ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ძველი მეგობრები

Posted by vekoo on February 5, 2011

ხვალ ინტერნეტს გამითიშავენ. რამოდენიმე დღე არ მექნება.

ამიტომ ახლა მინდა ვწერო და წინასწარ გავამზადო პოსტები, მაგრამ დღევანდელისთვისაც რომ ვერაფერს ვიფიქრებ?

რა ვწერო, ყველაფერი თითქოს დაწერილი მაქვს, სათქმელიც აღარაფერია.

სულ 2 წუთი ვასვენებ ვწვები სკამის საზურგეზე, ფეხებს ვითბობ და ვფიქრობ.

არადა, რამდენია სათქმელი, რამდენია სალაპრაკო და გასაზიარებელი.

იცი როგორ მომენატრა მოყოლა?

მახსოვს, ადრე, 6-7 კლასში ყოველ საღამოს ტელეფონზე ვეკიდე და ჩემ კლასელ დაქალს დღის ამბებს ვუყვებოდი, არადა მთელი დღე ერთად ვიჯექით მერხზე .

გაუჩერებლად ვტიტინებდით და სალაპრაკო არასოდეს გველეოდა მაინც.

ჩემი ყველაზე ახლობელი დაქალი იყო. მისი ყველაზე დიდი საიდუმლოებები მე ვიცოდი. ჩემი? ჩემი …

უკვე მივხვდი, რომ გვანცაში შევცდი. რაც იმ სკოლიდან გადმოვედი რაღაცებს დავუკვირდი და ისეთ რაღაცებს მივხვდი, გამაცია😐 ვიფიქრე, რომ მეგობრობა არ არსებობდა და არც ნდობა არ უნდა არსებულიყო.

რატო? სანამ ერთდ ვიყავით სულ მიკვირდა საიდან ხვდებოდნენ ჩემ შესახებ რაღაცებს . გვიან დავასკვენი. თუ არა ის, სხვა ვინ გამცემდა : ))

მერე ახალ სკოლაში გადავედი მე-10 კლასში. უკვე წინასწარ ვიცოდი, რომ იქ მხოლოდ უნდა მესწავლა, რომ “იმ სკოლაში” ძალიან თავისებული ბავშვები იყვნენ, რომ ყველა გარბოდა მათი კლასიდან, რომ ყველა მასწავლებლის შვილი და “რაღაცნაირი ” იყო. ჩემი  ერთადერთი მიზანი კი  იმ პერიოდში უნივერსიტეტში ჩაბარება იყო. ამიტომაც მისვლისთანავე განვუცხადე გოგოებს როცა “რაღაც ნიტო” შევამჩნიე- ჩემი მიზანი აქ სწავლაა, ამიტომ რაც არ უნდა გააკეთოთ, მაინც მკიდია, მე უნდა ვისწავლო, მეგობრებს მე აქ არ ვეძებთქო!

ვმეგობრობდი ბიჭებთან, განსაკუთრებით სამთან – მერე ერთი ლევანი ავსტრიაში წავიდა და დარჩნენ რეზო და ლექსო.

რაღაც განსაკუთრებული გვაკავშირებდა. ერთმანეთს პოეზიით ვესაუბრებოდით, საღამოოებით მესიჯების მაგივრად საყვარელი პოეტების ლექსებს ვუგზავნიდით,  ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ვინ უკეთესს ლექსს იპოვიდა.

რეზოს საოცარი ხელწერა ქონდა, დღემდე შენახული მაქვს.

ღამის თევები, წრფელი მეგობრობა, მე მათთან არ ვიყავი გოგო და ისინი ჩემთან არ ყოფილან ბიჭები.

ჩვენ სამივე ერთმანეთისთვის ადამიანები ვიყავით. ლექსის მსმელი ადამიანები!

ვუსმენდით დორსს, გვყავდა საკუთარი მორისონი ლექსოს სახით და უკვე ათასჯერ გადაღეჭილ როკ-ოპერასაც მეათიათასჯერ ვნახულობდით.

ღამის თევები

ვარძია, ღამე, კლდის ქიმი, ჩვენ სამნი, რვეული, შავი პასტა, მთვარე და წინ მდინარის ხეობა, პირდაპირ მთვარით განათებული გამოქვაბულები.

ერთადერთ რვეულში სათითაოდ ვწერდით ლექსებს, გვიყვარდა ექსპრომტი. ფლიაშკაც ერთი გვქონდა. ქარი უბერავდა და მთვარეს მოფარებული ღრუბლებიც ხელს გვიშლიდა წერაში.

შორიდან კოცონს შემოხვეული კლასელების ჟრიამული ისმოდდა,  იდიოტურ “წითელი-ყვითელი-შავს” თამშობდნენ, ან რაღაც მასეთს, – არასოდეს გვესმოდა მათი.

ჩვენ? ჩვენ იმ დროს რაღაც ამოუხსნელით ვიყავით მთვრალები.

ლექსო ვიღაც გოგოზე იყო უგონოდ შეყვარებული, რომელიც ბოლოს 6 თვის წინ ნახა და კიდე რამოდენიმე თვე ვერ ნახავდა.

რეზო? რეზო და მე თავისუფლები ვიყავით. ეხლაც მიკვირს, როგორ არ შეგვიძვრა თავში ეშმაკური ჭია და არ მოგვეწონა ერთმანეთი.

ამითი ბედნიერი ვარ, ასე ხომ სამუდამოდ დასამარდებოდა ჩევნი მეგობრობა, გაქრებოდა ტკბილი  მოგონებებიც, – ჩვენ ერთმანეთისგან მხოლოდ გონების გაზიარება გვინდოდა.

უბრალოდ ვიჯექით, ვწერდით და გვიხაროდა. სულის სიმფონია გვქონდა და ცოცხლები თუ ვიყავით არც გვეგონა. კლდის ქიმიდან გაფრენამდე ხო სულ ნახევარი ნაბიჯი გვაშორებდა.

____________________________________________________________

დღემდე მიყვარს ეს ბიჭები, თუმცა კი …. თუმცა კი უკვე 2 წელი გავიდა და არცერთი თვალით აღარ მინახავს.

სად გაქრნენ? ცხოვრებამ წაგვიყვანა სამივე.

მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ გონებაში ის ბავშვური თანადგომა დიდხანს დარჩება.

ამიტომ ყოველთვის, როცა დორსსს ვუსმენ ან მარკესს, გალაკტიონს ვკითხულობ ხშირად ნამდვილი მეგობრები მახსენდებიან.

რადიარდ კიპლინგი

თუ ძალგიძს დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე
და არ დაიბნე როცა თავგზა ებნევა ყველას,
თუ ძალგიძს სიმხნედ შემართებად და რწმენად იქცე
როცა შენს ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა
თუ ძალგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს,
ცრუს გაუტანელს არ მიაგო სიცრუე ავი
მოძულეს შენსას მძულვარება შეუნდო მალე
და თან არც ქრისტედ არ აჩვენო არავის თავი
თუ შეგწევს ძალა წარბი შეკრა მოთოკო გული
მოუხმო ნერვებს , გამაგრდე და ივარგო ასწილ
ეს მაშინ როცა სულიერად დაღლილს და დაცლილს
ნებისყოფაგა გეუბნება,,წინ- მეთქი” გასწი
თუ შეგწევს ძალა ბრბოში იყო და დარჩე კაცად,
მეფეებს ახლდე და გახსოვდეს ყოველთვის ხალხი
შენი ღირსება არ დაკარგო აროდეს არსად
მტერ-მოყვარესთან პირდაპირი იყო და ლაღი
თუ შეგწევს ძალა გაიაზრო ყოველი წუთი
აზრით დატვირთო სამოცივე ფეხმარდი წამი
მაშინ შენია შვილო ჩემო ეს მიწის ბურთი
ადამიანიც მაშინ გქვია და გერქვას ამინ!!!!!

6 Responses to “ძველი მეგობრები”

  1. anna said

    სამი მეგობარი მეც გამახსენდა და გამაჟრიალა :((
    რა კარგი პოსტია ვეკოო❤

  2. სამი არა მაგრამ ორი გამახსენდა, უფრო წორედ სულ მახსოვან უბრალოდ არ ვიცი სად არიან, კი არა და ზუსტად ვიცი რომ ვეღარ მექნება ისეთი ურთიერთობა როგორიც აქამდე მქონდა

  3. Mari said

    ვაიმეეე, რა მაგარია… რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ ბიჭები უკეთესი მეგობრები არიან. გოგო შეიძლება ძალიან ცოტა იყოს ეგეთი, ვისაც უყოყმანოდ ენდობი. სამწუხაროდ ბოლო დროს ძალიან დავშორდი ძველ “ძმაკაცებს”.

  4. veronika said

    იცი,რა გამახსენდა…? დაქალი მყავდა,ბაღიდან ერთად მოვდიოდით,სკოლაშიც ერთად დავდიოდით და ერთ მერხს ვუსხედით ათი წელი…სკოლის გზას ერთად მოვუყვებოდით ყოველ დილას…ექვსი გაკვეთილი,ჩუმად ვეჩურჩულებოდით ერთმანეთს…მერე სახლისკენ მივუყვებოდით გზას და იქვე ჩამოვსხდებოდით გზის პირას…სალაპარაკო არ გველეოდა…
    წლების შემდეგ კვლავ შევხვდით ერთმანეთს,მოვიკითხეთ ერთმანეთი და ….რა გვეთქვა ერთმანეთისთვის აღარ ვიცოდით?-მერე კი ვიცინოდით ჩვენ ბავშობის გახსენებაზე და ალალად გვიკვირდა:რაზე ვლაპარაკობდით ასე გაუთავებლად მაშინ?

  5. […] თებერვალში რატომღაც დავკავდი ადამიანების კასტებად დაყოფვით და უნებისყოფო მსუქნებისადმი შეგონებით. ისევ მეფიქრებოდა და მტკიოდა ძველი მეგობრები […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: