ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

Big Ben School + სიამოვნება

Posted by vekoo on April 16, 2011

ეკა

არის, აღსრულდა ოცნება!

დღეს დილის 11 საათზე მქონდა გამოცდა და ჩავაბარე❤ როგორ და რანაირად – არ ვიცი,  მაგრამ ნამდვილად ჩავაბარე { :დ }

ჩემი დიადი გეგმის ფაქტიურად 1/6 უკვე შესრულებული მაქვს, წინ მივიწევ და ამ გეგმაში გაუთვალისწინებელი  წარმატებებიც უკვე მაქვს, მაგრამ ამაზე შემდეგ პოსტში

ყოველთვის, როცა რაღაც საქმეს ვასრულებ, ჩვემ თავს ვეკითხები: რა მივიღე  მისგან? –  მიყვარს ამ კუთხით ჩაღრმავება და საერთოდაც, საკუთარ თავზე უკეთესს ვის დაველაპრაკები ? :დ

ურთიერთობები

ეს არის ის, რასაც ცხოვრების ბოლომდე პატივს ვცემ. ნებისმიერი კავშირი საინტერესო ადამიანებთან მზრდის და თვითრწმენას მიმაღლებს ^_^

ეკა – ჩემი ლექტორი, რომელზეც უამრავ კარგ რამეს ვიტყოდი ეხლა, მაგრამ დღეს გავიგე, რომ თურმე, ჩემ ბლოგს კითხულობს, ამიტომ აქ დავსტოპდები, – არ მინდა იფიქროს, რომ ამ ყველაფერს სპეციალურად ვწერ :დ

ამიტომ, უბრალოდ საუკეთესო (ჯერ) ადამიანია და (შემდეგ) საუკეთესო ლექტორი❤

გამოცდილება

მთელი ცხოვრება ხო სხვა არაფერია თუ არა გამოცდილების დაგროვება, ჰოდა, მეც ვემზადები ამისათვის. ყველაფერს არ ვაკეთებ იმისათვის, რომ საუკეთესო გამოცდილებები დავაგროვო, მაგრამ რასაც ვაკეთებ, ესეც დასაფასებელია ^_^

გამოცდიდან სასწრაფოდ პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციაში გავვარდი { ამ ტერმინის დასახელებაზე ვგიჟდები :დ } იქიდან გამოსვლისას ახალ სალონს ვესტუმრე, რომელიც სულ შემთხვევით შევნიშნე მგზავრობისას და ექსტერიერმა მიმიზიდა.

ჰოდა, მივედი და მოლოდინი არ გაუცრუებია ^_^ ეხლა უკვე ლამაზი წარბები მაქვს – ისე, კოსმეტოლოგი ისეთი კარგი გოგო იყო, ისე მადიანად მეხუტებოდა კეთების პროცესში, ისეთი საყვარელი დეკოლტე ეცვა, რომ …

იქიდან გამოსვლისას აჩო დამხვდა და შემიფასა შედეგი : ))

ისე, ისე მშიოდა უკვე იმ დროისთვის, რომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდაც ძალიან ნოყიერი რამე მეჭამა, ამიტომაც უცებ გლდანში გავსქურეთ და უგემრიელესი შაურმები ვჭამე :დ ჰო, შაურმები, იმიტომ რომ 2 ცალი მარტო ჩემთვის შეუკვეთა აჩომ :დ არ მეგონა თუ გავქაჩავდი, მაგრამ ორივე ბოლომდე ავითვისე და ცოცხალ–მკვდარი მივეგდე სავარძელზე :დ

ნაყოფიერი და ბედნიერი დღე მქონდა, ამაზე ნაკლები არცერთი არ უნდა იყოს მომავალში : ))

6 Responses to “Big Ben School + სიამოვნება”

  1. Archilly said

    ise 2 cals rogor moerie😀 sagol shen :DDD xo kai dge gqonda mandvilad :))) nayofieri :*

  2. salolas said

    მართლა გილოცავ ვეკ :* ხო იცი როგორ მიხარია შენი წარმატებები :)))

    პ.ს. 2 შაურმა? საღოლ შენ კუჭს :დ

  3. MrsMarch said

    გილოცავ!

    აუ ორს ვერ შევჭამდი ნაღდად:| ისე შენგან არ გავიგო ფეხები მომისუქდაოოო: )))))

    • vekoo said

      აუ, არადა ეხლაც ისე მშია, ამ შუაღამისასაც სიამოვნებით შევჭამდი :დ ოღონდ ერთიც მეყოფა :დ

  4. […] Big Ben School + სიამოვნება […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: