ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ს ა მ შ ო ბ ლ ო

Posted by vekoo on February 24, 2011

წვიმდა, როგორც ყველა ბანალური მოთხრობა, ეს პოსტიც ასე უნდა დაიწყოს.

ვიჯექი და ველოდებოდი, სადღაც პავლოვის დასაწყისში ვარ, ეს რადიოც უცნაურად ხავის, – ეხლა უმა თურმანის ამინდი ნამდვილად არაა.

საყვარელი ფლეშკა შევაერთე და კვლავაც ვუცდი.

– მალე მოვა?

ღრმა ყვინთვა, იგივე Deep Dive – აი, როგორია დღეს დღე.

ფოსფორისფერ სამოსიანი კაცი გზაზე გადმორბის, ე.წ. “სტაიანშჩიკი” ყოფილა, ხელში ლუდის გახსნილი ბოთლი უჭირავს – იყავი ახლა მათ იმედზე.

უცებ გზის მოპირდაპირე მხარეს მაღაზის ვმჩნევ:

ს ა მ შ ო ბ ლ ო

– უიმე, რა ძვლი მაღაზიაა, რაღა დროის სამშობლოა, – უცებ ვფიქრობ და უცებვე მოვდივარ გონს!

რა რაღა დროის სამშობლოა : |

რატომღაც, ეს სიტყვა ჩემში შორეულ ბავშვობასთან, სკოლასთან ასოცირდება, ვგრძნობ, ძალიან შორს დარჩა ის პერიოდი, ის განცდა, რომ “საქართველო ჩვენი სამშობლოა, მიწის თითოეული გოჯი წინაპართა სისხლითაა დაცული და ჩვენც იგივე მოგვეთხოვება”.

სიცილით გავიხეთქები აი ამ ბიჭებმა ახლაა გვერდზე სადარბაზოსთან რომ აბირჟავებენ სიცივეს ამოფარებულები, ხელში ხანჯლები რომ დაიჭირონ და თავი გმირებად რომ წარმოიდგინონ, – რაღაც ვერ წარმომიდგენია ე.წ. “ჩაჯმული” შარვლებით დროშა როგორ უნდა დაიკავონ :დ

ეს ყველაფერი ყოფილა დროება. მე ჩემში ვერ ვხედავ “თამარის სახეს” – ანუ ვერ წარმომიდგენია იმ დედაბრის შთამომავალი რომ ვარ, რომელიც შვილებს ომში ჩურჩხელებს ატანდა.

ვერც ეს გოგო, შპილკებზე რომ შემხტარა, ტანზე ბეწვი მოუცვამს და აშკარად 5 ზომით პატარა ჯინსი რომ აცვია, ვერც ის წარმომიდგენია კრავაი ჯაყელის ან ხვაშაქ ცოქალის შთამომავლად ( არ იცით ხო ვინ არიან :დ )

და აზრი რა არის ეხლა ამ პოსტის :

სახელმწიფო ერთიანობას ისე ვერ აღვიქვავ, როგორც ეს წარსულში ესმოდათ ქართველებს. მე ქართველი მხოლოდ დინებით ვარ – ანუ დინებას მივყვები და სამწუხაროდ, არაფერი მაქვს საერთო იმ ხალხთან, ვინც მზად იყო თავისი ქვეყნისთვის თავიც კი შეეწირა.

ნუ, ეხლა ბევრს ვიცი სასაცილოდ მოეჩვენება რაზეც მე დავფიქრდი, მარა როცა ვიცი, რომ იყო დრო ისეთ თემებს ვწერდი სკოლაში აგეტირებოდა კაცს ( :დ ) და ეხლა კიდე, საერთოდ გადავგვარდი. რაც მაქვს მგონია, რომ ეს ისედაც უნდა მქონდეს, რაც მაქვს, მგონია, რომ ძალიან ჩვეულებრივია, რომ “ბევრი არ ღირს” და “არც არაფერი დაჯდომია არავის”.

ეს სურათი forum.ge-ს საკუთრებაა

10 Responses to “ს ა მ შ ო ბ ლ ო”

  1. მე მიყვარს ჩემი სამშობლო და ძალიან მტკივა მისი ისტორია თუ აწმყო.
    მესმის წარმოუდგენელია გმირები დადგნენ ჩვენი თაობის ადამიანები როდესაც სულ გაქცევაზე არიან და საქართველოს აფურთხებენ.
    ხანდახან მგონია რომ ამის მიზეზი ისტორიის არ ცოდნაა.

    • vekoo said

      რა თქმა უნდა, ბავშვობიდანვე ჩანერგილ წეს-ჩვეულებებს თავისისი შედეგი აქვთ შემდგომ შეგნებულ ცხოვრებაში.
      ფაქტი ერთია, დღევანდელ საქართველოს ვერაფრით ვაკავშირებ ძველთან

  2. sofo said

    ეჰ, შენ ჩემი თემები უნდა გენახა, სულ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით და პათოსით დაწერილი, ახლა რომ ვკითხულობ სკოლის დროინდელ რვეულებს მეცინება.

  3. anna said

    ფუ ეს ფოტო…
    მართალია ამ ადამიანის უფლებები ფაქტიურად დაარღვიე, როცა უნებართვოდ მოიპარე მისი ფოტო ფორუმ.გე დან (აქ იურისტის ინსტინქტმა გაიღვიძა:დ) მაგრამ მეც ეგრე ვიზამდი :დდდდ

    • vekoo said

      არა, ამ ადამიანის უფლებები მე არ დამირღვევია, ეს ფოტო ჩემთვის ფორუმის საკუთრება იყო და ფორუმი იქ დადებული ფოტოების დაშეარებას არავის უკრძალავს😛
      პ.ს. ნეტა, ოდესმე თუ გნახავ😀

  4. vekoo said

    რა თქმა უნდა, ბავშვობიდანვე ჩანერგილ წეს-ჩვეულებებს თავისისი შედეგი აქვთ შემდგომ შეგნებულ ცხოვრებაში.
    ფაქტი ერთია, დღევანდელ საქართველოს ვერაფრით ვაკავშირებ ძველთან

  5. ჰეჰ, მე კი ვიცი ვინ არიან კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი (მოღვაწეობდნენ თამარ მეფის დროს, და დიდად დაეხმარნენ მეფეს ყუფლუ–არსლანის აჯანყების ჩახშობაში), მაგრამ ვფიქრობ რომ ეს ცოდნა დიდად ვერ მეხმარება, მითუმეტეს რომ მეტიც ვიცი და მეტიც გამიგია(კარგად ვსწავლობ ისტორიას:დ)და მაინც, ეტყობა ისტორიის სისხლიანი ფურცლები ჩვენი მილეული პატრიოტიზმის გამოსაცოცხლებლად საკმარისი არ არის, თუმცა სიმართლე გითხრა მე მაინც მჯერა ქართული სულის, იმ მცირე ნაპერწკალის მაინც ხანდახან რომ ცეცხლივით ანათებს:)შ

  6. ჰეჰ, მე კი ვიცი ვინ არიან კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი (მოღვაწეობდნენ თამარ მეფის დროს, და დიდად დაეხმარნენ მეფეს ყუფლუ–არსლანის აჯანყების ჩახშობაში), მაგრამ ვფიქრობ რომ ეს ცოდნა დიდად ვერ მეხმარება, მითუმეტეს რომ მეტიც ვიცი და მეტიც გამიგია(კარგად ვსწავლობ ისტორიას:დ)და მაინც, ეტყობა ისტორიის სისხლიანი ფურცლები ჩვენი მილეული პატრიოტიზმის გამოსაცოცხლებლად საკმარისი არ არის, თუმცა სიმართლე გითხრა მე მაინც მჯერა ქართული სულის, იმ მცირე ნაპერწკალის მაინც ხანდახან რომ ცეცხლივით ანათებს:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: