ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ვინ არიან ბლოგერები?

Posted by vekoo on March 1, 2011

ბლოგერები უსაქმური ხალხია, წარუმატებლები ცხოვრებაში და სხვა პრასვეტი რომ არ აქვთ ინტერნეტში:

  1. ბლოგავენ/წუწუნებენ თავიანთ განვლილ/ტანჯულ ცხოვრებაზე ან

  2. ბლოგავენ თავიანთ პროგრესულ აზროვნება/ცხოვრებაზე.

  3. საბედნიეროდ, არის III კატეგორიაც, ძირითადად თემატური ბლოგები, რომლებიც გარდა პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებისა, სხვა მნიშვნელოვან ინფოსაც გვიზიარებენ მკითხველებს.

პირველ დებულებას უსაქმური, ცხოვრებაში წარუმატებელი ბლოგერების შესახებ არასოდეს ვეთანხმებოდი, ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ ბლოგერი სულით ხარ : D

ჩემი მოთხოვნილებაა წერა, ხალხისთვის ჩემი ისტორიის და მერე დასკვნის გაზიარება. ჩემი ცხოვრების წესი გახდა ყოველ დღე იმაზე ფიქრი, დღეს რა დავწერო ბლოგზე და ა.შ.
და ამ ყველაფერს სულაც არ ვაკავშირებდი უსაქმურობასთან.

But

ბოლო ერთი კვირა საშინლად სტრესული მქონდა, უკვე ქრონიკული უძილობა მჭირს (ოღონდ პირიქით, მინდა, მაგრამ დრო არ მაქვს ძილისთვის), ყველა კუნთი მტკივა , სულ დაძაბული ვარ და დასაქმებული, დღის განმავლობაში სულ რაღაცით ვარ დაკავებული, ფაქტიურად, სულ გადარბენაზე ვარ, 2 დღის წინ მეგობრის ქორწილში ვიყავი და ესეც გართობა/განტვირთვასთან ერთად დიდი სტრესი იყო – მაღალ ქუსლიანებზე ცეკვისგან ეხლაც მტკივა ტერფები :დ 

და ამ ერთი კვირის მანძილზე ფაქტიურად ვერ მოვიცალე ბლოგზე საპოსტად.

ყველაფრისგან შედეგად მივიღე ის, რომ იმ დოზით აღარ მაინტერესებს რა ხდება ვირტუალურ სივრცეში,  მე ჩემი თავის რეალიზაციის დონე გავზარდე რეალურ ცხოვრებაში და ვირტუალური უკვე უკანა პლანზე გადავიდა.

გუშინ სახლში რომ მოვდიოდი ამ თემაზე ვფიქრობდი და საბოლოოდ დავასკვენი, რომ ძაანაც შეიძლება გეწყინოთ, მაგრამ ბლოგვა და უსაქმურობა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.

ბლოგინგი შეიძლება ჩემი პროფესიული კარიერის ბაზისიც იყოს (ოდესმე), მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, იმას რომ მე ამით დაკავებული ვარ :დ

უბრალოდ …

დასკვნები თქვენთვის მომინდია, თქვენი აზრი კი გამოხატეთ ეთიკის ფარგლებში.

13 Responses to “ვინ არიან ბლოგერები?”

  1. Mari said

    ვეკო, ზუსტად ვიცი რისი თქმაც გინდა. ბერც შეგედავებოდი, რომ არა ერთი ფაქტი: ერთი კვირის წინ 10 საათიანი სამუშაო გრაფიკი მქონდა რამდენ ხანს მეძინა აღარც მახსოვს. ცოტაც და ქვების სროლას დავიწყებდი. ამ დროს იმდენად მჭირდებოდა ბლობზე რამე დამეწერა, საერთოდ რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი. მოკლედ, არის ადამიანების კატეგორია, რომელთათვისაც ბლოგი ძალიან საჭირო რამეა, თუნდაც იმიტომ, რომ რაღაცის თქმა გინდა და ისე ვერავის დაელაპარაკები, როგორც პოსტში იტყვი. ამის მიუხედავად, უსაქმურობის გამოც ხშირად დამიპოსტავს.
    მოკლედ, ვერ დაგეთანხმები, რომ ბლოგი ერთგვარი მახათია, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ეს ფუნქციაც შეუთავსო🙂

    • vekoo said

      შენ რაც თქვი ეგეც გაერთიანებულია I პუნქტში :დ

      “ბლოგავენ/წუწუნებენ თავიანთ განვლილ/ტანჯულ ცხოვრებაზე”

      ანუ აი აქ. და ამითი ჩვენ შვებას ვიღებთ.

  2. უბრალოდ… როცა გცალია, მაშინ წერ ბლოგზე. მგონი, არაფერია ამაში გასაკვირი… როცა ძალიან დაკავებული დღე/კვირა მაქვს, შეიძლება ერთი sms-იც ვერ მივწერო ვერავის… აქ არაფერია უცნაური, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ და მერე-ვირტუალურში…
    თუმცა, ალბათ, ბლოგოსფეროში არსებობენ ისეთი ადამიანებიც (ალბათ ძალიან ცოტა), სწორედ ბლოგერობისთვის რომ არიან გაჩენილნი და ამით რომ ცხოვრობენ…

    • vekoo said

      ე.ი. შენც იზიარებ შეხედულებას თავისუფალი დროის გადანაწილების შესახებ : ))

  3. ყველაზე უაზრო პოსტი რაც წამიკიტხავს შენს ბლოგზე❤

  4. Lord Vader said

    ბლოგერები არიან მწვავე მენტალური დაავადების მქონენი.

  5. vikaa said

    ვეკო შენი მესმის,, მე ბლოგს იმიტომ არ ვაკეთებ რომ ვიცი დიდ დროს წამართმევს და პირიქთ ძალიან მიკვირს იმათი ვინც სწავლასაც ახერხებენ + ბლოგზე აქტიურად პოსტების წერას და ა.შ. მოკლედ, გინდ უსაქმურები იყოთ, გინდ არა– მევასებით :დ

    • vekoo said

      ხო, ბლოგმა (ისევე როგორც ყველაფერმა რაც გისწორდება) ძალიან იცის ჩათრევა.

      არ მეგონა ბლოგი თუ არ გქონდა, აბა რატო დამიმატე ფბ-ზე :დ მე ამ მიზეზით ვადასტურებ მხოლოდ უცხო რექვესთებს :დ

      კიდე ერთი კითხვა მაქვს შენთან :shy:

  6. Jazzmena said

    ბლოგერები არიან სადო-მაზოხისტები…😉

  7. ilyaverse said

    უსაქმურებიო ? ვაიმე, ვერაფრით ვერ დაგეთანხმები …. ბლოგერების ნაწილი სკოლის მოსწავლეა, სკოლის მოსწავლეს, ცოხვრებაში წარუმატებელსა და უსაქმურს ვერ დაარქმევ, ალოგიკურია…. გარდა ამისა, ყველა ადამიანი საკუთარი თავიდან გამომდინარე მსჯელობს, აქედან გამომდინარე, არ არის აუცილებელი ყველა წუწუნებდეს იმიტომ, რომ შენ წუწუნებებდი ან წუწუნებ 😀

  8. […] ვინ არიან ბლოგერები? […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: