ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

დილის რევიუ – იკებანა და კაბა

Posted by vekoo on January 27, 2011

გამარჯობათ, კიდევ ერთი ახალი პოსტი კიდევ ერთ ახალ ბლოგზე. ყველას გთხოვთ, შემისწორეთ თქვენ ბლოგლისტებში მისამართი- ამის მერე მხოლოდ “.ge”-თი შევიცვლები.რაზე ვაპირებ ახალ ბლოგზე წერას? გამოცდილებას გაგიზიარებთ. რა შეიძლება გააეკეთოთ ე.წ. “ფანჯრების” დროს. 

ვიწყებ ჩემი ისტორიით:

სამშაბათი. დილა 10 საათი.

  • ჩემი საქმე მოვითავე და თავისუფალი ვარ.
  • დილით ზუსტად 9 იყო ავერსის კლინიკაში ვიყავი, ჩემი ანალიზების პასუხებს [1 კვირის დაგვიანებით] როგორც იქნა, მივაკითხე და წამოვიღე. ექიმთანაც შევიარე – შედეგები ჩაიწერა და გამომიშვა.
  • ეხლა სადღაც პეკინსა და კოსტავას შუაში ვარ გაკვეტებული, ვზივარ ხის სკამზე და ვფიქრობ რა ვქნა.
  • ამ ახალ ჩექმებზეც რითი ვერ დაჯდა ეს ბეწვი შიგნიდან, რომ აღარ მომიჭიროს თითებზე. მტკივა. უკვე გაუსაძლისად. ჯერ 4-ედ მაცვია, 1საათზე დიდი ხანი ფეხზე თუ ვდგავარ, მერე უკვე მტკივა : |
  • ხელში დიდი პარკი მიკავია და უზარმაზარი ჩანთა მკიდია კიდე მხარზე – 2 დღის ტანსაცმელები და სხვადასხვა სატენები, გრძელი შნურები.
  • ეხლა ჯერ კიდევ ისეთი დილაა, მეგობრებს ან უეჭველი სძინავთ ან ვისაც არ ძინავს სამსახურშია და ვერ მივადგები. რომც ეღვიძოთ, მიტყდება  : |
  • აჩომ დამირეკა, აღარ წავალ და გამოგივლიო, –  სულ ძალით გავაგდე – არ მინდა ჩემ გამო [უკვე მერამდენედ] აცდენდეს – საკმარისად ვუცვლი ამ ბიჭს ცხოვრების სტილს და ამ ეტაპზე საკმარისია. ჯობია იმან ჯერ თავის საქმე მოითავოს და მერე ვნახავ. – როგორღაც რამოდენიმე საათი გავძლებ.

– მაკდონალდსში შედი, გამოიცვალე და იქ დამელოდეო, – რა ტუპიაკი ვარ, ჩანთაში 10-ჯერ იმაზე მეტი ფული მიდევს, რაც დამჭირდება, რომ  მთელი დღე გადაბმულად ვჭამო, მაგრამ ჩემით ვერ მოვიფიქრებდი. არ მიყვარს მაკდომალდსის მენიუ : |
შევედი, რაღაცები შევუკვეთე, კედლის  II მხარეს მოვკალათდი, დავყარე ნივთები და ეგრევე ტვალეტში გავვარდი პარკით. – ვინც უნდა მოიპაროს ჩემი ჩანთა )) 

ნეტა იცოდეთ, რა ბედნიერი გამოვედი – დაბალი ჩექმები მაცვია და ისეთი რბილია მიწა კიარადა, იატაკი რომ დავდივარ –  ასე მთელ მსოფლიოსაც ფეხით შემოვივლიდი ))

ვიჯექი, კოლას ვსრუტავდი, ვჭამდი, მერე წავედი თმები დავივარცხნე, მოვიწესრიგე, მერე ისევ მაგიდასთან დავჯექი, თან გარეთ ვიყურებოდი თან მაკიაჟის ჩანთა ამოვალაგე. ნელ-ნელა და გემრიელად ვისმევდი სახეზე ყველაფერ საჭიროს. ამდენი ხანი არასოდეს დამიხარჯავს მსუბუქი მაკიაჟისთვის, ნახევარი საათი მარტო სახეზე ფერს ვიჯენდი )) ისეთი საყვარელი პროცესი იყო, ისეთი )) მადლობა ღმერთს, რომ ასეთი დილა იყო და გარშემო ჯერ არავინ იჯდა 1-2 კაცის გარდა ))

მერე საყვარელი დესერტიც დავაგემოვნე , ვგიჟდები შოკოლადიან ნაყინზე ))  და წამოვედი [ აქ ალბათ პერსონალმა მშვიდობით ამოისუნთქა] 

მერე პეკინზე ჩავისეირნე, შევიარე მაღაზიებში, რატომღაც, შავ სამოსზე ჩავიციკლე- 2 მოკლე კაბა და 2იც გრძელი ზედა ამოვარჩიე და მოვიზომე.

კაბები არ მომეწონა, 2ი ზედიდანაც 1 ძალიან გრძელი იყო და 1ც ზედა კი არა, კაბა აღმოჩნდა :დ თან ისეთი მაგარი კაბა, რომ ეგრევე მომნუსხა )) უკვე იდეები მომაწვა სად და როგორ ჩავიცმევდი ამ კაბას, რა ლამაზი ვიქნებოდი. მარა   რა თქმა უნდა, წელზე ფართო მქონდა – ჩემი სენია, იმდენად წვრილი წელი მაქვს, აფსოლიტურად ყველაფერი დიდი მაქვს წელზე.  არაფერია, ვიფიქრე 2 ზომით პატარას ვნახავთქო, მაგრამ სტანდარტულები ყოფილა ((
დავრჩი კაბის გარეშე, არადა სულ არ ღირდა ძვირი : (( გადაკეთებული კიდე არ მინდა.

ამასობაში 1 საათიც მოვიდა და აჩოც თავისუფლდებოდა. რუსთაველზე გავედი, რა ლამაზი იყო დილის ცა ქაშვეთის თავზე )) 

იქვე მიწისქვეშაში ჩემი უსაყვარლესი “იკებანა” ვიყიდე – კროსვორდების გაზეთი – ვგიჟდები იაპონურ ხატვაზე.

რაღაცა ჰაეროვანი დილა გამომდიოდა, მერე ფილარმონიასთან ჩავედი, – რა კარგია იქაურობა ამ დროს – მხოლოდ ბავშვები და მოხუცები,  და მტრედები კიდე ))

იქვე მზიან ადგილას სკამზე ჩამოვჯექი და იაპონური ხატვა დავიწყე. ვერც კი გავიგე როგორ გავიდა ნახევარი საათი .

უცებ თავზე ვიღაც დამადგა, მხრებზე ხელი მომხვია და ყელში მაკოცა – ჩემი აჩო მოვიდა ♥ ♥ ♥

ვისაც გაინტერესებთ რისთვის მინდოდა ტანსაცმელი ან ამხელა ჩანთები, რას ვგეგმავდი საღამოსთვის თუ რა გადამხდა თავს იმ ღამეს, დაელოდეთ შემდეგ პოსტს ბლოგზე

to be continued

5 Responses to “დილის რევიუ – იკებანა და კაბა”

  1. რაღაც ძალიან ძალიან დადებით განწყობაზე დამაყენა )) მომეწონა :*

  2. salolas said

    კარგი იყო. მშვიდი წყნარი, ჰაეროვანი, სიყვარულიანი და დაჟე მზიანიც❤

    p.s. ნეტა სულ ასეთი პოსტები მანახა შენ ბლოგზე და აღარ დავეძებ არაფერს😀

  3. LiLaC said

    აუ, მაგარია… რამდენი რაღაცის მოსწრება შეიძლება, ე.ი… მე კიდე 1ზე ვიღვიძებ ხოლმე😦 ველდოები გაგრძელებას სულმოუთქმელად : ))

  4. შოკოლადიანი ნაყინი❤

  5. […] […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: