ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

სილამაზის ეტალონი და გაღორებული ღიპები

Posted by vekoo on March 3, 2011

სილამაზის ცნება სხვა და სხვა საუკუნეებში განსხვავებული იყო და ვიზუალური მშვენებაც შესაბამისად განსხვავებულად აღიქმებოდა.

“რამოდენიმე საუკუნის წინ ქალის სილამაზის კრიტერიუმი რადიკალურად განსხვავდებოდა ახლანდელისაგან. აღორძინების ეპოქის ქალები ფერ-ხორცით გამოირჩეოდნენ. მამაკაცებსაც ძალიან მოსწონდათ.

ახლა რა გემოვნება შეეცვალათ? არა მგონია. უბრალოდ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გვარწმუნებენ და თავს გვახვევენ სილამაზის ეტალონს გამოშვერილი ძვლებით და წვეტიანი მუხლებით. მკერდი და ….. ვარაუდით უნდა მიხვდე სად არის.

არა და სილამაზის და სექსუალურობის ეტალონი მერლინ მონრო საკმაოდ ჩაპუტკუნებული იყო და ახლოსაც არ იდგა პარამეტრებთან 90-60-90. დიდი მკერდით და განიერი თეძოებით გამორჩეოდა. სოფი ლორენი? კლაუდია კარდინალე? ვივიენ ლი? რომელი ჰოლივუდელი ვითომ „ლამაზმანი“ შეედრება ამ ლეგენდარულ ქალბატონებს?
როცა ფერ-ხორციან ქალზე ვლაპარაკობ მხედველობაში არა მყავს სიმახინჯე-ავადმყოფობაში გადასული სიმსუქნე.
ისე ჩვენში დარჩეს არც „პლეიბოიში“ მინახავს გამხდარი ქალები რას იტყვით?” – წერენ თბილისის ფორუმზე.

გამხდარი და “ძვალზე ტყავდგადაკრული” ქალები [ალბათ] არავიში აღძრავენ ვნებას, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. განსხვავებული აზრი ძალიან მაინტერესებს, ასე რომ, არ დაიზაროთ კომენტარებში დაფიქსირება. 

ქვემოთ მოცემულია სამი გოგონა და ესაა ზოგადად ტიპიური სურათი “სიგამხდრე-სიმსუქნისა”. და შემდეგ არის 90+ (კგ)

ჩვენი ბებიების დროს იყო +10 სტანდარტი ანუ: სიმაღლეს +10კგ = იდეალურ წონას.

დღეს-დღეისობით შეიცვალა მდგომარეობა: სიმაღლე – 10კგ=იდეალურ წონას.

წონის ამგვარი გამოთვლაც, რა თქმა უნდა, ფარდობითია და დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, მაგალითად, მე ამჟამად ვარ 175სმ და 65 კილო ჩემთვის უკვე გამხდრობად არ ითვლება : ))

თუმცა, ჟურნალ ვოგის გარეკანზე დაბეჭდეს ამერიკელი გოგონა, ნიშნად იმისა, რომ სილამაზე მხოლოდ იდეალურ პროპორციებში/ფორმებში არაა და ესთეტიურად შეიძლება ჭარბწონიანიც გამოიყურებოდეს.

მუცელზე ქონები : | არასოდეს მექნება ამის მსგავსიც კი : ))

და მივედი მთავარ საკითხზე, რამაც პოსტის წერა გადამაწყვეტინა: რა ხდება საქართველოში ამ კუთხით.

უცნაური და საოცრად უაზრო ერი ვართ, პატარა გოგონებს დახმარების ნაცვლად საშინელ მაგალითს (ვ)აძლევთ: პოსტის წერაც ქვემოთ გოგონას სურათმა გადამაწყვეტინა.

ჯანსაღი კვებას პოპულაციას ერთეულები თუ უწევენ, არადა სილამაზის ესთეტიურად აღქმისთვის ეს პირდაპირი გზაა.

 

სამაგიეროდ სოციალური ქსელები სავსეა ტუჩებგამობზეკილი ძააან ძერსკეეე სურათებით .

არაერთი ამგვარი პროფილი დარეფორთებულა, მაგრამ “ასეთების” რიცხვი კატასტროფულად მატულობს. უკვე ტუჩებმობზუკვამოყვარულთა რიცხვი კოლოსალურს უახლოვდება

ჩვენში (სამწუხაროდ) ბევრი თვლის, რომ თუკი Aiii, aSee daWeRs, aMiTi IqnEba YveLazE gAmoRchEuLi da Nu JaaN CHKKK ( : | )

ამ დროს ნაკლებად ფიქრობენ გაუფრთხილდნენ ბუნებრივ ფორმებს და არ დაიმახინჯონ სხეული ზედმეტი ქონებით.

ეს პოსტი ფაქტიურად ყველას ეხება, ვინც მუცელს მაპატიეთ და საჭმლით იღორებენ და მერე კაცებივით ღიპები ამშვენებთ.

მე ბედნიერი ვარ, რომ არასოდეს შემრცხვება ბიკინებით აუზზე გავლის.

18 Responses to “სილამაზის ეტალონი და გაღორებული ღიპები”

  1. LiLaC said

    მე ვარ 180 და რაღაცა სიმაღლეში და
    60დან 65მდე მერყეობს წინა, ანუ თითქმის – 20, მაგრამ ძვალზე გადაკრული ტყავი არასოდეს ვყოფილვარ.

  2. Mari said

    როგორც იქნა, ვიხილე ამ პოსტის დასრულებული ვერსია😀

  3. anna said

    ახლა არც მე მაწუხებს რამე, მაგრამ წლების მერე რა იქნება ღმერთმა იცის.
    საშინლად მეშინია გათხოვების მერე არაფერი დამერღვეს

    • vekoo said

      გათხოვების მერე რატო? :დ არადა ლიბერალი ვარო ამტკიცებდი…………………………………………………………………

      ისედაც ლამაზი გოგო ხარ და შემდეგ უფრო დამშვენდები და სხეულსაც უფრო გაუფრთხილდები : ))

  4. neliko said

    sul ragac 8 kiloti naklebi var simagleze mara mere ra… ici ra ver gavige veko?.. xan amtkiceb dzaan gamxdari ar unda iyooo da xan kide muceli ar moigorovo… სოფი ლორენი, კლაუდია კარდინალე, ვივიენ ლი… martlac ulamazesebii arian… :))))))

    • vekoo said

      ჰო, ოქროს შუალედის დაჭერა უნივერსალური ვარიანტია : ))

      ის, რომ არ გაქვს ღიპი და ქონები არ ნიშნავს, რომ მაინდამაინც ფიცარივით იყო

      ისე, უამრავი გამხდარი-გაჩხიკინებული მინახავს ღიპუცები რომ აზრით, ეს ჩემი აზრით, ორმაგად ცუდია : ((

  5. salolas said

    რა იყო ეხლა ეს ვითომ?😀😀😀 მომიშალე ნერვები, ან რას ვკითხულობდი საერთოდ : )))
    მე მიყვაარს ჩემი ფორმები : )
    ღიპი კი არა ჯერ ერთი ეგ არის “ღიპუცელა” საყვარელი😀

  6. რა დაგიშავა ასეთი ამ ,,სოფო მაძღარაშვილმა”, რომლის გვარიც ასე ,,კოპწიად” უხდება შენს პოსტს? : )))))))

  7. Mallorie said

    ამას ჰქვია მაზოლზე ფეხის მიჭერა, თან ისე..
    სრულიად გეთანხმები..
    დიახაც.. მე მსუქანი და საშინელება ვარ..
    უნდა გავხდე..
    რა გამიხარდა 3-4 კილო.. არა, გეკითხებით რა გამიხდა?
    მეუბნებიან უფრო გახდიო, მაგრამ მე არ მინდა არც ღიპი და არც ქონები.. დიახაც..
    არ მინდა ბიკინებით სიარულისას ყველაფერი თანთალებდეს…
    ამ ზამთარს ძალიან გავსუქდი.. არასდროს მქონია ღიპი და ახლა, ვერცერთი სმაჭამას მოყვარული კაცი ვერ გამიწევს კონკურენციას.. ^^

    • vekoo said

      უპს😦 რა ცუდია : (

      სამაგიეროდ, ძალიან მიხარია, თუ ეს პოსტი შენი “გამოფხიზლების” და “შეჯანჯღარების” სათავე გახდა : )) მისი მიზანიც სწორედ ეს იყო (და არა ვინმეს დაცინვა😦 )
      რამდენი კილო ხარ? და სიმაღლე? დაწერე როგორ წავა შენი საქმეები გახდომის მხრივ

  8. nanuka said

    me 170 var da 64 kg,sheni azrit msuqani var tu gamxdari???

    • vekoo said

      გამომდინარე იქიდან, რომ
      1) მე 175 ვარ და სტაბილურად 63–დან 65 კილოგრამამდე და ჩემი თავით ააააფსოლიტურად კმაყოფილი ვარ ,
      2) იმიტომ რომ ტანის სილუეტზე ამყოლ მაისურებს რომ ვიცმევ ძალიან წვრილი წელი მაქვს და ამის გამო ძალიან გამხდარი ვჩანვარ, + ფუმფულა badonkadon მაქვს, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს ტანის ფორმებს ,
      3) კიდე გამომდინარე იქიდან რომ სამაგიეროდ წვრილი ძვლით არ გამოვირჩევი და ფეხებს მეტს მაინც ვეღარ გავიხდუნებ,
      ჩემთვის ყველაზე ნორმალური კონდიციაა : ))

      შენ რაც შეგეხება ასეთ დეტალებს თუ გაგვიმხელ მოვიფიქრებ რამეს :დ ისე კი ვთვლი, რომ 2–3 კილოს დაკლება მხოლოდ სასიკეთოდ თუ წაგადგებოდა ^_^

  9. მე ვარ 175სმ-მდე და ისე დიდი ხანია არ ავწონილვარ,მაგრამ ბოლოს49.7 კგ ვიყავი,გრამებშიც კი ვითვლი საცოდაობა ვარ😀 ღიპს არასდროს შევუწუხებივარ და არც რამე მაგდაგვარს კიდევ კარგი🙂 საერთოდ კი საქართველოში მგონი არ იყო პრობლემა “ღიპები” გოგოებზე და ახლა მგონი მამაკაცებს უფრო ნაკლებად აწუხებთ ეგ პრობლემა,ვიდრე გოგოებს. ))

  10. oi oi oi:D:D:D:D:Des posti me mexeba ase mgonia.vek mazolze fexis damachireeet:D:D:D:Dmagram albat uaxloves momavalshi mec viqnebi 65😀😀 magram simartle gitxra es yvelaferi me ar mawuxebs didad..magram rao rao da damchirda

  11. […] […]

  12. vaster.ge said

    me ro msuqani var visi ra saqmea?😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: