ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

3 ნაბიჯით წინ, 1 ნაბიჯით – უკან

Posted by vekoo on February 3, 2011

დანაკარგები ჩემი ცხოვრების თანმდევი მოვლენაა სულ.

ვკარგავ ხან მეგობრებს და ხანაც ნივთებს.- ფულს, საფულეს, აიპოდს , მეგობარს (ამას არ გავლინკავ) , ჩიპიან გასაღებს და ათას წვრილმან რაღაცას.

აქ ჩამოვედი, ხიდზე ავედი და 1-2 სურათი გადავიღე (ჩემებს მერე დავდებ) .

მერე ბამბის ქუჩას ავუყევი, ლესელიძიდან თავისუფლების მოედანზე ავისეირნე და იქ პუშკინის სკვერთან აჩო ვნახე.

იქვე  მე შოკოლადიანი რაღაცა და აჩომ ფენოვან ცომში გახვეული ყველი დააგემოვნა, ზედ მე არომატული ჩაი , მან – რაღაც გაზიანი დააყოლა. მერე გარეთ შაურმა დავამატეთ ♥

მეტეხის ხიდი გადავირბინეთ, აბო თბილელის ეკლესიასთან ჩავედით. სულ ერთი ხელის – სინამდვილეში ფეხის :დ – გაწვდენაზე იყო მტკვარი

დასაშვებ ზონას გადავცდი, ჯებირების იქით კლდეზე გადავირბინე, მტკვართან სულ ახლოს ვიყავი  – რამდენჯერ მიოცნებია იქ ყოფნაზე როცა გზის მხრიდან შევხედავდი ხოლმე მეტეხს ♥ ♥ ♥

ამიხდა  ♥  თან სურათებიც გადავიღე  ♥

სული უკაწკაწებდა აჩოს , აი, ეხლა გადავარდები, აი ეხლა ჩაგიტყდება ეგ ლოდი, ეგ ლოდი წყალში რომ ტივტივებს მტკვარს გაყვება, ზედ ნუ დგები და ა.შ. :დ როგორ გაუხარდა რომ წამოვედით :დ

გზად მარშუტკაში ხელთათმანები დამრჩა : (( + აჩოს ქუდი : ((

 

სხვა სურათები ვერ ვნახე უკეთესად რომ ჩანდეს. ისე, ისე დამწყდა გული რომ ჩამოვედით. ლამის სირბილით დავწეოდი მანქანას. – მეგონა შუქნიშანზე გადავიდოდი და ისე ჩავიდოდით, მაგრამ მანამდე მოგვიწია და სიჩქარეში დამრჩა : ((

სამაგიეროდ, მერე ეკასგან რომ გამოვედით შევიარეთ მაღაზიებში და ორივესთვის რაღაცები ვიყიდეთ :დ ნუ, იდეაში სა-14 თებერვალოდ :დ სიყვარულის დღეა ტი შტოო :დ თან 14 თებერვალს 1 წელი და 11  თვე გვისრულდება ზუსტად, რაც ერთად ვართ ))

ჩემთვის 1 ზედა – ზუსტად ისეთი, როგორიც ზაფხულის მერე მინდა და ვერ ვიყიდე რაღატომღაც :დ და 1 მთლიანი კაბა, ძალიან მოკლე და შავია, ის აღარ ვიყიდე რაზეც წინაზე ჩავიციკლე – აღარ მოგვეწონა :დ
და 1 თავისუფალი ზედაც აჩოსთვის, რაღაცა “ნიგერულ ვიდზე” :დ

კაით, ხო, ხამი არ ვარ და არც ყველა შენაძენს ვწერ ბლოგზე, მარა ეს ერთობლივი შოპინგები მციკლავს :დ ძალიან მიყვარს და რომ არ დავწერო, არ ძალმიძს ))

მე აჩოს პარკი წამოვიღე , იმას ჩემები გავატანე და 14მდე არ გავცვლით :დ

პ.ს. იმედია, იქამდე კიდე რაღაცებს დავამატებ :დ

11 Responses to “3 ნაბიჯით წინ, 1 ნაბიჯით – უკან”

  1. anna said

    მე3 ნაბიჯი რაღა იყო?:დ
    ნუ ის ერთი დანაკარგი ;დ

  2. sofo said

    როგორ მახსოვს ტყავის ხელთათმანები ვიყიდე ძალიან ლამაზი რაღაც ორნამენტებით ძალიან მომწონდა და პირველივე დღეს ერთი ცალი დამრჩა ქალაქის მარშუტკაში😦 ისე მწარედ დამწყდა გული რატომღაც, ის ერთი ცალი კი მაქვს, მაგრამ რა ხეირი😦

    • vekoo said

      აუ, რა საშინელებაა, ვერ ვიტან მაგ მომენტს – როცა აანალიზებ, რომ რაღაცა სადღაც დაგრჩა, რომ დაკარგე და აღარ გაქვს😐 აუ, ცალი რომ მქონდეს სულ გავრეკავდი, სულ გამახსენდებოდა რომ დავკარგე : (

  3. პირველად რომ მივედი აბო თბილელის ეკლესიასთან მეც დაახლოებით ეგრე ვიყავი❤ მტკვარში რომ ჩავვარდნილიყავი არ ვინანებდი :პ

    ეგ ის ხელტათმანებია აჩომ რომ გაჩუქა და ბანწიკი თუ ყვავილი რომ ჰქონდა?

    არაუშავს ^^

  4. salolas said

    სწრაფად მოიტანე სახლში გოგო მაინტერესებს ეგ კაბა😛 რავიცი იქნებ მეც ჩამეტიოს😛

  5. […] 3 ნაბიჯით წინ, 1 ნაბიჯით – უკან […]

  6. […]  გადავდგი 3 ნაბიჯი წინ, 2 ნაბიჯი უკან და გავაკეთე საკუთარი […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: