ვეკოს ბლოგი – უჭუკლესი ჭუკლი

მიყურე და ისწავლე

პლიუსი+მინუსს=ნიუსს

Posted by vekoo on April 20, 2011

პოსტი ეხება “პლიუსებს”, “მინუსებს” და შესაბამისად, “ნიუსებს”.

პლიუსი = სასიხარულო ამბავს.

მინუსი = სამწუხარო ამბავს.

და მე რითი დავიწყო: კარგით თუ ცუდით? ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდებაო – ნათქვამია. ამიტომაც, მეც ცუდით დავიწყებ.

მაშ, ასე:

მინუსი:

გუშინ მაღლივიდან მოვდიოდი და ტრანსპორტში საფულე დავტოვე : (( აი, ის საფულე თავის დროზე ძველი რომ დამეკარგა და ახალი რომ ვიყიდე. ოღონდ, ის განსხვავებაა, რომ მაშინ იმ საფულეში 100 ლარი მედო და ამაში 10 ლარზე მეტი არ მდებია.

სამაგიეროდ, ყველანაირი საბუთი კვლავაც შიგნით მქონდა : (( და ეხლა ისეთი პერიოდი მაქვს, რომ საბუთები ძალიან მჭირდება : (( ბანკშის შენობაშიც კი პირადობის გარეშე არ მიშვებენ. როგორ მხდის სულს ის ფაქტი, რომ იმ ჩალუქულ ლიფტში ყოველ დღე მე–11 სართულზე უნდა ვიარო.

ჰოდა, გავაყოლე ჩემი უსაყვარლესი საფულე ქარს : (( აჩოს ნაჩუქარი რომ იყო ყველაზე მეტად იმიტომ დამწყდა გული. თან +ამას მერამდენედ უნდა ვიგრძნო თავი უკანასკნელი იდიოტივით : (

“ყველაზე მეტად იმაზე მეშლებოდა ნერვები, რომ ვერაფრით მივხვდი რა მოხდა ისე სულელურად შემომეკარგა . არ მიყვარს თავს იდიოტად რომ ვგრძნობ ხოლმე : | თან უკაპიკო იდიოტად : | ” – ნაწყვეტი 1 ივნისსს დაწერილი პოსტიდან. პროსტა, ის განსხვავება იყო, რომ ეხლა ვიცოდი სადაც დამრჩა : ((

აი, ასე მოშხამულ ხასიათზე წავედი ლიბერთის ტრეინინგზე.

და ყველაზე კარგი ამბავი ხომ ისაა, რაც კარგად სრულდება:  შუა ტრეინინგზე დამირეკა ბატონმა დავითმა მერიის ადმინისტრაციიდან, ლამის ფეხზე წამომდგარმა ვუპასუხე, სულ ზრდილობებად ვიღვრებოდი . და რაში ყოფილა საქმე: ვერიკო, შენ წეღან იმგზავრე n ნომერ მარშუტკაში, სადაც დაგრჩა საფულეო და უცებ ვერ მოვწვი რატო იცოდა :დ სტაჟირებას რომ ვიწყებდი გასაუბრებაზე შემიყვანა თავისთან და თავისი ნომერიც მომცა, რომელიც ჩაკეცილი საფულეში ჩავდე. ჰოდა, ვიღაცას უპოვია ჩემი საფულე და იმ ნომერზე დარეკა :დ სულ მადლობები ვუხადე, ჩავიწერე მპოვნელი მძღოლის ნომერი და გავსქურე უკანა გზაზე დასახვედრად : )) ნუ, მართალია სიჩქარეში ტაქსისტმა ლარიანი მომატყუა, მაგრამ მთავარია, მივუსწარი დროზე და ჩემი საფულე დავიბრუნე : ))

ნეტა, 10 ლარის მაგივრად 100 ლარი რომ მდებოდა მაინც დამიბრუნებდა მპოვნელი? : ))

ეხლა გადავიდეთ

პლიუსებზე:

დღეს აჩომ რუსთავში ჩამომაცილა და “აი, ეს მაღაზია ბავშვობიდან მომწონდა, სულ ძაან მაგარი სამკაულები იყიდება, სკოლიდან რომ მოვდიოდი სულ ვათვალირებდი–მეთქი”. ხოდა, შევედით და ჩემთვის სამაჯური ამარჩევინა : )) ლამაზი და დახვეწილი, ოღონდ ძალიან ისეთია, გამოსასვლელ სამოსზე გასაკეთებელი, ზე თესლ :დ მყარი ლითონის, ნაწილი შავად კრიალებს და ერთ მონაკვეთზე რელიეფური ორნამენტები აქვს  თეთრი თვლებით გაფორმებული.

ისე გამიხარდა, ვერ აღვწერ, არცერთი სამაჯური არ მაქვს, არადა ძალიან მომწონს, განსაკუთრებით ზაფხულში: სქელები და შავ–თეთრები ან ფერადები. მაგრამ მე რაც ვნახე არცერთში მაჯა არ მეტეოდა ხოლმე : (( :დ

სამაგიეროდ, ეხლა ისეთებზე ბეეეეევრად უკეთესი მაქვს, პერსონალურად ჩემთვისაა დამზადებული მჯერა ^_^

სურნელოვანი ჩხირები

მერე იქვე მაღაზიაში სურნელოვანი ჩხირები ვიყიდეთ, გადავუქოთეთ ქალს კალათა :დ ყველა კოლოფი სათითაოდ დავსუნეთ და ისე ვარჩევდით, მე სურნელს ბოლოს უკვე ვეღარ გვრძნობდი და აჩო არჩევდა. ერთი ყუთი სულ აიღო და დანარჩენებიდან 10–10 ცალი ამოვიღეთ. ბოლოს ძალიან ბევრი დაგვიგროვდა :დ

“ერთმანეთს რომ ვეფლირტავებოდით იმ დროს მახსენებს, შენ რომ გელაპარაკებოდი ხოლმე სულ მენთო ოთახში ეს ჩხირებიო” – საყვარელი.

ესეც ჩემი დღის “პლიუსი” და “მინუსი”, რამაც საბოლოო ჯამში სასიამოვნო “ნიუსი” გამომაცხობინა.

8 Responses to “პლიუსი+მინუსს=ნიუსს”

  1. Mari said

    შენ და შენი საფულეები რა… :))

  2. MrsMarch said

    არ ვიცი რატომ, მაგრამ კინოსავით წავიკითხე ეს პოსტი და რაღაც სასიამოვნო განწყობა დამიტოვა.. მიყვარს ესეთი ყოველდღიური და თითქოს ჩვეულებრივი, თბილი და პოზიტიური დღეები. ხო აი ისიც პოზიტიურია, საფულე რომ დაკარგე და იპოვე, რაღაც მოხდა: )

  3. kevana said

    თავგადასავლები არ გელევა :დ
    რაც მთავარია ჰეფი ენდით :*
    სურნელოვანი ჩხირები კიდე იიიჰ რა მაგარია :უსერ: :წუბ:

    • vekoo said

      ჰოოო :დ მთავარია, კარგად სრულდებოდეს :დ

      რისი არომატით გიყვარს ჩხირები?

      • kevana said

        აქ პასუხის გაცემა დამაგვიანდა…

        ეგზოტიკური, ყვავილის სურნელები..
        ინდური ჩხირები მიყვარს :უსერ:

  4. anna said

    რამდენი ხანია საფულე არ დამიკარგავს ^^ მგონი რაღაცების კარგვებს გადავეჩვიე, არადა საშინლად უყურადღებო და გონებადაფანტული ვარ, რამდენჯერ მიკეთებია პირადობა თავიდან :შ

  5. salolas said

    ვაიმე ვეკო რა ბოთე ხარ :დ სულ რაღაცეებს როგორ უნდა კარგავდე🙂 მარა მაინც კარგია რომ კარგად დასრულდა.. ხოდა ეხლა ერთი სული მაქვს სახლში როდის მოხვალ რომ ეგ სამაჯური ვნახო, იქნებ მეც მომიხდეს🙂🙂

  6. […] პლიუსი+მინუსს=ნიუსს […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: