ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

კაცობა-მორყეული კაცები

Posted by vekoo on January 20, 2011

პოსტი შთაგონებულია პირად მოტივებზე კიარადა, პოსტს სარჩულად უდევს პირადი გამოცდილება.

მგონია, რომ ბიჭებმა სულ დაკარგეს ბიჭობა .

აღარაფერს ვამბობ კაცობაზე და უბრალო ადამიანობაზეც კი .

ესე იგი, რა ხდება:

ახლახანს შემემთხვა 2 ისტორია, თანაც ორივე სულ რამდენიმე საათის შუალედით და კიდევ უფრო გამიმყარდა ვარაუდი, რომ ამ ცხოვრებაში ადამიანი ადამიანისთვის მგელია და ყველას თვითგადარჩენის ინსტიქტი ამოძრავებს.

ნაწილი I

დილა, 9 საათი და 25 წუთი, კოსტავას გამზირზე პეკინზე გადასასვლელთან მგზავრობის ლარიანს ვაწვდი მშობლიური რუსთავის სამარშუტო ტაქსის მძღოლს და თან ვფიქრობ ტაქსით ავიდე მაღლივში თუ კვლავაც მარშუტკით?

ჩამოვედი და პირველი თვალებში 2 ნომერი გამეჩხირა, – რადგანაც ვიცი, რომ ტაქსისთვის მიწისქვეშათი გზის მეორე მხარეს ტელევიზიასთან უნდა გადავიდე, მერე როდის დავიჭერ ცარიელ ტაქსს –  ამ დილაადრიან ყველას ხო სამსახურში აგვიანდება და ამიტომ ეგრევე მარშუტკაში ავდივარ და მხოლოდ მერე ვამჩნევ, რომ ის თბილისის სტანდარტებს არ ჩამორჩება (:დ), სადაც მგზავრობისას მარშუტკაში ფეხზე დგომის კულტურა მყარად ფესვგადგმულია და მეც სხვა რაღა დამრჩენია, 13 სანტიმეტრიანი ჩექმებით ისედაც 175 სანტიმეტრიანი გოგო 4ად ვიკეცები და ვცდილობ, წონასწორობა შევინარჩუნო და არ წავიქცე.

რა მოძრაობაა ქალაქში ყველამ კარგად იცით, რამოდენიმეჯერ კინაღამ სერიოზულად წავყირავდი.

და ბიჭებს , რომ კითხო კაი ბიჭებს და რჩეულ ჯელტმენებს ერთი არ უფიქრიათ ადგილი დაეთმო, მითუმეტეს 2მა ეგევე ფული მოიმარჯვა- მალევე ჩადიოდა.

მხარზე ჩამოკიდებული უზარმაზარი ჩანთა ისევ ერთმა გოგონამ გამომართვა ღიმილით და დამიკავა.

ვაჟას დასაწყისში ერთი ადგილი განთავისუფლდა და დავჯექი და მეც დავისვენე, გოგონას ზრდილობიანად მადლობა მოვუხადე და საგამოცდო საკითხების კითხვა დავიწყე.

ესეც ქალური სოლიდარობა და მამაკაცური პატივისცემა.

ნაწილი II

ვინც არ იცის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოლოქვიუმებსა და გამოცდებს საგამოცდო ცენტრი ატარებს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკაში, მკაცრი წესრიგია და ჩანთებსაც იქვე დერეფანში სპეციალურ საკიდზე ვაბარებთ პერსონალს და ვიღებთ ჩვენ კუთვნილ ჩანთის ნომრის ბარათს. გამოცდის დასასრულს იქ უშველებელი რიგებია- დაახლოებით 3 000 სტუდენტს თავისი ჩანთა უნდა და არის ჭყლეტვა-წეწვა.

პირველად მოხდა ამ 4 წლის მანძილზე, რომ გამოცდაზე რაც შემხვდა ყველა , 3-ივე საკითხი და ამოცანა ვიცოდი და რასაც ქვია დავქარგე ნაშრომი. ამიტომაც მალე გამოვედი.

ჩავდივარ ჩანთის ასაღებად და ველოდები ჩემ 3კაციან რიგს, ჩემ წინ გოგოებმა აიღეს ჩანთები და მე რომ უნდა მივაწოდო ჩემი ჩანთის ნომერი, ამ დროს ვიღაცა პრიშიკებიანი ქერა მუტრუკი ამეტუზა და უტიფრად მიაჩეჩა თავისი ნომერი.

ოოოოო

ვერ მოვითმინე და ეგრევე ვაჯახე, რომ თუ არ იცის, აქ რიგია და კეთილი ინებოს და დაელოდოს როდის ავიღებ ჩანთას. მითუმეტეს, ჭყლეტვა არაა და ჩემს მერე მხოლოდ ის დგას.

“- მეც ვიდექი რიგშიო”. – არადა, თავიდან სულ 3 კაცი ვიდექით, ბოლო მე ვიყავი და ის ჩემს მერე მოვიდა ბოლოს. იმდენი შეგნება და ზრდილობაც არ ქონდა, რომ არათუ დაეთმო გოგოსთვის – ამითი სულ 5 წამს დაკარგავდა, მეტს მართლა არა- დაჟე გადამახტა და ჩემ წინ წავიდა.

რა არის, 5 წამიანი ჩანთის აღების პროცედურაა და ამის გამო გოგონას შენზე წარმოდგენა არ უნდა დააკარგვინო.

სულ დაკარგეს ამ ბიჭებმა გალანტურობის განცდა. ასე მგონია, ყველამ დაიკიდა ზრდილობა და ის იმის შეგნება, რომ მათ კაცი ქვიათ და კაცს კაცური ქცევა მართებს, და არა ჩემი მეზობელი იზოლდა დეიდასნაირი.

ნუთუ მარტო მაშინ უნდა გამოიჩინო ბიჭმა ზრდილობა, როცა გოგოს კერავ? როცა მისგან რამეს მოელი და გჭირდება, რომ თავი მოაწონო?

დასკვნა:

კაი, არც მე მექნებოდა პრეტენზია თვითონ მამრებს რომ არ ქონდეთ პრეტენზია წინადადებაზე გენდერული თანასწორობის შესახებ. მაგრამ საქართველოში მაცხოვრებელი კაცების პროცენტულად უდიდესი ნაწილი თავს ქალზე სრულფასოვან პიროვნებად მიიჩნევს.

ხოდა, თუ ასეთი სრულფასოვნები არიან, ელემენტარული შეგნებაა ხო რომ ჯუნგლის კანონი არ იყოს შენი ცნობიერების წყარო და გოგონას პრიორიტეტი მიანიჭო რიგ შემთხვევებში.

პ.ს. აჩოსთან რომ დავიჩივლე ვიღაც ბიჭებმა ნერვები მომიშალეს მეთქი, ეგრევე “აიჯაგრა” და ვინები იყვნენ, რა უნდოდათო.  – რა კარგია, რომ მე ვიპოვე მამაკაცი, რომელმაც იცის როგორ მოექცეს საპირისპირო სქესს, როგორ გაანებივროს და დაიცვას ქალი და მე მასთან ბედნიერი ვარ.

8 Responses to “კაცობა-მორყეული კაცები”

  1. archily said

    მაგას უეჭველი წვეტიანი წუFლი ეცვა ან კიე ძალიან დახეული ჯინსი😀 რომელიმე უკიდურესობა იქნებოდა🙂

    ძალიან კარგი ოპსტია,ძალიან მომეწონა :*

    თუმცა მინდ ავღნიშნო რომ იყო შემთხვევა როცა მეც არ დამითმია ადგილი სხვისთვის,მარა მიზეზიც მქონდა რათქმაუნდა,აი 2 წლის წინ დაახლოვებით,თუ გახსოვს,ცუდად რომ ვიყავი ერთი პერიოდი,ძალიან ცუდი რაღაცა რომ მჭირდა😀 ან რამე ეგეთ სიტუაციაში :)))

    • sunwaited said

      შენ აჩიკო არასოდეს არ უთმობ ადგილს სხვას :დ ნუ, მე ასე მახსოვს :დ

      მაგრამ შენთვის შეიძლება, შენ ხო მარტო მე უნდა გამანებივრო😛

      • archily said

        ერთი მანქანის ფასის შუბით და კიდე მეროე მანქანის წონის შპაკლით რომ დამადგება ნაგლად თავზე და სახეზე რო აწერია დროზე ადექი და დამსვიო<<აი ეგეთს არ ვუთმობ,ზიზღის გრძნობა მიჩნდება ეგეთებზე და რ ადგილის დათმობაზეა საუბარი🙂 და მოხუცს რო ვხედავ რო მართლა უჭირს და ცუდათაა დავუთმობ,და სულ ვუთმობ ხოლმე კიდეც,პროსტო მე და შენ ან სულ მანქანით ვმოძრაობთ ან კიდე მეტროში ან მარშუტკაში ან ავტობუსში თუ შევედით სულ ფეხზე ვდგავართ და აი ზუსტად მაგიტომ არ გახსოვს ის რომ მე ადგილს ვუთმობ ხოლმე სხვებს :))))

  2. ბიბლიოთეკის რიგები მართლაც უკიდურესობაა, რიგებს ვინ ჩივის შესვლისას რა ამბავია, ერთხელ კარებშჳ იმხელა ჩამარტყეს მუცელში გამოცდა ძლივს ვწერე, ჩემმს მეგობარს კიდე ხელი გაეჭრა ისე დაეჯახნენ😐

    • sunwaited said

      რა უბედურებაა😐 იმენა ჯუნგლებია .
      და ხელი როგორ გაეჭრა :O

      • ვიღაც იდიოტი ისე დაეჯახა რომ კარების რკინას შეეჯახა და ხელიც გაეჭრა😐 მართლა ცხოველობაა, მანდ ნაბიჯის გადადგმა არ მჭირდება ხოლმე, თავისით შევყავარ ბრბოს😐

  3. 😀😀😀 გოგოს კი არა მოხუცს არ უთმობენ ადგილს ხოლმე:/

  4. […] უფრო უმთავრესი– ჯუნგლის კანონი კაცობა მორყეულ კაცებზე. კიდე ვისწავლე, რომ  მოტივაცია, როგორც […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: