ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

თსუ – სირცხვილია!

Posted by vekoo on February 17, 2011

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ჩემი უნივერსიტეტია და ყოველთვის ვცდილობდი მისი პრესტიჟის დაცვას.თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა უკვე მეც აღარ შემიძლია თვალების დახუჭვა აქ გამეფებულ ანარქიაზე.

  • ვისაუბრებ კონკრეტულად ჩემთვის ასე კარგად ცნობილ “ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე”.

  • გამეფებული სრული ბიუროკრატია არავისთვის არ წარმოადგენს სიახლეს, – სამდივნოში მიდიხარ, კათედრაზე გაგზავნიან, კათედრიდან ისევ სამდივნოში, იქიდან 708-ში, 708-დან 509-ში , იქიდან კანცელარიაში, კანცელარიიდან დეკანთან. დეკანს ვინ დაეძებს, მისი მდივანი რა თქმა უნდა, დაკავებულია და ვერ მიგიღებს. მიდიხარ ისევ სამდივნოში, თავზე ახურავ ფურცლებს და ეუბნები, რომ რადგან მდივანია, მისი პირდაპირი მოვალეობაა თსუ-ს ხარვეზების გამოსწორებაში დაგეხმაროს და შეიძლება რაღაც გამოგივიდეს.

ეს იდეალური წყობაა, გუშინ ვიყავი მაღლივში IV კურსის სამდივნოში და დავრწმუნდი, რომ ზევით აღწერილი სიტუაცია მხოლოდ მოგონებათღა დარჩა და ახლანდელი მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმეა – მდივანი შეიცვალა, ვიღაც ახალი და გამოუცდელი დანიშნეს და სამწუხაროდ, ის იმაშიც კი ვერ ერკვევა თუ რა ხდება, როცა სტუდენტს უნდა წინა სემესტრის საგნის არჩევა.დაახლოებით ასეთი საუბარი გაიმართა:

“- წინა კურსის საგნის არჩევა მინდა და რა უნდა ვქნა, ეგრევე ავირჩიო ბაზაში?
– არ ვიცი ზუსტად, მგონი განცხადება უნდა დაწერო დეკანის სახელზე. ისე კი, ჯობია II კორპუსში ჩახვიდე და იქ გაგარკვევენ ყველაფერში. კი, კი იქ ჩადი. “

შოკი განვიცადე :დ აქამდე არასოდეს დამჭირვებია II კორპუსში მისვლა რამე საგანთან დაკავშირებით. ყველაფერი მარტივად ხდებოდა, თუ ბაზაში ისედაც ჩანს საგანი აირჩევ.
დააბრუნონ ძველი მდივანი, ახალმა მდივანმა new tab-ის გახსნაც კი არ იცის ბრაუზერში : – მე ვთხოვე, კათედრის ნომერი მომეცითქო და ვერ გამოვალ ეხლა აქედან, რაღაცები შემყავსო და აირევაო o_O  სასწრაფოდ გავეცალე, იქნებ გადამდებია გაუნათლებლობა…

საგნების არჩევა – ტუტორები

რაც შეეხება უშუალოდ საგნების არჩვას: დანიშნულნი არიან ე.წ. ტუტორები, რომლეთა პირდაპირი მოვალეობაა სტუდენტების გარკვევა საგნებში და არჩევისას დახმარება.
წინა სემესტრში მეც ვისარგებლე მათი “მომსახურებით” და ძვირფასი განათლებული ტუტორი სულ სხვა ფაკულტეტის ისეთ საგანს მთავაზობდა ასარჩევად, არასოდეს რომ არ დამჭირდებოდა ჩემ ფაკულტეტზე. : |
მადლობა ღმერთს, მე მასზე მეტად ვერკვევი სწავლების ტექნიკურ საკითხებში და მისი რჩევა არ გავიზიარე, თორე ეხლა მექნებოდა დამატებითი სემესტრი გასავლელი.

წელს თავად შევარჩიე რა საგნები უნდა გავიარო და აქაც პრობლემები შემექმნა : |

  1. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სემესტრი უკვე დაწებულია და სემესტრული რეგისტრაციაც დაიწყო, წინა სემესტრის ზოგიერთი საგნის ქულა ჯერ კიდევ შეუტანელია ბაზაში (ნაშრომები ჯერ არ გაუსწორებიათ) , ამის გამო ბაზა არ მაძლევს საფაკულტეტო სავალდებულო საგნების არჩევის უფლებას, – წინაპირობა არ გაქვს გავლილიო.                                                                                                                                  რა ვქნა, ერთადერთი ისღა დამრჩენია, ველოდო როდის ინებებენ ლექტორები ნაშრომების შესწორებას “ეკონომიკურ პოლიტიკაში”, რომ შეიტანონ საბოლოო ქულა. – იქამდე, რა თქმა უნდა, შეივსება სასურველ ლექტორებთან ადგილები და ჩემნაირ დაზარალებულ სტუდენტს საღამოს 5 საათიან ჯგუფებშიღა დაგვრჩება ადგილი😐

  2. წმინდა პროგრამულ დონეზეც შეცდომებია – ბაზა ვერ/არ აღიქვამს განმეორებით  გავლილ/ჩაბარებულ საგნებს და მათ მაგივრად I-ად გავლის დროს მიღებულ (ჩაჭრილ) შეფასებას ითვალისწინებს. სხვანარიად ვერ ვხსნი რატომ მიწერს ერთ კონკრეტულ საგანზე წინაპირობები არ გაქვს გავლილიო, როცა აშკარად ჩაბარებული მაქვს ორივე წინაპირობა.

  3. კვლავაც პრობლემები – ელექტრონულ ბაზაში ხარვეზებია! სრულად არაა შეყვანილი სავალდებულო საგნების ჩამონათვალი.

    ამის გამო, მე 3 სავალდებულო საგნიდან და 2 მოდულის საგნიდან მხოლოდ 1 საგანი მაქვს არჩეული : |

    რას ვიზავ, ეს რეალობაა და ველი როდის გამოსწორდება პრობლემები.

    ხვალ მაღლივსაც მივაკითხავ, – ჩემ თავს ისევ მე უნდა ვუშველო!

პ.პ.ს. დავამატებ, რომ ვარ “აღრიცხვა, ანგარიშგება- აუდიტის” მოდულზე, უკვე 4 წელია ვსწავლობ “ერთი მწვანე წიგნით”, ისეთი საოცარი წიგნია, რომ შიგნით იტევს სხვადასხვა საგნების მასალებს აგერ უკვე 4 წლის მანძილზე.
და როგორც გავარკვიე, მაგისტრატურაშიც კი გამომადგება.
ნუ, რა არის ეს? დაცინვაა უნივერსიტეტისა და ცოდნისა. როგორ შეიძლება ერთი და იგივე მასალა გადაღეჭო სხვადასხვა საგნებში და პლიუს მაგისტრატურაშიც იგივე წიგნით ასწავლო სტუდენტებს?

თქვენი არ ვიცი და მე კი საბოლოოდ ამიცრუვდა თსუ-ზე გული და ერთი სული მაქვს როდის დავხურავ ბაკალავრიატს. მაგისტრატურის აქ გავლაზე კოშმარულ სიზმრებშიც კი არ ვოცნებობ!

38 Responses to “თსუ – სირცხვილია!”

  1. Mari said

    იმ დღეს მივედი სამდივნოში, დამატებითი გამოცდა მაინტერესებდა და მეშვიდეზეა გამოკრულიო. იმ გამოკრულზე ეწერა დრო და საათი კათედრაზე იხილეთო. კათედრაზე მივედი, მოდიში მოვიხადე, რომ გავაღვიძე და გამოცდის დრო რომ ვიკითხე, მაღლა არის გამოკრულიო. და რომ ვუთხარი იქ ეწერა კათედრაზე ითითხეთე, მიპასუხეს ჯერ არ ვიცით, გამოცდის დღეს მოდი და ეწერებაო.😐

  2. მე კიდევ ყველა საგანზე მიწერს პასიურიაო❤ ^^ შენ იცი მაინც რაღცები და მე აზრზე ა რვარ და ველოდები მეორე კორპუშში როდის "დალაგდებიან" რომ მივაკითხო თორემ გუშინ ბავშები გამოიუყრიათ :დ

  3. anna said

    ვაიმე… კიდევ კარგი იურიდიულ ფაკულტეტს არ შეეხე . მაგრამ არის რამე სხვაობა ვითომ?:

    • Di@ said

      ჩვენთან უარესადაა. დეკანს თუ ხელწერილი არ დააწერინე, ისე მისი სიტყვის ნდობას აზრი არ აქვს და მოადგილეს ის აკერია პირს: ამ კითხვაზე პასუხი უკვე გაგეცით და მეორედ არ ვაპირებო… არ იცის და რა უნდა ამიხსნას?!

  4. salolas said

    მგონი ყველაზე დალაგებული სიტუაცია ჩვენთანაა სოც.პოლიტიკურზე. მიხვალ და ადამიანურად აგიხსნიან ყველაფერს! საგნების არჩევაშიც დაგეხმარებიან და იმასაც აგიხსნიან რატომ გიწერს “თქვენი სმესტრისთვის საგანი არ არის გახსნილიო.”
    თვითონ sms.tsu.ge-ზე შემიძლია დაგეთანხმო, საშინელი ტექნიკური ხარვეზებია, საგნები რომელიც გავლილი მაქვს არაა შეტანილი საფაკულტეტო სავალდებულო გავლილი საგნების სიაში და ა.შ. თუმცა ამაზეც “ადამიანური” პასუხი გამცეს “ნუ მიაქცევ მაგას ყურადღებას, დალაგდება როდესმეო” :დ
    ხოო, აი ეხლაც თსუ-ს მე-6 კორპუსის რესურს ცენტრში ვზივარ და იქიდან ვპოსტავ. ერთ-ერთის აგნის არჩევა ვერ მვოასწარი და ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილესთან გადავრეკე (:) ) 2 საათიში გადმომირეკე და დავამატებ ადგილებსოო (happy)

  5. LiLaC said

    ვაიმე, მეც ერთი სული მაქვს მოვშორდე თსუ-ს.

  6. komisia said

    +1
    შარშან გადავწყვიტე ბლოგი გამეკეთებინა და მაგათ დებილობებზე მესაუბრა, მაგრამ მერე მივხვდი რომ ეგეც არ უშველიდა სიტუაციას.
    http://wp.me/pKMTM-h
    მეც წელს ვრჩები ბაკალავრიატს და მოვსორდები მანდედან:/

    • vekoo said

      იქნებ, ჯობდა კიდევაც რომ გაგეკეთებინა ის ბლოგი და დაგეწერა.

      რაც მეტი შენიშვნები იქნება, ცოტა მაინც აფართხალდებიან.

      ეს ბოლო სემესტრია თსუ-ში სწავლის და უკვე ვეღარ ვუძლებ : |

      ყველამ დაწერეთ თქვენი პრეტენზიები და საბოოდ რომ დაუქვეითდება პრესტიჟი ჯავახიშვილს, იქნებ, მერე მაინც იმოქმედონ რამე.

  7. civiseli said

    შოკში ვარ :დ

  8. ninnaka said

    შენი პოსტიდან ძალიან ბევრი რამ მეცნო. დამთავრებული მაქვს თეუსუ სამართლის ფაკულტეტი და მაგისტრატურაზეც იქვე ჩავაბარე, მაგრამ რეორგანიზაციის შედეგად თეუსუ შეუერთდა თსუ-ს და მაქვს “ბედნიერება” აქ გავიარო მაგისტრატურის სრული კურსი და მივიღო შესაბამისი ხარისხი, თუ რა თქმა უნდა ცოცხალი გადავრჩი იქამდე. რატომ? შენი თქმის არ იყოს ერთი ადგილიდან მაგზავნიან მეორე ადგილზე, მეორედან მესამეზე, მესამედან მეოთხეზე, მეოთხედან ისევ პირველთან და ბოლოს აღმოჩნდება ხოლმე რომ ეს საკითხი ჯერ დაზუსტებული არ აქვთ და კონკრეტულ პასუხს ვერ გამცემენ. აღმოვჩნდი სრულიად უცნობ სიტუაციაში და 2-ე კორპუსში შესული, სხვადასხვა პრობლემის გასარკვევად, უარესად დაბნეული და გაოგნებული გამოვდივარ ხოლმე. თავიდან ვიფიქრე, ეს იმიტომ ხდებოდა რომ არ ვიცნობდი თსუ-ს სტანდარტებს და სისტემას, მაგრამ ახლა ვხედავ რომ საქმე ამაში არაა. რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელთანაც მიდიხარ, იმედი გაქვს გაგათვითცნობიერებს შენთვის საჭირბოროტო საკითხებში, მიხვალ, სკამზე წამოკოტრიალებული გხვდება, მწვანე ვაშლს მიირთმევს თან ტელეფონზე ჭორაობს და განიხილავს ვინ როგორ გაეყარა თავის ქმარს, შენ კი გაიგნორებს და კარზე გაკრულ განცხადებაზე განიშნებს მანდ ნახავ ყველაფერსო, თვითონ კი აგრძელებს ჭორაობას.

    რამდენი დავწერე😀 მაგრამ გული მოვიოხე😀

    • vekoo said

      ხო, აი ზუსტად, ეგეთი სიტუაციაა. თავართქილაძე გარდაიცვალა და თეუსუც დაიშალა, ჯავახიშვილი დიდი ხანია მკვდარია, – კიდე დიდხანს გაძლო ამ უნივერსიტეტმა

      • ninnaka said

        ცოცხალია თუ მკვდარია სახელი მაინც დარჩენილი აქვს და ზოგს ზუსტად ეს სახელი იზიდავს, არ აქვს მათთვის მნიშვნელობა პირად სიმშვიდეს მთავარია სანაცნობო წრეში თქვან რომ “ჯავახიშვილში სწავლობენ”. აი თავართქილაძეს რაც შეეხება, ის იყო უნივერსიტეტის მამოძრავებელი ძალა და ის აცოცხლებდა თეუსუს. თსუ-ს “აგონიაზე” კი ფიქრიც აღარ მინდა, აშკარად ვხედავ რომ “კომაშია” და ეშველება თუ არა რამე არავინ იცის.😐

  9. vekoo said

    ხო, ვაღიარებ, მეც ზუსტად ამიტომ ჩავწერე პირველივე ჯავახიშვილი, რომ მის ნიშაში ყველაზე დიდი სახელი ქონდა. მაგრამ სამწუხაროდ, ძველი დიდებიდან ბევრი არაფერი დარჩა.
    ეხლა ვფიქრობ, 100%-იანი დაფინანსება რომ არ მქონდეს და ამ ნერვების შლაში აქეთ ვიხდიდე ფულს, რა დამემართებოდა😀

  10. ილიაში გადმოდი🙂 მეც თსუ-ს სტუდენტი ვიყავი სანამ პარანოია არ დამემართა. ბოლოს აი ესე, ავდექი და მობილობის შედეგად გადმოვედი ილიაში. ისეთივე განსხვავებაა ამ ორ უნი-ს შორის, როგორც ცა და დედამიწა.

    • vekoo said

      ჰო, ვიცი, მეც გამიგია ილიაში ძალიან კარგი სიტუაციააო. ელემენტარული, სტუდეტებს აქცევენ ძალიან დიდ ყურადღებას პროფესიული პრაქტიკის თვალსაზრისით.
      აბა, თსუ-ში პროფესიულ პრაქტიკას ეთმობა მთელი 10 კრედიტი ამ სემესტრში. სადაც გინდათ გაიარეთ ეს პრაქტიკაო. თუნდაც უბრალო ინდმეწარმეებს დაარტყმევინეთ ბოლოს ბეჭედი და საკმარისიაო. ესაა პრაქტიკა?
      გადმოსვლაზე ფიქრი ეხლა უკვე გვიანია, წელს ვამთავრებ

    • maka said

      iliauni.. mxolod aq grdznob tavs tavisuflad:)) magram xandaxan chvenc gvabrazeben..argusis gachedvit mashin roca kvelazee dzalian gchirdeba🙂

  11. lasha said

    ფუ ბლინ/
    მდაბლივი ხომ ჯოჯოხეთია და მაღლივი ხო ზე-ჯოჯოხეთია საერთოდ

  12. kevana said

    problemebi serizulia, chems dasac aqvs: droulad ver irchevs + sagnis gamocdis nishnebi ideba dzalian gvian
    da ise me mqonda bedniereba magistraturaze tsu-shi vyofiliyavi, magram mashin gadavrchi – granti ver avige da wamovedi… tumca sanam grantis ambavi gairkveoda, mashinac mawvales magrad: araferi icoda dekanatma da katedram ertmanetis😀

    xoda, ra vici ra, chemi gepei jobia😀😀

    • vekoo said

      გოგო, ხო ეგ მაგისტრატურის გრანტის ამბავი საერთოდ კოშმარია, (როგორც თქვეს) სწავლა იწყება და სადღაც დეკემბერში გებულობ აიღე თუ არა დაფინანსებაო და მართალია?

      • kevana said

        კი ეგრეა, მანამდე ჰაერში გამოკიდებული ხარ, თუ გინდა იარე თუ გინდა ნუ :დ

  13. ვაიმე მანდ ვაპირებ, უფრო სწორად მაგის სამედიცინოზე ან ბიომეცნიერებებზე და ესე იგი არ ღირს?😦 მაგრამ საშინელება ისაა რომ ეგ მესმის განურჩევლად ყველა ინსტიტუტზე, რათქმა უნდა გარდა მაღალფასიანებისა:)

    • vekoo said

      თსუ-სამედეიცინო ფაკულტეტზე კარგი დეკანის მდივანია,ჯულიეტა ხუციშვილი,ცოტა მკაცრია და ხანდახან ცუდი ენა აქვს,მარა თავის საქმეს ასრულებს 10-იანზე,ამ მხრივ მედიცინის ფაკულტეტზე კარგი სიტუაციაა იმჰო….ბიოლოგებთან არ ვიცი რა ხდება :)))

  14. Di@ said

    მე არაფერი მიკვირს. მეექვსე წელია უნივერსიტეტს ვუყურებ და რაც დრო გადის, უკან-უკან მიდის. პირველ კურსზე, ისიც მარტო პირველ სემესტრში რომ დალაგებული იყო სიტუაცია, ეგრე კარგა ხანს რომ ეწვალონ, ვეღარ დაალაგებენ. არაერთხელ დამიწერია მსგავსი “აღშფოთებითი” პოსტი. ნეტა, ბლოგებს მაინც კითხულობდნენ… თუმცა, დასეივება არ იციან და რაზეა ლაპარაკი.

  15. ვაიმეეე ჩემი თავი გამახსენდაა!!! :(((((( არ ვიცი ეხლა როგორაა, მაგრამ ჩემს დროს, ბაზაში დარეგისტრირება ყოველი სემესტრის დასაწყისში იყო კოშმარი და ვირთხებსი რბოლა! დაასწრებდი ხო კარგი, თუ არა და შეიძლებოდა სავალდებულო საგანი არ გაგევლო. ეგრე არ ჩამითვალეს მაინორი!! :(((((((( ხოდა, მერე ჩვენ დროს კიდე ის ჯანდაბაც ხდებოდა, რომ ყოველ სემესტრში სავალდებულო და არჩევით საგნებს ცვლიდნენ, ცვლიდნენ ასევე საგნების კრედიტების რაოდენობასაც. პირველ კურსზე რომ ვიყავი, ერთი საგანი 10 კრედიტიანი იყო და გავიარე, მეორე სემესტრში ის საგანი 5 კრედიტად გადააკეთეს და 5 კრედიტი გამიქრეს და როცა ამაზე ერთი ამბავი ავტეხე, მშვიდი სახით მითხრეს, ოჯახში არ ხარ გაზრდილიო😐 მორალის კითხვა გიყვარდეს, კარგად იცოდნენ სულ!:)))))
    ჰუჰ, მერე ჯიპაში ჩავაბარე და ჩემი პირველი გაოცება ის იყო, რომ წიგნები თვითონ მოჰქონდათ გადაქსეროქსებული, დაწყობილი, საგნებს თვითონვე გირჩევდნენ (არჩევით საგნებზე კიდევ ჯგუფს შეაქვს განაცხადი), დასწრებაზე არაა ბაზაში დარეგისტრირება, ყველანაირ გაუგებრობას წინასწარ გითანხმებენ… მოკლედ, თავს სტუდენტად გრძნობ😀

    • vekoo said

      როგორც ვხედავ, არც “ადრე” ყოფილა თსუ-ში უკეთესი სიტუაცია. მთლად ახალ რექტორ-დეკანს არ უნდა დავაბრალოთ ყველაფერი : |

      მაგისტრატურას მეც სხვაგან ვაპირებ : ))) ვოცნებობ ეხლა როგორიც გაქვს ეგეთ სტუდენტობაზე

  16. otius said

    არეულობა და ხაბარდა რომაა უნივერსიტეტში ფაქტია, მაგრამ შენმა პოსტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა…:| სრული ბიუროკრატიაა და არავინაა ისეთი მაგათ პასუხს სთხოვდეს… საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს უარესი დამართეს, გამოცდაზე შედეგები ისე დადეს, კითხვები ბოლომდე არ ჰქონიათ გასწორებული… კიდევ კარგი პრობლემა მოგვარდა… ტუტორს რაც შეეხება, 100%ით განსხვავდება შენი ტუტორისგან და გუშინაც კი კონსულტაცია გვქონდა.
    ფაქტია, რომ ეგეთი სიტუაცია კიდევ კარგა ხანს გასტანს…

    • vekoo said

      მე არაფერი გადამიჭარბებია, პირიქით, რაღაც-რაღაცები, ბუნებრივია, აღარ მახსოვს ან არ დავწერე.
      კომენტარები კიდევ უფრო მეტს მეტყველებს.

      +გამოცდის ქულები შეცდომით ჩვენთანაც შეუტანიათ- 3 თემიდან მხოლოდ 1 იყო გასწორებული : | ესეც გამოასწორებინა სტუდენტმა, მაგრამ ლექტორის პრობლემა უფროა ვიდრე უნივერსიტეტის

  17. […] თსუ – სირცხვილია! […]

  18. DrAcid said

    ყველაფერში ვეთანხმები ავტორს. ნეტავ რაიმე გაზეთში დაიბეჭდოს ასეთი სტატია!
    ეგებ თვალები გაახილონ — ნახევარი უნივერსიტეტი გასაყრელია!

  19. […] ასე რომ ემოციურად ვემზადები, თსუს მოწესრიგებულ სისტემასთან […]

  20. ketusi said

    ვაიმე,საცოდავი ბავშვები რა დღეში ხართ!
    იმაზე უნდა იფიქრო როგორ ისწავლო,თუ ბიუროკრატიული საკითხები აგვაროთ!!!

  21. ketusi said

    ვაიმე,საცოდავი ბავშვები რა დღეში ხართ!
    იმაზე უნდა იფიქრო როგორ ისწავლო,თუ ბიუროკრატიული საკითხები აგვაროთ!!!

  22. ketusi said

    უი,ორჯერ რატომ დაწერილა კომენტი ვერ მივხვდი,
    ერთი ამოშალე.
    ხო,ჩემს ბლოგროლში დაგამატე,მომწონს შენი ბლოგი,და უფრო ადვილად შემოვალ ხოლმე.🙂

    • vekoo said

      პირველად ესტუმრე ბლოგის კომენტარებს და ამიტომაც დასადასტურებული იყო : ))
      დღეიდან დაპოსტვისთანავე გამოჩნდება შენი კომენტები.
      გმადლობ❤
      პ.ს. საინტერესო ბლოგი გაქვს, ტექნიკური, ყოჩაღ შენ ტუტორიალების წერა რომ არ გღლის : ))

  23. Lasha said

    მადლობა ღმერთს. მსგავსი პრობლემა იურიდიულ ფაკულტეტზე არ მქონია, შედარებით.🙂 ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწესრიგდეს ეს საკითხი!!!!!

  24. niko said

    გადმოდი ბათუმის უნივერსიტეტში…🙂

  25. zv10 said

    tavs ityueben tsus xalxi sanam bolomde ar amoasxamt😀 (ar jerat an ar ijereben roca veubnevi ro iliauni marto argusit jobia tsus, modi da nu dametanxmebit amis wakitxvis mere😉

  26. […] იხილეთ ორიგინალი […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: