ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

ფართოდ გაფარჩხული ფეხები

Posted by vekoo on March 19, 2011

20წლამდე ამბორიც არ იცოდა, 20 წლისა პირველად ეზასავა და ვოლზე ნიუ-არტ სურათი დადო.

ქმარს გაშორდა და სექსუალური თავისუფლების ქადაგება დაიწყო. 

ქორწინებაში ბავშვი არ უჩნდებოდა და განქორწინებულმა ის ვეღარ გაარკვია საკვერცხემდე გზები რითი დაუხშოს რიგითი მამრის სპერმატოზოიდებს.

ქორწინებამდე სიწმინდეს პირწმინდად იცავდა და განქორწინების მერე პიროვნული სიწმინდა პირწმინდად შებღალა.

ქორწინებამდე სიტყვა “ქორწინებამდე”  ნიშნავდა დეფლორაციამდელ პროცესს, ქორწინების მერე კი “ქორწინება” საცხოვრებლად პარტნიორთან გადასვლასთან გააიგივა.

ზუსტად ამ “ქორწინებამდე” [a.k.a. დეფლორაციამდე p.s. ქალიშვილომდე რა] მეოცნებე გოგონა იყო და მხოლოდ თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცსს თუ აჩუქებდა კოცნას, ისიც მხოლოდ ქუჩის ბნელ კუთხეში და მხოლოდ მაშინ, როცა უზარმაზარი თაიგულით ულამაზეს ყვავილებს მიართმევდა სიყვარულის დღეს. 

[ქუჩის ბნელ კუთხეში ან სკვერის მიგდებულ ნაწილში]

ყველაფრის დაკარგვის შემდეგ კი კოცნას როსკიპი ქალივით არიგებს.

და მე როცა ვამბობ ყველაფერს, ვგულისხმობ მართლა ყველაფერს.

ლიბერალობა, ევროპელობა, თავისუფლება! პიროვნული განვითარება…

ერთადერთი მიზანი, ფქტიური საფუძველი მათი ქცევისა ეს გახდა.

ჰო, და გახდა კიდე..

ყველაფერზე ხმამაღლა და საჯაროდ საუბარი, ყველაფერში დაინტერესება და ნებისმიერი ტიპის ინტიმური კითხვა მოსაუბრესთან, – აი, როგორია გზა “განვითარებამდე”.

და კვლავაც, მე როცა ვამბობ ყველაფერს, ვგულისხმობ მართლა ყველაფერს.

ტი შტოო, “აზიატები ხომ არ ვართ, გლეხი რეგიონელები, ჩვენთან ევროპაშიი…” და ამას მოყვება ჭექა და ჭექა-ქუხილი. და ვაი იმას, ვისაც კბილს დაადგავენ.

მსოფლიოს განვითარების მანძილზე ყოველთვის იყო “კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდას” პრობლემა.

თუკი ასე საყვარელი უცხოეთში გელფრენდ/ბოიფრენდის “ინსტიტუტი” აკრედიტირებულ-ლიცენზირებულია, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ქართველებს ხომ ყოველთვის გვიყვარდა ყველაფრის ჩვენ გემოზე გადმოხარშვა ამიტომ ამ ფაქტის კონსტანტაციაც მოხდა და ე.წ. ინსტიტუტები ეხლა უკვე ერთდღიან “პროფ-სასწავლებლებად” იქცა, – სექსუალურ პარტნიორებსაც 1-დან 1 კვირის ვადით ირჩევენ.

არადამ კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე პროფში სწავლა ნი ტო პონტად ითვლებოდა, უნივერსიტეტი კი მაღალი ღირებულების მატარებლად ითვლებოდა და ბევრისთვის სანუკვარი ოცნება იყო.

არ გაეკაროთ პროფ-სასწავლებლებს, ჩააბარეთ უმაღლესებში :დ

ეხლა მე ამ ერთ პოსტში იმდენ თემას შევეხე, იმდენ პიროვნებას მივედ-მოვედე, ბოლოში გასვლა მიჭირს, ავირიე და რითი გავაგრძელო თუ დავასრულო ვეღარ ვხვდები.

მერე რა, მე მარტო არ ვარ, ბევრიც ასეა: ცხოვრების ერთ ეტაპზე პრობლემიდან გამოსავალს რომ ვერ ხედავენ უფრო და უფრო ღრმად ეფლობიან. ერთ შეცდომას მეორეს ამატებენ და ა.შ.

და ვერც ვერაფერს ვიზავთ, ასეთები ვართ ადამიანები. და გოგოები ხო განსაკუთრებით.

წერა სულ სხვაგვარ მოტივებზე დავიწყე, მეც სხვა შემართებით ვიყავი, მაგრამ ეხლა სწორედ ის კულმინაციური მომენტია, მთვარე და დედამიწა ყველაზე ახლოდან რომ ხახუნობენ მიზიდულობის ძალით.

ტკბილი ძილი მისურვეთ.

პ.ს. ერთმა ახალგაზრდამ თქვა: “რა მარტივია ბებიაჩემო დაგვძრახო გართობისთვის, როცა თვითონ  მარტო წნევის გაზომვის თავიღა გაქვსო”.
ნურავის მოახვევთ თავზე თქვენს გამოცდილებას თუ მსოფლმხედველობას, გვაცალეთ მოვიდეთ თქვენამდე.

საერთოდ,ეს წინადადება პოსტის თქმულისგან საპირისპიროდ იხმარება, მაგრამ ამ შემთხვევაში იმათ წინააღმდეგაა გამოყენებული, ვინც ე.წ. სექსუალურ თავისუფლებას ქადაგებს.

10 Responses to “ფართოდ გაფარჩხული ფეხები”

  1. Mari said

    ტკბილი ძილი, ვეკო :* იმედია ოდესმე ჩავწვდები ამ პოსტს.

  2. tamaRa said

    ვერაფერი გავიგე… პოსტსკრიპტუმი მთელი პოსტის საწინააღმდეგო მომეჩვენა🙂

    • vekoo said

      ანუ საერთოდ ის წინადადება პოსტის თქმულისგან საპირისპიროდ იხმარება, მაგრამ ამ შემთხვევაში იმათ წინააღმდეგაა გამოყენებული, ვინც ე.წ. სექსუალურ თავისუფლებას ქადაგებს.

  3. ninnaka said

    წავედი ბლოგროლში ჩაგამატო :))
    “ნურავის მოახვევთ თავზე თქვენს გამოცდილებას თუ მსოფლმხედველობას, გვაცალეთ მოვიდეთ თქვენამდე.” აზრის მოხვევას თავი დავანებოთ, ერთგვარ პროპაგანდასაც ეწევიან და გვირჩევენ მათი ცხოვრების სტილი გავიზიაროთ…
    http://ninnaka.wordpress.com/2011/03/14/რაზე-საუბრობთ-ყველაზე-ხშ/ შემდეგ თვალი ამ პოსტსაც გადაავლე, პასუხად ამით შემოვიფარგლები.

  4. kevana said

    მდააა.. რამდენ რამესა და ვინმეს შეეხე.. თითქოს დასაწყისი მეცნო, მაგრამ მერე ჩავთვალე, რომ განაზოგადე : )

    • vekoo said

      კონკრეტულად არავიზე დამიწერია თუკი ვინმე გეცნობა, ე.ი. ისიც ამ რიგებშია

  5. სჯობს პირდაპირ ილაპარაკო ვიდრე მიედ–მოედო და საბოლოოდ არაფერი პოსტი გამოგივიდეს.

    სწორად მიტქვამს მე, სათაურები მაგარი გაქვს პოსტი ვერაფერი ^^

    • vekoo said

      რა იყო, რამე გულზე ხომ არ მოგხვდა? :O😀😀😀

      რამ გაგამწარა, calm down, honey

  6. […] ფართოდ გაფარჩხული ფეხები […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: