ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

KBN და საკუროსო – ა.მ.ო. ვაკანსია

Posted by vekoo on December 27, 2010

ძალიან მინდა 1 კვირით აქ განმარტოება. არანაირი საქმე და ვალდებულებები. გაასწორებდა ^_^ ვსო, უკვე გადავწყვიტე სადაც ვიცხოვრებ მომავალში

ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ მაინც დავწერ რამეს. თან სათქმელი დამიგროვდა.

ეხლა თითებს ძლივს ვაკაკუნებ ამ კლავიატურაზე.

ბევრი რამე მოხდა, ბევრი რა, უბრალოდ, მნიშვნელოვანი.

როგორც იქნა, მეღირსა და მოვაბი თავი საკურსოს დამთავრებას, თავმოუბნელი ის იყო, რომ ვერ ვიცლიდი დასაწერად.

ჩემი რჩევაა : საკუროს ან რამე მნიშვნელოვან თემა/რეფერატს როცა წერთ, აუცილებლად გაიკითხეთ, იქნებ შესაძლებელია ხელმძღვანელის შეცვლა: მე პირადად ისეთი საშინელი ქალი მყავდა თემის ხელმძღვანელად, რომ იმაზე უარესი ვინღა უნდა მყოლოდა უბრალოდ, წარმოუდგენელია.

არც გამოსაყენებელი ლიტერატურა მიუთითებია და არც “შავი” ნაშრომი შეუსწორებია. არც რამე მითითება მოუცია წესიერად და საერთოდაც, ისიც კი არ უთქვამს, რაზე გამემახვილებინა ყურადღება დაცვაზე. 

powerpoint-ზეც მე დავურეკე, გავაკეთო? ხომ არ გვჭირდებათქო? და კი, კი, აბა რა, აუცილებლად გააკეთეო.

როგორც ხელმძღვანელი 2/10 მეტს უბრალოდ ვერ დავუწერ.  შედეგიც ის იყო, რომ თეორიული ნაწილი ძალიან კარგად მეწერა, მაგრამ რაც წმინდა ბუღალტრული კუთხე იყო და ჩემ თემას პირდაპირ არა, მაგრამ საერთოდ, ზოგადად ეხებოდა, იმეებში გავიჭედე.
ნუ, ეგეც საბოლოოდ ჩავახლაფორთე. არადა, თავიდან უმაღლესი ქულის დაწერას აპირბდნენ და მერე ავურიე :ს

კიდე, კიდე, კიდე რა მოხდა.

დღეს ვიყავი უნივერსიტეტის KBN-ზე. სალო გამოდის, ჩემი და. სურათების გადატანა ეხლა მეზარება და მერე ჩავამატებ. სანდროს ველოდებოდი როდის მოვიდოდა სახლში, რომ ერთად წავსულიყავით. დააგვიანდა მოსვლა და დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გავედით სახლიდან, მაქსიმალურად ვეცადე რომ მიმესწრო, ტელევიზიიდან ტაქსით ავედი, მაგრამ მაინც ვერ მივუსწარ დაწყებას : (( არადა, დასაწყისში გამოდიოდა სალოს გუნდი და მე მხოლოდ იმ მონაკვეთში მივედი ერთი ბიჭი [ უახლოეს წარსულში სალოს ექსი] სალო სიყვარულს რომ ეფიცებოდა : “ბროლის კოშკში გაცხოვრებ, ბრილიანტებს არ მოგაკლებ, ახალთახალ პრადოს გიყიდი და ა.შ. რაღაცებს და ბოლოს სალო დათAნხმდა და “წავედით ეხლა ვერის ბაღშიო ” ასე უთხრა.

ესეც მათი შუტკა.

იდეაში, კარგი იყო, საბოლოოდაც მხიარული გამოვიდა. სურათები მაინტერესებს )) 

აჩო ვერ წამომყვა კონცერტზე. მგონი, პირველად მოხდა, როცა თავშეყრის ადგილას ვიყავი და ჩემთან ერთად არ იყო. მგონი კი არა, აქამდე ყოველთვის ჩემთან ერთად იყო ხოლმე და ერთი ისიც ვიფიქრე, მეც ხო არ დავიკიდოთქო, მარა სალოს ვერ გავუტეხავდი.

რას ვიზავ, ახალი წლის დღეებია და ყველას უნდა გოჭის და ინდაურის ხორცის, ტკბილი გოზინაყის და ჩურჩხელების ჭამა კიჭებით, ამიტომაც სტომატოლოგებთან ვიზიტების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.. ვიმედოვნებ, იმას მაინც მოახერხებს,აჩო რომ 31ში საღამოსაც თეთრ ხალათში გამოწყობილი კლინიკაში არ იჯდეს  ))

კა-ვე-ენი რომ მორჩა, მერე მე და სანდრომ მე-8 კორპუსიდან რუსთაველზე ფეხით ჩავისეირნეთ, იქ გზაში აჩო წამოგვეწია და ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ბოლოს ფუნიკულიორზე წასვლა გადავწყვიტე, – საახალწლოდ განათებული თბილისი მინდოდა მენახა და იქნებ, თოვლის ბაბუაც ყოფილიყო – სანდროს გაუხარდებოდა. 

ხო, სიახლე ყინულზე სრიალის მოყვარულთათვის. მთაწმინდაზე გაკეთდა საციგურაო მოედანი და მსურველებს ამ დღეებში უკვე შეეძლებათ დატკბნენ მთაწმინდაზე სრიალით. ჩვენ რომ ვიყავით დღეს უკვე მთელი მოედანი მოყინული იყო და სახანძრო მანქანით კიდე ასხავდნენ ზედ რაღაცაში შეზავებულ წყალს, რო კარგად მოყინულიყო. ისეთი ლამაზი იყო ეს “ნაპორით” წამოსული წყალი იმსიშორეზე რომ ისხმებოდა შავ ცაზე, რომ სანამ კარგად არ გავიყინე, ვიდექით და ვუყურებდით “მოცეკვავე შადრევნებს”.

 

ხო, კა-ვე-ენზე შუა დარბაზში რომ ვიღებდი უცხო ნომერმა დამირეკა. იქ რომ ვიყავი ცოტა აჟიტირებული პასუხი გამომივიდა, მაგრამ ხვალ გამოვასწორებ- ვაკანსიასთან დაკავშირებით დამირეკეს კერძო კომპანიიდან. ხვალისთვის შევთავაზე ადგილზე მოვალ და პირობებს გავიგებთქო. ვერც გავიგე რომელი კომპანიიდან მირეკავდნენ, იმის იმედზე ვიყავი, რომ სახლში გაგზავნილ მეილებში ვნახავდი და ვიცნობდი სახელს, მაგრამ ეგეთი არაფერია. 

ასე რომ, ხვალისთვის გარკვეულწილად  ალალბედზე მომიწევს წასვლა. რაც მთავარია, ვაჟაზეა ტერიტორიულად და ძალიან მაწყობს.

ვნახოთ რა იქნება .

6 Responses to “KBN და საკუროსო – ა.მ.ო. ვაკანსია”

  1. “წავედით ეხლა ვერის ბაღშიო ” – ეგ ბიჭი ბლოგერი ხომ არ იყო? :დ

  2. Mari said

    წარმატებები ვეკო :* :*
    უი, ყინულის მოედანი🙂 რა კარგია🙂 ფეხის მოტეხვას რომ გადავწყეტ, აუცილებლად ვესტუმრები მაგ ადგილს.

  3. alluballi said

    auuu ra magarii adgiliia mand minda axal wels shevxvde auuuuu

  4. alluballi said

    xo chemi dac iyo kaveenze da magatma gundma gaimarjvaa… pegasma

    • sunwaited said

      უი, ეგეთი არ იყო იქ არავინ წელს, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გუნდია?

      აუ, შენ კომენტარებს რომ ვხედავ, სულ მიჩნდება სურვილი, რუსთაველი ბლოგერები შევკრიბო ;დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: