ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

საჩოკლაუს, სიყვარული დაგბედებოდეთ

Posted by vekoo on December 31, 2010

2010 წლის შემაჯამებელი პოსტი. არადა, არაფრის დაწერა არ მინდა, არც ვიცი რა შევაჯამო, რაც არაფერი მახსენდება. მოდი, იმას დავწერ, რისი სურვილიც 2011ში მაქვს, რომ განვახორციელო:
ე.ი. 2011 წლის მიწურულს:

  • პირველ რიგში, დამთავრებული მექნება ჯავახიშვილი
  • ვიქნები ეი-სი-სი-ეი-ს სტუდენტი ^_^

არა, არა, არ მინდა არანაირი გეგმის თუ მიზნის დაწერა😀
2011-ში ერთი დიდი გეგმა მაქვს და მასზეა ყველაფერი დამოკიდებული😀
ერთი კი ვიცი,რ ომ დიდი და ლამაზი წელი უნდა მქონდეს, იმაზე 1000 თავით უკეთესი, ვიდრე 2010 იყო/არის.
2010 თავის მხრივ, არაფრით  ყოფილა დასამახსოვრებელი, ერთი ის იყო, რომ დროის გასვლამ საბოლოოდ დამიდასტურა სიყვარული და რა მინდა ცხოვრებაში.

წელს ისე დარწმუნებული ვარ ჩემ თავში, როგორც არასდროს. იმდენად მჯერა “უღუბლო” მომავლის, რომ თანახმა ვარ ახალი წლის ღამეს რაღაც-რაღაც დიდ სიამოვნებებზე უარი ვთქვა.

ყველანი ძალიან ძალიან მიყვარხართ [თუმცა, მაინც იმის შესაბამისად, ვინც როგორ იმსახურებს : D ]

სურვილების ასრულება დაგბედებოდეთ ^_^

საახალწლო საჩუქრები უკვე მივიღე საჩოკლაუსისგან, როგორც გუშინ ვთქვი, ოფთალმოლოგიურ გამოკვლევაზე ვიყავი უსაყვარლეს დეა ექიმთან ^_^ ისეთი საყვარელი გოგოა ბიჭი მაინც ვიყო :დ

ხოდა, დღეს მივედით რონიკოში და გავიკეთე კონტაქტური კორექცია . ჩადგმის პროცესი იყო ძალიან სასაცილო :დ ვიცრემლებოდი და უცხოპლანეტელს ვგავდი :დ მაგრამ პირველივე ცდაზე კარგად ჩავისვი ჩემივე თითებით : D
სულ 5 საათია რაც მიკეთია და ჯერ ეხლა ვეჩვევი კონტაქტურ ლინზებს . ხანდახან მავიწყდება ხოლმე და კომპთან დაჯდომას რომ ვაპირებ, სათვალის ძებნას ვიწყებ ხოლმე :დ

ერთი ცუგრუმელა ციცცქნა ნივთია, მარა ისეთი საყვარლობაა, ამის გარეშე უკვე ვეღარ წარმომიდგენია ცხოვრება :დ

ისეთი , ისეთი გახარებული ვიყავი იქიდან რომ წამოვედი და ამხელა განსხვავებას რომ ვხედავდი, უცებ ვიგრძენი საახალწო განწყობა :დ

იქიდან პასაჟში წავედით – აჩოსთვის ამ ეტაპზე  მნიშვნელოვანი რაღაც ვიყიდეთ :დ ერთი სული მაქვს როდის მოვახერხებ და ჩემი გემოვნებით როგორ მოვარგებ ტანზე ^_^

ძალიან პოზიტიური დღე მქონდა,  მერე საბურთალოზე გავედით და იქ შაურმა ვჭამეთ :დ ისეთი ხახვიანი იყო, მაგრამ სამაგიეროდ მაიონეზი ორმაგი დოზით გავაკეთებინე და იქვე სკვერში ჰაერზე ჩამოვჯექით და მადიანად ვილუკმებოდით : ))

საყვარელი დღე მქონდა, ბედნიერად ვაცილებ ძველ 2010 წელს.

მიყვარხართ, ყველანი მიყვარხართ ეხლა და იქით ახალ 2011-ში შევხვდებით ))

ბედნიერი ახალი წელი

5 Responses to “საჩოკლაუს, სიყვარული დაგბედებოდეთ”

  1. ^^კიდევ უფრო მაგარ წელს გისურვებ :))

  2. neliko said

    amboben axali wlis games survilebi xdebaoo… aha vekoo agisruleee survili da aq davwere komentariii… yvelaperi sauketeso dagbedebodess… :* :* :* achoklausi dagbedebodes… :* :* :* :*

  3. kevana said

    ლამააზ :დ

    როგორ გიხდება თმები ასე..

    გილოცავ ახალ წელს და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ :*

  4. salolas said

    ვეკ თმები მართლა ძაააალიან მაგრად გაქვს!!! აქ კიდე არ ჩანს ისე კარგად.❤
    და საერთოდაც მიყვარს შენს ბლოგზე პოზიტიური პოსტებიი!!!

  5. […] ჩემი საჩოკლაუსი ,  მახსოვს შარშანაც გამანებივრა საჩუქრით […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: