მართლა მჯერა მე ამისი.

რაღაცნაირად თითქოს სავსე და თან ცარიელები ვართ.  ეს იგივეა, ჭიქა რომ ნახევრად სავსე/ცარიელია. 

გამოვდივართ. ვიღაცა ჩამვლელი მანქანიდან გაოცებული გვიყურებს .

ახალი მთვარეა, მთელი ღამე ღრუბელი არ მოკარებია.

10 Responses to “შავი მარმარილო – უკვე მქონია”

  1. LiLaC said

    როგორი პოსტია… დამბურძგლა…
    თან ბაბუ…
    თან შეყვარებული წყვილი…
    მაგარია!

  2. LiLaC said

    სათაურიც ისეთია )))
    სამ ფიფქზე ბევრად ორიგინალური :დ:დ

  3. archily said

    ჰო🙂 მაგარი იყო თავისებურად🙂 ვაბშე მაგარი 2 დღე მქონდა და კიდე უფრო მაგარი მესამე დღე მელის😀 შენ თავს ვფიცავარ აი მაგარი ვკაიფობ,ხვალ იმენა უნდა ვიკაიფო :D:D:D:D:D ასე თავისუფლად და კარგად გამოცდის დღეებში ჯერ არ ვყოფილვარ😀 :***

    ხოდა მაგარი საღამო კიარადა ღამე იყო და შედეგად რათქმაუნდა მაგარი პოსტიც გამოვიდა🙂 :*******

    • sunwaited said

      შენი კომენტარები ყველაზე მეტად მიხარია ყოველთვის ))) მოიცა კაცო, დღევანდელზე ხვალ დავწერ :დ რიგში კიდე შენი დაბ დღე და მაგის II დღეა :დ

      ჩემი ლოთი ბასიაკი, ეს რა სიმთვრალე გცოდნია ეეე :დ აქამდე რატო არ ვიცოდი ბოლომდე :დ

  4. archily said

    რატომღაც მგონია რომ დღეს ბოლომდე არ დავთვერი😀 დამევასა ფორთოხლიდან დალევა ტო😀 ძააან მაგარია აწი ვსო ჭიქას აღარ გავიკარბ😀 ხოდა მგონი უარესადაც დათრობა შემიძლია /:D იმიტორო დღეს გონზე ვიყავი თან საკაიფოდ და რავი😀

  5. Mari said

    ახალი მთვარე 2 კვირის წინ იყო, შვილო. ეგ სავსე მვარეა:mrgreen:

    ხოდა, ნუ გაწუხებს შენ წვეტიანი აზრები. მაგიტომ ვერ ვიტან სასაფლაოზე სიარულს, რომ რაღაც ისეთი გამაფიქრდება ხოლმე.
    მომეწონა პოსტი. :*

    • sunwaited said

      რა იყო აქ წვეტიანი? :დ

      სავსებით ლოგიკურია, რომ მეც იქ მომიწევს წაწვენა და მიწის წაყრა :დ 10 კაცი მაინც დაეტევა იმხელა ადგილია

      • Mari said

        ისედაც ეგრე მოგვიწევს ყველას. ოღონდ დიდი დიდი ხნის მერე და არაა საჭირო წინასწარ გეგმების დაწყობა😛😛

  6. alluballi said

    damburdzgla mec…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: