ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

პირსინგი

Posted by vekoo on February 26, 2011

პირსინგის შემოტევები სკოლაში დამეწყო, თან სეზონურად – ერთ ზაფხულს გავიხვრიტე ყურები, II დღიდან უკვე ვიხსნიდი საყურეებს, ვიწმინდავდი და ისევ ვიკეთებდი.

მას მერე ჩაციკლული ვარ საყურეებზე და არასოდეს მყოფნის : D

მეორე ზაფხულს კიდევ ერთი ნახვრეტი დავამატე მარცხენა ყურზე.

კიდე შემდეგ ზაფხულს კიდე ერთი ნახვრეტი : ))

ასე დავდიოდი ცალ ყურზე 3 საყურით და მეორეზე- ერთით.

შემდეგ ზაფხულს ისევ ვაპირებდი ერთის დამატებას, ამჯერად უკვე ზევით, ხრტილზე, მაგრამ რატომღაც, გადავიფიქრე : D (მადლობა ღმერთს)

მქონდა ნაყიდი ფრჩხილის “საყურეები”. არ მახსოვს სად ვიყიდე, მაგრამ კაი რამე კი იყო :დ მთელი ზაფხული კარგად ვერთობოდი ხალხის გაკვირვებულ თვალებზე :დ მითუმეტეს სოფელში ბევრისთვის უცხო იყო გახვრეტილი ფრჩხილი , ზედ საყვარლად რომ კონწიალებდა პაწაწკინტელა რგოლზე ჩამოკიდებული თვალი❤

 

ისე, ბავშვს როცა უნდა, არ უნდა დაუშალოთ მშობლებმა ყურის გახვრეტა, რადგან ეხლა რომ დამაბან მე ყურის გამხვრეტი აღარ ვარ :დ

თავიდან (რაღაცნაირად) თანამედროვე  და “ქაჯური” საყურეები მეკეთა, რაღაცნაირი მიქსი მქონდა პანკური და კლასიკური აქსესუარისა : (( ერთი დღე სერიოზული იმიჯით და II დღეს სანახევროდ ჩაშავებული თვალებით დავდიოდი : ((
აი ეს ორი სტილი დღემდე მერევა ერთმანეთში :დ
ბოლო იმ სამიდან 2 დავიკიდე და მხოლოდ თითო-თითო საყურე მიკეთია, მაგრამ გუშინ მომინდა და ისევ ავიხუნძლე ყურები❤

მომენატრა ბავშვობა

ჰოდა, 2 დღის წინ ისევ რომ “ჩავი-ყურე”, აღმოვაჩინე რომ მესამე ნახვრეტი შევიწროვებულია და სამომავლოდ შეიძლება შეხორცდეს : ((

ხოდა, მანდ გავიფიქრე, რა ბედნიერი იქნებოდა პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი  ყველა ნახვრეტი ასე მარტივად რომ ხორცდებოდეს-თქო : D

პ.ს. ცოტა ხანში მაინც ვგეგმავ ერთი პირსინგის და ტატუს დამტებას, სადღაც ზაფხულისკენ

16 Responses to “პირსინგი”

  1. anna said

    მე ტატუ, შენ პირსინგი :დ
    თითო ნახვრეტი მაქვს ყურებზე, თან ცალ-ცალკე გავიხვრიტე , რატომღაც^^

    • vekoo said

      ცალ-ცალკე რატო? :დ არა, მე ორივე მინდა, უფრო მეტად ტატუ ^_^
      და ზაფხულში აი ააააუცილებლად მექნება

  2. Mari said

    ჩემნაირი ყოფილხარ ბავშვობაში. მეც მასე დავიცხრილე ყურები და ახლა აღარ მიხორცდება.

    • vekoo said

      საერთოდ არ იკეთებ ხოლმე? : (( არადა რა საყვარელია საყურე❤

  3. მე კიდე ერთი ნახვრეტი მინდა მარცხენა ყურზე და მოვრჩები ^^ ადგილი აღარ მექნება და იმიტომ :დ
    და ტატუ ინდა მაჯაზე❤ სიკვდილის საჩუქრები, ან კისერზე❤

  4. ტატუ მინდა ხელზე, შიგნითა მხარეს.. (მიხვდი ხო, სადაც?:))) ) ოღონდ _ რა, ვერ გადავწყვიტე. შეიძლება peace სიმბოლო. ნახვრეტები მეც მაქვს სამი ცალი, მაგრამ ორგან აღარ მეტევა უკვე საყურე😦 ვერაფრით ვერ შევირჩიე წესიერი და დამრჩა ასე:(

    • vekoo said

      რა ორიგინალური ხარ, ამ ადგილას არასოდეს მინახავს ვინმეს ქონოდეს : )) ანუ მარტო შიგნითა მხარეს, თორე სამაჯურივით მოყოლებული კი : )) დაჟე, ერთ ორსულ გოგოს ქონდა, ამაზე პოსტიც მიწერია (ეხლა გამახსენდა) https://vekoo.wordpress.com/2010/06/28/tired/ ეხლა გადავხედე და რა დღეში ვყოფილვარ😀

  5. ჭიპზე მექნება ამ ზაფხულს ;პ

  6. ტატუ კი დროებითი ყოველ წელს ახალი მაქვს, მუდმივს ვერ ავიტან…

  7. jood said

    მმმ….. ვიღაც ჩემნაირი ყოფილა : ))

    გამარჯობა : *

    მეც ისტერიულად მიყვარს ყურების გახვრეტა. ჯერ 1-1 დავიწყე. 1 კურსზე მარჯვენაზე მეორე დავიმატე, შემდეგ მესამე – ცოტახანში დაჩირქდა და შევიხორცე.

    მერე მარცხენა ყურს მივადექი – მეორე დირკა მომინდე (ყურზე!!! : ))) ) ეგეც შეხორცდა. დავდიოდი მარჯვნივ 2ით და მარცხნივ ერთით. და ბოლოს მარცხნივ კიდევ ერთი (შავი ამჯერად) დავიმატე ცოტა ზევით , ხრტილამდე. მომწონს❤ მაგრამ მტკივა ისევ : (( 1 თვეა ალბათ ან მეტი რაც გავიხვრიტე.. მაგრამ მანია მაქვს რაღაცნაირი – ერტ ნახვრეტში (პირველად რო გავიხვრიტე იმეებში ოღონდ) 2 ან 3 საყურე მიკეთია ხოლმე.. აფრიკელი ტომების მდედრებისგან ცოტათი გამოვირჩევი მაგ ამბავში.. : )

    ტატუზე ვარ ჩაციკლული, ინი და იანი მინდა კოჭთან გავიკეთო.. ალბათ ვიზამ მალე. ნუ…. 1 წელში დაახლოებით. ლოლ.. : ))

    პ.ს. კეთილი იყოს ჩემი ფეხი აქ!: )

    მეწვიე შენც ; )))

    • vekoo said

      ჩემნაიროო😀
      და შავი დავიმატეო რას ნიშნავს? : O

      ერთი პერიოდი მეც მეკეთა თითო ნახვრეტში 2 საყურე, ოღონდ ერთი წერილი იყო და ერთი გრძელის პონტში. 3 ერთად როგორია მაინტერესებს😀 იმედია ვიხილავ ოდესმე : ))

      პ.ს. კეთილი იყოს შენი მობრძანება

      გესტუმრები😉

  8. ert yurze 6 naxvreti maq meoreze 1 .. + warbi mqonda gaxvretili da tuchi ager ukve mesamed gavixvrite😀

    • vekoo said

      რა მაგარია,.. და რამდენი წლის ხარ?
      3ჯერ რატო გაიხვრიტე ტუჩი? ბლოგზე გიწერია სადმე ამაზე? სურათებითურთ…

  9. xixii gagikvirdebada :D:D 15 wlis var )) blogze axla papireb dadeas ertor dgeshi davdeb albat :)))) suratebiturt

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: