ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ვაზელინი საგანი

Posted by vekoo on January 21, 2011

ვსო, მოვრჩი, მეღირსა და გათავდა სანატრელი წამები.

ესე იგი , რა ხდება, შარშან წინ (=2წლის წინ), როცა სულ სულ ახალთახალი, ცინცხალი ლავ-სთორი გვქონდა, სულ 2-3 თვის დაწყებული ურთიერთობა, დამემთხვა ზაფხულის დამამთავრებელი გამოცდები.

ხოდა, რაღატომღაც, მაკროეკნომიკის გამოცდაზე არ შევედი, იმიტომ რომ გარეთ აჩო მეგულებოდა და სულაც არ ვიყავი რამის წერის ხასიათზე, მითუმეტეს, არც თავში მედო დიდად რამე ამ საგანში. ხოდა, ძვირფასად შევიწოვე ეს საგანი, თანაც ისე, რომ გადაბარების უფლებაც კი არ მქონდა. მიმდინარე ქულებიც სულ 0-ები მყავდა

იმის გამო, რომ დილით 9ზე მქნდა სემინარები, მე კი 5 საათამდე რატომღაც სკაიპში ვეგდე და ერთ სულიერს ველარპაკებოდი და ამიტომ დილით სემინარზეც ვერ მივდიოდი.

არა, აჩოს არ ვაბრრალებ არაფერს, დედას ვფიცავარ, ყველაფეფრი ჩემი ნებით მოხდა :დ

ხოდა, ასე შემრჩა ეს საგანიც II კურსზე.

მერე გავარკვიე, რომ ცხრილებში რაღაც არიეს და III კურსზე ამ საგანს მაშინდელ II კურსელებთან ვერ გავივლიდი, რადგანაც მათ III კურსზე გადაუტანეს მაკროეკონომიკა და ამიტომ, ის წელიც ჩამივარდა და ჰაერში აღმოვჩნდი. ანუ მომიწევდა IV კურსზე III კურსელებთან გავლა მაშინდელი II კურსის საგნის.

მერე აღმოვაჩინე, რომ მაკრო ყოფილა 10 კრედიტიანი საგნის წინაპირობა, რომელიც IV კურსზე ისწავლებოდა და  მე თუ IV-ზე ჯერ მაკრო უნდა გამევლო, ე.ი. იმ 10 კრედიტიანს ვეღარ გავივლიდი – წინაპირობა არ მქონდა გავლილი და ასე მემატებოდა მთელი წელი სასწავლად 1 საგნის გამო : ((

აღარ ვიცოდი რა მექნა, ვკაიფობდით, თუ რამე არ შეიცვალა ცოლად მოგიყვან და შენები ვეღარ გაიგებენო :დ

მაგრამ, ამას ორივე გადავრჩით და კვლავაც შეცვალეს ცხრილები და წელს IV კურსზე ორივე საგანი ერთად გავიარე.

ხოდა, დღეს მქონდა გამოცდა ამ საძულველ მაკროეკონომიკაში. საგანი მძულს როგორ იცი? აი, ეგრე რომ არაფერი შემზიზღებია ცხოვრებაში, :დ რაღაცა, ვერ ვიტან ვერც წიგნს და ვერც ლექტორებს :დ

გუშინ მთელი დღე ისე გავწელე, ვერაფერიც  ვერ წავიკითხე მეზარებოდა, ძლივს ვაიძულე თავი 1 თემა მაინც წამეკითხა. ეგ იყო და ეგ ჩემი მეცადინეობა : ((

ვიცოდი, რომ ასე საგნის განმეორებით შეტენვის შანსს კატასტროფულად ვზრდიდი, მაგრამ აი პროსტა ვეერ რა. არ შემეძლო ქსეროქსების გადაშლა და მაგალითად სახელმწიფო ბიუჯეტის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ან ფიქსირებული და მცურავი გაცვლითი კურსების სწავლა-გარკვევა.

ხოდა, დღეს დილითაც ესეთი მოუმზადებელი წავედი გამოცდაზე : (( გზაში გადავიკითხე კიდე 2 თავი და ეგ იყო და ეგ.

ხოდა, მეღირსააააააააააააა, მომილოცეთ, არ მაინტეესებს :დ

ტესტირებული გამოცდა კომპიუტერებთან მქონდად ა სწორ პასუხებს ეგრევე მიწერდა, როგორც კი გამსვლელი 20 ქულა ავიღე, ეგრე ვე დავიკიდე ყველაფერი და გამოცდის დამთავრებას დავაჭირე :დ

მაგათი მე არ მინდა არაფერი, ლიჟბი ეს საგანი მოვიშორე და მეტი ქულა არც მჭირდება.,

ეხლა მე გულიდან დიდი ლოდი გადამიგორდა და დღეიდან თუ ავმჩატდები, არ გაგიკვირედეთ :დ

პ.ს. სორი ბევრი ბოდიალისთვის, პროსტა, ჯერ ისევ მიხარია ამ საგნის ჩაბარება.

6 Responses to “ვაზელინი საგანი”

  1. archily said

    გეღირსა?😀 ჩემ ფაკულტეტზეც იყო ეგეთი ტიპის საგანი,ჰისტოლოგია😀 დაჟე ჩემ კურსელს 1-ხელ შეეტენა მერე სხვა ფაკულტეტზე გადავიდა,კიდე შეეტენა და მერე აღდგენებზე ირბინა,ვერ ცჰააბარა და განმეორებიტზე პროსტა შეეცოდათ და ისე დაუწერეს 52 ქულა😀
    მე გამოივძვერი ეგრევე😀 “ინვალიდობამ” მიხსნა😀

    ნეტა სხვა ფაკულტეტებზეც თუა ეგეთი ტიპის საგნები?😀

  2. anna said

    რა საზიზღრობაა საგანი რომ გძულს და გეტენება :დ წელს ვიყავი ღრმად დარწმუნებული მაგაში და რომ არა თეუსუს დაშლა და თსუსთან შეერთება, შემეტენებოდა კიდეც :დ
    ამჯერად კი მოწყალება მოიღეს და ცუდი ქულები არ გაგვატანეს :დ

  3. MrsMarch said

    congratulations Vekoo!!😀 x3

  4. გილოცავ ^^

  5. Mari said

    აუ, რატომ არ მაქვს გავლილი ეს საგანი…ახლა ვიწყებ და ერთი სული მაქვს😀 ჩემი მომავალი სპეციალობაა. შენ ლექტორი არ გივარგოდა😛
    ისე, მესმის შენი. მეც მასე მძულს ეკონომეტრიკა.

  6. […] მთებში მოტეხილი ფეხით, უმთავრესი მაკროეკონომიკა– ვაზელინი საგანი და კიდევ უფრო უმთავრესი– ჯუნგლის […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: