ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

too busy lady

Posted by vekoo on March 27, 2011

და რა ხდება თქვენკენ?!პირველად იყო ესე კითხვა და შემდგომ პასუხიც :

9:00 ბუღ.აღრიცხვა ბანკებში – ლექცია
10:00 ბუღ.აღრიცხვა ბანკებში – სემინარი
11:00 რეკლამა და ფინანსები – სემინარი
12:00 მარკეტნგის საფუძვლები – სემინარი
13:00 საჯარო ფინანსები – სემინარი
14:00 მშვიდობით, მაღლივო
15:00 ბასს-ის კურსები წერეთელზე
17:00 i’m a free
20:00 მოსწავლე
22:00 ნანატრი თავისუფლება

ასეთი იდილიური ყოფა მაქვს სამშაბათობით დილის 9საათიდან ღამის 10-მდე. +ბონუსად ვცხოვრობს რუსთავში და მიწევს გადარბენები და 1საათი გზაში. (1+1=2) მარტივი არითმეტიკა :დ

გარდა ამისა,

ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი დავდივარ Big-Ben School-ში საღამოს 5სთ-დან და

სამშაბათი-ხუთშაბათი-შაბათი პროფესიონალ ბუღალტერთა ცენტრში სპეციალურ კურსებ-ტრეინინგებზე.

+ კვირის 3დღეს მე-9 კლასელი მოსწავლე ინგლისურის შესწავლის მწველი სურვილით.

და კიდევ ტარააამ 

გავდივარ სტაჟირებას მერიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილებაში, კერძოდ ბუღალტრულ ნაწილში და დილიდან შესვენების დაწყებამდე  experience-ს ვიმაღლებ .  ნუ, წესით,  ჯერ საბიუჯეტოდან უნდა დამეწყო , მაგრამ უნივერსიტეტში ითხოვენ ბუღალტერიაში მუშაობის პროფესიულ პრაქტიკებს, ამიტომ მე “შუა ნაწილში” ჩავჯექი და შემდგომ დავუბრუნდები საბიუჯეტოს. დასკვნითი ნაწილი კი ხაზინაში სტაჟირება იქნება.

ამ ბოლო პუნქტმა სიამაყის და თვითრწმენის დონე ამიმაღლა. ვისაც ვუთხარი ყველასთან პირველივე შეკითხვა იყო: ვინ დაგეხმარა? ვინ მოგაწყო?

-არავინ დამხმარებია, თვითონ მოვახერხე, თავი მოვაწონე და შედეგიც მივიღე.

ლამის დეპრესიაში ვვარდებოდი ხოლმე ჩემს გარშემო ყველა მეგობარი რომ უკვე მუშაობდა და მე – ჯერ არა. ამიტომ ახლა ცოტა დავმშვიდდი და სუულ ცოტათი  მჯერა, რომ ჩემითაც შეიძლება მივაღწიო რამეს :დ

ამ ეტაპზე სულ ესაა ჩემი ცხოვრება – დილით მერია, შუადღიდან სხვა და სხვა კურსები, გვიან საღამოს მოსწავლე და შიგადაშიგ ჯავახიშვილი.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გამიჩნდა დროის პრობლემა პირად ცხოვრებაში: ადრე შემეძლო მთელი დღე უპრობლემოდ გაგვეტარებინა ერთად და ეხლა კი საათებში ვართ გაწერილი : (( სამაგიეროდ, უფრო მენატრება და უფრო მწველი სიახლით ვგრძნობ აჩოს საჭიროებას. but, მაინც ვახერხებ კვირაში 5 დღე მაინც ვნახო :დ

და თქვენ რას აკეთებთ გოგოებო, ვინც ჩემ ბლოგს კითხულობთ, მინდა ყველამ დაწეროთ მსგავსი პოსტი, ძალიან ბევრის დათაგვა მომიწევს, ამიტომ მირჩევნია თქვენ სურვილს მივანდო და ველი შედეგებს : ))

15 Responses to “too busy lady”

  1. salolas said

    აიი, აი, ასეთი საქმიანი ვეკო მომწონს მე და არა ისეთი, ლექციებს რო აცდენდა, გამოცდებზე რო არ შედიოდა, მერე კრედიტებს ანაწილებდა რომ შეტენილი საგნები აენაზღაურებინა😀

  2. Mari said

    რა მაგარია, ვეკო😀 ყოჩაღ :* მორჩა, აწი ისევ ჩემი სტიმული ხდები და ყოველგვარი წუწუნის გარეშე ვაგრძელებ სწავლასაც და მუშაობას! მიყვარხაააარ :* :*

    • vekoo said

      გენაცვალე :* :* როგორ მიყვარხარ :* :* :*

      ჰო, ერთმანეთი “ვასტიმულიროთ”😀

  3. MrsMarch said

    ვეკო, ამ პოსტის წაკითხვისას სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა (არ ვაჭარბებ)
    მომწონს ეს ვეკო! სრულყოფილია (ჩემი მასშტაბებით)
    ძალიან კარგია ეს ყველაფერი, დაჟე ისიც კარგია რომ 24/7 აჩოს ვერ ხედავ, მართლა უფრო კარგი და სასიამოვნოა თუნდაც ის პატარა მონატრება რომ ჩნდება და რაც მთავარია (ტარაამ) ეს ფაქტი უფრო გაახლოვებს ჩემი მეზობლობისკენ ((:

    GOGOGO!! LUV YA!!!

    • vekoo said

      ათასი მადლობა ჩემგან :* შენ რომ არა ამ პოსტს არასოდეს დავწერდი.

      შენ რომ არა, ასე დეტალურად ჩემ საქმე/ცხოვრებას არასოდეს განვიხილავდი და არც ასეთი ამაყი ვიქნებოდი .

      თვალი ჭამს და თვალი – სვავსო, აქ რომ ვკითხულობ უფრო სხვანაირი ჩანს ყველაფერი :დ

      • MrsMarch said

        მე კიდევ შენ… რომ წავიკითხე დავუარე ჩემს საბუთებს და 1 წლის დასალაგებელი დავალაგე ისეთ სამუშაო განწყობაზე ვიყავი : ))))

  4. საბანკო საქმე და ფინანსებზე სწავლობ? :შ მაშინ მშურს შენი😀 ავიტან ყველაფერს ერთ დროს მაგისთვის,ჯერ ადრეა ჩემთვის😀 რთული დღე გქონია,ყოჩაღ შენს გაძლებას😀 რადგან თავისუფალი ტაგი დატოვე,მეც დავწერ შენის ნებართვით :*

  5. […] და ასეა კიდეც მისთვის.. პოსტი იწერება ვეკოს თავისუფალი ტაგის წყალობით,რისთვისაც […]

  6. LiLaC said

    უჰუუმ, მაგარია ^^ მეც დავწერ, მართალია, ასეთი დაკავებული არვარ, მაგრამ არაუშავს ))

  7. […] ვეკოს პოსტი: too busy lady […]

  8. […] too busy lady […]

  9. […] too busy lady […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: