ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

გოგოშკური

Posted by vekoo on April 14, 2011

“კარგად იყავიო, შენი ერთადერთი კაცი გვერდით გყავდეს და ცხოვრებაში ერთფეროვნებით არ ამოგხდეს სულიო,” – დაახლოებით ასეთი იყო ბოლო სიტყვები (რასაც მე მივუსწარი).

ეხლა რა ხდება, უკვე ბევრმა იცის და რამოდენიმე ბლოგზეც დაიწერა, რომ არსებობს  გოგოშკური ჯგუფი, სადაც იდება “პერსონალური გასხმები”.

ღრმა ბავშვობაში მეც მიყვარდა ყველანაირ პირად თემაზე ნებისმიერთან საუბარი, მეც აღტაცებული ვყვებოდი პირველ აღმაფრენ წამებს და პირველ დაცემასაც.

მერე გავიდა დრო და რაღაც–რაღაცები გადაფასდა ჩემ შეგნებაში:

ეხლა უკვე ვიცი,

  • რომ ყველა, ვინც მომისმენს და თავს დამიქნევს ჩემი ცუდი არ წყინს და არც ჩემი კარგი უხარია,

  • რომ მეგობარი მხოლოდ ის არაა, ვინც გულისყურით მომისმენს და თავის აზრსაც გამიზიარებს,

  • რომ ყველას ნდობა არ შეიძლება, ვინც ნდობას გამომიცხადებს.

მერე გავიაზრე რას ნიშნავს პირადი და რას საჯარო და გარკვეული საზღვარიც გავავლე ჩემსა და მასას შორის.

თავის დროზე ისე მაგრად ვიწვნიე ჩემი ენის სიგრძე, რომ მას მერე ეტაპობრივად გამომუშავდა ჩემში ენაზე კბილის დაჭერის ტენდენცია :დ მერე ნელ–ნელა მეც მივხვდი, რომ ჩემთვის ასე ჯობდა…

“სადაც მიხვალ იქაური ქუდი დაიხურეო” – ანდაზა არასოდეს ჯდებოდა ჩემს პრინციპებში.

მე მაქვს ჩემი შეხედულებები და რეალური/ღირებული მიზეზის გარეშე მათ იშვიათად ვცვლი.

ჰოდა, მეც აღმოვჩნდი 2–3 კვირის წინ “გოგოშკურ” ჯგუფში და ამ დროიდან მოყოლებული მოწმე ვიყავი ბევრი ისეთი ამბის მოყოლისა, რისი მოსმენაც ბევრს და განსაკუთრებით მამრებს ძალიან უნდათ, ვიზიარებდი ბევრის წუხილს, ზოგს ჩემ შეხედულებას ვუზიარებდი, ზოგსაც ინფოს ვუზიარებდი და ყველაზე ნაკლებად ჩემ ინტიმურ დეტალებზე ვამახვილებდი ყურადღებას.

და რა მოყვა ამას შედეგად: შენ ჭორიკანა ხარ, გვალაპარაკებ და შენ თავზე არ ყვები, ჩვენ ამბებს მერე ბლოგზე დაწერ და გააპიარებ, დაგვაშანტაჟებ და ათასი მე მაპატიეთ და სირული აზრი : |

როგორც მივხვდი, არსებობს ხალხის ისეთი კატეგორია,

  • ვინც განსხვავებულ ტიპაჟებს ვერ ეგუება,

  • ვისაც განსხვავებული ცხოვრების წესი ნორმიდან გადახრა ჰგონია და

  • ვისაც თავისუფლება და გართობა პარტნიორთა სიმრავლეში ესახება.

ზოგმა ის ვერ გაიგო რატომ არ ვყვებოდი  პირად დეტალებს და ზოგსაც იმაში შეეპარა ეჭვი, რომ ჩემი ცხოვრება დუნე და მოსაწყენი იყო, რადგანაც შეგნებული 20 წლის მანძილზე მხოლოდ 1 საყვარელი ადამიანი მყავს და არც არაფერს ვყვები არც საწუწუნოს და არც სასიხარულოს მათთან : )) აი, ეხლაც მე თავს ვიშტერებ ვითომ ვერ ვხვდები რა პრობლემა არსებობს თურმე :დ

ნუ, ეს რა პირადი ბლოგია პირადი განცდები თუ არ გადმოვეცი, ამიტომ აქ დავწერ და დავსტოპდები, იმიტომ რომ იქ წერის უფლება შემეზღუდა: “მეტისმეტად პატიოსანი ხარ ჩვენ ბოზებთანო, ჩვენ საათში 100  ლარს გავაკეთებთ და შენ კარგად იყავიო” : )) – თქვენც კარგად ბრძანდებოდეთ,  გმადლობთ ასეთი შეფასებებისათვის :დ

კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი იმაში, რაც ისედაც ვიცოდი, რომ კაცი კაცისთვის  მგელია.

ნიტო შეგრძნებაა, რომ ვერ მოწვეს და თავისებურად გადახარშეს ყველაფერი, მაგრამ ერთი კარგი საქმე მაინც გამიკეთეს: დამარწმუნეს ყველა ზევით გამოთქმულის ჭეშმარიტებებში ♥ ზუსტად ვოცი, რომ ენაზე კბილის დაჭერა უნიკალური თვისებაა : ))

12 Responses to “გოგოშკური”

  1. LiLaC said

    არადა ბოლო დღეებში სულ მესმოდა ეგ ჯგუფი და ვიფიქრე, მეც შევყოფი მეთქი ცხვირს : ))

    • vekoo said

      თუ შეხვალ ან სულ უნდა მოყვე ყოველ დღე ყველაფერი ან არ მოყვე და არ იაქტიურო “დელიკატურ” თემებში, თორე დიდი შანსია შენც იგივე გითხრან: აქ რომ აქტიურობ, შენ თავზე რატო არ ყვებიო :დ შე ჭორიკანაო :დ

      • არც მე ვაქტიურობ, ტოესწ არ/ვერ ვყვები საკუთარს და არავის უთქვამს ჩემთვის მსგავსი რამე😀

  2. ჰაჰაჰაჰა :დ :დ :დ

  3. netochka3 said

    -ვეკო,რადგანაც დროში შეზღუდული ვარ,ვერ წავალ ისე,რომ პატარა კომენტარი არ გავაკეთო…დიდი ხანია შენი ნაწერები აღარ გადამითვალიერებია,ყოველთვის გაფასებ და მიყვარხარ,რადგან შენ ასაკთან შედარებით ძალიან კარგად აზროვნებ,ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ პირველად რაც მომივიდა თავში ისაა,რომ ძალიან მალე გააკათე დასკვნები თანაც სამართლიანი,როცა შეგიძლია ამ ყველაფრის მოაზრება და გარჩევა ერთმანეთისგამ თეთრის და შავის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს შენ ასაკში,მე დღემდე იმ გულუბრყვილო ადამიანათ დავრჩი,რაც ვიყავი …ვერაფერი მასწავლა დრომ,კვლავ ყველა კარგი მგონია და ძალიან გვიან ვხედავ მათ ნამდვილ სახეს…(მაპატიე,თუ ჩემი ფიქრები ისე,კარგად ვერ ჩამოვაყალიბე,როგორც ეს შენ გამოგდის)

    • vekoo said

      სულ მახარებს ასეთი კომენტარი ♥

      “ძალიან მალე გააკათე დასკვნები თანაც სამართლიანი,როცა შეგიძლია ამ ყველაფრის მოაზრება და გარჩევა ერთმანეთისგამ თეთრის და შავის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს შენ ასაკში,მე დღემდე იმ გულუბრყვილო ადამიანათ დავრჩი,რაც ვიყავი …ვერაფერი მასწავლა დრომ,კვლავ ყველა კარგი მგონია და ძალიან გვიან ვხედავ მათ ნამდვილ სახეს…”

      ცხოვრება წინაა : )) არასდროსაა გვიან ♥ ხო იცით გამოთქმა : “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ სჯობს არასდროს გვიან” .

  4. kargi ramea eg enaze kbilis dachera, dzalian kargi.. tu sisuleles ambob kidev, hom miswrebaa mag shemtxvevashi da unda gaitvaliswino🙂
    (c) fsyche

    • vekoo said

      ენაზე კბილის დაჭერა ხო, მაგრამ უკეთესი სხვა ორგანოს დამუხრუჭებაა, და რა ცუდია, რომ ასე ცუდად გამოსდით ზოგიერთებს😀

      • fsiqe said

        უკეთესი ისაა, რომ ყველამ თავის ორგანოებს და კბილებს მიხედოს, ენებსაც🙂


        personal answer: ხო, მარა როცა ვერ უვლიან და მე მეხებიან, არ მსიამოვნებს დაბინძურება😀

  5. shiler said

    “მწვანე გამოწვევა რუსთავის საზოგადოებას”

    პროექტი შეიქმნა კავშირი `ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის” ინიციატივით და დაფინანსებულია USAID_ის მიერ.

    პროექტის მიზნებია:
    • ერთჯერადი მოხმარების ცელოფნის პარკებზე გადასახადის დაწესება, რომელიც ხელს შეუწყობს მისი მოხმარების შემცირებას.
    • ქ.რუსთავის მოსახლეობის ინფორმირება ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით, მათი ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებზე.

    შედეგად:
    • შემცირდება ქალაქში პოლიეთილენის პარკების მოხმარება.
    • მასიურ ხმარებაში შემოვა მრავალჯერადი მოხმარების ეკო-ჩანთები, რომელიც შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ქალაქის ბრენდად.
    • ხელს შევუწყობთ ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბებას.
    • მოვახდენთ ქ.რუსთავში მწვანე ქალაქის იდეის ფორმირებასა და პოპულარიზაციას.
    • ბიძგს მივცემთ მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული პრობლემით დაინტერესებას.
    შემოგვიერთდით და ერთად გავამწვანოთ რუსთავი!
    http://www.facebook.com/profile.php?id=100002279321372

  6. neliko said

    vaime vekooo… ra kai postia… ise daikide is xalxi martali xar matgan egeti (“მეტისმეტად პატიოსანი ხარ ჩვენ ბოზებთანო, ჩვენ საათში 100 ლარს გავაკეთებთ და შენ კარგად იყავიო” )damokidebulebaaa kargia… ise bevr rameshi getanxmebiii…❤❤❤

  7. […] გოგოშკური […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: