ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

მე = დედა

Posted by vekoo on March 8, 2011

რაზე დავწერო?

თითები მექავება საწერად და არაფერი გამომდის თავიდან.

ავუკრძალე ჩემ თავს გარკვეულ თემებზე წერა, რაღაც-რაღაცეებიც თავიდანვე აკრძალული მქონდა და ასე, ამ აკრძალვების ფონზე ვზიარ ბაიყუშივით და უკანასკნელი იდიოტივით ვუსმენ Korgis-Need Your Lovin-ს (რაღა დროსია, მარა მაინც…)

საერთოდაც ვფიქრობ, – ბლოგმა უარყოფითის მეტი არც არაფერი მომიტანა: შემექმნა პრობლემები გარკვეულ ადამიანთა ჯგუფთან, გამიჩინა საფიქრალი, +მომავალი პრობლემები, რომლებსაც ვიცი რომ ადრე თუ გვიან, გადავაწყდები და ა.შ.

დადებითი? პოზიტივი არც არაფერი მახსენდება ამ წუთებში – გარდა იმ წუთისა, როცა ბავშვურად მიამიტურად მიხაროდა ტოპ-პოსტებში მოხვედრა, როცა ვნებას თუ ემოციას აყოლილი ხმამაღლა ვწერდი პირად ნიუსებს…

ეხლა ისეთი არეული საათი მიდგას რა მინდა და რა არა ვერც ამას ვანსხვავებ.

ერთადერთი, რაც მიშველის ალბათ, ცხელი შხაპი იქნება ^_^

ვეთაყვანები ამ პროცესს. აუ, ისე , ერთხელ, ბავშვობაში მეზობლის ბავშვი სიხარულით მიყვებოდა: “იცი, გუშინ მე და ჩემი ძმა დედამ გვაბანავაო” :დ ტიპებს პაპრაზნიკამ ბანდათ დედამისი თურმე :დ

ბლოკნოტი მჭირდება – მაგარ ყდიანი და ლამაზ გვერდებიან მომცრო ბლოკნოტი – იქ ჩავიწერ ყველა აზრს თუ აზრის გაფართხალებას. ხანდახან ისე, ისე მომესურვილება ხოლმე რომ მქონდეს …

დღეს ქალთა დღეა – დედიკოს თვალის ტუში ვუყიდე : )) კარგი შვილი მინდა ვიყო.

ხვალაც პირველ ხელფასს ვიღებ და დედას მობილურის გაბზარულ-ჩაშავებულ-არეულ ეკრანს გავუკეთებ ^_^

იმაზე დიდ სიამოვნებას ლამის არაფერი მანიჭებს სიკეთეს რომ ვაკეთე : ))

რამდენი პოსტი მაქვს დედაზე და ყველგან საზიზღრობები მიწერია არადა (2-ის გარდა).

მეშინია მეც რომ დედა გავხდე….. ეხლახანს ფბ-ზე დავასტატუსე “ორსულადაა, დედა ხდებათქო” და შენო მკითხეს : )) არ მინდა ჯერ დედობა, არ ვარ მზად.

შვილს იქამდე არ გავაჩენ სანამ იმდენს მაინც ვერ შევძლებ რომ ჩემი ხელფასით მარტო ჩემ შვილს მაინც მოვუარო – ჩემს უზღვავ სურვილებზე კი ძვირფასმა ქმარმა იზრუნოს :დ

11 Responses to “მე = დედა”

  1. Mari said

    ჩემი ჭკვიანი…
    კარგია კეთილი აქრები რომ გაწუხებს.
    ჰოდა, დედობას რაც შეეხება, მეც მეშინია მაგაზე ფიქრის. ოღონდ განა იმიტომ, რომ მეზარება ან ბავშვების ტირილი გულს მიწუხებს, მეშინია ჩემსავით შტერი შვილი არ მყავდეს😀

    • vekoo said

      ჩემსავით შტერი შვილიო :დ ვაიმეეე, საიდან მოიტან ხოლმე : ))

  2. არა და მახსოვს ბლოკნოტზე მე რომ ვტქვი ადრე დამცინე:/ ჰმ😐
    და რა პრობლემები შეგიქმნა ბლოგმა? ის, რომ ნათესავებმა წაიკითხეს? მამენტ, აბა რა გეგონა როცა ანონიმურობას არ იცავ :პ

    ძნელია, როცა ყველაფერზე წერა არ შეგიძლია, აქტიურად შებოჭილი ხარ🙂 პოზიტივი თუ არაფერი მოუტანია და მხოლოდ პრობლემებს გიქმნის თავს რატომ არ ანებებ?

    ჰო და ორსულად ვინაა?

    • vekoo said

      მე დაგცინე?😀 გამორიცხულია😀 მე არ ვიქნებოდი ეგ😀😀😀

      ისე, მართლა, როდის დაგცინე :ო

      ნათესავებს არ წაუკითხავთ და ეგ არ მბოჭავს, ნათესავები კი არა, თუნდაც ერთი ნაცნობი რომ კითხულობს უკვე აფსოლიტურად ყველაფერს არც და ვერც დაწერ.

      + ამას რაც იზრდები და გამოცდილება გემატება ხვდები, რომ არაა საჭირო ყველამ ყველაფერი იცოდეს შენზე…

      ორსულად? უკვე 2 ორსული გვყავს : )) არ იცნობ ……… მეგობრები

      • აი მაშინ :დ მე მახსოვს, მწარედ :დ

        თუ იზრდები და ხვდები რომ არაა საჭირო ყველამ ყველაფერი იცოდეს ესეიგი პირადი ბლოგინგი შენი სფერო არაა ^_^

        მე ერთი სული მაქვს როდის დავწერ ხოლმე ბლოგზე ყველა ახალ ნიუსს თუ რაც არის🙂

        2 ორსული? :ოო მალადეც❤ მიყვარს ორსულები უფრო მეტად პატარა ბავშვები❤

  3. vekoo said

    ნათია, არც შენ წერ თითოეული კუჭში გასვლის წუთებს, წამებსა თუ ხანგრძლივობას ბლოგზე, და მე იმედი მაქვს, ამაზე არც არასოდეს გაამახვილებ ყურადღებას შენ ბლოგზე, – ყველა ნორმალური ადამიანი ასეც იქცევა.

    მაგრამ ამის გამო ვერავინ ეტყვის, რომ პირადი ბლოგინგი შენი საქმე არააო😛

    • კუჭში გასვლაზე რომ არ წერდა ის გოგო მაგითი მიხვდა ჰაუსი რაც ჭირდა❤❤ :დდდ

      კი არა და მოკლედ, შენი საქმისა შენ უკეთ იცი ^^

      • vekoo said

        ხო, მარა მე ბლოგის მკითხველებში “ექიმებს” და ჩემ მშველელებს, შეყვარებულებს ან მეგობრებს არ ვეძებ. ბლოგი არ მაქვს იმიტომ, რომ ვიღაცასთან დამეხმაროს რაღაცაში.
        ადრეც ვწერდი – ბლოგი ჩემიათქო!

        პ.ს. ეს არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ რამოდენიმე ადამიანი მართლაც აღმოვაჩინე ბლოგიდან

  4. kevana said

    🙂
    me sheni blogi imitom momwons, rom es sheni samyaroa, sheni nawili, rasac wer, chemtvis sainteresoa, iseve rogorc sheni pirovneba🙂

    • vekoo said

      გმადლობ : ))

      ძალიან მასიამოვნე შენი დამოკიდებულებით : ))

      აი, შენ ხარ თუნდაც ერთი მიზეზი, რისთვისაც ბლოგის ქონა ღირს : ))

  5. magdalina said

    ragac tbilia:)ise maseti bloknoti mec sul minda azrebistvis,magram verc viyide da verc vachuqnine raa:D:D:D:aii iseti…
    hoo rac sheexeba dedobas..me mzad var dedobistvis,magram “sanam ar meqneba pampersis fuli”:Dmokleeed

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: