ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

მოტივირებული იდიოტი

Posted by vekoo on January 24, 2011

როგორც კი დავალებების გაკეთება დავიწყე, ეგრევე მოვედი ხასიათზე და მივხვდი (კიდევ ერთხელ) რა ჭკვიანიც ვარ :დ ხოდა, რა სასაცილო მოდეპრესიო სტატუსები/სურათები გაქვთ :დ

რაღაცა, ენერგიით დავიტვირთე,  კარგად ვარ, რამდენი ხანია არაფერი მიმეცადინია, მითუმეტეს ინგლისურისთვის არ გადამიხედავს.
აუ, ეხლა მივხვდი როგორ მყვარებია ეს ენა და ამ ენაზე მეტყველება :დ

ხალხნო, ვინც სწავლას იკიდებთ და გგონიათ, რომ რაც ხართ იმითიც კარგად გახვალთ ფონს, ჩამორჩენილობა დაგღუპავთ :დ გაანძრიეთ ტაკოები და ისწავლეთ რამე.
როგორც ეკა მეუბნება ხოლმე “-ინგლისური ტვინით კი არა, ტრაკით ისწავლებაო” :დ

ერთი შეხედგვით უცნაურია ხო? :დ მარა ასეა ))

უნდა იჯდე და იკითხო, უყურო ფილმებს და გქონდეს კონტაქტი საჭირო ხალხთან.

ეს პოსტი პირველ რიგში მე მეხება, არაფერი პირადული ვინმესთან, მინდა ეს მოტივაცია დიდხანს შევინარჩუნო, არაფერია მოტივირებულ ადამიანზე ძლიერი და არაფერია მონდომებული ადამიანისთვის შეუძლებელი.

არასოდეს დაივიწყოთ მიზნის დასახვა და მერე დასახეთ გზები ამ  მიზნის მისაღწევად. მე რატომღაც დავივიწყე ეს დებულება და იქ გავიყინე სადაც უნივერსიტეტში ჩავაბარე გამიზნულ ფაკულტეტზე და გამიზნული 100%იანი გრანტით.

  • მიზანი – ესაა სურვილს+ კონკრეტულობა, რომელიც მოქცეულია დროის სასურველ ჩარჩოში და გამოსახულია ფურცელზე.

ამიტომ კარგად მუშაობს to do list-ების ჩამოწერა და ყველაფრის საფეხურებრივად შესრულება. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც, აი ეს. ყველაზე მარტივი მაგალითი.

  • მოტივაცია კი სხვა არაფერია, თუ არა მიზნების მისაღწევად საკუთარი ან სხვათა მოქმედებების წახალისება.

ამიტომ, არ დაგავიწყდეთ თქვენი თავის წახალისება, როცა რამე მნიშვნელოვანს მიაღწევთ ან გააკეთებთ დაასაჩუქრეთ ის.

აი, მე მგალითად, ეხლა უკვე შემილია სუფთა სინდისით წავიდე, თმები კეფასთან ზევით ავიწიო, აბაზანა პირამდე გავავსო და ბედნიერი ჩავიძირო სურნელოვან ქაფებში და საყვარელი მელოდიის თანხლებით საყვარელი შოკლოლადი დავაგემოვნო ))

პ.ს. თუმცა, არც ის დაივიწყოთ, რომ მოტივაცია, როგორც ასეთი, საკმარისი არა, თუკი ჩვენს წინაშეა იდიოტი და ჩვენ მას ვამოტივებთ, ხელში მოტივირებული იდიოტი შეგვრჩება. (ც) ჯიმ რონი.

5 Responses to “მოტივირებული იდიოტი”

  1. ცოტა მსხივილი შიფტით წერე თორე დამეთხარა თვალები ^^

  2. salolas said

    მე როდის მოვახერხებ ნეტა რო ასე გემრიელად ჩავუჯდე სწავლას😐 აი ხვალ გამოცდა მაქვს, 1 პურცელიც არ წამიკითხავს წესიერად და მაინც აქ დავბოდიალობდ ა გიკომენტარებ, არ ვარ ეხლა მე მოტივირებულ იდიოტზე მეტი?😀

  3. MrsMarch said

    ესეთი ვეკო მიზიდავს : ) რამეს აპირებ? : ))

  4. […] თვე კი არა წლის პირველივე დღე ძალიან სევდიანი იყო ჩემთვის,  სამაგიეროდ ამ თვეში ვისწავლე როგორ ამოვიღო ლინზა თვალიდან, რამდენია მეგობრის ფასი, რა ძნელია გადარჩე მთებში მოტეხილი ფეხით, უმთავრესი მაკროეკონომიკა– ვაზელინი საგანი და კიდევ უფრო უმთავრესი– ჯუნგლის კანონი კაცობა მორყეულ კაცებზე. კიდე ვისწავლე, რომ  მოტივაცია, როგორც ასეთი, საკმარისი არა, თუკი ჩვენს წინაშეა იდიოტი და ჩვენ მას …. […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: