ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

როგორ გავხადოთ ბლოგი პოპულარული?

Posted by vekoo on April 3, 2011

სოციალური მედია დღითი დღე იზრდება და ამდენ ახალგამოჩენიკლ ბლოგებში თავის დამკვიდრება ბევრს უჭირს. იმისათვის, რომ შემაციროთ ვიზიტორებისა და კომენტარების ნაკლებობის პრობლემა, ჩემი მხრივ, მოგცემთ რჩევებს:

  • გახდით უფრო აქტიური!

აქტიური, როგორც ბლოგერი და როგორც უბრალოდ აქიტური პერსონა.

აქტიური ბლოგერი ნიშნავს:

  1. წერო რეგულარულად.

  2. წერო მკაფიოდ, ნათლად და გარკვევით, ფაქტის შელამაზების გარეშე.

  3. წერო საინტერესო და პიკანტურ თემებზე.

  4. წერო “ზუსტ დროს და ზუსტ ადგილზე”.

  5. წერო და მიიღო მონაწილეობა სხვა და სხვა ბლოგერულ ექთივითებში. {დამატებით იხილეთ პუნქტი # }

აქტიური პერსონა ნიშნავს:

  1. გააფართოვე თქვენი სანაცნობო, – მოარიდო სახე ჩრდილს და გამოხვიდე პატარა ნაჭუჭიდან, ქვეყანა გაცილებით ვრცელია, ვიდრე მაგალითად თქვენი სამეგობრო თუ სამეზობლო.

  2. დააფიქსირე თქვენი აზრი ყველგან და ყოველთვის, მაშინაც კი თუკი ასე მხოლოდ თქვენ ფიქრობთ. სულაც არაა საჭირო შენი შეხედულება მასოვკის აზრს ემთხვეოდეს.

  3. არასოდეს შეგეშინდეს შენი სახის გამოვლენის და გაამყარე საკუთარი ავტორიტეტი. ამაში კი, პირველ რიგში, თვითრწმენის ამაღლება დაგეხმარება.

გახდით მეტად კომუნიკაბელური, social person!

  1. საუკუნის კითხვა: “ვინ არიან ბლოგის მკითხველები?” – ბლოგებს თვითონ ბლოგერებივე კითხულობენ, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაერთიანდეთ ბლოგერულ “გაერთიანებებში”.

  2. ამის უპირველესი წყარო https://www.facebook.com/ – ია. არავინ მეგულება, ვინც ამ სოციალურ ქსელს არ სტუმრობს, მაგრამ მაინც.

  3. ფბ–ზე ბლოგის ფან–პეიჯის შექმნა სასარგებლო იქნება, მაგრამ ჯერ–ჯერობით, ამაზე უკეთ თავად ბლოგერების დამატება ამართლებს. ამიტომ, დაიმეგობრეთ ცნობილი თუ უცნობი ბლოგერები. თუმცა, გაითვალისწინეთ: არ გახდეთ სპამერი!

  4. ამის შემდგომ, გაწევრიანდით სპეციალურ ჯგუფ “ბლოგერებში” და გაეცანით ყველა სიახლეს თუ წამოწყებას. ეს ჯგუფი ნაკლებად ატარებს შემეცნებით ხასიათს {:დ} , მაგრამ თავის დამკვიდრებისა და გაცნობისათვის შესაფერისია.

  5. დარეგისტრირდით http://twitter.com/– ზე, მართალია საქართველოში ფაქტიურად მკვდარია ეს მომსახურება, უმრავლესობას მხოლოდ სახელისთვის აქვს შექმნილი ექაუნთი, მაგრამ მაინც.  მსოფლიო დონეზე მნიშვნელოვანი ამბები ყველაზე სწრაფად სწორედ აქ ვრცელდება.

  6. ამის შემდეგ, თუ დაიმსახურებთ უკვე სხვა კულუარულ ბლოგერულ ჯგუფებსაც შეუერთდებით… ^_^

  7. აქვე გაითვალისწინეთ: მეტისმეტი არ მოგივიდეთ: არიან ისეთები, რომლებსაც არასოდეს წავიკითხავ თუნდაც მათდამი ჩემი ინდიფერენტულობის ან მათი ტვინისმზილავობის გამო.

გადავიდეთ წმინდა ტექნიკურ მხარეზე:

  • ნუ გექნებათ “ზანგი ბლოგი” – არ წეროთ შავზე თეთრით : |

  • აუცილებლად იქონიეთ საიდბარში ეთ ლისთ სერჩის ფუნქცია, უკანასკნელი პოსტების, კომენტარების ვიჯეტები, არქივი და სხვა საიტების ბეჯები.

  • ვრცელი და სურათებით დახუნძლული პოსტები “გაწყვიტეთ”  read more ღილაკით.

  • შეარჩიეთ შესაფერისი დიზაინი, რომელიც ჩემი რჩევა იქნება, თუ მაქსიმალურად აითვისებს ეკრანის რეზოლუციას.

დასაწყისისთვის ძირითადი სულ ესაა.

იყავით ინდივიდუალურები, არ დაკარგოთ თქვენი ხელწერა. რა არის ეს ბლოგზე? თუნდაც თქვენთვის დამახასიათებელი რაიმე ნიშნულა, მაგ [ ] ; { } ; დაბოლდილი საკვანძო სიტყვები … და ა.შ.

დააყენეთ კალენდარი, ჩემთვის ეს ერთგვარი ალერმ ქლოქივითაა, სულ ტონუსში მამყოფებს როცა პოსტები მიობდება ხოლმე :დ

შესთავაზეთ მკითხველებს რაიმე სიახლე, ახალი თამაში, ერთად ჩაებით რაიმე ახალ წამოწყებაში.

ჰო, კიდევ. დაწერეთ რომელმე ბლოგერზე და გალინკეთ მისი ბლოგი/პოსტი. ეს მის მკითხველსაც დააინტერესბს და თქვენი ყოველდღიუერი ჰიტებიც გაიზრდება.

აგრძნობინეთ მკითხველს, რომ ის არსებობს, კითხეთ ხოლმე რჩევები, მე მაგალითად, მარკეტინგის გამო არა, მართლა ვეკითხები ხოლმე რაღაც–რაღაცებს და ბევრის აზრსაც ვითვალისწინებ. ეხლა რატომღაც ჰაუსის ერთი ცნობილი სერია გამახსენდა – ბლოგერ ქალზე… ჰო, ჩაურთეთ გამოკითხვები.

და რაც ძალიან მიყვარს: მოაწყვეთ ფართი მკითხველისათვის. სიახლოვის შეგრნება მე მაგალითად მაკავშირებს ბლოგის ავტორთან. თუკი ერთად იზეიმებთ მაგალითად, ბლოგის იუბილეს, არაჩვეულებრივი იქნება.

ხო, ფართიზე არ დაგავიწყდეთ საუკეთესო კომენტატორების გამოვლენა/დაჯილდოება. პრინციპში, ეს არც ფართს გარეშეა ურიგო. “მრგვალი თარიღები” ყოველთვის აღნიშნეთ ხოლმე. მაგ. მე–1000 კომენტარის ავტორი დაასაჩუქრეთ და ა.შ.

და ბოლო რჩევა ამ ეტაპზე: აირჩიეთ რამე ბრენდირებული ფრაზა და გახადეთ ის თქვენი სლოგანი. ჩემთვის ასეთია “მიყურე და ისწავლე” .

იმედი მაქვს, ჩემთან ბევრი კარგი რამის დანახვა და სწავლა შეიძლება.

მე ვიქნები თქვენი შუქურა უმთვარო ღამეში ^_^

პ.ს. პოსტი წერა განაპირობა დამწყები ბლოგერის თხოვნამ, დავხმარებოდი ბლოგის გაპიარებაში. მეც, ჩემი მხრივ პატარა ტუტორიალი დავუწერე. იმედია, გამოადგება ვინმეს.

საინტერესო იქნება ჩემთვის თქვენი მოსაზრებებიც ამ საკითხზე.

UPDATE: აზრთა სხვა და სხვაობა რომ არ წარმოიშვას, რეაქციის გამოვლენამდე წაიკითხეთ ჯერ ეს მინი პოსტი:

ბლოგის ყველა მკითხველს!

13 Responses to “როგორ გავხადოთ ბლოგი პოპულარული?”

  1. Mari said

    არაფერს არ ვაკეთებ ბლოგის პოპულარობისათვის.😐

  2. მიზიდავს შენი ინტელექტი, ვეკო,
    ბოლო ხანებია ზედმეტადაც, ნელ-ნელა მითრევ პოსტების წასაკითხად.

    პ.ს. ვიწყებ ბლოგის პოპულარიზაციას..: ))

    • vekoo said

      მიხარია რომ მოგწონს ჩემი ბლოგი ^_^

      ვნახე შენი ბლოგი და რამხელა პაუზა გქონია წერისას ო_ო 1 წელზე მეტი.

  3. absoliurad martali xar imashi rac giweria, magram masetad gaxdomas diidi shroma unda, pirvel rigshi ki survili imisa rom iyo popularuli, an iyo popralul blogebshi:)

    • vekoo said

      ჰო, მართალი ხარ. ეს პოსტიც ზუსტად იმაზეა, ვინც პოპულარულობისაკენ მიიღწვის, თორე მე პირადად ამ ყველაფრის შესრულება არც მინდა. “ბლოგი ვისია?” – ამაში ზუსტად ვსაუბრობ მე რა მინდა იმაზე :დ

  4. sofo said

    მე შენი ბლოგი დიზანი მომწონს ძალიან, იასამნისფერი ხომ ჩემი ფერია და კიდევ რაღაცნაირი კარგი აურაა აქ🙂

  5. kevana said

    ჰეჰ, ამ დახასიათებით, მე უფრო აქტიური პერსონა ვარ, ვიდრე აქტიური ბლოგერი :დ :დ :დ

  6. ნეტა თქვენ არ გეზარებოდეთ :დ

  7. მგონი ვაკმაყოფილებ ტექნიკურ მხარაეებს,უბრალოდ მკითხველს ვერ ვაწვდი ერთიდაიმავე დროს ჩემ პოსტს.ჯერ 2თვისაც არ ვარ)

  8. saltkrokeli said

    საინტერესო,რჩევებია,სათაური,რომ ვნახე უკვე დამაინტერესა და რაც იშვიათად ხდება ხოლმე, სათაური შინაარსმაც გაამართლა. მეც დამწყები ვარ, ისეთს არაფერს ვაკეთებ ბლოგის პოპულარობისთვის, უბრალოდ მეწერინება და ვწერ. თუმცა, ამ ბოლო დროს მეფიქრება ამ საკითხზე და ვხვდები, რომ მოქმედებაა საჭიროო. შენი ბლოგი ნამდვილად დროულიი იყოო :))

  9. Jessie said

    ძალიან კარგი და სასარგებლო პოსტია :)))

  10. […] როგორ გავხადოთ ბლოგი პოპულარული? […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: