ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

რა ღირს სასურველი ფორმები საქართველოში?

Posted by vekoo on February 20, 2011

წინა პოსტმა “თსუ, სირცხვილია” უკვე 3 დღეა ტოპ-პოსტია, ამან რომ არ გამაზარმაცოს, კიდევ ერთ პრობლემატურ საკითხს შევეხები – პლასტიკური ქირურგია საქართველოში.

საინტერესოა რა ღირს ან რამდენი უჯდებათ პოპულარულ ქართველ (და არ მარტო) “ფეისებს” სხეულის სხვა და სხვა ნაწილების ესთეტიკურად სრულყოფა.

XX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, სილამაზის ცნება საგრძნობლად შეიცვალა, იდეალური გარეგნობის სტანდარტი არაერთხელ გადაფასდა. როგორც ჩანს, მსოფლიოს მობეზრდა ერთ ყალიბში ჩამოსხმული ლამაზმანების ცქერა. ახლა არავინ დაგიწუნებთ, თუ ზომაზე დიდი პირი ან ასიმეტრიული თვალები გაქვთ. ის კი არა, შესაძლოა, უცნაურმა გარეგნობამ პოპულარულიც გაგხადოთ.
მიუხედავად იმისა, რომ პაჭუა ცხვირი დღეს მოდაში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მომხიბლავი ინდივიდუალიზმია, პლასტიკურ ოპერაციას მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი იკეთებს, თუმცა ცოტა თუ მიმართავს ესთეტიკური ქირურგიის ცენტრს იმის სურვილით, რომ ჯულია რობერტსის ცხვირით ან ანჯელინა ჯოლის ტუჩებით დაამშვენონ. ყველა ქალბატონს (და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბატონსაც) სილამაზის საკუთარი რეცეპტი აქვს, რომლის მიხედვითაც პლასტიკურმა ქირურგმა ახალი იმიჯი უნდა გამოუძერწოს.

სკალპელი მეორეხარისხოვანია?!

ზიგმუნდ ფროიდს ერთი უცნაური არისტოკრატი სტუმრობდა, რომელიც ღრმად გახლდათ დარწმუნებული, რომ მის თავში მტრედებს დაედოთ ბინა. ფროიდი რის ფროიდი იყო, მტრედებისთვის ბუდე არ დაენგრია: იყიდა რამდენიმე მტრედი და ერთ-ერთი სეანსის დროს პაციენტის ზურგს უკან აუშვა, თითქოს თავიდან ამოაფრინაო. ასე განიკურნა ცისფერსისხლიანი პაციენტი.
ალბათ, ხვდებით, რომ ეს მაგალითი ტყუილად არ მომიყვანია. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც პლასტიკური (თუ გნებავთ, ესთეტიკური) ქირურგიის ცენტრს აკითხავს, კომპლექსით არის შეპყრობილი და ყველაზე ნაკლებად ქირურგის დახმარება სჭირდება. არ ვიცი ვარღვევ თუ არა კონკრეტული ესთეტიკური კლინიკის უფლებებს თუ მათ  პრეისკურანტს (ფასების ჩამონათვალს) სახალხოდ გამოვამზეურებ, მაგრამ ის დამალული არც არავისთვის არის.

რა თანხებია საჭირო სასურველი ფორმების მისაღებად?

კერძოდ, ვისაუბრებ რა ხდება საქართველოში (ჩემი აზრით) ყველაზე მაღალხარისხიან ესთეტიკური მედიცინის კლინიკაში – გვარამიაში.

ინფორმაცია, რომლის გამხელასაც ეხლა ვაპირებ, კლინიკის ყველა ვიზიტორისათვის ღიაა, ამიტომ ვფიქრობ, მაქვს უფლება თქვენც გაგიმხილოთ.

  • ექიმთან კონსულტაცია + შედეგის ფოტომოდელირება სულ რაღაც 50 ლარი

  • ტუჩების ფორმის შეცვლა 400-1200

  • ტუჩის ქირურგიული კორექცია 400-800

  • ყურების ფორმის შეცვლა 800-1200

  • ცხვირის ფორმის შეცვლა 2000-2800

  • ცხვირით სუნთქვის ქირურგიული აღდგენა 800-1200

  • მკერდის გადიდება 4500-6000

  • მკერდის დაპატარავება 4500-5000

  • მკერდის აწევა 2500-3500

  • მკერდის აწევა ერთდროული იმპლანტირებით 6000-6500

ასევე, შესაძლებელია შუბლის, წარბების აწევა, სახის და ყელის დაჭიმვა, კანქვეშა არმირება ოქროს ძაფებით, ნიკაპის და მუცლის სხვადასხვა ნაწილების კორექცია, ლიპოსაქცია ყველა ადგილას, პლასტიკა, ლიფტინგი და სხვადასხვა წანაზარდების ამოკვეთა.შემოთავაზებების ფართო არჩევანი იყო, ისე მოვიხიბლე კითხვით, რამოდენიმე სასურველი მინი-ოპერაცია ჩემთვისაც გავთვალე, ოღონდ ის არ შეეხება არაფრის გადიდება-დაპატარავებას : D

ლაზეროთერაპიის პროცედურები

მათ გარდა ატარებენ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს  – მეზოთერაპია, სხვადასხვა სახის პილინგი, სოლარიუმი, ვიბრომასაჟი, თმის ცვენის საწინააღმდეგო პროცედურები, ლაზერული ფოტოგაახალგაზრდავება, ტატუირების მოცილება და მანდილოსნებისთვის ასე საყვარელი/საჭირო ლაზეროთერაპია სხეულის ყველა ორგანოზე.

პრეისკურანტში მთელი 1 ფურცელი ეთმობოდა გინეკოლოგიურ მხარეს, არ ვიცი, რაც გამიგია და არ გამიგია ყველანაირი მომსახურება იყო ჩამოთვლილი- გამოკვლევები,  მონიტორინგი, მკურნალობა. ერთი სიტყვით, სპირალის ჩადგმით დაწყებული გინეკოლოგიური მასაჟით დამთავრებული ყველაფერი იყო. სხვადასხვა ტესტებზე შემოწმებაც კი. 

აღნიშნული კლინიკით აღფრთოვანებული დავრჩი. მართალია ფასები (არც ისეთი კოლოსალური) არც ისეთი მარტივია, მაგრამ მიუღწეველი არაფერია თუკი მოინდომებ.

ალბათ, არ მაქვს უფლება პრეისკურანტის სქრინშოთები დავდო, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 914-914 და სანდომიანი გოგონები ყველაფერში გაგარკვევენ.

7 Responses to “რა ღირს სასურველი ფორმები საქართველოში?”

  1. anna said

    დავაფასე ჩემი გარეგნობა იშიო აძინ:დ

  2. magdalina said

    mokled sadac rame avkripe yvelgan shen agmogachine:D:D:D:D:D:*:*:*:*:*:*mec davafase sakutari garegnoba:)

  3. Gia said

    ვეკო,
    მართალია, არ ვიცი “რეალური თუ ვირტულური ვეკო” ბრძანდებით, მაგრამ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი შეფასებისთვის.
    მერწმუნეთ ნებისმიერი კომენტარი ჩვენი სერვისის პოტენციური მომხმარებლის მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
    პატივისცემით,
    გია გვარამია

    • vekoo said

      awww, დამაჟრიალა ეს კომენტარი რომ წავიკითხე :))))
      არაფრის, ბატონო გია.
      მართლა კმაყოფილი დავრჩი თქვენი კლინიკით – ჩემს მეუღლეს გაუკეთეთ ოპერაცია და მქონდა საშუალება ყველაფერი პირადად მენახა.

      ბედნიერი ვიქნებოდი საქართველოში ყველა კლინიკა ასეთ დონეზე მოწესრიგებული რომ ყოფილიყო…

  4. ნაზი said

    ფასები უჟასნია! არ ჯობს დაუკლონ და ბევრი გააკეთონ ოპერაციები?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: