ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

2 წელია ერთად ვართ

Posted by vekoo on April 15, 2011

საიუბილეო თარიღი გვაქვს, პირადი სიყვარულის დღესასწაული.

ზუსტად 2 წლის წინ 14 აპრილს პირველად ვნახეთ რეალურად ერთმანეთი, პირველად შევხვდი ჩემს ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება შემიცვალა ♥

თბილი და სიყვარულით სავსე დღე მქონდა, დღესაც და 2 წლის წინაც ამ დროს ♥ ეხლაც წამის სიზუსტით მახსოვს ყველაფერი ♥

ამ საიუბილეო თარიღის გრანდიოზულად აღნიშვნა მინდოდა, მაგრამ მერე ისე გამოვიდა, რომ მთელი დღე დაკავებული ვიყავი : (( ამიტომაც, დავიკიდე ყველა და ყველაფერი და მთელი დღე აჩოს დავუთმე ♥

ჩავილაგეთ სასუსნავები და ამჯერად ცოტა  უფრო მოშორებით წავედით ქალაქგარეთ. ვგიჟდები ერთად შორ გზაზე ერთად ბოდიალზე, მითუმეტეს, თუ გარეთ მწვანედ აფეთქებული ხეები მიცინიან და სალონში საყვარელი მელოდიები იღვრება ♥

უგემრიელესი ტორტის ნაჭრები ავარჩიეთ, წვენი, ბევრი მიწის თხილი და 2 ნოყიერი შაურმაც გზისთვის :დ კრემზე გზაში გადაფარებული პარკები მიეკრო და აგვეწიწკნა და დაგვიმახინჯდა, მაგრამ სამაგიეროდ ასეთი გემრიელი  კარგა ხანია არაფერი მიჭამია  ♥

თბილისიდან გასვლისთანავე პატარა წყნარი მოლი შევნიშნეთ 2 ხეს შუა ჩადგმული ხის სკამით, ისე, როგორც ჩვენს ბავშვობაში სოფლის ბირჟებზე : ))  გადმოვედით, მზეზე გავთბით, მოლზე წამოვკოტრიალდი, მიწის თხილი ვაკრატუნეთ,  :დ ერთი სიტყვით, დასაწყისი კარგი იყო : ))

აჩოს ანფასი ნორმალურად ვერცერთ კადრში ვერ დავიჭირე :დ ან სულ სიგარეტს ეწეოდა, ან თვალებში შეჭყიტულ მზეს ემალებოდა : )) პრინციპში, აქაც ამთქნარებს :დ

წასვლამდე მაინც ვეპაპარაცე :დ

რაღაცნაირი ფოტოებიანი პოსტი გამომდის, ამიტომ, ბარემ ექსკლუზივსაც დავდებ ბლოგზე { :დ }  არსად, არცერთ ფორუმსა თუ სოც.ქსელზე არ დევს ჩემი სათვალიანი სურათი, ჰოდა, ესეც დღევანდელი სელფ–შოთი  ♥

სურათებიანი, მაგრამ გარკვეულწილად, მაინც მშრალი პოსტი გამოვიდა :დ თქვენც გრძნობთ ხო ფაქტების სიმცირეს? :დ მაგრამ დღეისათვის ეს იყოს : ))

ბედნიერი და მხიარული ვარ, ყოველი დღე მიხარია და მინდა კიდე დიდხანს გაგრძელდეს : ))

ნუ, ყოველ შემთხვევაში, ასე მპირდება და მე მჯერა შენი, აჩო ♥

14–ში ჩვენ დავიწყეთ და 15–ში სიყვარულის დღეც ჩვენს მერე მოდის : )) ყველაფერი ჩვენით იწყება :დ

8 Responses to “2 წელია ერთად ვართ”

  1. Mari said

    აუუ, აღარ მახსოვდა… რომ გელაპარაკე, ტელეფონზე, მაშინაც არ გამახსენდა..
    გილოცავთ გილოცავთ გილოცავთ❤❤❤ სულ ერთად და ბედნიერად იყავით❤

    • vekoo said

      😀 მადლობებად არ დამღვაროთ :* მივხვდი რომ არ გაგხსენებია :დ
      :* ძალიან მიყვარხარ :*

  2. Jessie said

    გილოცავთ🙂 მე თქვენ გიცნობთ :))))))))) კარგები ხართ
    და მშვენიერი პოსტი გამოვიდა :))

    • vekoo said

      ნუუ, მეც გიცნობ შორიდან :$

      არც ისეთი მშვენიერი, მშრალი პოსტია :დ

  3. ოოჰჰჰ ვგიჟდები ასეთ პოსტებზე, მმმმ❤❤❤❤ და ასეთ დღეებზე ხომ საერთოდ!!

  4. MrsMarch said

    ძალიან საყვარლები ხართ❤

  5. […] 2 წელია ერთად ვართ […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: